Jump to content
Planeta.Ge

ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში ერთვება


Recommended Posts

ბიძინა ივანაშვილის განცხადებები პოლიტიკაში წასვლასთან დაკავშირებით, შესაძლოა, „ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა“ დარჩეს. ბიზნესმენი, რომელმაც უკვე დააანონსა პარტიის შექმნა და საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებაც, საქართველოს მოქალაქე აღარ არის. როგორც ცნობილია, ამის შესახებ დღეს განცხადება სამოქალაქო რეესტრმა გაავრცელა.

 

განცხადებაში ნათქვამია, რომ ბიძინა ივანაშვილს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა. „რუსეთის ფედერაციის მოქალაქეს ბიძინა გრიგოლის ძე ივანიშვილს 2004 წლის 22 ივლისს მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა. საქართველოს კონსტიტუციის და „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 32–ე მუხლის მიხედვით, საქართველოს მოქალაქის მიერ სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობის მიღება იწვევს საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვას“–აღნიშნულია რეესტრის განცხადებაში.

 

ქართველმა მილიარდერმა ბიძინა ივანაშვილმა კი, 2004 წელს საქართველოს მოქალაქეობის მიღების შემდეგ, საფრანგეთის მოქალაქეობაც მოიპოვა, რამაც ავტომატურად გამოიწვია მისთვის ქვეყნის მოქალაქეობის შეწყვეტა.

 

რა ბედი ელის ბიძინა ივანაშვილის პოლიტიკურ გეგმებს?

 

როგორც „პრესა.ჯი“–ს იურისტმა გელა ნიკოლაიშვილმა განუცხადა, ბიძინა ივანაშვილი არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

 

„ივანაშვილის, მოქალაქეობის შეწყვეტის შემდეგ, ერთმევა უფლება ჩაერთოს პოლიტიკურ პროცესებში, სადაც მისი კანდიდატურა იქნება დაყენებული, იქნება ეს საპარლამენტო, თუ საპრეზიდენტო არჩევნები. ქვეყნის კონსტიტუციის მიხედვით, აკრძალულია პირის არჩევნებში მონაწილეობა, თუ ამ ქვეყნის მოქალაქე არ არის. თუმცა მას აქვს უფლება მოითხოვოს ქვეყნის მოქალაქეობა ხელახლა“–ამბობს ნიკოლაიშვილი.

 

ანალოგიურ განცხადებას აკეთებს ჩვენთან საუბარში ადვოკატი ქეთი ბექაური. მისი განმარტებით, ზუსტად არის გაწერილი კანონში „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“, თუ რა შემთხვევაში ერთმევა პირს ქვეყნის მოქალაქეობა.

 

„ორმაგი მოქალაქეობა დასაშვებია, თუმცა, რამდენადაც მე ვიცი, ივანაშვილი არის რუსეთის მოქალაქეც, ამიტომ უკვე სამი ქვეყნის მოქალაქე გამოდიოდა“–ამბობს ბექაური. ადვოკატის განცხადებით, ბიძინა ივანაშვილს მოქალაქეობის შეწყვეტის შემდეგ, არ აქვს უფლება რომელიმე სახელმწიფო პოსტის დაკავებისა.

 

სამოქალაქო რეესტრის განცხადებას ჯერ არ გამოხმაურებია „ქართუ ჯგუფის“ პრესსამსახური. შეგახსენებთ, რომ 12 ოქტომბერს, ბიძინა ივანაშვილის მორიგი განცხადების გავრცელება იგეგმება. სავარაუდოდ, სწორედ ამ განცხადებაში იქნება ივანაშვილის კომენტარი მისთვის მოქალაქეობის შეწყვეტის საკითხზეც.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 483
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

babuagiorgi

არაბკაიდი თუ მომღერალია მე კოსმონავტი იური გაგარინი ვყოფილვარ.   ხო აგერ მოკლედ, ბატონებო და ქალბატონებო, დრო და დრო შევეცდები ღრუბლებიდან დაბლა ჩამოგიყვანოთ, თორემ ვხედავ მააგარი სტარტი გაქვთ აღებულ

Ostap

კაცს თუ დიდი ფული აქვს, არა მარტო აღარ ვკითხულობთ საიდან რა გზით ამოდენა ფული, არამედ ვის ან რას წარმოადგენს-წარმოადგენდა ცხოვრებაში და ეგრევე მესიად ვრაცხავთ იქნებ ფულის შოვნის მუღამი კი აქვს,მაგრა

nika3012

თავად ბიძინა თუ არა, მისი პრეს სამსახურიდან ვინმე მოგვეწვია პლანეტაზე კარგი იქნებოდა. ერთი კარგი კონფერენცია გამოაცოცხლებდა ფორუმს

Posted Images

ბიძინა ივანაშვილის განცხადებები პოლიტიკაში წასვლასთან დაკავშირებით, შესაძლოა, „ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა“ დარჩეს. ბიზნესმენი, რომელმაც უკვე დააანონსა პარტიის შექმნა და საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებაც, საქართველოს მოქალაქე აღარ არის. როგორც ცნობილია, ამის შესახებ დღეს განცხადება სამოქალაქო რეესტრმა გაავრცელა.

 

 

გადამრევთ მე თქვენ. კაცმა სამი წლით მოვდივარო და რომელი ჩვენთან სამწლიანი პარლამენტი თუ პრეზიდენტი?

რა უსლის ხელს პარტია რომ დაარსოს? დაარსებს რა პრობლემაა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

„ორმაგი მოქალაქეობა დასაშვებია, თუმცა, რამდენადაც მე ვიცი, ივანაშვილი არის რუსეთის მოქალაქეც, ამიტომ უკვე სამი ქვეყნის მოქალაქე გამოდიოდა“–ამბობს ბექაური.

მაგ ბექაურს აუხსნას ვინმემ, რომ ორგანული კანონით მოქალაქეობის შესახებ, არც ორმაგი მოქალაქეობაა დასაშვები და არც შვიდმაგი, გარდა განსაკუთრებული შემთხვევისა. და იმ განსაკუთრებულ შემთხვევაში კი პრეზიდენტი ანიჭებს ადამიანს უფლებას, რომ იყოს სხვა ქვეყნის მოქალაქეც და ამავდროულად საქართველოს მოქალაქეც. ცნება "ორმაგი", "სამმაგი", "ოთხმაგი" და ა.შ. აქ არ მუშაობს. ორმაგი – ანუ საქართველოს მოქალაქეც და სხვა ქვეყნის/ქვეყნების მოქალაქეც. მაგალითად, ბიძინა რომ უკვე ყოფილიყო საფრანგეთის მოქალაქეც, მაშინ რა, აღარ ქონდა პრეზიდენტს უფლება რომ მიენიჭებინა საქართველოს მოქალაქეობაც, რადგან "სამმაგი" გამოდიოდა? იტოგში ატრაკებს ბიძინაც და ნაცებიც. აპიარებენ ბიძინას. ასეთი რა ლობი ყავს ალასანიას რომ მაგის გასაქაჩად ბიძინა მოიშველიეს

Edited by DonCaredo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბიძინა ივანაშვილის განცხადებები პოლიტიკაში წასვლასთან დაკავშირებით, შესაძლოა, „ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა“ დარჩეს. ბიზნესმენი, რომელმაც უკვე დააანონსა პარტიის შექმნა და საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებაც, საქართველოს მოქალაქე აღარ არის. როგორც ცნობილია, ამის შესახებ დღეს განცხადება სამოქალაქო რეესტრმა გაავრცელა.

 

 

სამოქალაქო რეესტრის განცხადებას ჯერ არ გამოხმაურებია „ქართუ ჯგუფის“ პრესსამსახური. შეგახსენებთ, რომ 12 ოქტომბერს, ბიძინა ივანაშვილის მორიგი განცხადების გავრცელება იგეგმება. სავარაუდოდ, სწორედ ამ განცხადებაში იქნება ივანაშვილის კომენტარი მისთვის მოქალაქეობის შეწყვეტის საკითხზეც.

ყოჩაღ, მიშა! ჭკუას კოკოიტისგან სწავლობ! :givi: ეხლა სპეცნაზი გაგზავნე და ალყა შემოარტყი ივანიშვილის სახლს! ჰოო, მწვანე შარვალის ჩაცმა არ დაგავიწყდეს, ძალიან გიხდება, მიშა! :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://www.geworld.ge/images/stories/geworld/pdfs/geworld-36-127.pdf

დილაზე პრესაში გამოაქვეყნებენ ამას

წაიკითხეთ - აქ ყველაფერი წერია

:)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ძალიან ბუმბერაზ ადამიანებს, აქუს და შალვას (ნათელას) დაეჯახა :) ხვალ ვიკაიფებ შალიკოს პასუხზე :)

 

პ.ს. ეხლა ვნახე კიდე. რასაც თავიდანვე ვამბობდი, იმას აწვება - ალასანიასთვის დაუძახეს ნაცებმა.

"თანამედროვე ყაიდის საინტერესო და იმედისმომცემ პოლიტიკურ ორგანიზაციად ვთვლი პარტია "თავისუფალ დემოკრატებს", ხოლო მისი ლიდერი ირაკლი ალასანია ქართულ სინამდვილეში ერთერთი წონადი და ანგარიშგასაწევი ფიგურაა. "რესპუბლიკელების"გან განსხვავებით, ირაკლი ალასანიასთნ და მის პარტიასთან შეკითხვები არ მაქვს.

არც ეხლა დამიჯერებთ?

Edited by DonCaredo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

FRIDRIX

ეს გაზეთი კონტროლირებადია ვანოს მიერ თუ რუსების მიერ ეგ არის ჯერ მთავარი

რა შუაშია "ეს გაზეთი"?

ყველა გაზეთშია ეს მიმართვა :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კაცს თუ დიდი ფული აქვს, არა მარტო აღარ ვკითხულობთ საიდან რა გზით ამოდენა ფული,

არამედ ვის ან რას წარმოადგენს-წარმოადგენდა ცხოვრებაში და ეგრევე მესიად ვრაცხავთ :)

იქნებ ფულის შოვნის მუღამი კი აქვს,მაგრამ სახელმწიფოს მართვისათვის არ გააჩნია ელემენტარული დიპლომატიაც კი

 

ერთი მეზობელი მყავდა კვასის ბარიგა იყო

ერთ მშვენიერ დღესაც დვაცატჩეტირე :) იყიდა და მეორე დღეს უკვე ჭკუას ეკითხებოდნენ მეზობლები :givi:

 

კაცო ბიდზინა პრეზიდენტობაზე ფიქრობს და დედას ხომ არ გვაგინებს თავიდანვე :givi:

კარგს ილაპარაკებს რა თქმა უნდა

და საერთოდ რა მაყუთი დაუჯდება ქართულ პოლიტსივრცეში ნავარდი თუ იცით

ის მაყუთი ამოსაღებია უკან :yes:

Edited by Ostap
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

FRIDRIX

ანალოგიურ განცხადებას აკეთებს ჩვენთან საუბარში ადვოკატი ქეთი ბექაური. მისი განმარტებით, ზუსტად არის გაწერილი კანონში „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“, თუ რა შემთხვევაში ერთმევა პირს ქვეყნის მოქალაქეობა.

 

მუხლი 32. საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვა

ამ კანონის შესაბამისად პირი დაკარგავს საქართველოს მოქალაქეობას, თუ:

ა) საქართველოს კომპეტენტური ორგანოების უნებართვოდ შევა უცხო სახელმწიფოს სამხედრო სამსახურში, პოლიციაში, იუსტიციის ორგანოებში და მმართველობის სხვა ორგანოებში ან სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებში;

ბ) მუდმივად ცხოვრობს სხვა სახელმწიფოში და არასაპატიო მიზეზით არ დადგა საკონსულო აღრიცხვაზე 2 წლის განმავლობაში; გ) საქართველოს მოქალაქეობას შეიძენს ყალბი დოკუმენტების წარდგენის გზით;

დ) მიიღებს სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობას

სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობაზე გასაგებია,მაგრამ ბ) პუნქტს რა ვუყოთ?ამის მიხედვით ალბათ დაახლოებით მილიონ ქართველს თუ სხვა ჩვენ მოქალაქეს უნდა წავართვათ მოქალაქეობა,რადგან იმათი 95% არ დგას საკონსულო აღრიცხვაზე და წლების განმავლობაში ცხოვრობს სხვა ქვეყანაში.ამ დროს ნაცები არა მარტო მათი მოქალაქეობის შეწყვეტას არ აპირებენ,არამედ მათი საარჩევნო სიიდან ამოღებასაც ეწინააღმდეგებიან,რატომ ალბათ ყველასთვის გასაგებია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ძუკუ

ბ) პუნქტს რა ვუყოთ? ამის მიხედვით ალბათ დაახლოებით მილიონ ქართველს თუ სხვა ჩვენ მოქალაქეს უნდა წავართვათ მოქალაქეობა,

 

მე შევდივარ მაგ მილიონში და როგორ ვაიძულო რეესტრი რომ მიხედონ მაგ საქმეს? :givi: კოკისპირულად მაწყობს, 1 წელიწადში ესპანეთის მოქალქე გავხდები :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რა შუაშია "ეს გაზეთი"?

ყველა გაზეთშია ეს მიმართვა

რა შუაშია და ბევრი გაზეთი თავის ინტერპრეტაცით აქვეყნებს და ამახინჯებს განცხადებას

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

და საერთოდ რა მაყუთი დაუჯდება ქართულ პოლიტსივრცეში ნავარდი თუ იცით

ის მაყუთი ამოსაღებია უკან

ამოიღებს კიდევაც რუსული მათრახით

 

 

 

არამედ ვის ან რას წარმოადგენს-წარმოადგენდა ცხოვრებაში და ეგრევე მისიად ვრაცხავთ

ხო ეგრევე მესია მხსნელი ხდება მაგრმა ბოლოს "აღარ გვინდა ჯალათი სააკაშვილი" ისე იქნება ეგეც

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Грузинские власти намерены лишить гражданства бизнесмена из списка Forbes Бориса Иванишвили, который обещал свергнуть Михаила Саакашвили. Минюст утверждает, что предприниматель нарушил закон, получив второе гражданство &mdash французское. Если бизнесмена лишат грузинского паспорта, то он не сможет участвовать в выборах и бороться таким образом с «тотальным монополизмом» Саакашвили.

 

 

Власти Грузии отреагировали на намерения российского бизнесмена Бориса (Бидзины) Иванишвили заняться оппозиционной политической деятельностью. «Согласно органическому закону «О гражданстве Грузии» агентство гражданского реестра установило, что Бидзина Иванишвили после принятия гражданства Грузии в 2004 году получил гражданство Французской Республики, — говорится в сообщении министерства юстиции. — Исходя из этих обстоятельств, с учетом требований конституции Грузии и органического закона «О гражданстве Грузии» грузинское гражданство Бидзины Иванишвили было приостановлено».

 

На минувшей неделе один из самых закрытых предпринимателей российской сотни Forbes объявил о начале политической карьеры в Грузии и пообещал продать весь свой бизнес. В списке российских миллиардеров 2011 года Forbes Иванишвили занимает 25-е место. По версии издания, его состояние составляет $5,5 млрд. Он родился в Грузии, но образование заканчивал уже в Москве. В России владеет группой компаний «Уникор», в Грузии — банком «Карту» и виноградниками. О том, что у бизнесмена несколько паспортов, было известно давно, СМИ не раз об этом сообщали. Упоминается, что гражданств у него три — грузинское, российское и французское. Местные власти обвиняют его только в наличии французского.

 

В минюсте уточнили: несмотря на то что Иванишвили родился в грузинском селе Чорвила, гражданство он получил только в 2004 году. Со ссылкой на российские СМИ «Новости-Грузия» сообщает, что бизнесмен получил французский паспорт в 2010 году, хотя недвижимость там приобрел в середине 90-х.

 

 

Министерство ссылается на 32-ю статью закона о гражданстве, согласно которой при получении гражданства другой страны человек лишается грузинского. А грузинское как второе может быть получено только по распоряжению президента.

 

 

Президент в последние дни и подвергся жесточайшей критике со стороны Иванишвили. 5 октября миллиардер заявил, что создаст оппозиционную партию и примет участие в выборах 2012 года. Бизнесмен уточнил, что ему надоел «тотальный монополизм» Саакашвили, а на выборы он идет, чтобы «полностью искоренить в Грузии элитарную коррупцию, в которую включены члены нынешнего правительства Саакашвили». Заодно миллиардер пообещал в ближайшее время сдать российский и грузинский паспорта.

 

 

«До парламентских выборов в 2012 году я реализую весь свой бизнес в России. По этой же причине я отказываюсь от двойного гражданства», — пояснил он, пообещав заодно купить любую грузинскую телекомпанию по цене в три раза выше рыночной, а потом продать ее бывшему хозяину за $1.

 

 

 

В администрации президента Грузии заявление минюста и его связь с обещаниями Иванишвили «Газете.Ru» комментировать отказались.

 

Депутат грузинского парламента от «Единого национального движения» Павле Кублашвили заподозрил бизнесмена в том, что его инициативы — проект Кремля. «Если оценивать в политическом аспекте о том, что грузинское общество выслушало предложение России о покупке грузинской политики, грузинских СМИ и грузинского общества, все должны понять, что грузинское общество, политика и СМИ не продаются, — цитирует парламентария «Новости-Грузия». — Такие попытки всегда закончатся крахом».

 

 

«На средства, одолженные у Путина, политика в Грузии не делается», — заявил депутат из партии Саакашвили.

 

 

Когда Иванишвили только объявил о своих планах, опрошенные «Газетой.Ru» эксперты предсказали, что лояльные Саакашвили политики могут выдвинуть против бизнесмена подобные обвинения. «Сейчас наша власть будет выстраивать такую пиар-кампанию: вот, это российский бизнесмен, который хочет захватить, оккупировать Грузию вместе с Путиным. Вот это то, что мы будем слышать буквально с завтрашнего дня», — сказал неделю назад политолог Гия Хухашвили.

 

 

Теперь, согласно грузинской конституции и закону о гражданстве, Иванишвили не может создавать политическую партию и участвовать в выборах. Единственное, что остается миллиардеру, — финансировать других, сказал «Грузии онлайн» юрист Каха Асланишвили.

 

 

Восстановить гражданство можно — для этого нужно постоянно проживать на территории страны, сдать экзамен на знание языка, истории и права. Кроме того, если у заявителя есть перед Грузией заслуги, то с соответствующей инициативой может выступить президент.

 

Политолог Рамаз Сакварелидзе в разговоре с «Газетой.Ru» назвал Иванишвили грузинским Ходорковским. «Он тоже финансировал партию власти, «Единое национальное движение», но потом перестал, — пояснил эксперт. — Когда точно это случилось — неизвестно, но с 2008 года Иванишвили перестал появляться на правительственных мероприятиях, а в последний год стал выступать с критикой, сначала не такой явной». Сакварелидзе считает, что бизнесмена сложно обвинять в том, что им руководит Кремль, потому что «тогда Кремль руководил и партией Саакашвили». При этом, отмечает политолог, пока рано говорить о том, что бизнесмен лишился гражданства: «По моей информации, еще непонятно, какое гражданство Иванишвили получил раньше, нужно разбираться. Минюст этот вопрос поднял, но решается он распоряжением президента».

 

Сам миллиардер от комментариев пока предпочитает воздерживаться

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

 

ბიძინა ივანაშვილის დღეს გავრცელებულ განცხადებაში ასეთი ფრაზა გვხვდება: ჩვენ ერთად უნდა ავიხდინოთ „ქართული ოცნება“. ძნელი სათქმელია, რას ოცნებობს ივანაშვილი. ამჯერად, ალბათ საკუთარი პირადი ამბიციების დაკმაყოფილების უმაღლეს მწვერვალს - პოლიტიკური ძალაუფლების კვერთხის ხელში ჩაგდებას და ოლიგარქის საპატიო ტიტულის საბოლოოდ გამართლებას...

 

თუმცა, რუს ოლიგარქს შესაძლოა, კიდევ სხვა ოცნებებიც აქვს, მაგრამ მისი ბიოგრაფიიდან და იმიჯიდან გამომდინარე, რთულია იმის თქმა, რამდენად ემთხვევა რუსეთში გამძღარი ივანაშვილისა და ქართველი ხალხის გემოვნება და სურვილები ერთმანეთს.

 

პუბლიკასთან უკვე რამდენიმედღიანი კუკუდამალობანას თამაშის და საკუთარი გეგმების წერილობით წარმოდგენის შემდეგ, ბევრისთვის ნათელი გახდა, რომ რუსული მენტალიტეტის მქონე მილიარდერი სწორედ კრემლის წესებით, მეთოდებით და მოთხოვნებით თამაშობს. სტილი, ფაქტობრივად, ერთი ერთზე ემთხვევა.

 

კრემლის ოცნება ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში რაცაა, უკვე ორას წელზე მეტია ვიცით. ხოლო „მეხუთე კოლონის“ და მტრის ხელში არსებული შიდა კოზირების მიერ ქართული ინტერესების წინააღმდეგ ბრძოლის კიდევ უფრო დიდი გამოცდილება გვაქვს. ამიტომ ქართველი ერი, ასეთ სიტუაციებში, ძნელად ტყუვდება. ეს საქართველოს უკანასკნელი წლების პოლიტიკურმა ცხოვრებამაც კარგად დაადასტურა.

 

ბიძინა ივანაშვილის მიერ ჩირგვებიდან გაკეთებული განცხადებების სტრიქონებს შუა, ყველა საღად მოაზროვნე ადამიანმა სწორედ კრემლის ხელწერა რომ დაინახა, ლოგიკურია. კრემლის და ქართველი ხალხის ოცნებები კი რამდენად მოდის ურთიერთთან „შესაბამისობაში“, ცნობილია. ივანაშვილის „ქართულ ოცნებას“ კი სწორედ კრემლის მუქი ჩრდილი რომ გასდევს ფონად, საეჭვოც აღარ არის.

 

როგორც ცნობილია, რუსული სპეცსამსახურები, ერთ-ერთ ყველაზე ბინძურ და დაუნდობელ ორგანიზაციად ითვლება მსოფლიოში. განვითარებულ ქვეყნებში, მას ისე აღიქვამენ, როგორც კრიმინალურ ორგანიზაციას. მისი დავალების ყოველი შემსრულებელი კი, ფაქტობრივად, იგივე კრიმინალია. რა კონკრეტული დავალება შეიძლება ჰქონდეს ივანაშვილს კრემლისგან არ ვიცით, თუმცა მოსკოვის ბუნების და მისი საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლის მრავალწლოვანი მეთოდების ისტორიიდან გამომდინარე, ქართველებისათვის ამის გამოცნობა რთული არ უნდა იყოს.

 

ამიტომ ივანაშვილის „ქართული ოცნება“ რუსული ბეგრაუნდით, წინასწარვე სრული კრახისთვის რომ არის განწირული, ამ მოსაზრებას ალტერნატივა არ შეიძლება ჰქონდეს.

 

გიორგი თარგამაძე: ბიძინა ივანაშვილი მეწვრილმანე ადამიანია

 

„ქრისტიან-დემოკრატების” ლიდერის გიორგი თარგამაძის შეფასებით, ბიზნესმენი ბიძინა ივანაშვილი დიდი ფულის მქონე მეწვრილმანე ადამიანია, რომელსაც ამ ქვეყნისთვის არანაირი დიადი მიზნების მიღწევა და ოცნებების ასრულება არ შეუძლია.

 

თარგამაძის გაღიზიანება ივანიშვილის იმ განცხადებამ გამოწვია, სადაც იგი „ქრისტიან-დემოკრატებს” ფსევდო–ოპოზიციონერებს უწოდებს.

 

თარგამაძის განცხადებით, ივანაშვილის მიმართ საზოგადოებაში არსებობდა მოლოდინი იმისა, რომ პოლიტიკურ ასპარეზზე გამოვიდოდა ფიგურა, რომელიც ქართულ ოპოზიციურ სპექტრსა და საზოგადოებაში გამაერთიანებლის ფუნქციას შეასრულებდა. თუმცა, ივანაშვილმა ეს მოლოდინი ვერ გაამართლა.

 

„პირადად ჩემთვის ძალიან დასანანია, რომ ივანაშვილმა ეს მოლოდინი ვერ გაამართლა და იგი ქართულ პოლიტიკაში დამკვიდრებას ბინძური ხერხებით ცდილობს, რაც გამოიხატება უბადლო ცილისწამებებში, აბსოლუტურად გაუგებარ და არაადექვატურ შეფასებებში. ქართულ პოლიტიკაში იარლიყების ასე უპრაგონოდ მიწეპება ახალი არ არის, თუმცა, ასეთი მეთოდები სააკაშვილისა არ მოგვწონს”, - განაცხადა თარგამაძემ.

 

უმცირესობის ლიდერი სინანულს გამოთქვამს, რომ ივანაშვილმა საზოგადოების მოლოდინი ვერ გაამართლა. „სინანულს გამოვთქვამ, რომ მნიშვნელოვანი მოლოდინი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არსებობდა ასე სამარცხვინოდ აორთქლდა და გაქრა”, - დასძინა მან.

 

დეპუტატი ივანაშვილის მიერ ბადრი პატარკაციშვილთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებსაც ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ივანიშვილის ადგილზე, პატარკაციშვილის სახელისა და გვარის ნებისმიერ კონტექსტში ხსენებას მოერიდებოდა.

 

„რაც შეეხება ივანიშვილის ცილისწამებასა და ბრალდებებს, მის ადგილზე პატარკაციშვილის სახელისა და გვარის ნებისმიერ კონტექსტში ხსენებას ძალიან მოვერიდებოდი, რადგან სწორედ, ივანიშვილი იყო კაცი, რომელიც ხელისუფლებას წლების განმავლობაში აგულიანებდა და აძლევდა ფულს პატარკაციშვილის წინააღმდეგ საბრძოლველად, ტელე “იმედის” ჩასაძირად“ - განაცხადა თარგამაძემ.

 

თარგამაძის თქმით, ივანაშვილი არის ადამიანი, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ პატარკაციშვილის ნებისმიერი ინიციატივა თუ გამონათქვამი, ქართულ საზოგადოებაში მხარდაჭერილი არ ყოფილიყო.

 

„როდესაც, პატარკაციშვილმა ბიზნეს–ფედერაციაში ძალიან მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა, სადაც იყო ჩამონათვალი ყველა იმ პრობლემისა, რომელზეც დღეს ივანიშვილი საუბრობს, მას ხმა არ ამოუღია. თურმე, ეს საკითხები ივანიშვილისთვის ახლა გახდა მნიშვნელოვანი და გულის ამაყუჩებელი” - დასძინა თარგამაძემ.

 

დეპუტატი „მეცხრე არხის“ დახურვის საკითხსაც ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ივანაშვილმა ტელეკომპანია მედია სივრციდან არა მხოლოდ გაიყვანა, არამედ მთელი აპარატურა ეროსი კიწმარიშვილს გადასცა.

 

„ნაცვლად იმისა, რომ ივანიშვილს ქვეყნის გამაერთიანებელი ფიგურის როლი ეტვირთა, ვნახეთ, დიდი ფულის მქონე მეწვრილმანე, რომელსაც არანაირი დიადი მიზნების მიღწევა და ოცნებების ასრულება ამ ქვეყნისთვის არ შეუძლია. ეს არის ადამიანი, რომელიც 24 საათის განმავლობაში ტელეგადაცემებს უყურებს და ამ გადაცემებში ადამიანების გამოთქმული მოსაზრებების დეტალურ ანალიზს ახდენს” - განაცხადა თარგამაძემ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...