FRIDRIX Posted October 14, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted October 14, 2011 ქრისტიან-დემოკრატები მსტოვრების ინსტიტუტის შემოღებაზე ალაპარაკდნენ. პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ~საგადასახადო კოდექსში~ ცვლილებების შესახებ კანონპროექტის განხილვისას "ქრისტიან-დემოკრატმა" ლევან ვეხვაძემ განაცხადა, რომ ხელისუფლებას აღნიშნული ცვლილებით მსტოვრების ინსტიტუტი შემოაქვს, რომლებიც მიმაგრებულები იქნებიან ორგანიზაციებში და შეეძლებათ ჩაერიონ მენეჯმენტში. ვეფხვაძე დარწმუნებულია, ამ ცვლილებით დისკომფორტი შეექმნება იმ მედიასაც, რომელიც ხელისუფლების მიერ ვერ კონტროლდება. მისი თქმით, ხელისუფლება აუცილებლად მიამაგრებს ასეთ აგენტებს მედიას როგორც ტელევიზიებს, ისე პრესას. კანონპროექტის განხილვა დღეს პარლამენტის სხდომაზე პირველი მოსმენით მოხდა. "საგადასახადო კოდექსში" შესატანი ცვლილებებით, საგადასახადო ორგანოს შესაძლებლობა ენიჭება, უფლებამოსილი პირი ან პირთა ჯგუფი გადასახადის გადამხდელის ეკონომიკური საქმიანობის ადგილას მიამაგროს და საგადასახდო მონიტორინგი ასე განახორციელოს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.