FRIDRIX Posted October 6, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted October 6, 2011 http://s004.radikal.ru/i205/1110/ce/60389ab3366d.jpg 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის თანახმად, საქართველოს საპატრიარქო სახელმწიფო ბიუჯეტიდან ისევ 22.800 მილიონ ლარს მიიღებს. საქართველოს საპატრიარქოს სახელმწიფოს ბიუჯეტიდან მიმდინარე წლის მსგავსად, შემდეგ წელსაც 22.800 მილიონი ლარი გამოეყოფა, თუკი პარლამენტმა წლის ბოლოს 2012 წლის ბიუჯეტის პროექტი დაამტკიცა. აღნიშნული 22.800 მილიონი ლარიდან საქართველოს საპატრიარქოს მიერ გაწერილი საჭიროებების თანახმად, დაახლოებით 14 მილიონი ლარი სასულიერო განათლების ხელშეწყობის მიზნით დაიხარჯება. ბიუჯეტის პროექტის მიხედვით მთლიანად 14 მილიონი ლარი განისაზღვრა ასევე საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროსთვისაც. საქართველოს საპატრიარქოსთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილმა სახსრებმა პიკს 2010 წელს მიაღწია– 25 მილიონ ლარზე მეტი, თუმცა 2011 წლიდან სახელმწიფომ დაფინანსება 22.800 მილიონ ლარამდე შეუმცირა. იმის მიუხედავად, რომ კონსტიტუციური შეთანხმება საქართველოს სახელმწიფოსა დასაქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის–კონკორდატი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ვალდებულებას გამოყოს საბიუჯეტო სახსრები საპატრიარქოსთვის, სახელმწიფო ბიუჯეტში საპატრიარქოსთვის გამოსაყოფი თანხა, წლების მანძილზე ბიუჯეტში მაინც აისახება. კონკორდატის ერთადერთი მუხლის მიხედვით, სახელმწიფო ადასტურებს XIX-XX საუკუნეებში (განსაკუთრებით 1921-90 წლებში), სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დაკარგვის პერიოდში, ეკლესიისათვის მატერიალური და მორალური ზიანის მიყენების ფაქტს. როგორც ჩამორთმეული ქონების ნაწილის ფაქტიური ფლობელი, იღებს ვალდებულებას მატერიალური ზიანის ნაწილობრივ კომპენსაციაზე (საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს დადგენილება №183; 12.04.90). “ამ მიზნით, ჯერ კიდევ 1990 წელს საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭომ მიიღო ზარალის ანაზღაურების დადგენილება. ამ დადგენილებით ყველა მართლმადიდებლური ტაძრის შენობა გადაეცა საპატრიარქოს”, –ამბობს თეოლოგი ბასილ კობახიძე. საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 7 იანვრის №1 ბრძანებულებით სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის დადებული კონსტიტუციური შეთანხმებით გათვალისწინებული ღონისძიებების მომზადების მიზნით შეიქმნა ასევე კომისია, რომელმაც უნდა შეისწავლოს ეკლესიისათვის მიყენებული მატერიალური ზიანის ნაწილობრივი კომპენსაციის საკითხები. თეოლოგის თქმით, აღნიშნული კომისიის შესასწავლ საკითხს არანაირი კავშირი არ აქვს სახელმწიფო ბიუჯეტიდან საპატრიარქოსთვის გამოსაყოფ თანხასთან. “ისედაც მიმდინარეობს ერთჯერადი დაფინანსებები პრეზიდენტის, პრემიერ–მინისტრის ფონდიდან, თბილისის მერიიდან. ფინანსდება საპატრიარქოს ტელევიზია, იმართება ღონისძიებები. ასევე მიმდინარეობს მიწებისა და უძრავ –მოძრავი ქონების გადაცემა განუწყვეტლივ, საჯაროდ. ამას ემატება საგადასახადო კოდექსში რიგი შეღავათები საპატრიარქოსთვის, რომელიც არ აქვს სხვა რელიგიურ გაერთიანებებს. ფაქტიურად საქართველო გამოდის არა საერო სახელმწიფო, არამედ კონფესიური სახელმწიფო”, –ამბობს ბასილ კობახიძე. არასაკმარისად მიაჩნია საპატრიარქოსთვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი აღნიშნული თანხის ოდენობა საპარლამენტო ოპოზიციისა და ქრისტიან–დემოკრატიული პარტიის წევრს ლევან ვეფხვაძეს. ვეფხვაძე ამბობს, რომ იმის მიუხედავად რომ არ არსებობს რაიმე სამართლებრივი რეგულაცია, რომელიც სახელმწიფოს დაავალდებულებს გამოყოს თანხა საპატრიარქოსთვის, სახელმწიფოსა და საპატრიარქოს პარტნიორობის ფარგლებში უნდა მოხდეს დამატებითი თანხების გამოყოფა, რადგან ეკლესიის იმ სოციალური პროექტებისთვის, რომელიც მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა ცენტრებისთვის, უმწეოთა თავშესაფრებისთვის, მიტოვებული ორსული ქალების თავშესაფრებისთვის მუშაობს, ეს თანხები არასაკმარისია. ბიუჯეტის კანონპროექტში საპატრიარქოს გაწერილ პროგრამებში აღნიშნული პროგრამებისთვის კი, 22.800 მილიონი ლარიდან, დაახლოებით ორი მილიონია გათვალისწინებული. დანარჩენი თანხა სასწავლო მიზნებისთვისაა განკუთვნილი. “ამ უნივერსიტეტებში ხდება რელიგიურობით შეფერილი ფუნდამენტალისტურ პოლიტიკური იდეოლოგიის სწავლება. უკვე არსებობს საპატრიარქოს ორი უნივერსიტეტი და რა სწავლა –განათლება შეიძლება იქ ადამიანებმა მიიღონ, სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეოებით ვხედავთ. შესაბამისად, მიმდინარეობს ბავშვების ზომბირება და ამაზე კიდევ სახელმწიფო ხარჯავს თანხას. შეიძლება ითქვას, რომ სულერთია სახელმწიფოსთვის რაში და როგორ იხარჯება ფული, ოღონდ კამერების წინ დალოცონ ისინი და ხალხმა დაინახოს, რომ ისინი ჭეშმარიტი ქართველი პატრიოტები არიან. ხელისუფლებას სჭირდება ხალხის თვალში კურთხევა, დალოცვა და ეს არის პერმანენტული ქრთამი იმისთვის, რომ საზოგადოებაში მოიპოვოს მან ლეგიტიმაცია”, –ამბობს თეოლოგი ბასილ კობახიძე. სახელმწიფოს მიერ საპატრიარქოსთვის გამოყოფილ მილიონობით ლარს წლების განმავლობაში აქტიურად თბილისის ფორუმზეც იხილავენ. სადაც ზოგიერთის აზრით, სხვა რელიგიური აღმსარებლობის საქართველოს მოქალაქეების მიერ გადახდილი გადასახადებით არ უნდა ფინანსდებოდეს საპატრიარქო მაშინ, როდესაც სხვა რელიგიური ჯგუფები ასეთ სუბსიდიებს საქართველოში ვერ იღებენ. “ამ გადასახადების შემომტანი 80 % ამ ეკლესიის მრევლია და ამიტომ რაიმე დისკრიმინაციზე საუბარი არ უნდა იყოს”, –ამბობს საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი ლევან ვეფხვაძე. ფინანსტა სამინისტრო ჩემი ბმული Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
laci Posted October 7, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted October 7, 2011 FRIDRIXეს სტატია შენია ფრედი?????????? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
FRIDRIX Posted October 7, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted October 7, 2011 ეს სტატია შენია ფრედიკი და რა მოხდა რო Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.