Jump to content
Planeta.Ge

ამერიკელი სენატორები დასავლეთს საქართველოს მხარდაჭერას მოუწოდებენ


Recommended Posts

ატლანტიკური საბჭოს სამუშაო ჯგუფი საქართველოზე, რომლის თანათავ­მჯდომარეები ამერიკელი სენატორები ჯინ შაჰინი და ლინდსი გრეჰემი არიან, ანგარიშს აქვეყნებს სახელწოდებით `საქართველო დასავლეთში - პოლიტიკუ­რი საგზაო რუკა საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისაკენ~. ანგარიში აფასებს დასავლეთის ქვეყნების პოლიტიკას საქართველოს მიმართ და რეკო­მენდაციებს აწვდის აშშ-სა და ევროპულ ქვეყნებს, ხელი შეუწყონ საქართვე­ლოს დემოკრატიზაციასა და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.

 

ანგარიშში ნათქვამია, რომ 90-იან წლებში უმეტესობა სკეპტიკურად უყურებდა იმ მოსაზრებას, რომ ბალტიის სახელმწიფოები ნატოსა და ევროკავშირის წევ­რები გახდებოდნენ. თუმცა, თავად ამ ქვეყნების მცდელობებმა და სიცხადემ დასავლეთის პოლიტიკაში (განსაკუთრებით აშშ-ის) ეს, ერთი შეხედვით, რადი­კალური იდეა, ბუნებრივ შედეგად აქცია. დასავლეთის მხარდაჭერა გახდა სტი­მული მტკივნეული რეფორმებისთვის, ხოლო რუსეთის წინააღმდეგობა განეიტრალდა.

 

ანგარიშის მიხედვით, 2012 წლის საპარლამენტო და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები, რომელსაც თან ახლავს ოკუპანტი რუსეთის შიდა ზეწოლა და ქვეყ­ნის დესტაბილიზების მცდელობები, საქართველოს მნიშვნელოვანი ტესტის წი­ნაშე აყენებს. ერთი მხრივ, მან უნდა გააგრძელოს დემოკრატიზაცია. მეორე მხრივ კი, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროპამ უნდა გააორმაგონ სა­ქართველოს მხარდაჭერის მცდელობები, მათ შორის 2012 წლის მაისის ნატოს სამიტზე, რომელიც ჩიკაგოში გაიმართება.

 

ანგარიში მთელ რიგ რეკომენდაციებს სთავაზობს დასავლეთს, ნატოსა და ევ­როკავშირისკენ საქართველოს სწრაფვის სტიმულირებისთვის . მათ შორისაა: გააგრძელონ საქართველოში დემოკრატიის მხარდაჭერა, გახადონ რუსეთი პა­სუხისმგებელი საქართველოს ოკუპაციაზე და დაიცვან ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა. აქ ერთ-ერთი შეთავაზებაა ნეიტრალური საერთაშორისო უსაფ­რთხოების ძალების განთავსება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. რეკომენ­დაციებს შორისაა საქართველოს მხარდაჭერაც მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

და NDI მ რაო? და ბნელმა მამაოებმა კიდევ... გააჯვან... მე მინდა მშვიდი დალაგებული და სამართლიანი ქვეყანა, და არა ვირაც ამორალური ####ების ავანპოსტი ბრძოლის წინა ხაზზე. მით უმეტეს რომ ამ ავანპოსტობისგან სააკაშვილის დინასტიის დამკვიდრების მეტი არანაირი სარგებელი არ ჩანს...
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

უფ.... ნამეტანი გრძელი ისტორიაა :))) მღვდლები არ იგულისმხებიან ჩემო სატრუნ :)) თემის ავტორი მიხვდა რასაც ვეუბნებოდი :)
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...