FRIDRIX Posted October 8, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted October 8, 2011 სადღაც წავიკითხე: მიშას თვითმფრინავი იმხელა არ არის, ყველა რომ ჩაეტიოსო.ეს წლები რასაც ვხედავთ ამ ქვეყნიდან ყველა გარბის მიშას და მისი მომხრეების გარდა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted October 8, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted October 8, 2011 Иванишвили тот человек, который верит, что за деньги можно купить все, в том числе грузинское общество. რა დედამ შობა ესრას ერჩი, ამაში მართალია ნამდვილად ახალი მესია ბატონი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted October 8, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted October 8, 2011 ბილ გეიტსს სულ ერთ ადგილზე ახატია ვინ მოკვდება შიდსით მაგრამ ჭირდება ქველმოქმედის სტატუსი რაში სჭირდება? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
georgekh13 Posted October 8, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted October 8, 2011 მე კი ვიცი ქველმოქმედება რას ნიშნავს არც ერთი ქველმოქმედი არ ეწევა ქველმოქმედებას მაგ ნამდვილი მიზნით ეგ განმარტება განმარტებად რჩება ხოლო რეალობა სულ სხვააშენ საიდან იცი კაცს გულში რა აქვს? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
FRIDRIX Posted October 8, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted October 8, 2011 რაში სჭირდება?ყველა ბიზნესმენს ჭირდება ქველმოქმედის სტატუსი ხროვის კეთლიგანწყობის და მისდამი პოზიტიური დამოკიდებულების მოსაპოვებლადბიზნესმენი დადებითი ფიგურა უდნა იყოს ხროვის თვალში ხროვას კიდე გლადიატორში როა ურმებიდან პურს და ვაშლებს რო "უყრიან" "ესვრიან" ხროვას ეგ უნდა ბიზნესმენებიც "უყრიან" ხროვას ფულს მაგრამ არა იმიტომ რომ "ხორვამ" შიმშილი მოიკლას არამედ იმიტომ რომ ბიზნესმენი მოსწონდეს როგორც იმპერატორი უდნა მოსწონდეთ რომაელებს შენ საიდან იცი კაცს გულში რა აქვს?რომელ "კაცს" საქართველოს ოკუპანტ სახელმწიფოში გამდიდრებულს და დღეს პუტინის მიერ ბოლო "ტუზად" გამოყენებულს ადვლი მისახვედრია რაც უდევს Иванишвили тот человек, который верит, что за деньги можно купить все, в том числе грузинское общество.აქედანაც კარგად ჩანს მისი დამოკიდბეულება ქართული "საზოგადოებიზ" მიმართ რომელიც აღარც არსბეობს უკვე Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mtidan Posted October 8, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted October 8, 2011 საქართველოს ოკუპანტ სახელმწიფოში გამდიდრებულს და დღეს პუტინის მიერ ბოლო "ტუზად" გამოყენებულს მაგას ბენდუქიძეზე ამბობ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
qutaiseli Posted October 8, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted October 8, 2011 ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ საფრანგეთის და რუსეთის მოქალაქეობაზე უარს იტყვის.მისი ბიზნესის 1/3-ია რუსეთში, რომელსაც გაყიდის.უახლოეს პერიოდში გამოვა საოგადოებრივ მაუწყებელზე და კითხვებს გასცემს პასუხს ნებისმიერ ფორმატში. ძალიან საინტერესო ფიგურაა და მის ნაბიჯებს გამადიდებელი შუშით უნდა დავაკვირდეთ!მალე გაირკვევა თუ რა და როგორ უნდა მას ქართულ პოლიტიკაში.თუ მართლა უნდა ყურცქვიტას დამარცხება მე წარმატებებს ვუსურვებ და გვერდშიც დავუდგები, ოღონდ უნდა დავრწმუნდე, რომ იბრძოლებს ბოლომდე და არავითარი უცხო ძალის გავლენის ქვეშ არაა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
FRIDRIX Posted October 8, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted October 8, 2011 მაგას ბენდუქიძეზე ამბობ?ბენდუქიძე "ტუზი" არ არის ეკონომისტია რომელმაც ძალიან მნიშვენოვალი და საჭირო რეფორმები გაატარა ქვეყანაში და რაც გასაყიდი იყო კიდე გაყიდა და არავითარი უცხო ძალის გავლენის ქვეშ არაა.სწორი შენიშვაა მთავარია უცხო ძალის და რუსეთის გავლენის ქვეშ არ იყოს კარგია ჩვენთან თუ დარჩები როცა ბანი გაგივა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mtidan Posted October 8, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted October 8, 2011 უნდა დავრწმუნდე, რომ იბრძოლებს ბოლომდე და არავითარი უცხო ძალის გავლენის ქვეშ არაა. იმდენი გადაგდება და გადამგდები პოლიტიკოსი ვნახეთ, რომ ძნელია უკვე ხალხის დაბოლება.თუ ხალხი მართლაც ენდობა ივანიშვილს, დიდი ამბები მოხდება "საყველიეში". Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
qutaiseli Posted October 8, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted October 8, 2011 FRIDRIXსწორი შენიშვაა მთავარია უცხო ძალის და რუსეთის გავლენის ქვეშ არ იყოსეს უმნიშვნელოვანესია.დაბრალებით უამრავ რამეს დააბრალებენ, ალბათ ფილმებსაც გადაიღებენ და ჩანაწერებსც გამოაქვეყნებენ, მაგრამ მე რეალობაზე ვსაუბრობ.პატარა ქვეყანაა და არაფრით არ დაიმალება ის თუ მისი ხელით უცხო ძალა აკეთებს სათავისო საქმეს.ხოლო თუ მართლა იბრძვის საკუთარი სახელით და ძალით მაშინ რაც შემეძლება გვერდით დავუდგები.ჯერ მხოლოდ დაკვირვების რეჟიმში ვარ.ცდა ბევრი არ მოგვიწევს 12-15 ოქტომბრის შუალედში საინტერესო განცხადებებს და ქმედებებს ველი.რაღაც დასკვნების გაკეთება შესაძლებელი იქნება. mtidanთუ ხალხი მართლაც ენდობა ივანიშვილს, დიდი ამბები მოხდება "საყველიეში".ეგ 100%-იანია.აი მაშინ ნახავს თუ როგორ უყვარს მფორთხავი მთავარსარდალი ქართველ ხალხს და იმასაც ბევრი ნახავს თუ როგორ შეუძლია ერს ბრძოლა შიდა მოღალატე მთავრობის წინააღმდეგ! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
FRIDRIX Posted October 9, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted October 9, 2011 ქართველი მილიარდერის, ბიძინა ივანაშვილის პოლიტიკაში წასვლის გადაწყვეტილებამ განსაკუთრებით რუსეთში მცხოვრები ბიზნესმენები გაახარა. აღფრთოვანებას ვერ მალავენ ის ოლიგარქები, რომლებმაც გაურკვეველი გზით დააგროვეს რუსეთში კაპიტალი და ახლა მზად არიან ეს ფული საქართველოში არეულობების მოსაწყობად დახარჯონ. ივანაშვილმა თავისი გეგმების შესახებ ვრცელი განცხადება გაავრცელა, რამაც განსაკუთრებით ჟურნალისტების გაღიზიანება გამოიწვია. ბიზნესმენმა დაუფარავად განაცხადა, ვისაც არ გყოფნით ხელფასი, დამატებით ლუკმას სამადლოდ მე მოგცემთო. სამაგიეროდ, ივანაშვილის მოქმედებებით გახარებულია რუსეთში ქართველთა კავშირის თავმჯდომარე, მიხეილ ხუბუტია, რომელიც ღმერთს მადლობას სწირავს იმისთვის, რომ მისმა კოლეგამ პოლიტიკაში წასვლა გადაწყვიტა. ხუბუტიას აღფრთოვანებისა და განსაკუთრებული სიხარულის შესახებ ინფორმაციას rbcdaily.ru ავრცელებს. „ივანიშვილი არის ადამიანი, რომელიც ყოველთვის ერიდებოდა საჯაროობას, მაგრამ მან დიდი ფული იშოვა და, როგორც ცნობილია, ფული ციდან არ ცვივა. ასეთი გამოცდილების მქონე ადამიანები არ ცდებიან... შემიძლია მხოლოდ ღმერთს მადლობა შევწირო ამ ახალი ამბისთვის“, – ამბობს ხუბუტია და მიიჩნევს, რომ ივანიშვილი ის ბიზნესმენია, რომელიც რუსეთისა და საქართველოს თანამშრომლობას სათანადოდ აფასებს და ხვდება, რომ ამ ქვეყნების დაშორება არ შეიძლება. მიხეილ ხუბუტია, რომელიც ალექსანდრე ებრალიძის მარჯვენა ხელია, ჯერ მხოლოდ ამ მცირე კომენტარით შემოიფარგლა. ბიძინა ივანაშვილის გადაწყვეტილების კვალი რომ ჩრდილოეთისკენ მიდის, ამაში ეჭვი არავის შეჰპარვია, თუმცა ხუბუტიას ამ განცხადებით ყველაფერი კიდევ ერთხელ ნათელი გახდა. ახლა რუსეთში მყოფი კრემლის მეგობარი ქართველი ბიზნესმენები, რომლებიც უშედეგოდ ხან ვისზე დებდნენ ფსონს და ხან ვისზე, ივანიშვილის პოლიტიკურ ნაბიჯებს დაელოდებიან. მოგვიანებით კი, სავარაუდოდ, მხარდაჭერას გამოუცხადებენ იმ იმედით, რომ იქნებ იმ ფალავანმა მაინც გაამართლოს, რომელსაც დღემდე სჯერა, რომ ფულით ამომრჩეველთა ყიდვაა შესაძლებელი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
FRIDRIX Posted October 9, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted October 9, 2011 გუშინ, კრემლის დიქტატორმა, ვლადიმირ ვლადიმიროვიჩმა დაბადების 59–ე წლისთავი იზეიმა. მომავალ პრეზიდენტს, ამ თარიღს კარის პირადი ლაქიები და ავტორიტარიზმის კლანჭებში მოქცეული, დატერორებული რუსული საზოგადოება დიდი ზარ–ზეიმით ულოცავს. თუმცა, მეორე, მცირე ნაწილი და პროგრესული მსოფლიო, გუშინვე, იმპერიალისტური რეჟიმის მსხვერპლს, მამაც ჟურნალისტ ანა პოლიტკოვსკაიას იხსენებდა, რომლის სასტიკი მკვლელობიდან ხუთი წელი გავიდა. ამ წლების განმავლობაში, ანა პოლიტკოვსკაია ოპონენტების წინააღმდეგ კრემლის მოქმედების და მხეცური მეთოდების სიმბოლოდ იქცა. თავად კაცთმუძულე პუტინს კი, როგორც ცნობილია, ასეთი შავი ფერის „სიმბოლოები“ მეტად უყვარს. როგორც ამბობდნენ, პოლიტკოვსკაიას მკვლელობის პუტინის დაბადების დღისათვის დამთხვევა, სულაც არ ყოფილა უბრალო შემთხვევითობა. კრემლის „კაგებეშნიკ“ მეთაურს ეს „საჩუქარი“ მისმა დაქირავებულმა ქილერებმა „სიყვარულით“ მიუძღვნეს. ეფ–ეს–ბე–სგან კარგად დამუშავებული „ფანკლუბი“, რუსეთის ფაქტობრივ „მონარქს“ საქართველოშიც რომ ჰყავს, დიდი ხანია ვიცით. გუშინვე, პუტინის მორიგ დაბადების დღეს, საქართველოში „დიდი მოვლენა“ მოხდა. ბიზნესმენმა ბიძინა ივანაშვილმა სისხამ დილიდანვე განცხადება გაავრცელა და საკუთარი ამბიციებისა და გეგმების დემონსტრირება ზარ–ზეიმით მოახდინა. ამ განცხადების ღია და ფარული ტექსტები უკვე ყველასათვის ცნობილია. ისიც ცნობილია, რომ ბიზნესმენი საქართველოს ხელისუფლებაში მწვერვალების დაპყრობას უმიზნებს. „კარიერის“ დაწყებისათვის კი მართლაც ფრიად საინტერესო თარიღი შეარჩია და სიმბოლურად ისე გამოვიდა, რომ, ფაქტობრივად, პუტინს საჩუქრად სრულიად საქართველო მიუძღვნა. ბოლო დღეების განმავლობაში, საქართველოში ბევრს აინტერესებდა, რატომ შეარჩია ივანაშვილმა მაინცდამაინც 7 ოქტომბერი, დღე, როდესაც საქართველოში, თავისი კავკასიური ტურნეს ფარგლებში, საფრანგეთის პრეზიდენტი, ნიკოლა სარკოზი ჩამოდიოდა. პოლიტიკური პიარის ყველაზე ელემენტარული კანონით, ასეთი უმნიშვნელოვანესი მოვლენის გვერდით, განცხადების მაინცდამაინც ამ დღეს გავრცელება არალოგიკური ჩანდა, რადგან ამ მოვლენას, მეორე საერთაშორისო მნიშვნელობის ღონისძიება მნიშვნელოვნად გადაფარავდა. ლოგიკურად, ჩნდება კითხვა: მილიარდერს, რომელიც წლების განმავლობაში ფულებს როგორც ირკვევა, ართცუ სრულიად უანგაროდ ფანტავს, სასწრაფო წესით დაქირავებულმა „კარმა“, რომელიც ამ გამოსვლას „ღრმად და საფუძვლიანად“ ამზადებდა, რატომ არ ურჩია თარიღის სხვა დროისათვის გადატანა? როგორც ჩანს, ამ ყველაფერზე მაღლა გუშინდელი დღის „საკრალური მნიშვნელობა“ დადგა, რაც პუტინის დაბადების დღეს ეხებოდა. ივანაშვილის პოლიტიკური კარიერა, სწორედ ამ დღეს, ამ საჩუქრით უნდა დაწყებულიყო, რომელიც რუსეთში გამდიდრებული ქართველი მეწარმის სავარაუდო პოლიტიკურ კუმირს, კიდევ ერთხელ დაანახებდა მარიონეტი ბიზნესმენის განუზომელ სიყვარულს და ერთგულებას... რადიო „თავისუფლება“ დღეს აქვეყნებს კობა ლიკლიკაძის ბლოგს, სადაც ცნობილი ჟურნალისტი ბიძინა ივანიშვილის მიერ პოლიტიკაში მოსვლის შესახებ გამოქვეყნებულ განცხადებას „ივანიშვილის მედიაიმპერიის ტვინის -"ქართუ ჯგუფის“ პრესცენტრის - ტრადიციულ ხელწერას“ უწოდებს და მულტიმილიარდერის განცხადების დეტალებსაც განიხილავს, განსაკუთრებულ ყურადღებას კი რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენის მიერ ქართველი ჟურნალისტებისთვის გაკეთებულ შეთანაზებაზე აკეთებს. „დრონი.ჯი“ უცვლელად გთავაზობთ კობა ლიკლიკაძის ბლოგს „ბიძინა ივანიშვილი VS. სპეცდანიშნულების მედია“: „ხანგრძლივი კარჩაკეტილი ცხოვრებიდან გამოხვიდე და თანაც ასე სკანდალურად, იშვიათი შემთხვევაა. ვგულისხმობ ქართველი მულტიმილიარდერის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, რომლის ერთმა ნაწილმა შოკში ჩააგდო მისი მომხრეებიც კი და ძალიან გაახარა ოპონენტები, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ ივანიშვილი მათ საშიშ სიურპრიზს უმზადებდა. 7 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში ბატონმა ივანიშვილმა მიწასთან გაასწორა ხელისუფლებაც, ოპოზიციაც და მათი „რასკრუტკით“ დაკავებული ტელევიზიები, მათ შორის, „მაესტრო“ და „კავკასია“, რომლებსაც ქართველი ოლიგარქი უწოდებს „სპეცდანიშნულების ფსევდოოპოზიციურ მედიასაშუალებებს.“ თანაც ტელევიზიებისა და მედიის კრიტიკას ყველანაირი მედიისათვის მიუწვდომელი მულტიმილიარდერის უზარმაზარი უსტარის ლამის ორი მესამედი ეთმობა. სრულად არ ვაპირებ ამ მიმართვის კონტენტანალიზს, მაგრამ ამ კონსპიროლოგიური ნაზავის უკან აშკარად ჩანს ივანიშვილის მედიაიმპერიის ტვინის -"ქართუ ჯგუფის“ პრესცენტრის - ტრადიციული ხელწერა. ვგულისხმობ უსაშველოდ გრძელ ეპისტოლეებს, რომლებიც უეცრად იფეთქებს ხოლმე, რათა კიდევ ერთხელ შეახსენოს ხალხს ბატონი ივანიშვილის უმწიკვლობა და ამხილოს ჩასაფრებული, მოსყიდული და ასოკირკიტა ოპონენტების ანატომია. თანაც, არ ვიცი, რატომ, მაგრამ ამ კონსპიროლოგიას „ქართუ ჯგუფის“ პრესცენტრის პიარსტრატეგიაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება, რითაც ოპონენტები კარგად სარგებლობენ. მაგალითისთვის შემიძლია გავიხსენო „ქართუ ჯგუფის“ პრესცენტრის მიერ შექმნილი ეპისტოლეების ციკლი, მიმართული გაზეთ „ალიაში“ გამოქვეყნებული კრიტიკული სტატიების გასანეიტრალებლად. თანაც, რაც ყველაზე სახალისოა, განცხადებები დაფინანსებული იყო „ქართუ ჯგუფის“ მიერ და მათ პატიოსნად ბეჭდავდა თავად გაზეთი "ალია" და იქვე, ასევე პატიოსნად, ბეჭდავდა პასუხის პასუხებს და, ღმერთმა შეარგოს, კარგადაც ხეირობდა. მოგვიანებით, სულ ახლახან, ამას მოჰყვა ეპისტოლეების მორიგი ციკლი შალვა ნათელაშვილის პასუხად, რომელიც ამტკიცებს, რომ ბიძინა ივანიშვილი აფინანსებს ვანო მერაბიშვილს, რომელიც მერე ამ ფულით სპეცტექნიკას ყიდულობს მიტინგების დასაშლელად. მაგრამ ბიძინა ივანიშვილის 7 ოქტომბრის განცხადება „ქართუ ჯგუფის“ პრესცენტრის ჯერჯერობით ბოლო და ყველაზე სკანდალური პროდუქტია - განსაკუთრებით ის ნაწილი, რომლითაც ოლიგარქი „სპეცდანიშნულების ფსევდოოპოზიციურ მედიასაშუალებებს“ უწოდებს თითო-ოროლა დამოუკიდებელ მედიასაშუალებას, განსაწმენდელად სთავაზობს ჟურნალისტებს ადგილს თავისი „მომავალი პარტიის შტაბში“ და კარგ ანაზღაურებასა და პრივილეგირებულ მდგომარეობას „საინფორმაციო ცენტრში თანამშრომლების შერჩევის დროს“. ვერაფერს იტყვი! განსაკუთრებით მომხიბლავი პერსპექტივაა იმ კაცისაგან, ვინც მთელი 20 წელია სათოფეზე არ იკარებს ჟურნალისტებს, აქამდე ერთი თეთრით არ დაუფინანსებია მედიის განვითარების პროგრამები საქართველოში და, რაც ყველაზე მთავარია, ვინც 2003 წელს ერთი ხელის მოსმით უკვე დახურა თავის მიერვე შექმნილი ტელეკომპანია "მეცხრე არხი" და სახელისუფლებო ტელევიზიების იმედად დატოვა იქ მომუშავე ნიჭიერი ჟურნალისტები.“ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted October 9, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted October 9, 2011 http://planeta.ge/index.php?showtopic=55207 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
FRIDRIX Posted October 9, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted October 9, 2011 გაიხსნას ეს თემა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted October 9, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted October 9, 2011 FRIDRIXგაიხსნას ეს თემა გაიხსნა უკვე, შემეშალა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.