Jump to content
Planeta.Ge

ბიძოს მოქალაქეობის ირგვლივ ატეხილი აურზაური


Recommended Posts

ნუ კაი, დაუშვათ და ვერ იყარა თვითონ კენჭი.

თუმცაღა არგუმენტები აშკარად ბიზინას მხარეს არის. არანაირი ავტომატური შეწყვეტა ბუნებაში არ არსებობს.

მაგრამ ვინაიდან მიხალ ნიკალაიჩის მდაბიო და ღვაღძლი პერსონა ყველამ კარგად ვიცით, იასნია მოაწერს ხელს და შეუწყვეტს.

მერე ძალიან მარტივად აღიდგენს ჩემის აზრით, იმიტომ რომ დაბადებით და ეროვნული ნიშნით,,, ნუ მოკლედ.

მაგრამ დავუშვათ და ვერ აღიდგინა.

რა იცვლება? თვითონ ვერ იყრის კენჭს? და რა მერე?

პრეზიდენტი ისედაც ვერ გახდება, კანონით არ შეუძლია.

პრემიერობაზე გავა ალასანია. თუ მოიგებს მისცემს მოქალაქეობას და ეგაა. ფულს კიდევ... :) დალოცვილი, ცოლი, შვილი და ა.შ. რა მოქალაქეები არ არიან? :)) მაგათიც არაა ის ფული? :)) ან რა პრობლემაა ლეგალური გზით დაფინანსების მიწოდება ქართული კომპანიებიდან? სლეები არიან ეს ჩემისები? რას იდიშოვებენ თავს? ან ეს ბიჭი ვაშაძე თუ რაღაც, რატომ იბანძებს თავს, თან არ აქვს ცუდი სახელი, და აშკარად არაა ცუდი მენეჯერი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

dire

უცხო ქვეყნის მოქალაქეს არ შეუძლია პოლიტ პარტიის დაფინანსება, მაგრამ საინტერესოა, თუკი საქართველოში აქვს ფირმა

იურიდიულ პირს ხომ შეუძლია გადარიცხოს,

ანდა შEუძლია მეწილედ შეიყვანოს საქ. მოქალაქე რომელიც გადარიცხავს,

 

საინტერესოა,იურიდიულად როგორაა

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

საინტერესოა,იურიდიულად როგორაა

გინდა საქართველოს მოქალაქე იყავი,გინდა აქაური ფირმის პატრონი,ყოველ მათგანს შეზღუდული აქვს ის თანხა რომლითაც შეუძლია პოლიტიკური პარტიის დასფინანსება.თუმცა ყველა კანონს აქვს გვერდის ავლის საშუალება.

dire

მაგრამ ვინაიდან მიხალ ნიკალაიჩის მდაბიო და ღვაღძლი პერსონა ყველამ კარგად ვიცით, იასნია მოაწერს ხელს და შეუწყვეტს

რა თქმა უნდა ასეთია,თუმცა ჩემი აზრით გაუჭირდება თავის თავზე აიღოს ოპონენტის მოშორების ამბავი,რადგან ამაზე შეიძლება დასავლეთმა გაუხუროს,თუმცა არც ეს იქნება მისთვის შემაკავებელი.

 

მუხლი 32. საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვა

ამ კანონის შესაბამისად პირი დაკარგავს საქართველოს მოქალაქეობას, თუ:

ა) საქართველოს კომპეტენტური ორგანოების უნებართვოდ შევა უცხო სახელმწიფოს სამხედრო სამსახურში, პოლიციაში, იუსტიციის ორგანოებში და მმართველობის სხვა ორგანოებში ან სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებში;

ბ)მუდმივად ცხოვრობს სხვა სახელმწიფოში და არასაპატიო მიზეზით არ დადგა საკონსულო აღრიცხვაზე 2 წლის განმავლობაში;

გ) საქართველოს მოქალაქეობას შეიძენს ყალბი დოკუმენტების წარდგენის გზით;

დ) მიიღებს სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობას.

ეს სხვა თემაშიც დავწერე,ამ 32-ე მუხლის დ) ნაწილს რომ აწვება ვაშაძე,მაშინ ბ)-ს რა ვუყოთ,რომლის მიხედვით დაახლოებით მილიონ ქართველს უნდა ჩამოერთვას მოქალაქეობა.

ეხლა ნაცები ამას რატომ არ აკეთებენ,მე მგონი გასაგებია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ძუკუ

გინდა საქართველოს მოქალაქე იყავი,გინდა აქაური ფირმის პატრონი,ყოველ მათგანს შეზღუდული აქვს ის თანხა რომლითაც შეუძლია პოლიტიკური პარტიის დასფინანსება.თუმცა ყველა კანონს აქვს გვერდის ავლის საშუალება.

რამდენია შეზღუდვა? გვერდის ავლით როგორ, მაშინ ფირმები უნდა დააარეგისტრიროს ახალი, ვიღაც ვიღაცეების სახელზე,

ან ქეშით-არალეგალურად, ქეში კი საკმაოდ პრობლემატურია შსს საქმე გამოუჩნდება ეს ერთი და მეორე თავად ქეშის ამღებები დაიწყებენ მამაძაღლობას,

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ძუკუ

ანუ... რეალურად ავტომატურად წყდება მოქალაქეობა?

პროცედურის აღწერა არ არსებობს არანაირი? რეალურად ორონდ. ბესელიასეულად არ მინდა :)

პ.ს.

ისე მაინც რომ იურიდიული საფუძველი მაინც თქვენ გაქვთ ყველაზე კარგი :)

პ.პ.ს

არა რა... ამხელა ფულის პატრონს იურისტები რომ გაგიჭირდება მართლა რა ქვეყნის მიმხედავია ისე :)) როგორ გინდა არ დასთანხმდე :))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

2006 წლიდან ვარ ასეთ მდგომარეობაში. სიტყვიერად დამემუქრენ ჩამოგართმევთო მოქალაქეობას. წერილობით არაფერი გამოუცით. ასე რომ დღეს არ ვიცი ვარ თუ არა მოქალაქე.

პარადოქსების მეტი რა აქვთ ამათ.

ეროვნული გვარდიის დაარსებაში მონაწილეობი მიღებისთვის სისხლის სამართლის 2 მუხლი მომაწეპეს.

ბანდფორმირების შექმნა და იარარის ტარება.

არა და თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე წერია;

"ეროვნული გვარდია შეიქმნა 1990 წლის 20 დეკემბერს. ეროვნული გვარდია იყო პირველი სამხედრო ფორმირება, რომლის ბაზაზეც ჩამოყალიბდა და განვითარდა ქართული შეიარაღებული ძალები."

 

http://guard.mod.gov.ge/index.php?page=11&lang=0

 

:givi: :givi: :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

სხვა ქვეყნის მოქალაქეობა თუ გაქვს ავტომატურად გეხსნება საქართველოსი.

მოთხოვნის შემდეგ გეძლევა 2მაგი მოქალაეობა ..

მე ესე ვიცი..:)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

dire

ანუ... რეალურად ავტომატურად წყდება მოქალაქეობა?

პროცედურის აღწერა არ არსებობს არანაირი? რეალურად ორონდ. ბესელიასეულად არ მინდა

სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღება არის საფუძველი საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტისა,მაგრამ უნდა გამოიცეს პრეზიდენტის აქტი.თუ არ გამოსცა,მანამდე ვერ ჩაითვლება შეწყვეტილად,ანუ საქმის წარმოება დაწყებულია,მაგრამ არა დასრულებული.ცალსახად პრეზიდენტზეა დამოკიდებული როგორც შეწყვეტა,ასევე მიცემა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

dire

 

სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღება არის საფუძველი საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტისა,მაგრამ უნდა გამოიცეს პრეზიდენტის აქტი.თუ არ გამოსცა,მანამდე ვერ ჩაითვლება შეწყვეტილად,ანუ საქმის წარმოება დაწყებულია,მაგრამ არა დასრულებული.ცალსახად პრეზიდენტზეა დამოკიდებული როგორც შეწყვეტა,ასევე მიცემა.

შენ უნდა დაწერო განცხადება და მერე ხდება ეგ...

 

შენ წერ განცხადებას, რომ მიიღე მეორე ქვეყნის პასპორტი და გინდა საქართველოს პასპორტის ჩაბარება...

მერე ყველაფერი ხდება ავტომატურად... მოგდის პრეზიდენტის ხელმოწერილი ქაღალდი რომ აღარ ხარ მოქალაქე...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

georgekh13

შენ უნდა დაწერო განცხადება და მერე ხდება ეგ...

რომ არ დაწერო და დაადგინეს(როგორც ბიძინას შემთხვევაში ვაშაძე ამბობს,რომ მისი განცხადების შემდეგ გაიგეს რომ საფრანგეთის ანუ სხვა ქვეყნის მოქალაქეა),შეუძლიათ საქმის წამოება დაიწყონ,მაგრამ პრეზიდენტის ხელმოწერა აუცილებელია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რომ არ დაწერო და დაადგინეს(როგორც ბიძინას შემთხვევაში ვაშაძე ამბობს,რომ მისი განცხადების შემდეგ გაიგეს რომ საფრანგეთის ანუ სხვა ქვეყნის მოქალაქეა),შეუძლიათ საქმის წამოება დაიწყონ,მაგრამ პრეზიდენტის ხელმოწერა აუცილებელია.

 

შეიძლება... მაგრამ შენ არ უნდა გკითხონ ჭორი გავიგეთ და თუა მართალიო?

 

ზოგადად ვამბობ...

შეიძლება იხუმრა ადამიანმა და შენ მოქალაქეობას ართმევ?

Edited by georgekh13
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

georgekh13

მაგრამ შენ არ უნდა გკითხონ ჭორი გავიგეთ და თუა მართალიო?

 

ზოგადად ვამბობ...

შეიძლება იხუმრა ადამიანმა და შენ მოქალაქეობას ართმევ?

რა თქმა უნდა იმ ადამიანს უნდა დაუკავშირდე(თუ ამის შესაძლებლობა არსებობს) და გაარკვიო ყველაფერი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

dire

კანონით როგორ არის? მაინც ვერ გავიგე

:givi:

კანონით ასეა:

 

მუხლი 32. საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვა

ამ კანონის შესაბამისად პირი დაკარგავს საქართველოს მოქალაქეობას, თუ:

დ) მიიღებს სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობას

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...