Jump to content
Planeta.Ge

საინტერესო წინასწარმეტყველება.


Recommended Posts

შემთხვევით გადავაწყდი და ვფიქრობ საინტერესო იქნება თქვენთვისაც:

 

2004 წელი, 26 ოქტომბერი

 

ვხედავ, ხალხი უკიდურეს მდგომარეობაში ჩავარდება. მთავრობის მოქმედება 1937 წელს აჭარბებს… შიდა განხეთქილებები და შიდა ომები… უკვე ძალიან მალე ამოტივტივდება ყოველივე. ვხედავ, აჭარაში სიტუაციები უკიდურესად დაიძაბება და ყოველივე დაიწყება აქედან. თუ ხალხი მასიურად გამოვა გარეთ, არსებობს ბრძანება _

დაშალეთ! ძალას იყენებენ, ძალადობას მიმართავენ; ცრემლსადენ გაზსაც გამოიყენებენ და სხვა საშუალებასაც!

პრეზიდენტისა და მთავრობის პოლიტიკა _ დააშინონ მთელი საქართველო, კრახით დამთავრდება. არავის არაფრის არ ეშინია; პირიქით, ერთიანდებიან და ეს ძალა არ არის ნოემბრის რევოლუციის ხალხი, ანუ ბრბო! ესენი არიან საქმის

მცოდნე ადამიანები, ინტელიგენციის საღად მოაზროვნე ტვინები; თუმცა აქ ვხედავთ დაბალ ფენებსაც. სწორედ ისინი არიან დაჩაგრულები, თორემ ვისაც ერთი მილიონი მოატანინეს, მათ ათი მილიონი ისე აქვთ გადამალული, რომ ლამის თვითონ ვერ პოულობენ! მათ არაფერი უჭირთ! ყველა უაზრო კანონი აწვება გაჭირვებულ ხალხს, ჭ####ტს და

ახრჩობს. საშინელებაა! ფრთხილად! საქართველო ამერიკა არაა! გაიგეთ! ამას მალე დაინახავთ. კრიმინალები უფრო იდგამენ ფეხს, ვიდრე წარსულში იყო. ისინი დაიჭირეს დროებით, ხალხის საჩვენებლად; რეალურად კი ხელშეკრულებები აქვთ დადებული… და ძალიან მალე კრიმინალები ბიზნესში ამოყოფენ თავს და ამას ვერ დამალავენ! დაიწყება ჟურნალისტთა გამოსვლები! კიწმარიშილი ისეა გამწარებული, არავის არაფერს შეარჩენს. ვხედავ, მას ისეთი მასალები აქვს ხელში, რომ მტრის კარს. იგი გადის საზოგადოებისთვის ცნობილ ერთ პიროვნებაზე და იწყებს საქართველოს მთავრობაზე მასალების გამოქვეყნებას. მაგრამ კიწმარიშვილების დრო უკვე წასულია; იგი

დიდ სიმაღლეზე ვეღარასოდეს ავა! პარლამენტის თავმჯდომარე იბრძვის… თუ არ იბრძოლებს, წააგებს. იგი ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირის დაუძინებელი მტერია. ახალ პარტიას ქმნის, მაგრამ ის აღარავის სჭირდება. თუმცა, პარლამენტი მხარში ამოუდგება. ნაციონალები ერთმანეთს გადაჭამენ. ოსეთში სიტუაცია ძალიან დაიძაბება. რუსეთი არაფერს თმობს. ვხედავ, სამაჩაბლოში ომია, მაგრამ არ ამხელენ, მალავენ. დიახ, ვხედავ დიდ გამოსვლებს _ პლაკატებს წარწერით: `სომხებო, გაეთრიეთ საქართველოდან!~ იქმნება მეცნიერთა პარტია, სრულდება ჩემი

წინასწარმეტყველება! წარსულის ერთი პოლიტიკოსი კი იწყებს მოქმედებას და ლომის ნახტომისთვის ემზადება. დიახ, იგი საკუთარ ძალას კიდევ გვაჩვენებს… ის გადის უცხოეთზე, თათბირობს, ყველა გზა გახსნილი აქვს, მას ვერავინ შეაჩერებეს!.. შეცდნენ ბიჭები!.. უკრაინა იძაბება… ვხედავ სისხლს, დიდი დარტყმები იქნება; მთავრობა არ დაუთმობს იქაურ `კმარელებს~ და ოპოზიციას. მათთვის მაგალითი საქართველოა და ”ბიჭების გულაობას” პრეზიდენტი არ დაუშვებს. უკრაინაშიც იწყება 1937 წელი, დიდი კრახი და შეჯახებები. მაგრამ არ გაუმართლებთ. საქართველოს პრეზიდენტი უკრაინის ოპოზიციასთან პირდაპირ თანამშრომლობს, ასწავლის, როგორ ააფრიალონ სოროსის დროშა, მაგრამ არაფერი გამოუვათ!

 

http://www.lelakakulia.ge/archives/763

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჰუჰუჰუუუუ შტო ტამ ტვარეცა ქარათისთი კუნფუისთი ძიუდოისთი... ვოტ ეტა ჩორნი გრეკი აა კრასნი არმიანი..

http://www.myvideo.ge/?video_id=444885

Edited by scipion098
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...