babuagiorgi Posted October 19, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted October 19, 2011 შესაძლებელია ბიძინა ივანიშილი Persona non grata გამოცხადდეს ამ ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენები ეჭვს იწვევს, რომ სააკაშვილი ინფორმირებულია ბიძინა ივანიშვილის სტრატეგიის თაობაზე და თანმიმდევრული ქმედებებით ივანიშილის Persona non grata გამოცხადებას ცდილობს.ასეთი ეჭვის საფუძველს იძლევა ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობის პრობლემებთან დაკავშირებული მოვლენები.8 – 10 ოქტომბერს ჭორების დონეზე ვრცელდება ხმა, რომ იანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა არ აქვს.Facebook-ის სოციალურ ქსელში ისმის თეორია, რომ სააკაშვილი ივანიშვილს მოქალაქეობის ჩამორთმევას ვერ გაუბედავს, რამე თუ ეს მის საზიანოდ იქნება. ეს რა თქმა უნდა მისაღები არგუმენტი იქნებოდა, იმ შემთხვევაში თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საკაშვილს არ აქვს “გათვლილი” ივანიშვილის შემდეგი ნაბიჯები.11 ოქტომბერს ირაკლი ტრიპოლსკი და ადვოკატი ეკა ბესელია აქვეყნებს განცხადებას, რომ ივანიშვილს მოქალაქეობა ჩამოერთვა.ივანიშვილს შეაქვს საჩივარი მოქალაქეობის ჩამორთმევასთან დაკავშირებით და ეკა ბესელია აცხადებს, რომ იწყება ხელმოწერების შეგროვების აქცია, რომელიც ფაქტობრივად დროს დაკარგვის მეტი არაფერია.18 ოქტომბერს ხელისუფლება ავრცელებს განცხადებას იმის თაობაზე, რომ ივანიშვილს მოქალაქეობის მოთხოვნის უფლება აქვს. ამავე დღეს ხდება ივანიშვილის დაცვის განიარაღება, რაც ახალი პროვოცირების მცდელობაა, რასაც დიდი ალბათობით, შსს დაცვის ჩანაცვლების შეთავაზება მოჰყვება. ყველაფერი ეს კი მიუთითებს იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილს არ ჰქონდა გათვლილი მოვლენების ასეთი განვითარება, რაზედაც სააკაშვილი საკმაოდ ინფორმირებულია. ქმედებების ქრონოლოგიას თუ დავაკვირდებით აქცენტის გადატანა ხდება პირად კონფრონტაციის სივრცეში, რაც მოწმობს იმაზე, რომ სააკაშვილის “რისკი” მოქალაქეობის ჩამორთმევისა და შემდგომ მისი “ჰუმანური” განცხადება მოქალაქეობის თხოვნის დაბრუნების თაობაზე, გათვლილი ნაბიჯები იყო. ხელისუფლება ცდილობს, ივანიშვილის საქმიანობისთვის რაც შეიძლება მეტი დისკომფორტი შექმანას, რათა გამოიწვიოს საწინააღმდეგო აგრესიული ტიპის განცხადებები, რითაც ხელისუფლება მომავალ ქმედებებს გაამართლებს. კონკრეტულად, არ არის გამორიცხული ის, რომ ახლო მომავალში ხელისუფლებამ მიუღებლად ჩათვალოს სან–მარინოს საპატიო კონსულის, ან უცხო ქვეყნის მოქალაქის ქვეყნის საქმეებში ჩარევა, რაც ბიძინა ივანიშვილის Persona non grata გამოცხადების მიზეზი გახდეს. ბევრია დამოკიდებული იმაზე, თუ რა კონტრ–სვლების ამოქმედებას შეეცდბა ივანიშვილი და რამდენად ენდობა ახალ პოლიტიკურ პარტნიორებს. ამავე დროს კი ქართულ ოპოზიციას არ ეტყობდა დიდი სურვილი, ივანიშვილის მიმართ ხელისუფლების მიერ განხორციელებული ქმედებების მასობრივი გაპროტესტებისა, რაც ნაწილობრივ ბიძინა ივანიშვილის მიერ, ოპოზიციის მიმართ ნეგატიურმა დახასიათებამ გამოიწვია . თუმცა არ არის გამორიცხული ის, რომ ხელისუფლება ზუსტად ამ ქმედებას ელოდება, გადამწყვეტი და ბოლო დარტყმის მისაყენებლად. მოკლედ რომ ვთქვათ, ახალ პოლიტიკურ ძალის ჩამოყალიბება საფრთხის ქვეშ დგას და თუ უახლოეს დღეებში ოპოზიციამ საწინააღმდეგო ქმედითუნარიანი სვლები არ განახორციელა, სააკაშვილი მორიგ გამარჯვებას იზეიმებს. http://www.georgian-style.net/?p=1666 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.