Jump to content
Planeta.Ge

„გაზპრომისათვის” ევროპული ბაზრის დაკარგვა რეალობაა


Recommended Posts

ევროკავშირს უკვე აღარ სურს აიტანოს თავის ბაზარზე ძველი ენერგეტიკული მონოპოლიები, რომლებიც დაკავებულნი არიან ნავთობის, გაზისა და ელექტროენერგიის წარმოებით, ტრანსპორტიებითა და ევროპულ ბაზარზე გაყიდვით, – განაცხადა გერმანელმა პოლიტოლოგმა ალექსანდრ რარმა.

 

„ევროკავშირი 2002 წლიდან ცდილობს ასეთი პოლიტიკის დანერგვას, მაგრამ მძლავრ მონოპოლიებთან ბრძოლა ძალიან ძნელია. ამავე დროს, ისეთ კომპანიას, როგორიც “გაზპრომია,” ევროპულ ბაზარზე სხვა სტრატეგია აქვს, რაშიც დიდი ფულიც ჩადო: გაიყვანა ახალი მილები, შექმნა შვილობილი კომპანიები, თავისი პროდუქციის გასაყიდად პარტნიორული ურთიერთობები დაამყარა დასავლეთის მსხვილ მონოპოლიებთან. და ამჟამად, „გაზპრომი” მართლაც რთულ მდგომარეობაშია, რადგან მას, პრინციპში, თამაშის ახალი წესების თანახმად, უკრძალავენ აწარმოოს ევროპაში ბიზნესი, რომელზეც ის, ბოლო 20 წელია კონცენტრირებულია. ეს, რა თქმა უნდა, ძლიერი დარტყმაა „გაზპრომისათვის” – ამბობს რარი.

 

ექსპერტი ამბობს, რომ „გაზპრომი” ცდილობს გვერდი აუაროს ევროკავშირის წესებს. „აფორმებს რაღაც შეთანხმებებს, ეძებს ხვრელებს, რათა თავი დაიძვრინოს არსებული წესებისაგან.”

 

თუმცაღა, ევროკომისია თვლის, რომ გამონაკლისი უკვე ძალიან ბევრჯერ დაუშვა და ასეთი იყო, თუნდაც, უფლება „სამხრეთის ნაკადის” გაყვანისა. ახლა კი, იმავე „სამხრეთის ნაკადთან” დაკავშირებით, ევროკავშირს უკვე აღარ სურს წავიდეს დათმობებზე და „გაზპრომი” სრულად უნდა დაემორჩილოს თამაშის ახალ წესებს – ე.წ. ლიბერალიზაციის ახალი პოლტიკის პაკეტს, რომელსაც ევროკავშირი ატარებს.

 

„ამიტომ, რადგანაც არსებობს ეჭვი, რომ „გაზპრომი” კვლავაც ცდილობს თავი დაიძვრინოს პოლიტიკისგან, რომელსაც ახლა ევროკომისია ამუშავებს, ახლა ჩვენ სერიოზულ კონფლიქტში ვიმყოფებით. ერთის მხრივ მომხმარებელსა და მეორეს მხრივ, ყველაზე მსხვილ მწარმოებელს შორის, რომლსაც არ სურს უარი თქვას ბიზნესზე ევროპაში” – განაცხადა რარმა.

 

გერმანელი ექსპერტი ჯერჯერობით ვერ აკეთებს პროგნოზს, თუ როგორ განვითარდება მოვლენები, თუმცა დარწმუნებულია, რომ „გაზპრომისათვის” ევროპული ბაზრის დაკარგვა რეალობაა. თანაც, ევროპაშიც არის ბევრი კომპანია, რომელსაც მუშაობა სურს.

 

ჩნდება კითხვა – საიდან მიიღებს ევროპა თავის გაზს, - თუკი ეს არ იქნება არც რუსეთიდან და არც იმ მომხმარებელი ქვეყნებიდან, რომლებიც ამ გაზს შემდეგ ევროპას მიყიდიან? ალტერნატიული ენერგიის წყაროების ძიება ევროკავშირისათვის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემაა და ეს პრობლემა, დღეს თუ არა, ხვალ მაინც გადაიჭრება – ამბობს ექსპერტი.

 

რარი აღნიშნავს, რომ ახლა ორივე მხარე ძალიან „ანერვიულებულია.” როგორც ცნობილია, სექტემბრის თვეში ევროკომისიის სანქციის საფუძველზე აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში ბუნებრივი გაზის მიმწოდებელ კომპანიებში შემოწმებები და ჩხრეკები დაიწყო, - არა მხოლოდ „გაზპრომში,” არამედ მის შვილობილ კომპანიებშიც. ევროკომისია ეჭვობს, რომ ზოგიერთი კომპანია ანტიმონოპოლიურ კანონმდებლობას არღვევს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • შექმენი...