Jump to content
Planeta.Ge

მრწამსით ათეისტი, ტრადიციით მართლმადიდებელი


Recommended Posts

იმიტომ რომ ეკიდა...

 

და შესაბამისად, არავინ არ ებრძოდა ქრისტიანობას საქართველოში - და შესაბამისად არც იდენტობის განადგურების საფრთხე არ არსებობდა

 

ეს "გადარჩენის" თემა რუსების მიერ არის მოგონილი - ჯერ თითქოს რუსებმა გადაგვარჩინეს და აქამდე კი მართლმადიდებლობამ (რომლებიც ან ვიყავით, ან არა)

 

შესბამისად მცდარია ის აზრი, რომ მართლმადიდებლობამ გადაგვარჩინა.. ჩვეულებრივი პროპაგანდის ნაწილია, რომელსაც რეალობასთან საერთო არაფერი არ აქვს..

ნაკითხი ადამიანი ჩანხარ და

იმიტომ რომ ეკიდა
პასუხად არ გამოდგება

დიახ ქრისტიანობას ებრძოდნენ :yes: და რელიგიური ომები კიდევ მოსალოდნელია დიდის ალბათობით

შენ საქართველოს გაქრისტიანებაში თუ ეჭვი შეგაქვს, მაშინ კამათის აზრს ვერ ვხედავ

გამოდის უძველესი ეკლესიები ჩინელი ვაჭრების ბრინჯის ლარიოკები ყოფილა და ფრესკები - ვაჭრების :)

მე-12 საუკუნემდე რუსის ხსენება არ ყოფილა თვით ზღაპრულ ისტორიაშიც კი

შესაბამისად პროპაგანდაც ზღაპრულია - აქ გეთანხმები

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 105
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

აზრი

gendolf   რა გაიკვირვე ვერ გავიგე. საქართველო სავსეა მასეთი ადამიანებით. მრწამსით სინამდვილეში ათეისტია და თავს მართლმადიდებლად წარმოაჩენს სხვების წინაშე, რადგან საქართველო მართლმადიდებლური ქვეყანაა დ

Siknadmo

Nukriko რუსუდან მეფე და ლაშა გიორგი სახალხოდ ცნობილი ყ...იყვნენ, საქ. ეკლესია არ ექვემდებარებოდ რომის პაპს, ჩვენ უბრალოდ მათთან შეხება არ გვქონია, გვეკიდა, რა გვერომებოდა როდესაც ჩვენ ჩვენი პრობლემები

mama

laci როცა ადამიანს უხსნი ორჯერ ორი ოთხი როა და ის მაინც ვერაფერს იგებს და ბოლო ხმაზე გაჰკივის ოთხი არა 999999-იაო გეშლება ნერვები და ხდები აგრესიული ეხლა მიხვდი?

აღა მაჰმადხანმა კიდევ სიონის ტაძარი იმიტომ დაანგრია რომ პროსტა დააანგრია და იმიტომ დააანგრია :vedreba:
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თემურ ლენგი:- მისი ბრძანებით 180 ათასი მოსწყვიტეს სამშობლოს, შაჰ ისმაილი:- გადასახლებულთა რიცხვი 25 ათასზე მეტია, შაჰ თამაზი:- 50 ათასი ადამიანი, შაჰ აბასი:- 400 ათასი ქართველი, სელიმ ხანი:- 20 ათასი, ფეიქარ ხანი:- 30 ათასი, ნადირ შაჰი:- 5 ათასი, უზუნ ჰასანი:- 3 ათასი, აღა მაჰმად ხანი:- 20 ათასი.

ნუ ციფრებზე რომ არ ვიდაოთ (არა და ამაზე დავა შესაძლებელია), გადასახლებებს და კოლონიზაციას ადგილი ჰქონდა. მაგრამ რატომ უნდა ვუმადლოდეთ ამ პერიოდში ჩვენს "ვერ კოლონიზაციას" ეკლესიას, აი ეს არ მესმის. ქართულ მხედრობას და იმათ ვინც რეალურად უწევდა წინააღმდეგობას (და არა ლოცვით) და ვინც რეალურად შეაჩერა კოლონიზაცია (შაჰ აბასის დროს ვამბობ) 1660 წლის აჯანყებებს, აი სწორედ მათ აჯანყებულებს და არა რელიგიას, უნდა ვუმადლოდეთ ჩვენი გამარჯვება და კოლონიზაციის შეჩერება..\

 

დღეს კი პირიქით, წარმოჩენლია თითქოს რომ არა ლოცვა და ეკლესია, ქართველები თურმე ვერ გადარჩებოდნენ :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Ostap

პასუხად არ გამოდგება

დიახ ქრისტიანობას ებრძოდნენ :yes: და რელიგიური ომები კიდევ მოსალოდნელია დიდის ალბათობით

შენ საქართველოს გაქრისტიანებაში თუ ეჭვი შეგაქვს, მაშინ კამათის აზრს ვერ ვხედავ

გამოდის უძველესი ეკლესიები ჩინელი ვაჭრების ბრინჯის ლარიოკები ყოფილა და ფრესკები - ვაჭრების :)

მე-12 საუკუნემდე რუსის ხსენება არ ყოფილა თვით ზღაპრულ ისტორიაშიც კი

შესაბამისად პროპაგანდაც ზღაპრულია - აქ გეთანხმები

 

როსტომ-ხანის, როცა უშუალოდ მაჰმადიანი ხანები მართავდნენ საქართველოს, მაშინაც კი ეკლესიას არავინ აუკრძალა მოღვაწეობა...

 

 

თქვენ თუ იმ დაპირისპირებას, რაც იყო სპარსეთსა და ქართლ-კახეთს შორის, ხელდავთ ქრისტიანობისა და მუსულმანობის დაპირისპირებაში, ძალიან შეცდარხართ..

 

ეს დაპირისპირება სულ სხვა სახეს ატარებდა. არც ერთი შაჰო აქ რელიგიური მოტივებით და ქრისტიანობის განადგურებით არ შემოსულა...

 

აღა მაჰმადხანმა კიდევ სიონის ტაძარი იმიტომ დაანგრია რომ პროსტა დააანგრია და იმიტომ დააანგრია

ტიპმა მთელი თბილისი გადაწვა და სიონი რომ გადაწვა, ზნაჩით რელიგიურ მოტივებით შემოვიდა? :D

 

ჩვეულებრივი დამსჯელი ლაშქრობა იყო და არა რელიგიური დაპირისპირება

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Nukriko

კაი ხო, ცფრები მაგრამ შენ იმას ამტკიცებ რომ მუსლიმები არ დევნიდნენ მართლმადიდებლებს, არადა ჩვენ შეგვეძლო ისლამი მიგვეღო ისევე როგორც ეს ქნა აჭაირის და სამცხე ჯავახეთის არისტოკრატიამ და ყოველგვარი პრობლემა მოიშლებოდა, ვინქებოდა ირანისა და თურქეთის პროვინცია და ვასიმილირდებოდით ისლამურ სივრცეში

 

დიახაც, შუა საუკუნეებში და მერეც საზოგადოების სეკულარიზაციამდე ომებს ჰქონდათ რელიგიური შეფერილობა,

ისლამური ქვეყნები თავის წყობით და არსით განსხვავდებოდნენ ქრისტიანული მრწამსის მქონე ქვეყნებისგან,

ქართველობის თვითიდენტიფიკაცია პირდაპირ კავშირში იყო მარრთლმადიდებლობასთან,

 

კათოლიკებს ვუწოდებდით ფრანგებს,

გრეგორიანებს სომხებს,

მუსლიმებს თათრებს

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

რომ მუსლიმები არ დევნიდნენ მართლმადიდებლებს

დევნაში რას გულისხმობ? თუ იმას, რომ მუსულმანებს უფრო ნაკლები გადასახადები და მეტი პრივილეგიები ჰქონდათ სპარსეთის სამეფო კარზე და ელიტაში, მაშინ ჰოო, იდევნებოდა..

 

მაგრამ თუ იმას გულისხმობ, რომ ქრისტიანობას (და მართლმადიდებლები ვიყავით თუ არა, ეს კიდე საკითხავია რუსეთის ოკუპაციამდე) დევნიდნენ, არ აძლევდნენ საშუალებას რომ ემოღვაწევათ და რომ ქრისტიანობის გამო კლავდნენ, ან სიცოცხლისთვის სახიფათო იყო ქრისტიანობა (გამონაკლის შემთხვევების გარდა), რა თქმა აუნდა ესე არ იყო..

 

ეს ქნა აჭაირის და სამცხე ჯავახეთის არისტოკრატიამ და ყოველგვარი პრობლემა მოიშლებოდა, ვინქებოდა ირანისა და თურქეთის პროვინცია

დავიწყოთ იქიდან, რომ სამცხეში მოსახლეობის ერთი ნაწილი კათოლიკე იყო, ხოლო მეორე მუსულმანი. მეორეც აჭარლებმა ქართველობის იდენტიფიკაცია არა თუ არ დაკარგეს, არამედ მუსულმან ქართველების - ქართველობა, გამოჩნდა 1919-1921 წლებში, როდესაც აჭარელმა მუსულმანებმა გადაწყვიტეს საქართველოში დარჩენა, ვიდრე თურქეთთან შეერთება. ეს ერთი მაგალითი ნათლად ამტკიცებს იმას, რომ რელიგიის იდენტობასთან გაიგივე საქართველოს შემთხვევაში არასწორია..

ისლამური ქვეყნები თავის წყობით და არსით განსხვავდებოდნენ ქრისტიანული მრწამსის მქონე ქვეყნებისგან,

არა არსით (არსით ისეთივე მონარქიული იყო), განსხვავება იყო მიწის მფლობელობაში და ბიუროკრატიულ აპარატში. და სწორედ მიწის ფლობის წესი იყო, რომელსაც ვერ ეგუებოდნენ ქართველი თავადაზნაურობა და რომელიც ბადებდა მუდმივ აჯანყებულობის სიტუაციას საქართველოში.

 

ქართველობის თვითიდენტიფიკაცია პირდაპირ კავშირში იყო მარრთლმადიდებლობასთან,

რანაირად როდესაც უამრავი მეფე, ეკლესია თავად კათოლიკური იყო და ეს ჩანს უცხოურ წყაროებიდან. (რუსუდანის წერილებიდან პაპთან და ა.შ)

 

აი მაგალითად:

 

1220 წ ფრანგებისაგან დამიეტის აღების შემდგომ ქართველებმა დასაველღის ჯვაროსნებს წიგნი მოსწერეს, შეატყობინეს თავიანთი მზადყოფნა საომრად და დაიფიცეს, რომ ომით აეღოთ ერთი დიდი და შესანიშნავი პალესტინის ქალაქი, რათა არ ჩამორჩენილიყვნენ ფრანგებს თურქთა დამარცებასა და წმინდა ადგილების აღებაში. ამ დროის მწერლები ქართველებს კათოლიკებად უწოდებენ „viri catholici”

 

ამას თავი დავანებოთ და რა წყაროს იყენებთ, თქვენი არგუმენტის დასამტკიცებლად. ეს არის სტერეოტიპი, რომელიც წყაროებით არანაირად არ არის გაჯერებული.

 

 

კათოლიკებს ვუწოდებდით ფრანგებს,

გრეგორიანებს სომხებს,

მუსლიმებს თათრებს

19-ე საუკუნამდელ წყაროებში მითხარი სად გვხვდება მსგავსი სტერეოტიპები?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

და მართლმადიდებლები ვიყავით თუ არა, ეს კიდე საკითხავია რუსეთის ოკუპაციამდე

---------------------------------------- :yes:

 

Госуда́рственная рели́гия (синоним официальная религия) — вероучение, официальный статус которого подтверждён данным государством. Государство без государственной религии называют светским или секулярным государством. :yes:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Nukriko

სწორედ მიწის ფლობის წესი იყო, რომელსაც ვერ ეგუებოდნენ ქართველი თავადაზნაურობა და რომელიც ბადებდა მუდმივ აჯანყებულობის სიტუაციას საქართველოში

რაში მდგომარეობდა ეს წესი და მუსულმანურ ქვეყნებთან რა სხვაობა იყო ამ მხრივ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Nukriko

დავიწყოთ იქიდან, რომ სამცხეში მოსახლეობის ერთი ნაწილი კათოლიკე იყო, ხოლო მეორე მუსულმანი. მეორეც აჭარლებმა ქართველობის იდენტიფიკაცია არა თუ არ დაკარგეს, არამედ მუსულმან ქართველების - ქართველობა, გამოჩნდა 1919-1921 წლებში, როდესაც აჭარელმა მუსულმანებმა გადაწყვიტეს საქართველოში დარჩენა, ვიდრე თურქეთთან შეერთება. ეს ერთი მაგალითი ნათლად ამტკიცებს იმას, რომ რელიგიის იდენტობასთან გაიგივე საქართველოს შემთხვევაში არასწორია..

გათუქრებული მესხები თუ აჭარლები საქართველოს წიანაღმდეგ თურქეთთან შეერთებისთვის, გადაცემაც იყო ამაზე რუსთავზე ვუყურე ადრე ოღონდ,

სასტიკი ბრძოლები იყო :yes:

ბრძოლები მიმდინარეობდა 21 წლებში, ამაზე არაა მიღებული საუბარი, პოლიტკორექტულობის გამო

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Nukriko

IV საუკუნის ოციანი წლებიდან ქართლის ეკლესია ანტიოქიის სამოციქულო კათედრის იურისდიქციაში შედიოდა. V საუკუნის 60-70-_იან წლებში მეფე ვახტანგ გორგასლის დროს და მისი თხოვნით, ბიზანტიის იმპერატორისა და კონსტანტინეპოლის პატრიარქის შუამდგომლობით, ანტიოქიის საპატრიარქომ ქართლის ეკლესიას თვითმართველობა (ავტოკეფალია) მიანიჭა, ხოლო მცხეთის ეპისკოპოსი აღყვანილ იქნა კათალიკოსის პატივში. დასავლეთ საქართველოს (აფხაზეთის) ეკლესია კონსტანტინეპოლის პატრიარქს ექვემდებარებოდა. IX საუკუნეში აქაც საკათალიკოსო მმართველობა იქნა შემოღებული. XI საუკუნის დასაწყისში საქართველოს ერთიანი მონარქიის შექმნის პროცესში მცხეთის (ქართლის) კათოლიკოსი აღყვანილ იქნა პატრიარქის ხარისხში. ამ დროიდან მოყოლებული საქართველოს ეკლესიის უმაღლესი იერარქი ატარებდა მცხეთისა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ტიტულს. დასავლეთ საქართველოს (აფხაზეთის ან ბიჭვინთის)კათოლიკოსი ყოველთვის აღიარებდა მცხეთელი პატრიარქის პრიმატს

 

Nukriko

1220 წ ფრანგებისაგან დამიეტის აღების შემდგომ ქართველებმა დასაველღის ჯვაროსნებს წიგნი მოსწერეს, შეატყობინეს თავიანთი მზადყოფნა საომრად და დაიფიცეს, რომ ომით აეღოთ ერთი დიდი და შესანიშნავი პალესტინის ქალაქი, რათა არ ჩამორჩენილიყვნენ ფრანგებს თურქთა დამარცებასა და წმინდა ადგილების აღებაში. ამ დროის მწერლები ქართველებს კათოლიკებად უწოდებენ „viri catholici”

ვინ მწერლები კაცო, ჯერ გაერკვიე რა განსხვავებაა კათოლიციზმსა და მართლმადიდებლობას შორის და მერე ისაუბრე ამაზე,

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია - ერთ-ერთი უძველესი ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია.

 

ისტორიული წყაროები გვაუწყებს რომ ანდრია პირველწოდებული რომელიც საქართველოში ქრისტიანობის პირველ მქადაგებლად მოიხსენიება, თავისი მისიონერული მოგზაურობებისას სამჯერ იმყოფებოდა საქართველოს ტერიტორიაზე. როგორც ლეონტი მროველი „ქართლის ცხოვრების“ I ტომ­ში გვამცნობს,

 

„ხოლო კვალად განამტკიცნა წმიდამან ან­დრია მეგრელნი და აფხაზნი და წარვიდა სკვითად“

 

 

საეკლესიო გადმოცემით, ანდრია მოციქულმა ღვთისმშობლის ”აწყურის” ხელთუქმნელი ხატი საქართველოში ჩამოაბრძანა. თავდაპირველად, წმინდა ანდრია ტრაპიზონში შემოვიდა, შემდეგ გადავიდა „ქვეყანასა ქართლისასა, რომელსა დიდ-აჭარა ეწოდების“. ანდრია მოციქულმა ქართლში მღვდელნი და დიაკონნი დაადგინა, ხოლო პირველი ეკლესია ღვთისმშობლის სახელზე ააგო.

 

 

IV საუკუნის დამდეგს, 317 წელს, მოციქულთა სწორის, წმინდა ნინო კაპადოკიელის ძალისხმევით ქრისტიანობა გამოცხადდა იბერიის სამეფოს (აღმოსავლეთ საქართველო) სახელმწიფო რელიგიად. ქართული მართლმადიდებელი ეკლესია ავტოკეფალურია (დამოუკიდებელია) 484 წლიდან, მანამდე შედიოდა ანტიოქიის პატრიარქის დაქვემდებარებაში. სხვა მართლმადიდებლური ეკლესიებისაგან განსხვავებით, მას აქვს ზოგიერთი განსხვავება ლიტურგიულ წესებში.

 

V საუკუნის 60-70-იან წლებში მეფე ვახტანგ გორგასლის დროს და მისი თხოვნით, ბიზანტიის იმპერატორისა და კონსტანტინეპოლის პატრიარქის შუამდგომლობით, ანტიოქიის საპატრიარქომ ქართლის ეკლესიას თვითმართველობა (ავტოკეფალია) მიანიჭა. , ხოლო მცხეთის ეპისკოპოსი აყვანილ იქნა კათალიკოსის პატივში.

 

კოლხეთის ტერიტორია ისტორიულ წარსულში დროის შესა­ბამისად სხვადასხვა საკათალიკოსო თუ საეპისკოპოსოს წარმოადგენდა. VII საუკუნის 30-იან წლებში ჰერაკლე კეისარმა ზღვის­პირა ტერიტორიები მიიტაცა.

 

„მაშინ კუალად წარიღეს ბერძენთა საზღვარი ქართლისა; სპერი და ბოლო კლარჯეთისა, ზღვისპირი.“

 

 

ქალკედონის კრებაზე მიღებული კანონების თანახმად, წართმეული ტერიტორიები კონსტან­ტინეოპოლის ეკლესიის იურისდიქციაში შევიდა. VI-VIII საუკუნეებში დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე არსებობს კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი 3 საეკ­ლესიო ოლქი (გუდაყვის (გუდავის), საისინის (ცაიშის) და როდოპოლი­სის (ვარდციხის)). IX საუკუნეში დასავლეთი საქართველოს ეკლესია კონსტანტინოპოლის ეკლესიას საბოლოოდ გამოეყო და აქაც საკათალიკოსო მმართველობა იქნა შემოღებული. XI საუკუნის დასაწყისში (1010) საქართველოს ერთიანი მონარქიის შექმნის პროცესში მცხეთის (ქართლის) კათოლიკოსი აყვანილ იქნა პატრიარქის ხარისხში. ამ დროიდან მოყოლებული საქართველოს ეკლესიის უმაღლესი იერარქი ატარებდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტიტულს. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სათავეში თავიდან იდგა არქიეპისკოპოსი, V საუკუნიდან – კათოლიკოსი, XI საუკუნიდან – კათოლიკოს-პატრიარქი, რომლის რეზიდენცია მცხეთაში იყო. დასავლეთ საქართველოს ჰყავდა თავისი კათოლიკოსი. მისი რეზიდენცია ბიჭვინთაში იყო, მაგრამ XV საუკუნემდე ემორჩილებოდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს.

 

იერუსალიმელი პატრიარქი დოსითეოსი, რომელიც XVII საუკუნეში მოღვაწეობდა წერს:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Ostap

Siknadmo

Saturn

 

 

ყველას გაქვთ ალბათ სახლში ივანე ჯავახიშვილის "ქართველი ერის ისტორია"

ხოდა, დღეს შემდეგი რამ ამოვიკითხე იქ.

რომ, 506 წელს დვინის საეკლესიო კრებაზე,24 ქართველმა ეპისკოპოსმა, კათოლიკოსიანად ხელი მოაწერა სომხეთის, ალბანეთისა და ქართლის ეკლესიების გაერთიანებას (იდეური) დაგმო ქალკედონიკობა და მართლმადიდებლობად მონოფიზიტობა აღიარაო...

 

 

აქვე, ჯავახიშვილი ამატებს, რომ ვახტანგ გორგასლსა და მიქაელს შორის დაპირისპირება რელიგიურ ნიადაგზე მოხდა.

მიქაელი ქალკედონობის დამცველი იყოვო, გორგასალი კი ტავისი სპით მონოფიზიტიო. სწორედ ეს გახდა დაპირისპირების მიზეზი და არა ვახტანგის მიერ მაზდეანობის მიღებაო...

ამ მიქაელს ტავისნაირად მოაზრვნე ეპისკოპოსთა ჯგუფიც ეყოლებოდაო, ამიტომ მოახდინა ვახტანგმა პეტრესთან ერთად კიდევ 12 ეპისკოპოსის კურთხევაო...

 

აგრეთვე, ქართლის პირველი კათოლიკოსი ხელდასმული იქნა ანტიოქიის პატრიარქის მიერ, ცნობილია, რო ამ დროს ანტიოქია მონოფიზიტობის ბუდე იყო.. შესაბამისად, ანტიოქიაში, მიქაელის საპირისპირო რწმენის, კათალიკოსი და 12 ეპისკოპოსი იქნა ხელდასმულიო...

 

აქე, 608 წელს მოხდა ქართველ-სომეხთაა საეკლესიო განხეთქილება.

განხეთქილება იმისია, რომ მანამდე ერთიანი იყო.

როგორც ვიცით სომხები მონოფიზიტები იყვნენ მონოფიზიტობის გაჩენიდანვე.

 

607 წლამდე შუშანიკის სახელობის სამარტვილეში წირვა ქართულ-სომხურ ენებზე ყოფილა.

 

ასურელი მამაბი საქართველოსი (ივ.ჯავახიშვილისა და ბროსეს აზრით) სწორედ მონოფიზიტობის წინააღმდეგ საბრძოლველად იყვნენ ჩამოსულები...

 

 

ცნობილი ქართველი, მაიუმის ეპისკოპოსი, ერისკაცობაში მურვანოსი, სასულიერო სახელი პეტრე იბერი, ფსევდონიმი დიონისე არიოპაგელი, მონოფიზიტი ყოფილა.

 

 

"დანამდვილებით მტკიცდება, რომ მონოფიზიტები ქართველთა შორისაც ყოფილან, მეტის თქმაც შეიძლება, — ზოგს მათგანს ამ მოძღვრების გაძლიერებასა და განმტკიცებაში მხურვალე მონაწილეობაც კი მიუღია. ცნობილია, რომ მონოფიზიტობის ერთ ბურჯთაგანად და სახელგანთქმულ მოღვაწედ სწორედ პეტრე იბერი იყო, ქართველი უფლისწული, რომელიც 412 წ. დაიბადა და 488 წ. გარდაიცვალა, ორმოცდაათიანი წლებიდან, ვითარცა პალესტინის სამაგალითო მოღვაწე, ქ. მაჲუმის ეპისკოპოზად იქმნა დადგენილი. მისივე მოწაფის ზაქარია ქართველისავე მიერ ასურულად დაწერილი მისი ცხოვრება კარგად გვისურათებს იმ დიდ ავტორიტეტსა და განუსაზღვრელ პატივისცემას, რომელიც მას თვით მოწინააღმდეგეთა წრეებშიაც კი მოხვეჭილი ჰქონია.

 

 

ვახტანგ გორგასალი თურმე უბრალო ეპისკოპოზს მიქაელს კი არ ებრძოდა, არამედ ისეთ პირს, რომელიც ქალკიდონიანი მართლმადიდებლობის ბურჯი ყოფილა საქართველოში. ცხადია, ამავე მოძღვრების მიმდევარნი იქნებოდნენ მიქაელის თანამოაზრე ეპისკოპოზები, რომელთა მაგივრადაც ახლები უნდა ყოფილიყვნენ ხელდასხმულნი

 

 

რაკი მიქაელი და მისი თანამოაზრენი ქალკიდონიანნი ყოფილან, უნდა დავასკვნათ, რომ ვახტანგ გორგასალი და მისი "სპა" მონოფიზიტობის მიმდევარნი უნდა ყოფილიყვნენ. ეს დასკვნა აღმოსავლეთში მაშინდელ მდგომარეობასაც კარგად ეგუება, რადგან, როგორც ცნობილია, თავდაპირველად აღმოსავლეთი უფრო მონოფიზიტობას მიემხრო. ამასთანავე ეს საშუალებასაც გვაძლევს გავითვალისწინოთ, თუ როგორ მოხდა, რომ 506 წ. ქართული ეკლესიის 24 მღვდელმთავარმა მონოფიზიტობა ერთადერთ მართლმადიდებელ სარწმუნოებად აღიარა, ქალკიდონიანობა კი უარჰყო. ეს მიქაელ მთავარეპისკოპოზისაგან ვახტანგ გორგასალის წინააღმდეგ წამოყენებული გამაზდეიანების ბრალდების საფუძვლის გაგებასაც იმ მხრივ გვიადვილებს, რომ სპარსეთის მთავრობა მონოფიზიტობას მფარველობას უწევდა, ქალკიდონიანობისა კი წინააღმდეგი იყო. *XXIV

 

 

412 წ. დაბადებული და 488 წ. გარდაცვლილი ქართველი უფლისწული და ვახტანგ გორგასლის თანამოგვარე და ნათესავი, V ს. ორმოცდაათიან წლებიდან მოყოლებული, განთქმული საეკლესიო მოღვაწე და მაჲუმის ეპისკოპოზი პეტრე იბერი ანუ ქართველი, მონოფიზიტობის მომხრე და ერთი საუკეთესო ბურჯთაგანი იყო, რომ 506 წ. ქართულმა ეკლესიამ გაბრიელ კათალიკოსის მეთაურობით ალბანურ და სომხურ ეკლესიებთან ერთად გაერთიანებულ საეკლესიო კრებაზე მონოფიზიტობა ერთადერთ მართლმადიდებელ აღსარებად გამოაცხადა, მაშინ ჩვენთვის თითქმის უეჭველი შეიქმნება, რომ ბრძოლა, ალბათ, მონოფიზიტობისა და ქალკიდონიანობის გამო ყოფილიყო გაჩაღებული." ივ.ჯავახიშვილი

 

 

 

მე პირადად არ ვიცი, თუ რატომ ეძახიან ქართველები სომხების უმრავლესობის რელიგიას 'გრეგორიანულს'.

რაც არ უნდა საკვირველი იყოს ზოგიერთისთვის, ინგლისურ ენაზე მაგ რელიგიას ჰქვია 'Oriental Orthodoxy', რაც ქართულად შეიძლება ითარგმნოს, როგორც 'ორიენტული მართლმადიდებლობა' ან 'შუა აღმოსავლური მართლმადიდებლობა'.

მართლმადიდებლობის იმ მიმდინარეობას, რომელიც საქართველოშია გავრცელებული, ჰქვია 'Eastern Orthodoxy', ანუ 'აღმოსავლური მართლმადიდებლობა'.

ასევე, რაც არ უნდა საკვირველი იყოს ზოგიერთისთვის, 'აღმოსავლური მართლმადიდებლობა' და 'კათოლიციზმი' უფრო ახლოს დგას ერთმანეთთან, ვიდრე 'ორიენტული მართლმადიდებლობა' და 'კათოლიციზმი'.

'ორიენტული მართლმადიდებლობის' წარმომადგენლები სცნობენ და აღიარებენ მხოლოდ პირველ სამ ეკუმენურ საბჭოს -

http://en.wikipedia.org/wiki/Ecumenical_Councils

- ამის შემდეგ, 451 წელს, მოხდა ქალკედონური სქიზმა -

http://en.wikipedia.org/wiki/Council_of_Chalcedon

- რისი მიზეზიც შემდეგი იყო -

 

The schism between Oriental Orthodoxy and what would become the Roman Catholic and Eastern Orthodox churches occurred in the 5th century. The separation resulted in part from the refusal of Pope Dioscorus, the patriarch of Alexandria, to accept the Christological dogmas promulgated by the Council of Chalcedon, which held that Jesus has two natures — one divine and one human. This was not because the council stated that Christ has two natures, but because the council's presiders refused to confess that the two natures are inseparable and united. Pope Dioscorus would accept only "of or from two natures" but not "in two natures."

To the hierarchs who would lead the Oriental Orthodox, this was tantamount to accepting Nestorian-flavored terminology, according their definition of Christology, which was founded in the Alexandrine School of Theology that advocated a formula that stressed unity of the Incarnation over all other considerations.

The Oriental Orthodox churches were therefore often called Monophysite churches, although they reject this label, which is associated with Eutychian Monophysitism, preferring the term "non-Chalcedonian" or "Miaphysite" churches. Oriental Orthodox Churches reject the heretical Monophysite teachings of Eutyches, the heretical teachings of Nestorius and the Dyophysite definition of the Council of Chalcedon.

Christology, although important, was not the only reason for the refusal of the Council of Chalcedon - political, ecclesiastical and imperial issues were hotly debated.

http://en.wikipedia.org/wiki/Oriental_Orthodoxy

 

გახლეჩვის შედეგად ჩამოყალიბდა ორი ქრისტიანული მიმართულება - 'ორიენტული მართლმადიდებლობა' და ე.წ. 'ქალკედონური ქრისტიანობა'.

ქალკედონურმა ქრისტიანებმა კიდევ ჩაატარეს ოთხი ეკუმენური საბჭო - ანუ, აღმოსავლური მართლმადიდებლობა სცნობს პირველ შვიდ ეკუმენურ საბჭოს.

თავის მხრივ, 1054 წელს ე.წ. დიდი სქიზმის -

http://en.wikipedia.org/wiki/East-West_Schism

- შედეგად ქალკედონური ქრისტიანობა ოფიციალურად გაიხლიჩა ორ -

აღმოსავლურ ანუ ბერძნულ შტოდ, ე.ი. აღმოსავლურ მართლმადიდებელ ეკლესიად -

http://en.wikipedia.org/wiki/Eastern_Orthodoxy

- და დასავლურ ანუ ლათინურ შტოდ, ე.ი. რომაულ კათოლიკურ ეკლესიად -

http://en.wikipedia.org/wiki/Roman_Catholic_Church

 

არ არის სწორი ტერმინი - ორიენტული მართლმადიდებლებისთვის მონოფიზიტების წოდება არამართებულია - ორიენტული მართლმადიდებლები არიან მიაფიზიტები და არა - მონოფიზიტები.

http://en.wikipedia.org/wiki/Miaphysite

მიუხედავად იმისა, რომ აღმოსავლური მართლმადიდებელი და კათოლიკური ქრისტიანობის წარმომადგენლები ორიენტულ მართლმადიდებლებს მონოფიზიტურ ერესს აბრალებენ, ხოლო, საპასუხოდ, ორიენტული მართლმადიდებელი ქრისტიანობის წარმომადგენლები აღმოსავლურ მართლმადიდებლებს და კათოლიკეებს ნესტორიანულ ერესში სდებენ ბრალს, სინამდვილეში, ჰიპოსტაზური თვალსაზრისით, ქალკედონურ და არაქალკედონურ ქრისტიანობებს შორის არ არსებობს რაიმე პრინციპულად მნიშვნელოვანი ქრისტოლოგიური განსხვავება.

 

ეს იმიტომ დამჭირდა, რომ მეთქვა განსხვავება, რომ მართლმადიდებლობა არ ნიშნავს, ყოველთვის იმ მართლმადიდებლობას, რომელიც დღეს გვაქვს

 

რაც შეეხება საქართველოს. მონოფიზიტობის ბუდემ, ანტიოქიამ

 

 

"სინოდის გადაწყვეტილებითა და სულიწმინდით განათლებული ვაცხადებთ საქართველოს უწმინდეს ეკლესიას იმავე თვითმმართველი სტრუქტურითა და ორგანიზებით რაც უძველესი დროიდან გაჩნდა, რაც დამოწმებულია, აგრეთვე, ბალსამონის მიერ, რომელიც წერს: ”ამბობენ, რომ დღეთა მათ შინა უწმინდესისა პატრიარქისა ღვთაებრივი ქალაქისა დიდისა ანტიოქიისა უფალი პეტრესი გამოტანილ იქნა სინოდური დადგენილება, რომ იქნეს თავისუფალი და ავტოკეფალური ეკლესია იბერიისა.....”

 

ანუ, მონოფიზიტობის ბუდემ გვიკურთხა კათოლიკოსი

 

აღსანიშნავია, რომ კჳრიონ კათალიკოსი ამ კრების შესახებ თავის მესამე საპასუხო ეპისტოლეში სდუმს. ის გარემოება, რომ ქართლისა კათალიკოსი ამ ცნობის სისწორე არ უარჰყოფდა, იმის მომასწავებელი უნდა იყოს, რომ ამ კრების ამბავი მასაც უნდა სცოდნოდა და უარყოფა არ შეეძლო. ამგვარად ირკვევა, რომ VI ს. დამდეგს აღმოს. საქართველო, სომხეთი, ალბანეთი და სივნიეთი გადაჭრით მონოფიზიტობის მომხრე ყოფილა. შესაძლებელია და საფიქრებელიც, რომ საქართველოში ამას ყველა არ იზიარებდა, მაგრამ 24 ეპისკოპოზის თანხმობა ცხადჰყოფს, რომ ქართული ეკლესიის უდიდესი უმრავლესობა მონოფიზიტობის მოზიარე ყოფილა.

 

ყველა ზემომოყვანილი უფლებას გვაძლევს დავასკვნათ, რომ მონოფიზიტო ბა არამცთუ საქართველოში გავრცელებული იყო, არამედ რომ ნესტორიანობასთან შედარებით ის გაცილებით უფრო მეტი მნიშვნელობის მქონებელი ყოფილა. როგორც ეტყობა, ქართულ ეკლესიაში ერთ ხანს გაბატონებული ყოფილა, ვითარცა ქრისტიანობის ერთადერთი ჭეშმარიტი მოძღვრება. შემდეგში სხვა საკითხების განხილვის დროს ეს გარემოება უფრო ცხადი შეიქმნება და მაშინ მონოფიზიტობის მნიშვნელობის სიძლიერეც საქართველოს წარსულისათვის უკეთესად გამოირკვევა.

 

608 წლის საეკლესიო განხეთქილების დროს:

უთანხმოება ქართველთა და სომეხთა ეკლესიის საჭეთმპყრობელთა შორის მოსე ცურტაველი ეპისკოპოზის წყალობით ატყდა, რომელიც საქართველოდან მოულოდნელად სომხეთში გაიქცა, სომხეთში მისვლისთანავე მოსე ცურტაველმა სომეხთა კათალიკოსის მოადგილეს ვრთანესს (602/3 — 605/6 წ.1077) მიმართა წერილობით და შესჩივლა, რომ ქალკიდონიანობის წინააღმდეგობისათვის ის საქართველოდან გამოდევნეს1078. მისი სიტყვით, როდესაც იგი დარწმუნდა, რომ ქართული ეკლესია და სამწყსო საბოლოოდ ქალკიდონიანობას მიემხრო, მაშინვე ქართლისა კათალიკოსის კჳრიონისა, მთავრებისა და ერის წინააღმდეგ გაულაშქრია და ხმა აუმაღლებია1079. მოსე ცურტაველის ასეთ მოქმედებას, მისივე სიტყვით, მისდამი ყველგან მტრული გრძნობა აღუძრავს ისე, რომ ბოლოს და ბოლოს გამოძევებულ ვიქმენიო. ასე მოგვითხრობს საქმის გარემოებას მოსე ცურტაველი.

Edited by Nukriko
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Nukriko

აქე, 608 წელს მოხდა ქართველ-სომეხთაა საეკლესიო განხეთქილება.

განხეთქილება იმისია, რომ მანამდე ერთიანი იყო.

როგორც ვიცით სომხები მონოფიზიტები იყვნენ მონოფიზიტობის გაჩენიდანვე.

მონოფოზიტობა გაჩნდა მე-5 საუკუნეში

Основателем монофизитства признается архимандрит Евтихий (около 378—454) — игумен одного из константинопольских монастырей, отчего монофизитство называется также и Евтихианством. Исследованию учения Евтихия был посвящен Константинопольский собор 448 года, где он изложил суть своей веры: «Я исповедую, что Господь наш состоял из двух природ до соединения, а после соединения исповедую одну природу». Смысл такого исповедания Евтихия состоял в том, что Христос, будучи единосущным Отцу по Божеству, не признавался единосущным по человечеству людям. Евтихию приписывается мысль, что человеческая природа Христа, воспринятая Им от Матери, растворилась в природе Божества как капля меда в океане и потеряла свое бытие

 

შესაბამისად, მინიმუმ მე-5 საუკუნემდე სომხები მართლმადიდებლები იყვნენ და ჩვენი ერთობაც აქედან მოდიოდა

 

http://ru.wikipedia.org/wiki/%D0%9C%D0%BE%D0%BD%D0%BE%D1%84%D0%B8%D0%B7%D0%B8%D1%82%D1%81%D1%82%D0%B2%D0%BE

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Председателем собора был Анатолий Константинопольский, перед вступлением Маркиана на престол решительно перешедший на сторону православных. Число всех присутствовавших на соборе отцов, если не исключать и уполномоченных лиц пресвитерского сана, замещавших того или другого епископа, можно полагать между 600—630. Из наиболее известных были: Домн Антиохийский, низложенный Диоскором и возвращенный из заточения Маркианом; Максим, поставленный на его место, Ювеналий Иерусалимский, Фалассий Кесарие-Каппадокийский, блаженный Феодорит, Евсевий Дорилейский, Диоскор Александрийский и другие. Папа Лев, желавший, чтобы собор созван был в Италии, прислал все-таки своих легатов (епископов Пасхазина и Луценция и пресвитера Бонифация) на Халкидонский собор. На соборе встречаем большое стечение высших государственных сановников и сенаторов, принимающих участие в деяниях собора, за исключением тех случаев, когда рассматривались дела чисто церковные (например, суд над епископом). Следует отметить тот факт, что на Собор не были приглашены священнослужители Армянской Апостолькой Церкви.

 

Председателем собора был Анатолий Константинопольский, перед вступлением Маркиана на престол решительно перешедший на сторону православных. Число всех присутствовавших на соборе отцов, если не исключать и уполномоченных лиц пресвитерского сана, замещавших того или другого епископа, можно полагать между 600—630. Из наиболее известных были: Домн Антиохийский, низложенный Диоскором и возвращенный из заточения Маркианом; Максим, поставленный на его место, Ювеналий Иерусалимский, Фалассий Кесарие-Каппадокийский, блаженный Феодорит, Евсевий Дорилейский, Диоскор Александрийский и другие. Папа Лев, желавший, чтобы собор созван был в Италии, прислал все-таки своих легатов (епископов Пасхазина и Луценция и пресвитера Бонифация) на Халкидонский собор. На соборе встречаем большое стечение высших государственных сановников и сенаторов, принимающих участие в деяниях собора, за исключением тех случаев, когда рассматривались дела чисто церковные (например, суд над епископом). Следует отметить тот факт, что на Собор не были приглашены священнослужители Армянской Апостолькой Церкви.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...