FRIDRIX Posted October 9, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted October 9, 2011 სტრასბურგის სასამართლო რუსეთიდან შესული სარჩელებით გადატვირთულია. საჩივრების რაოდენობის მხრივ კი, რუსეთი პირველ ადგილზეა იმ ქვეყნებს შორის, რომელთაც სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში საკუთარი მოქალაქეები უჩივიან. 2011 წლის პირველი ნახევრის მონაცემებით, ევროსასამართლოში რუსეთიდან 20 300 სარჩელი იყო შესული, 1500 კი განხილვის სტადიაში იმყოფებოდა. უკანასკნელი 10 წლის მანძილზე, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში რუსეთიდან 46 685 საჩივარი შევიდა, რაც სარჩელთა საერთო ოდენობის მეოთხედია. ევროპელ პოლიტიკოსთა აზრით, ეს „არანორმალური მდგომარეობაა, რაზეც მათ მიანიშნეს კიდეც დელიკატურად რუსეთის წარმომადგენელს. თავის მხრივ, შექმნილი ვითარებით არც მოსკოვია აღფრთოვანებული: გარდა იმისა, რომ ამით კიდევ ერთხელ დასტურდება მისი დამოკიდებულება ადამიანის უფლებების მიმართ, ეს საბიუჯეტო დანახარჯებთანაცაა დაკავშირებული. სტრასბურგის სასამართლომ რუსეთის მოქალაქეთა სასარგებლოდ, რუსეთის სახელმწიფოდან უკვე ამოიღო 2 მილიონი ევრო, აქედან 700 000 უსაფუძვლო დაპატიმრებისათვის კომპენსაციაა. რა თქმა უნდა, სარჩელების ასეთი რაოდენობის განხილვა თავად სტრასბურგის სასამართლოსგანაც მოითხოვს მატერიალურ დანახარჯებს და თურმე იმდენს, რომ ევროკომისიამ და ევროპის საბჭომ რუსი მოსამართლეებისთვის, პროკურორებისა და იურისტებისათვის სპეციალური სასწავლო პროგრამების შემოღება არჩიეს, რაც, იმედოვნებენ რომ რუსეთში არაკვალიფიციურ გადაწყვეტილებებს შეამცირებს, სტრასბურგში კი სარჩელთა სიმრავლესაც. რუსეთში თავს იმით იმშვიდებენ, რომ შეფასებები გადაჭარბებულია და სტრასბურგში შეტანილ სარჩელთა რაოდენობაც ქვეყნის სიდიდისა და მოსახლეობის სიმრავლის პროპორციულია. კეთილი რჩევების გათვალისწინების ნაცვლად კი, მოსკოვი ხან სტრასბურგის სასამართლოს რეფორმირების აუცილებლობაზე საუბრობს და ხანაც იმით იმუქრება, რომ მიიღებს კანონს, რომელიც მას აღარ დაავალდებულებს შეასრულოს საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებები. თუმცა ასეთი კანონის ჯერჯერობით არარსებობის პირობებშიც, ევროპული ვერდიქტები, ხშირ შემთხვევაში, მაინც აღუსრულებელი რჩება. მოსკოვი ასეთ დროს თავს იმით იმართლებს, რომ საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებები პოლიტიზირებულია. ადვოკატი სტანისლავ მარკელოვი აცხადებს, რომ ზოგადად, სტრასბურგის სასამართლოს გავლენა რუსეთზე საკმაოდ სუსტია, რათა ვითარება შეიცვალოს. „რუსული მართლმსაჯულების სტრუქტურა განსხვავდება ევროპულისგან და ჩვენ გვგონია, რომ ის პოლიტიზირებულია, ხოლო მათ კი, პირიქით, ჰგონიათ, რომ ჩვენი სასამართლოა პოლოტიზირებული. ჩვენთან სასამართლო სახელისუფლო ვერტიკალსაა მიკუთვნებული, რაც ევროპელებისათვის პოლიტიკურად ანგაჟირებულობას ნიშნავს.” ევროპის საპარლამენტო ასამბლეის ადამიანის უფლებათა კომისიის მომხსენებელმა ერიკ იურგენსმა, ერთ-ერთ სხდომაზე, რუსეთის უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარეს პირდაპირ განუცხადა, რომ რუსეთმა, ნაციონალურ დონეზე სასამართლო საქმეები ცოტა უფრო ეფექტურად უნდა გადაწყვიტოს. თავად რუსი იურისტები კი აცხადებენ, რომ რომ არა თავად სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მექანიზმი, რომლებიც ძალიან ნელა მუშაობს, რუსეთი საკმაოდ ხშირად გახდებოდა სკანდალების ობიექტი, თუმცა იმის გამო, რომ სარჩელის შეტანიდან მის განხილვამდე და გადაწყვეტილების მიღებამდე შეიძლება წლები გავიდეს, სენსაციური და რეზონანსული საქმეები აქტუალობას კარგავს. ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted October 9, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted October 9, 2011 კაცო ეს გაზეთი კომუნისტი კი არაა რომ მოფინეთ სტატიები... ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
FRIDRIX Posted October 9, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted October 9, 2011 კაცო ეს გაზეთი კომუნისტი კი არაა რომ მოფინეთ სტატიები... აბა საქართველოს ხელისუფლებისთვის ეჩივლა მოქალაქეებს ხო იქნებოდა გახსნილი იუზერების სასოწარკვეთილი ბოლთის ცემის თანხლებით ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted October 9, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted October 9, 2011 დახურულ თემებში პოსტვა აკრძალულია. მათ შორის მოდერებისთვისაც. ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts