FRIDRIX Posted October 14, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted October 14, 2011 http://s017.radikal.ru/i438/1110/35/f6af1ced3a08.jpg მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სასწავლო, სამეცნიერო და საექსპერტო ლაბორატორია გახსნა. პრეზიდენტი პირადად გაეცნო ყველა იმ ტექნოლოგიურ სიახლეს და პროცესს, რომელიც საშუალებას იძლევა ახალ ტექნოლოგიურ ცენტრში ადგილზევე მოხდეს სამშენებლო სფეროსთვის საჭირო მასალების სიმყარისა და მდგრადობის გამოცდა. ლაბორატორიაში ასევე შესაძლებელია სამეცნიერო-კვლევითი და სამეურნეო სამუშაოების ჩატარება, სამშენებლო ინდუსტრიის თანამედროვე მოთხოვნების გათვალისწინებით. ახალი ცენტრის საშუალებით უცხოელი ექსპერტების მოწვევის და ექსპერტიზაზე მასალის უცხოეთში გაგზავნის აუცილებლობა აღარ იარსებებს. როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, ახალი ინოვაციები, კარგად აღჭურვილი ტექნოლოგიური ცენტრი და კვალიფიციური სპეციალისტები ქვეყნის განვითარებისა და დასაქმების მეტ შანსს იძლევა. საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საქართველოს სამშენებლო სფეროში დიდი პოტენცია აქვს, ჰყავს კადრები, რომლებსაც საერთაშორისო ბაზრის მოთხოვნების დაკმაყოფილება შეუძლიათ. მისივე თქმით, დღეს უკვე ტექნიკურ სფეროში განათლების მიღება მომგებიანი გახდა, შესაბამისად, აბიტურიენტთა დიდმა ნაწილმა ჰუმანიტარული მეცნიერებების შესწავლას, ტექნიკური სფეროს ათვისება ამჯობინა. „ეკონომიკის და მშენებლობის პროგრესთან ერთად არსებობს განვითარების ორი გზა. პირველი, როდესაც ბევრი ნავთობი და გაზი გაქვს და შეგიძლია არაფერი არ გააკეთო. მაგალითად, შემოვლენ ჩინელები, თურქები, გერმანელები და ყველაფერს ისინი აგიშენებენ. მეორე გზაა, როდესაც არაფერი არ გაქვს, თავადვე უნდა ისწავლო, გამოიგონო და იქით აუშენო სხვას. სწორედ ეს მეორე მიმართულებაა ჩვენი განვითარების გზა, რადგან პირველი გზა საბოლოოდ ეროვნული განვითარების შეჩერებას იწვევს. სწორედ ამიტომ ვერ შექმნა რუსეთმა, ახალი ტექნოლოგიური ცენტრი, რადგან ზის ნავთობის ნემსზე და კორუფციაზე. ყველაფერი კი ერთ მუჭა ხალხს აქვს დანაწილებული. ჩვენ კი ყველა ნიჭიერი ადამიანის წინსვლით შევქმნით ახალ ტექნოლოგიებს, ახალ ტექნოლოგიურ ცენტრებს და განვავითარებთ ჩვენსავე ქვეყანას", - აღნიშნა პრეზიდენტმა. მისივე თქმით, მსგავსი ტექნოლოგიური ცენტრები და ლაბორატორიები იძლევა საშუალებას, რომ ეს მასალები სხვადასხვა ინფრასტრუქტურების მშენებლობისთვის გამოვიყენოთ. პრეზიდენტის ინიციატივით, სწორედ ამ ცენტრში დამზადებული მასალა იქნება გამოყენებული ანაკლიაში ახალი ცენტრის მშენებლობისას. ლაბორატორიის გახსნას ლიტვის ტექნიკური ინსტიტუტის რექტორიც ესწრებოდა, რომელმაც აღნიშნა, რომ ტექნოლოგიური პროგრესის თვალსაზრისით, საქართველოში ბოლო ერთი წლის განმავლობაში ძალზე დიდი წინსვლა შეიმჩნევა: „საქართველოში ერთი წლის წინათ ვიყავი და მას შემდეგ გასაოცარი პროგრესი იგრძნობა. სიმართლე გითხრათ, გაოცებული ვარ, ვინაიდან ტექნოლოგიური თვალსაზრისით, თქვენი ქვეყანა ჩვენ ქვეყანაზე გაცილებით წინ არის".-აღნიშნა რომანს ჟივენჩუსმა. ტექნოლოგიური ცენტრის გახსნას ასევე ესწრებოდნენ განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted October 14, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted October 14, 2011 GPI დამთავრებული არის აქ ვინმე?სოპრომატი ცაუბარებია ვინმეს ან უსწავლია მაინც, ან ჩემსავით დაქალ-ძმაკაცები მაინც არ გყოლიათ ამ სასწავლებელში?ჰო დამილიონი სასწავლო, საექპერტო ლაბორატორია არსებობდა მანდ დღიდან დაარსებისა.მე მაგალითად სასწავლო შახტაშიც ჩავუყვანივარ ჩემ მეგობრებს და იქ ლექციაც მომისმენია.პეტროლოგიის და პალეონთოლოგიის მუზეუმებზე არარაფერს ვიტყვი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
laci Posted October 14, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted October 14, 2011 მე მაგალითად სასწავლო შახტაშიც ჩავუყვანივარ ჩემ მეგობრებს და იქ ლექციაც მომისმენია.პეტროლოგიის და პალეონთოლოგიის მუზეუმებზე არარაფერს ვიტყვი კი მეც ვარ ნამყოფი შახტაში.. პალეონთოლიგიის მუზეუმიც მაგარი ჰქონდათ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DonCaredo Posted October 14, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted October 14, 2011 სოპრომატი გეპეის სტუდენტი მაგითი და კიდევ ხაზვით იყო ცნობილი. გეპეის სტუდენტს რო კითხეს, რომელი გირჩევნია გყავდეს, ცოლი თუ საყვარელიო, და ორივეო. ცოლს ეგონება, რომ საყვარელთან ვარო, საყვარელს ეგონება, რომ ცოლთან ვარო. მე კი დავჯდები და ვხაზავ და ვხაზავო კიდე რაღაც გელაზე იყო, გეპეის სტუდენტს ეკითხებიან, რა გქვია? -გელა; რა გვარი ხარ? - გელა; სად ცხოვრობ? -გელა; სად სწავლობ? -გეპეიში; Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted October 14, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted October 14, 2011 kisaGPI დამთავრებული არის აქ ვინმე?სოპრომატი ცაუბარებია ვინმეს ან უსწავლია მაინცაი ემ. მხოლოდ GPI კი არა GTU Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted October 14, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted October 14, 2011 laci პალეონთოლიგიის მუზეუმიც მაგარი ჰქონდათ ეხლაც არის ის მუზეუმები, სიცივეში, სიბნელეში და ათას უბედურებაში დადიოდნენ იქ სტუდენტები და სწავლობდნენამ მუსეუმში ქალბატონი ნელი ქუჩულორია ასწავლიდა გეოლოგებს და არა მხოლოდ მათ პალეონთოლოგიას.უნიკალური ქალი იყო, საოცარი ცოდნითა და უმკაცრესიცმივიდნენ ეხლა და ტავიდან გახსნან ბაფთებით მოკლედ რა, მეზიზრება პაკაზუხობა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
laci Posted October 14, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted October 14, 2011 მივიდნენ ეხლა და ტავიდან გახსნან ბაფთებით მივლენ მანდაც... არ გამიკვირდება.. მაგარი იყო ეგ მუზეუმი, ჩემი მეგობრის და სწავლობდა მანდ და ხანდახან მივდიოდით ხოლმე..იქიდან ვიცი , თორემ გპი-სთან სხვა შეხება არ მქონია .. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
gendolf Posted October 14, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted October 14, 2011 ლაბორატორია ვჭამოთ? :vischemivis: :vischemivis: :vischemivis: ლაბორატორიის გახსნა არაა მთავარი მთავარია სტუდენტებს რამდენად მიეცემათ მუშაობის საშუალება და რამდენად ხარისხიანი იქნება ეს მუშაობა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
FRIDRIX Posted October 14, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted October 14, 2011 ლაბორატორიის გახსნა არაა მთავარი მთავარია სტუდენტებს რამდენად მიეცემათ მუშაობის საშუალება და რამდენად ხარისხიანი იქნება ეს მუშაობასწორი შენიშვნაა და საკმაოდ მწავავე საკითხია შემდგომი დასაქმების პერსპექტივის არქონა ბევრი დასავლური უნივერსიტეტი ეხმარება თავის კურს დამთავრებულებს დასაქმებაში Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
gendolf Posted October 14, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted October 14, 2011 FRIDRIX სწორი შენიშვნაა და საკმაოდ მწავავე საკითხია შემდგომი დასაქმების პერსპექტივის არქონაარამარტო დასაქმების პერსპექტივის არქონა არამედ ლექტორ-მასწავლებელთა დაბალი დონეც Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted October 15, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted October 15, 2011 გადადის განათლება-მეცნიერებაში და იქაურებმა დაასუფთავეთ თემა... ცუდი რატომაა ამ ლაბორატორიის გახსნა ვერ ვხვდები, მიშამ კი არა კადფმა გახსნას თუ უნდა, ოღონდ გახსნან... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
gendolf Posted October 15, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted October 15, 2011 ცუდი რატომაა ამ ლაბორატორიის გახსნა ვერ ვხვდები, მიშამ კი არა კადფმა გახსნას თუ უნდა, ოღონდ გახსნან... იის გახსნა ცუდი არაა მაგრამ მეორეს მხრივ რად გინდა სახლში როიალი თუ მასზე არავინ უკრავს? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.