Jump to content
Planeta.Ge

ღია ომი საპატრიარქოსთან


Recommended Posts

http://1.bp.blogspot.com/-XHi3MXOE1NY/Ti8oP0w0FzI/AAAAAAAAEu8/MtMa_L5gFX0/s200/asavali.gifმე არ შემხვედრია მოღალატე სასულიერო პირი, მოღალატე ეპისკოპოსი!

 

"პატრიარქის ცრემლებზე ძალიან მძაფრი რეაქცია ჰქონდა მის პირად მდივანს, ქალბატონ შორენა თეთრუაშვილს, რომელმაც სინოდის იმ 20 მოღალატე წევრს მიმართა, უწმინდესის ცრემლებს არ შეგარჩენთო!"

წერილს სრულად შეგიძლიათ გაეცნოთ გაზეთ "ასავალ დასავალის" 25–31 ივლისის გამოშვებაში.

 

„ის, ვინც ეკლესიაში განხეთქილების შეტანას ლამობს, მოწამებრივი სისხლითაც ვერ განიწმინდება!“ – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ 2011 წლის 24 ივლისს წმიდა სამების ტაძარში საკვირაო ქადაგების დროს განაცხადა.

თავის ქადაგებაში ილია მეორე წმიდა სინოდის ახლახან ჩატარებულ სხდომას შეეხო.

„რამდენიმე დღის წინათ წმიდა სინოდის სხდომა გაიმართა. ჩვენ განვიხილეთ სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობანი. სხდომაზე ერთი "ექსპერტის" თვალსაზრისი უნდა გაჟღერებულიყო, თუმცა უმაღლესი სასულიერო პირების აზრი მის მოსმენასთან დაკავშირებით გაიყო. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, თუმცა მოგვიანებით იმ ადამიანებს, ვინც უმეტესობას არ ეთანხმებოდა, მოღალატეები უწოდეს. ეს სრულებით დაუშვებელია. როგორც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, რაც, ღვთის ნებით, უკვე 33 წელია, გახლავართ, მსურს განვაცხადო:

მე არ შემხვედრია მოღალატე სასულიერო პირი, მოღალატე ეპისკოპოსი!

ამიტომ მოგიწოდებთ, ფრთხილად იყოთ და არ იტვირთოთ ასეთი ცოდვა. ქართული მართლმადიდებელი ეკლესია და წმიდა სინოდი იყო და დარჩება ერთ მთლიანობად, ერთ ძალად და ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს სამსახურს სწორედ ასეთი სულისკვეთებით!“

– განაცხადა პატრიარქმა.

 

ბოლოთქმა:

"რუის ურბნისის მსგავსი საეკლესიო კრებაა სასწრაფოდ მოსაწვევი, ოღონდ ეს კრება ხელისუფლებამ და სინოდმა არ უნდა მოიწვიოს!"

 

წყარო- "ღია ბოქლომი" http://boqlomi.blogspot.com/2011/07/blog-post_2150.html

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 33
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

გვერდი ეძღვნება, წმიდათა შორის მამასა ჩვენსა თეოდორეს, სტუდიელ აღმსარებელს.

 

http://1.bp.blogspot.com/_gJ0WjndNqJU/TGNC_EAfuLI/AAAAAAAAAy8/0GtA2qqNEN0/S1600-R/Theodore_the_Studite.jpg"სარწმუნოებასა ამას მართალსა ვიმარხვიდეთ, ძმანო, და აღსარებასა ამას კეთილსა აღვიარებდეთ... ხოლო რომელი არა ესრეთ ჰგონებდეს, იგი განდგომილ არს ქრისტესგან." წმ. თეოდორე სტუდიელი

გვერდის მიზანი

მოგესალმებით მართლმადიდებლური რესურსების გვერდზე "სიტყვა მართლისა სარწმუნოებისა."

 

ჩვენი მიზანია გავაცნოთ მკითხველს მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლება ყველა იმ საღვთისმეტყველო და კანონიკური საკითხის შესახებ, რომელიც მცდარად და დამახინჯებულად იქადაგება "მსოფლიო მართლმადიდებლობის" იურისდიქსციებში და მათ შორის საქართველოს საპატრიარქოში. განსაკუთრებით კი, გვსურს ნათელი მოვფინოთ ჭეშმარიტი მართლმადიდებლების ბრძოლას, ჩვენი დროის უდიდესი საცდურის - ეკუმინიზმის მწვალებლობლობის წინააღმდეგ.

 

დღეს, საყოველთაო განდგომილების ჟამს, საქართველოს საპატრიარქოსა და სხვა ადგილობრივი ოფიციალური ეკლესიების სწავლებებში, ისე არის შესისხლხორცებული მწვალებლური შეხედულებები (ეკუმენიზმი, მოდერნიზმი, სერგიანიზმი, სქოლასტიცისზმი, ფილეტიზმი და ცრუმორწმუნოებაც კი), რომ უმრავლეს შემთხვევაში, იმას რაც საღდება მართლმადიდებლობის სახელით - არაფერი აქვს საერთო მართლმადიდებლობასთან, იმ უმწიკვლო სარწმუნოებასთან, რომელიც უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ გვიქადაგა, მისმა მოციქულებმა განგვიმარტეს, ღმერთშემოსილმა მამებმა შეინახეს და წმიდა მოწამეებმა თავისი სისხლით დაამტკიცეს.

 

ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანის მოვალეობაა, ზედმიწევნით შეისწავლოს ეკლესიის სწავლება, მტკიცედ დადგეს მასზე და დაიცვას ის ნებისმიერი ინოვაციისაგან.

 

ღმერთმა გააძლიეროს ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანი, ვინც ამ საყოველთაო განდგომილების ჟამს, სარწმუნოების ერთგული რჩება!

 

სიტყვა მართლისა სარწმუნოებისა

http://www.studieli.com/2010/02/blog-post_26.html?spref=fb

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...