Jump to content
Planeta.Ge

ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში ერთვება


Recommended Posts

  • Replies 483
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

babuagiorgi

არაბკაიდი თუ მომღერალია მე კოსმონავტი იური გაგარინი ვყოფილვარ.   ხო აგერ მოკლედ, ბატონებო და ქალბატონებო, დრო და დრო შევეცდები ღრუბლებიდან დაბლა ჩამოგიყვანოთ, თორემ ვხედავ მააგარი სტარტი გაქვთ აღებულ

Ostap

კაცს თუ დიდი ფული აქვს, არა მარტო აღარ ვკითხულობთ საიდან რა გზით ამოდენა ფული, არამედ ვის ან რას წარმოადგენს-წარმოადგენდა ცხოვრებაში და ეგრევე მესიად ვრაცხავთ იქნებ ფულის შოვნის მუღამი კი აქვს,მაგრა

nika3012

თავად ბიძინა თუ არა, მისი პრეს სამსახურიდან ვინმე მოგვეწვია პლანეტაზე კარგი იქნებოდა. ერთი კარგი კონფერენცია გამოაცოცხლებდა ფორუმს

Posted Images

აქ ერთმანეთის მსგავსი თემების გაერთიანება არ ხდება?

აზრი იკარგება ისე.

Edited by qutaiseli
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ის უფლისგან მოდია, არა რა, დარვინის მიმდევარი იტყვოდა მაგდაგვარ რაღაცა რა, გამორიცხულია

"ზა სტალინა, ზა როდინუ"-ს ყვირილით ტანკს რომ უვარდებოდნენ ეგ უფლისგან მოდიოდა თუ დარვინისგან? :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

"ზა სტალინა, ზა როდინუ"-ს ყვირილით ტანკს რომ უვარდებოდნენ ეგ უფლისგან მოდიოდა თუ დარვინისგან? :givi:

ტავგანწირვის უნარი ყველა ღირსეულ მამაკაცში დევს :yes: ათეისტი იქნება ის თუ მუსლიმი (ზომბირებულ შახიდებს არ ვგულისხმობ)

Иоан.15:13 – «Нет больше той любви, как если кто положит душу свою за

друзей своих».

მოყვასი

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პროსტა იდიოტია რა :givi: დავუჭიროთ მხარი ივანიშვილს პრინციპში მას არანაირი რეკლამირება არ სჭირდება :nekro:

ენდორ რა, მე ვიმედოვნებ რომ ივანიშვილი საქ. მოქალაქეების ჯიბეში ქექვს არ დეიწყებს, მგონი უკვე აქვს რაცხა ერთი ორი კაპიკი :read:

იდიოტი ჩვენ გვგონია

აბა მის ჯიბას და ნათესავებს კითხე :)

 

რაც შეეხება ბიდზინას ვნახოთ ვის შემოიკრებს გარშემო

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აქ ერთმანეთის მსგავსი თემების გაერთიანება არ ხდება?

qutaiseli

პროგრამულად ვერ ვაკეთებდი. დღეიდან შეერთდება, მაგრამ უკვე რაც დაიხურა იმას აღარაფერი ეშველება.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბიძინა, რომ მოკლან ან ,,უეცრად" გულის დარტყმით გარდაიცვალოს ვის რა რეაქცია გექნებათ?
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თუ ყურცქვიტასთან შეთანხმებით არ აკეთებს ამ ნაიჯს პოლიტიკაში ეს ძალიან კარგია!

თუ ყურცქვიტას შეუთანხმა და ახალი ფრუსტრაციის გამოწვევა უნდა მაშინ ხიხია .......... .............!

 

დამოუკიდებლად თუ მოქმედებს და ქვეყნისთვის მართლა კარგი უნდა მაშინ უნდა იმოქმედოს და მიაწვეს ბოლომდე.

უნდა იცოდეს, რომ ესენი ყველაფერზე მოაწერენ ხელს და ამიტომ მუდმივად უნდა ეცადოს, რომ დაასწროს!

 

თუ საჭიროა რამდენიმე ადამიანი ,,კილერს" გაასაღებიოს ან უბედური შემთხვევა მოუწყოს. ისე გაუჭირდება ძალიან.

Там продам, здесь куплю

 

Примерно треть своего капитала в виде различных бизнес-структур Иванишвили находитя в России. От этой части он избавится, чтобы не смущать избирателей. «Для того, чтобы у общества не возникало в этой связи лишних вопросов, заявляю, что до парламентских выборов в 2012 г. я реализую весь свой бизнес в России. По этой же причине я отказываюсь от двойного гражданства и в ближайшие дни сдам российский и французский паспорта, оставив лишь грузинское гражданство», — обещает бизнесмен.

 

Для осуществления своей политической деятельности Иванишвили готов купить в Грузии телеканал, имеющий лицензию на вещание информационных программ. «Если у владельца такого телеканала, возникнет реальный интерес к моему предложению предлагаю заплатить ему втрое большую сумму при условии, что оценку реальной стоимости телеканала осуществит рекомендованная Всемирным банком одна из пяти аудиторских компаний», — заявил он. Он обещает вернуть телеканал вместе с новейшим оборудованием его нынешнему владельцу через два года по символической цене в один лари.

 

Бизнесмен акцентирует свое предложение в отношении независимых грузинских телеканалов — «Маэстро» и «Кавкасия» и предлагает их владельцам оставить неизменными существующие на этих каналах передачи: «Эти телеканалы сегодня в течение суток не загружены и на 50 процентов. Если на это мое предложение владельцы этих телекомпаний не откликнутся, то станет ясным их назначение».

 

 

 

http://news.rambler.ru/11345730/

 

 

საინტერესოა!

 

ძუკუ

 

ძუკუ, on დღეს, 11:25 AM, said:

უპირველეს ყოვლისა მოგესალმებით.რა თქმა უნდა ვიღაცაზე იქნება გაფორმებული.

 

მეც მოგესალმები.

რა თქმა უნდა ვიღაცაზე გააფორმებს.

 

ძუკუ, on დღეს, 11:25 AM, said:

უკვე აღარ შეიძლება.

 

არ გამიგია ასეთი რამ, მაგრამ ასეც რომ იყოს პრობლემა არაა.

 

ძუკუ, on დღეს, 11:25 AM, said:

ხმამაღლა არ უნდა ეთქვა მე ვიყიდიო

 

მე მგონია, რომ სწორი იყო თქმა.

პატარა ქვეყანაა და პადსტავნოი ტიპით, რომ ეყიდა მაინც გაბაზრდებოდა თან კუდებს მოაბამდენ.

ახლა პირდაპირ თქვა მინდა ყიდვაო.

ძალიან კარგი რომ თქვა.

პირდაპირ ელაპარაკება თქვენ გაქვთ თქვენი ტელევიზი სადაც თქვენ სიმართლეს ამბობთ, მეც მინდა ჩემი სადაც ჩემ სიმართლეს ვიტყვიო. მერე ხალხი გადაწყვეტს რეალობას ვინ ეუბნება. შენ თუ ფლობ ტელევიზიას მეც მაქვს უფლებაო ეუბნება და სწორიცაა.

 

ძუკუ, on დღეს, 11:25 AM, said:

თუმცა ჯერ არც პარტია არ აქვს და არც ტელევიზია,მაგრამ ასეთი განცხადებები ნაცების სასამართლომ შეიძლება გამოიყენოს.

 

მაინც?

 

ძუკუ, on დღეს, 11:25 AM, said:

რა გითხრათ,ზემოთაც დავწერე,რომ უკეთესი იქნებოდა "მაესტროზე" და "კავკასიაზე" თავდასხმით არ დაეწყო.

 

ახლა მე ჩემი აზრი მაქვს იმაზე თუ რატომ თქვა ის რაც თქვა.

მაესტროზე მუშაობენ კარგი ჟურნალისტები ცდილობენ რაც შეუძლიათ.

ისინი მათი მფლობელების ზრახვების შესახებ შეიძლება არც არიან ინფორმირებული. ასევეა კავკასიაც. გახსოვთ 26 მაისს კავკასიაზე საერთოდ კონცერტი გადიოდა მიტინგის დარბევის დროს.

ამიტომ ჟურნალისტებს უთხრა მოდით და უმუშევარს და უხელფასოდ არ დაგტოვებთო.

ესეც კარგია.

იმიტომ, რომ დააკვირდით მაესტროს და კავკასიას. ამდენი უსუსურის და გაყიდულის ყურება როგორ მოქმედებს ხალხზე გიფიქრია? ედპ, ქდმ, ალასანია, დავითაშვილი,ძიძიგური,ჯონდი და ა.შ. როგორი საყურებელია?

ოპოზიციური აზრის დაფიქსირება არ ნიშნავს ნამდვილ ოპოზიციონერობას, ან ცვლილებების ძალის ქონას.

ამით მაესტრო და კავკასიას უთხრა ახლა როცა ქვეყანა დაშლის და დაყუპვის პირასაა ამ იმპოტენტების გამოყვანა და ცოტა დემოკრატიულობის იმიჯის შექმნის დრო არ არისო. თუ გინდათ ნახოთ მართლა, როგორ უნდა სიმართლის თქმა და ამ სიმართლისთვის ბრძოლა მომეცით ეთერის 50% და მე განახებთო.

 

 

 

მე კიდე ერთხელ ვამბობ, რომ ჯერ ვაკვირდები ამ პიროვნების პოლიტიკურ განცხადებებს და ნაბიჯებს, მაგრამ ჯერ-ჯერობით მომწონს რაც ხდება.

 

კარგი სტატიაა:

 

 

ბიძინა ივანაშვილმა, რომელიც რუსეთში უფრო ბორის ივანიშვილის სახელით არის ცნობილი, დიდი ძალით მოისროლა ლოდი საქართველოს პოლიტიკურ ჭაობში, როდესაც განაცხადა თავისი განზრახვის შესახებ, დააარსოს პოლიტიკური პარტია და აქტიური მონაწილეობა მიიღოს პოლიტიკაში.

 

აიშალა ჭაობი თავის ბინადრებიანად, მათი რეაქციები განსხვავებულია. მაგრამ ხალხი მხარს უჭერს და დაუჭერს. მთავარია, რომ ივანიშვილმა განაგრძოს თავისივე განცხადების სულისკვეთებით მოქმედება, რომელმაც დღეს აშკარად დაჩრდილა დიდი საფრანგეთის პატარა პრეზიდენტის ვიზიტი თბილისში.

 

რა თქმა უნდა, ყურადღებიანი დამკვირვებელი შეამჩნევს, რომ ივანიშვილის პოლიტიკური გააქტიურება, რომელსაც ხალხი ამაოდ ითხოვდა და ელოდა ჯერ კიდევ 2 – 3 წლის წინ, იმ მომენტში მოხდა, როდესაც რუსეთის ქართული დიასპორის, კერძოდ, ალექსანდრე ებრალიძისა და საქართველოში მისი პარტნიორების ხელშეწყობით იწყება რუსულ და ქართულ კომპანიებს შორის ურთიერთობების აღდგენა, იხსნება მრავალი ქართველი მეწარმისათვის სანუკვარი უზარმაზარი რუსული ბაზარი. ყველას მოეხსენება სააკოვ–სააკაშვილის ისტერიული რეაქცია ამ ნაბიჯებზე – „რუსული ბაზარი ჩვენ არ გვჭირდება!“ მას და მის დამქაშებს, რომლებმაც მილიარდები დაიტაცეს, რა თქმა უნდა, რუსული ბაზარი არ სჭირდებათ, სამაგიეროდ ძალზე სჭირდება ქართულ საშუალო კლასს. ხოლო საშუალო ფენის გამოცოცხლება და გაძლიერება სიკვდილის მომასწავებელია ქვეყანაში დღეს გამეფებული ბანდიტური ბიუროკრატიული ოლიგოკრატიისთვის. ამიტომ „პრეზიდენტი“ ჯიუტობს, მისთვის უფრო ხელსაყრელია მთელი ხალხის მშიერი ყოფნა, ვიდრე ხალხს მიეცეს შესაძლებლობა, იშოვნოს ფული რუსეთთან ვაჭრობის პირობებში.

 

ანუ, თეორიულად ივანიშვილი, შესაძლოა, პოლიტიკაში ჩაერთო სწორედ ამ ახალ ტალღაზე, როდესაც გაჩნდა რუსეთთან ქართული ბიზნესის, განსაკუთრებით კი სოფლის მეურნეობის დაახლოების შესაძლებლობა. ივანიშვილის პოტენციური ელექტორატი – მაშასადამე, ქართველი ხალხის უდიდესი ნაწილი, ხომ მხარს უჭერს რუსეთთან ურთიერთობების სრულმასშტაბიან დარეგულირებას, ივანიშვილს კი შეუძლია, თავისკენ მიიზიდოს ეს პერსპექტიული ელექტორატი, ხოლო შემდეგ შეგნებულად გადადგას რაიმე არასწორი ნაბიჯი და მიატოვოს თავისი პოლიტიკური წამოწყება. ამ შემთხვევაში „ნაციონალების“ ტრიუმფი და „პრორუსული“ ძალების ფიასკო გარანტირებულია.

 

მაგრამ ნუთუ ასე სულმოკლეა მილიარდერი ივანიშვილი, რომელიც ჩუმად ეწევა ქველმოქმედებას განსაკუთრებით დიდი მასშტაბებით? შეუძლია მას, ითამაშოს სააკოვ–სააკაშვილის თამაში, თუნდაც ამერიკის წაქეზებით, რომელსაც, როგორც ცნობილია, გრძელი ხელები აქვს? ალბათ არა. ამ იმედს ამყარებს მისი დღევანდელი განცხადება – ძალზე თამამი და მართალი. ეს განცხადება „გაფილტრავს“ გამყიდველ ფსევდოოპოზიციონრებსა და ჟურნალისტებს: ვინც იყვირებს, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ ჩამოყალიბებული შემოთავაზება, იყიდოს ტელეარხები, „შეურაცხმყოფელია“ ჟურნალისტებისა და მთელი საზოგადოებისათვის, იგი სააკოვ–სააკაშვილის ქვეშაგია და მას ყველამ უნდა მიაფურთხოს. ხალხს არ აქვს უფლება, კიდევ ერთხელ შეცდეს და ყური უგდოს ფსევდოოპოზიციონრებს.

 

ბევრი სიბინძურე გადმოიღვრება ივანიშვილის მისამართით. მას, ისევე როგორც თავის დროზე ბადრი პატარკაციშვილს, შეახსენებენ, რომ იგი, თურმე ბიძინა კი არა, ბორისია, ისევე, როგორც ბადრი იყო არა ბადრი, არამედ არკადი. ანუ მდიდარი კაცი „რუსული“ სახელით, რომელიც ახორციელებს „მოსკოვის გეგმებს“. მერე რა, რომ „მიშაც“ რუსული სახელია, გვარი კი არაქართულია… მაგრამ არსებობს იმედი, რომ ივანიშვილი არ შედრკება პროპაგანდისტული მანქანის ზეწოლის პირობებში, განსაკუთრებით, როცა საუბარი იქნება რუსეთთან ურთიერთობებისა და მეგობრობის აღდგენის აუცილებლობაზე. ამ შემთხვევაში საქმე ბოლომდე იქნება მიყვანილი, საქართველოს პოლიტიკური ჭაობი კი სუფთა ტბად გადაიქცევა, რომელშიც ყველასთვის იქნება სასმელი წყალი.

 

აწ განსვენებული არკადი პატარკაციშვილის მთავარი პოლიტიკური შეცდომა ხელისუფლებასთან დაპირისპირებისას მდგომარეობდა იმაში, რომ მან არ შექმნა თავისი საკუთარი პოლიტიკური პარტია, არ გააჩნდა იდეოლოგია, სამაგიეროდ ცდილობდა ლავირებას პროფესიულად გამოუსადეგარ პოლიტიკანებს შორის. შემდეგ, როდესაც თავის შეცდომას მიხვდა, ნაჩქარევად ეცადა წინასაარჩევნო ჯგუფის შეკოწიწებას, რომელსაც მხარი უნდა დაეჭირა მისი კანდიდატურისთვის პრეზიდენტის პოსტზე, მაგრამ ქმედითუნარიანი პოლიტიკური ძალის შესაქმნელად ძალზე გვიანი იყო. ივანიშვილმა, როგორც ჩანს, გაითვალისწინა ეს გარემოება – მის განცხადებაში ტყუილად არ არის ნათქვამი, რომ იგი დიდი ხანია, თვალს ადევნებს პოლიტიკურ პარტიებს, საბოლოო ჯამში კი გადაწყვიტა, თავისი პარტია შექმნას. ასე რომ, განაგრძეთ, ბატონო ბიძინა, როგორც 1989 – 1991 წლების მოსკოვურ მიტინგებზე ამბობდნენ ხოლმე, „Борис, ты прав!“ – „ბორის, შენ მართალი ხარ“!

 

გულბაათ რცხილაძე

 

 

Siknadmo

 

Siknadmo, on დღეს, 12:21 PM, said:

გეთანხმები, ვერ გავიგე რას ერჩოდა ამ ტელეარხებს,

 

გამოფხიზლდითო.

ამდენი ცრუ ოპოზიციონერი სიუჟეტებში და თოქშოუებში მარაზმიაო.ხალხზე ცუდად მოქმედებს მათი ცქერაო. ედპ,ქდმ,ალასანია,ჯონდი,დავითაშვილი,ძიძიგური და ა.შ. მძიმე სანახავია ქვეყნის ასეთი მდგომარეობის გათვალისწინებითო. ზოგი გაყიდულია და ზოგი პოლიტიკური იმპოტენტიო. დროის ნახევარი მომეცით და განახებთ როგორ უნდა სიმართლის ჩვენება და ბრძოლაო.

ჟურნალისტებს კიდე უთხრა თუ მიხვდებით, რომ ამ ამბავში თქვენდა უნებურად ჩართული ხართ მოდით ჩემთან და უყურადღებოდ არ დაგტოვებთო.

ეგ იყო და გორის ციხე.

 

 

Siknadmo, on დღეს, 01:36 PM, said:

ან საწყალმა აქუმ რა ქნას, ან მაესტრომ რაღაცას წვალობენ

ეგენი რომ არ იყვნენ საერთოდ ინფ. ვაკუუმში ვიქნებოდით,

26 მაისს განხორციელებული სისასტიკის შესახებ მაესტროდან გავიგეთ, მეც რომ ვიყო მაესტროს ხელმძღვანელი მეტს ვერაფერს შევძლებდი,

 

ხო და საწ####ბი რომ არიან მივიდნენ ბიძინას დაელაპარაკონ. მიიღონ რესურსები და იმუშაონ უკეთ.

თუ არ აკეთებენ ამას ,,ზნაჩიტ" გამოდის აწყობთ ასე საწ####ბი იყვნენ. ხალხი უყურებს და გონიათ, რომ მეტი არ შეუძლიათ და რა ქნანო. აი უთხრა ბიძინამ აგერ ფინანსები და დავსცხოთო. თუ არ უნდათ გაძლიერება და არსებული გადაცემების შენარჩუნების პირობა ასევე 50% სეთერო დრო მათივე განკარგულებაში გამოდის რომ სისაწ#### აწყობთ. არ უნდათ ხელისუფლებას რეალურად დასცხოს ვინმემ მათი ეთერიდან.

ნეტა რატომ?

მომგებიანია?

ამისთვის იღებენ ჩუმად ფულს ყურცქვიტასგან?

 

საკითხავი აი ეს არის.

 

Siknadmo

 

Siknadmo, on დღეს, 03:35 PM, said:

მე პირადად ტელევიზია თუ სხსვა სახის ბიზნესი რომ მქონდეს ასეთი ტონით ვიღაცა რომ დამელაპარაკოს არ დავუთმობ არაფერს,

რა პონტია ვიღაცამ მიმიწყვდიოს არ მესმის

 

იცის ალბათ რაღაც და გამოსწორების შანსს აძლევს.

 

 

 

http://www.interpres...ni-gakhsna.html

 

 

სასაცილოა.

ხელისუფლება ჭორველაში სტადიონს ხსნის.

ციკლიდან გადავფაროთ ბიძინა

 

ივანიშვილი ბიძინა

დაიბადა საჩხერის რაიონის სოფელ ჭორვილაში. მამა „ჭიათურმარგანეცის” კომბინატში მეშახტედ მუშაობდა. სკოლის დამთავრების შემდეგ ის თბილისში ჩამოვიდა და სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ეკონომიკურ ფაკულტეტზე ჩაირიცხა. პარალელურად მუშაობდა კამოს სახელობის „ჩარხმშენებელ“ ქარხანაში მუშად. წარჩინებით დაამთავრა უნივერსიტეტი და იმავე ქარხანაში განაგრძო მუშაობა, ჯერ უფროსი ინჟინრის, ხოლო შემდეგ ლაბორატორიის უფროსის თანამდებობაზე. 1982 წელს გაემგზავრა მოსკოვში, ჩააბარა ასპირანტურაში და დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „მეცნიერული ორგანიზაცია და შრომის ეკონომიკა“. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, რთული ეკონომიკური პირობებიდან გამომდინარე, გადაწყვიტა ბიზნესით დაკავებულიყო და არმინირებული შლანგების წარმოება დაეწყო. იმ დროისთვის ეს საქონელი დეფიციტს წარმოადგენდა. დაარეგისტრირა კოოპერატივი და კამოს სახელობის ქარხანაში შენობა იჯარით აიღო - საღამოობით თვითონ ჩარხავდა ხელსაწყოებს, მაგრამ საქმე შლანგების გამოშვებამდე არ მივიდა - ივანიშვილმა გეზი შეიცვალა და „მომავლის“ საქონლით, კომპიუტერებით ვაჭრობა დაიწყო. პირველი დამკვეთი საქართველოს მეცნიერებათა აკადემია იყო. ივანიშვილის ამ დაკვეთის შედეგად კოოპერატივის ანგარიშზე სოლიდური თანხა დაგროვდა. როგორც მოსალოდნელი იყო, ამ თანხით დაინტერესდა პროკურატურა და მოახდინა მისი ანგარიშების ბლოკირება. ამ სამწუხარო მოვლენების შემდგომ ივანიშვილმა 1988 წელს დატოვა საქართველო და საქმიანობა განაგრძო მოსკოვში. როდესაც ბატონი ბიძინა რუსეთში ჩავიდა, დაუკავშირდა თავის ძველ ნაცნობს, ვიტალი მალკინს, რომელიც იმ დროისთვის უკვე მცირე ბიზნეს-საქმიანობას ეწეოდა. ივანიშვილმა მას უფრო ორგანიზებული და წარმატებული საქმე შესათავაზა -კომპიუტერებით ვაჭრობა. ხოლო მალკინს თავის მხრივ ჰყავდა მეგობრები სარკინიგზო ინსტიტუტიდან - დოცენტი სერგეი მოსინი და ალექსანდრე ბრიანცევი. ისინი აშენებდნენ სათბურებს ნარო- ფომინსკში, ჰქონდათ კოოპერატივი „აგროპროგრესი“. იმისათვის, რომ დრო უქმად არ დაეკარგათ ახალი კოოპერატივის რეგისტრირებაზე, დაიწყეს კომპიუტერებით ვაჭრობა უკვე არსებული კოოპერატივის მეშვეობით. საქმე ფაქტიურად, მიზერიდან დაიწყეს, ბატონმა ბიძინამ და მისმა პარტნიორებმა დაიქირავეს ერთი ოთახი სამოთახიან ბინაში, მეხუთე სართულზე - ეს მათი ოფისიც იყო და საწყობიც. ბიზნესი ჩქარი ტემპებით ვითარდებოდა, გასაყიდი საქონლის ასორტიმენტი უფრო მრავალფეროვანი გახადეს: კომპიუტერებთან ერთად ქსეროქსის აპარატებითა და ტელეფონებით ვაჭრობდნენ. იმ დროისთვის მოსკოვი სავსე იყო უცხოელებით, რომლებიც სხვადასხვანაირი საქონლის ფართო სპექტრს სთავაზობდნენ მყიდველს, მაგრამ, მათთან პარტნიორობა ბატონ ბიძინას არამიზანშეწონილად მიაჩნდა. აქედან გამომდინარე, სერიოზული პარტნიორების მოძიება საზღვარგარეთ გადაწყვიტეს. ივანიშვილი და მისი თანაგუნდელები პარიზში გაემგზავრნენ, სადაც თანამედროვე ტექნოლოგიათა გამოფენა იმართებოდა. იქ გაიცნეს ჰონგ-კონგური ფირმის წარმომადგენლები. ისინი მალევე ჰონგ-კონგში ჩავიდნენ და გააფორმეს მათი პირველი სერიოზული ფართომასშტაბიანი კონტრაქტი. საქმე უფრო შორსაც წავიდა: შეისყიდეს რა იქ ტელეფონებისა და მაგნიტოფონების დამამზადებელი ფაბრიკა, ივანიშვილის ფირმამ 1990 წლისთვის რუსეთში ელექტრო-ტექნიკით მოვაჭრე ერთ-ერთი მოწინავე ფირმის სახელი მოიხვეჭა. და ასე, ბანკი „როსკრედიტის“ დარეგიტრირებისთვის მათ უკვე ჰქონდათ ანგარიშზე 100000-120000$. იმ დროისთვის ზემოთ აღნიშნული თანხით, რამდენიმე ბანკის გახსნა შეიძლებოდა. საკმარისად ჩათვალა რა თავისი კაპიტალი, ბრიანცევმა უარი თქვა ახალ საქმეზე და გააგრძელა სათბურების შენება. ივანიშვილმა, მალკინმა და მოსინმა ერთნაირი წილები აიღეს ბანკში, ყოველივე მათგანს 33% ერგო. შემდგომში ივანიშვილმა გამოისყიდა მოსინის წილი. ამრიგად, ბატონი ბიძინა იყო 67%-ის, ხოლო მალკინი 33%-ის მფლობელი. „როსკრედიტმა“ მოწინავე პოზიციები რუსულ საბანკო ბიზნესში მალე მოიპოვა. მისი პირველი ოფისი საბავშვო ბაღის შენობაში იყო განთავსებული, ხოლო მომსახურება 24 საათიანი. ისინი იყვნენ პირველები ნაღდი ანგარიშსწორებით ვალუტის გაყიდვის მოცულობაში. ივანიშვილის გადაწყვეტილებით გეზი აიღეს საფილიალო ქსელის ჩამოყალიბებაზე. ამისათვის ორი პრობლემის გადაჭრა იყო საჭირო: უნდა ეპოვათ სათანადო შენობები და კადრები. ბატონმა ბიძინამ გადაწყვიტა მიემართა შემდგომი ხერხისთვის: „როსკრედიტის“ წარმომადგენლები მიდიოდნენ საწარმოებისა და ინსტიტუტების დირექტორებთან, სთავაზობდნენ მათ გამოეყოთ სათანადო შენობები ბანკში 2% საანაბრო წილის სანაცვლოდ. ეს სვლა სწორად გათვლილი და წარმატებული გამოდგა. შეიქმნა ძლიერი და გამართული საბანკო ქსელი. ივანიშვილმა დაარსა რუსეთში პირველი საბანკო კოლეჯი, რომელშიც ლექციებს თავიდან თვითონვე კითხულობდა, მაგრამ 1998 წლის დეფოლტის გამოცხადების შედეგად „როსკრედიტისთვის“ კრიზისული მომენტი დადგა. საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა თვით მისი არსებობაც - რამეთუ დეფოლტის გამოცხადების მიზეზით ასიათასობით აქციონერი მოაწყდა ბანკს თანხების გასატანად, ხოლო, „როსკრედიტი“ სხვა ბანკებისგან განსხვავებით პატიოსნად გასცემდა თანხებს. როდესაც $180 მლნ გაცემის შედეგად აბსოლუტურად უსახსროდ დარჩა, ივანიშვილმა მიმართა ცენტრალური ბანკის მმართველს - სერგეი დუბინინს. შეახსენა მას პირობა კრედიტის თაობაზე, მაგრამ უარი მიიღო. სიტუაცია სასწრაფო გადაწყვეტილებას მოითხოვდა - ან „როსკრედიტი“ უნდა გამოცხადებულიყო ბანკროტად, ან ჩატარებულიყო მისი სრული დამოუკიდებელი რესტრუქტურიზაცია. ბატონმა ბიძინამ არჩევანი რესტრუქტურიზაციაზე შეაჩერა, თუმცა, აქციონერის პოზიციიდან ამ ნაბიჯს ივანიშვილისთვის დიდი აზრი არ ჰქონდა, რამეთუ გასაგები იყო, რომ რესტრუქტურიზებული ბანკის საბაზრო ფასი ძალიან დაბალი იქნებოდა, მის აქტივებს და პასივებს შორის სხვაობა იმ დროისთვის $1 მლრდ იყო. თუ ბანკი გაკოტრდებოდა, მისი რიგითი აქციონერების უმრავლესობა მძიმე მდგომარეობაში ჩავარდებოდა. თავისი ცხოვრებისეული პრინციპებიდან გამომდინარე, ივანიშვილმა არ დაუშვა „როსკრედიტის“ ბანკროტად გამოცხადება და გადაწყვიტა ბანკის გადასარჩენად ჩაედო საბანკო აქტივების გარდა მის მფლობელობაში მყოფი $1 მლრდ „როსკრედიტის“ ვალების გასასტუმრებლად. ბიზნესმენთა დიდმა ნაწილმა ივანიშვილის ეს ნაბიჯი თვითმკვლელობად შეაფასა. მიუხედავად ყველა დაბრკოლებისა, „როსკრედიტი“ გადარჩა და მსოფლიო პრაქტიკაში ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც კერძო კომპანიამ დაფარა სახელმწიფოს შეცდომების შედეგად წარმოშობილი ვალები. ამავე წლებში უძრავი ქონებისა და საწარმოო აქტივების მართვის მიზნით ივანიშვილმა დააარსა ჰოლდინგ-კომპანია „მეტალოინვესტი“. 2004 წელს მართვის ფუნქციები გადაეცა „უნიკორს“. ამასთან ერთად, 2002 წელს შექმნა სააფთიაქო ქსელი „ექიმი სტოლეტოვი“. მთლიანობაში ივანიშვილის მფლობელობაშია: „რუსული კრედიტისა“ და იმპეკსბანკის აქციათა 67%. კომპანია „ინტერფინდ ტრეიდის“ და მმართველობითი კომპანია „უნიკორის“ 100%, „უნიკორის“ მმართველობის ქვეშ მყოფი თითქმის ყველა საწარმოს 100%. ესენია: „სტოილენსკის ნივა“, „ტიაჟმეხპრესი“, „რტი-კაუჩუკი” რადიოტექნიკური ნაწარმის ურალის ქარხანა, „ერკაფარმა“, სადაზღვევო კომპანია „რკ-გარანტი“, სასტუმრო „მინსკი“ და „Центральная“, სატრანსპორტო კომპანია „წიაღისეულის გადაზიდვის ცენტრი“ და 28,5% აღმოსავლეთ-ციმბირის ნავთობისა და გაზის კომპანიის აქციებისა. რუსეთშიც და დასავლეთშიც ყველა აღიარებს, რომ ბიძინა ივანიშვილი ძლიერი ეკონომისტ-ფინანსისტი და კარგი სტრატეგი, საუცხოო ხელმძღვანელი და ორგანიზატორია, ყოველთვის თავად არჩევს თავის დაქვემდებარებაში მყოფ ორგანიზაციების მმართველ კადრებს, მკაცრია მართვაში და ძალზე მომთხოვნი იმათ მიმართ, ვინც მასზე დაკისრებულ მოვალეობას პირნათლად არ ასრულებს. ბიძინა თავად არის ყველა იდეის გენერატორი და აუცილებლად ბოლომდე მიჰყავს ისინი. მისდამი დაქვემდებარებულ ორგანიზაციებში ბიძინას მკაცრად აქვს განსაზღვრული შრომის განაწილების პრინციპები, რაც მას საშუალებას აძლევს, კარგად აკონტროლოს კონკრეტული პირების, პირველ რიგში, ხელმძღვანელების მოქმედება. გარე კავშირებს ბიძინა ივანიშვილი უმეტესად იმ ადამიანების მეშვეობით ამყარებს, ვინც დიდი ავტორიტეტით სარგებლობს ხელისუფლების წარმომადგენლებში და ბიზნესის სამყაროში. დღესდღეისობით ივანიშვილი საქართველოში ცხოვრობს, თავის მშობლიურ სოფელ ჭორვილაში. იგი დიდი ხანი არ არის, რაც დაბრუნდა, მაგრამ ბიზნეს-საქმიანობას აქ უკვე 10 წელია ეწევა. მას ეკუთვნის ერთ-ერთი უმსხვილესი კვების პროდუქტების კომპანია „თოლია“, ბანკი „ქართუ“, სამშენებლო კომპანია, სოფლის მეურნეობის კომპანია - ფლობს 600 ჰა მიწას, აქედან 300 ჰექტარზე ვენახი გააშენეს. ასევე საქართველოში ყველაზე დიდი ღვინის მარანი. ის ახორციელებს სათხილამურო კომპლექსის „ბაკურიანი- 2“-ის მშენებლობას.

 

 

 

ბადრის დროინდელი იმედი გახსოვს? აი ისეთი და კიდე უკეთესები უნდა გახდნენ!

 

 

 

 

ჯერ ბიძინამ იცის როცა დაიწყებს აქტიურობას ეს ტელევიზიები უამრავ უაზრო ხალხს მოიყვანს ეთერში ვინც გამწარებულ და ოპოზიციურად განწყობილ ხალხს გონებას დაუბნევს ათასი სისულელით.

 

მერე მეორე იცის, რომ როცა ხელისუფლება ტელევიზიებით რამე სიბინძურეს გაუვრცელებს მათ ტელევიზიითვე უნდა უპასუხოს სწორედ ისე, როგორც მას უნდა ისე.

 

მესამე დემოკრატიულობის იმიჯის შექმნა ყურცქვიტასთვის.

 

ასე, რომ თუ არ დაუთმობენ ეთერის 50%-ს აქუც და ღლონტიც ყურცქვიტას წისქვილზე დაასხამენ წყალს!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

"დაცვას მიხედე... ივანიშვილი, დაცვას!.." – ედუარდ შევარდნაძის რჩევები ბიძინა ივანიშვილს

 

საქართველოს ექს-პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილზე უკეთეს საპრეზიდენტო კანდიდატს "ვერ ვნახავთ".

 

როგორც ედუარდ შევარდნაძემ "პირWელს" განუცხადა, "ივანიშვილი ჭკვიანი, გონიერი ადამიანია, რომელსაც, ერთის მხრივ, ხალხი ძალიან უყვარს, მეორეს მხრივ კი ფულის ფასი იცის".

 

"მართალია, ბიძინასთან ბევრი რამ მაკავშირებს, მაგრამ ამ გადაწყვეტილების შესახებ არ ვიცოდი. ჩემთვის მისი პოლიტიკაში მოსვლა მოულოდნელი იყო, თუმცა რადგან ეს გადაწყვიტა, მას მხარდაჭერას ვუცხადებ და იმედი მაქვს, რომ წარმატებას მიაღწევს. ბიძინას წარმატების დიდი შანსები აქვს. ის ჭკვიანი, გონიერი ადამიანია, კაცური კაცია, რომელსაც ხალხი ძალიან უყვარს. იცის ფულის ფასიც და ბევრს ეხმარება", - განაცხადა ედუარდ შევარდნაძემ და დასძინა, რომ "ამ ეტაპზე საქართველოს პრეზიდენტობის მასზე უკეთესი კანდიდატი არ ჰყავს".

 

"ივანიშვილზე, როგორც საპრეზიდენტო კანდიდატზე დიდი ხანია, ვფიქრობ, თუმცა მეგონა, რომ ის პოლიტიკაში არ მოვიდოდა. ახლა, რადგან ეს გადაწყვეტილება მიიღო, შემიძლია, ვთქვა, რომ უკეთეს კანდიდატს ვერ ვნახავთ. სხვებიც მოიძებნებიან, მაგრამ ბიძინა თავისი ცოდნითა და გამოცდილებით ყველაზე გამორჩეულია", - ასე უპასუხა საქართველოს ყოფილმა პირველმა პირმა "პიWელის" კითხვას, "ხომ არ გულისხმობდა სწორედ ბიძინა ივანიშვილს სააგენტოსთვის დაახლოებით ერთი წლის წინ მიცემულ ინტერვიუში, რომელშიც განაცხადა, რომ მას "წარმატებული შუახნის ქართველი მამაკაცის სახით საკუთარი საპრეზიდენტო კანდიდატი ჰყავდა".

 

ედუარდ შევარდნაძე გაპოლიტიკოსებულ ბიზნესმენს რჩევასაც აძლევს და დაცვის გაძლიერებისკენ მოუწოდებს, რათა "ბადრი პატარკაციშვილის მიერ პოლიტიკაში დაშვებული შეცდომები არ გაიმეოროს".

 

"დაცვას უნდა მიხედოს. დაცვა, დაცვა და დაცვა! მე რომ დაცვა არ მყავდეს, ამ სახლში ვერ ვიცხოვრებდი", - აღნიშნა ქვეყნის ექს-პრეზიდენტმა.

 

შეგახსენებთ, რომ ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში მოდის.

 

რა კავშირი აქვს ბიძინა ივანაშვილს ოთარ კვანტრიშვილის მკვლელობასთან?

 

ცნობილი ბიზნესმენი და სპორტსმენი (რომელსაც მოსკოვში ე.წ. კანონიერი ქურდების მინისტრს საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში უწოდებდნენ), ოთარ კვანტრიშვილი 1994 წლის 5 აპრილს, სნაიპერის იარაღიდან სამი გასროლით აბანოდან გამოსვლისას მოკლეს. მკვლელმა მოპირდაპირე სახლის სხვენიდან ისროლა. 47 წლის კვანტრიშვილი ადგილზევე გარდაიცვალა... მანამდე, დაახლოებით ერთი წლით ადრე მოკლეს ოთარ კვანტრიშვილის უფროსი ძმა - ამირანი.

 

2008 წლის 7 მარტს, მოსკოვის პროკურატურამ გაავრცელა სენსაციური ცნობა. პროკურატურა ირწმუნებოდა, რომ გამოვლენილია ოთარ კვანტრიშვილის მკვლელი და ამ მკვლელობის შემკვეთი. რუსი სამართალდამცველები ამტკიცებდნენ, რომ 90-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული მკვლელობა გახსნეს...

 

„დანაშაული გახსნილია, გამოვლენილია მისი შემსრულებლები და შემკვეთები“ - აცხადებდა რუსეთის პროკურატურასთან არსებული საგამოძიებო კომიტეტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამოძიების განყოფილების ხელმძღვანელი, ირინა კირჩანოცვა.

 

რუსეთის პროკურატურის ინფორმაციით, ოთარ კვანტრიშვილი მოკლა ორეხოვის დაჯგუფების შტატიანმა ქილერმა, ალექსეი კუზმინმა, მეტსახელად „ლიოშა სოლდატმა“. დადგინდა, რომ კვანტრიშვილი კუზმინის პირველი მსხვერპლი იყო, თუმცა, ამ „წარმატებული“ გასროლის შემდეგ, „ლიოშა სოლდატმა“ კიდევ 12 „ობიექტი“ გაისტუმრა საიქიოს...

 

რუსეთის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებლების ინფორმაციით, ოთარ კვანტრიშვილის მკვლელობა, ქილერ კუზმინს, ცნობილმა რუსმა კრიმანალურმა ავტორიტეტმა, სერგეი ტიმოფეევმა, მეტსახელად „სილვესტრმა“ შეუკვეთა, სანაცვლოდ კი, სოლიდურ თანმას დაპირდა... მკვლელმა დავალება შეასრულა, ტიმოფეევმა ქილერს ფულიც გადასცა. თუმცა, მნიშვნელოვანი, სხვა დეტალებთან ერთად, ამ ფულის წარმომავლობაც იყო...

 

კვანტრიშვილის პიროვნება დღემდე გამოუცნობია... მის შესახებ ახლაც ორადაა აზრი გაყოფილი... ოთარ კვანტრიშვილი საზოგადოების ნაწილისთვის მეცენატი იყო, რომელმაც ლევ იაშინის სახელობის სპორტსმენების დაცვის სოციალური ფონდი და პარტია "სპორტივნაია როსია" დააარსა. სხვებისთვის კი, ის კრიმინალურ-სპორტული სამყაროს "ნათლიმამა" და რუსული მაფიის "მინისტრი საზოგადოებასთან ურთიერთობების საკითხებში" გახლდათ...

 

კვანტრიშვილი ქალაქ ზესტაფონში, 1948 წელს დაიბადა, მაგრამ ცხოვრების დიდი ნაწილი რუსეთში, კერძოდ კი მოსკოვში გაატარა. 1966 წელს მოსკოვშივე დაიჭირეს და გაასამართლეს გაუპატიურების ბრალდებით. მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, მაგრამ საპატიმროდან მალევე, 1970 წელს ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაიყვანეს. საფუძველი სამედიცინო დიაგნოზი - „შიზოფრენია“ იყო...

 

ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საერთაშორისო კლასის სსრკ-ის სპორტის ოსტატი და რუსული მაფიის ქართველი მინისტრი გატაცებული იყო აზარტული თამაშებით, სწორედ აზარტული თამაშების წყალობით გაიცნო და დაუახლოვდა იგი რუს კრიმინალურ ავტორიტეტებს, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდ „იაპონჩიკს“.

 

80-იან წლებში, კვანტრიშვილმა, მოჭიდავეების, მძლეოსნებისა და მოკრივეების წყალობით ჩამოაყალიბა საკმაოდ მძლავრი დანაშაულებრივი სინდიკატი, რომელიც ძირითადად რეკეტით, ბიზნესმენთა დარეკეტებით იყო დაკავებული...

 

მეტიც, მისი დანაშაულებრივი სინდიკატი შეეხო ბიძინა ივანაშვილის ბიზნესსაც, მათ შორის თავდაპირველად სიტუაცია საკმაოდ დაძაბულა, მაგრამ როგორც რუსული საიტები (მაგალითად კომპრომატ.რუ) წერს, მოგვიანებით ივანაშვილმა და კვანტრიშვილმა ერთობლივი ბიზნეს-საქმიანობა დაიწყეს... თუმცა, მკვლელობამდე რამდენიმე თვით ადრე, ისევ შავმა კატამ გაირბინა...

 

1985 წლიდან ოთარ კვანტრიშვილი უკვე საკმაოდ მსხვილი მეწარმეა. ქმნის კოოპერატივებს და აკონტროლებს, ტყის, ნავთობის, ფერადი ლითონების ექსპორტს. 1994 წელს კი უკვე პოლიტიკურ პარტიას - "სპორტივნაია როსიას" აყალიბებს.

 

კრიმინალური ავტორიტეტების წყალობით ის მალევე იქცა მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფიგურად, მეტიც, მსხვილი ბიზნესის წამოწყება, კვანტრიშვილისა და მის უკან მდგომი ე.წ. კანონიერი ქურდების დასტურის გარეშე, ამ პერიოდში თითქმის შეუძლებელია... 90-იანი წლების დასაწყისში კი, კვანტრიშვილი მოსკოვის სათამაშო ბიზნესს სრულად აკონტროლებს, მსხვილი წილები აქვს სხვადასხვა რუსულ ბანკებსა და ორგანიზაციებში...

 

სწორედ ამ პერიოდში, რუსული მაფიის წევრებს შორის დაწყებულმა დაპირისპირებამ კვანტრიშვილის გავლენებზეც იმოქმედა. რუსული მაფიის ის ნაწილი, რომელიც კვანტრიშვილს არ სწყალობდა, სხვა, მაშინ ჯერ კიდევ დამწყებ ბიზნესმენებს ლობირებდა. ხე-ტყვის, ნავთობის, ფერადი ლითონების, კაზინოებისა თუ სასტუმროების ქსელის ბიზნესს თვალი სხვებმაც დაადგეს...

 

რუსული კრიმინალური ავტორიტეტი, სერგეი ტიმოფეევი, მეტსახელად „სილვესტრი“ კი მზად იყო გავლენისა თუ დიდი ფულის გამო ყველაფერზე წასულიყო.

 

გამოძიების ვერსიით, სწორედ „სილვესტრი“ იყო კვანტრიშვილის მკვლელობის შემკვეთი - კუზმინი კი - უბრალო შემსრულებელი. თუმცა, იმ 14 ადამიანს შორის, რომელიც რუსეთის პროკურატურამ ოთარ კვანტრიშვილის მკვლელობის გამო დააკავა, არც ერთი არ აღმოჩნდა ისეთი, რომელიც შემკვეთის შემკვეთს დაასახელებდა. ერთი რამ კი, რუსული მედიის აზრით, თვალშისაცემი იყო - ფერადი ლითონებისა თუ საბანკო ბიზნესს უკვე სხვები, მათ შორის ქართველი ბიზნესმენები უკვე სრულად დაეპატრონენ, მათგან ერთ-ერთი კი დღეს ცნობილი მილიარდელია...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

 

 

რა კავშირი აქვს ბიძინა ივანაშვილს სტივენ ჯობსის სიკვდილთან?

 

 

მოგვიყევი, FRIDRIX! :P

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ფაქტი ერთია

კაცი ჯერ არც გამოჩენილა ტელევიზიით და მისმა განცხადებებმა უკვე დაიპყრო ინტერნეტ და სატელევიზიო სივრცეები

რომ გამოჩნდება რა მოხდება,არაა ძნელი მისახვედრი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კაცი ჯერ არც გამოჩენილა ტელევიზიით და მისმა განცხადებებმა უკვე დაიპყრო ინტერნეტ და სატელევიზიო სივრცეები

რომ გამოჩნდება რა მოხდება,არაა ძნელი მისახვედრი

ეგ ტროლეიბულისივითაა, დაბმულია და როგორ დადის, რო აუშვა, ხო აზზრე ხარ როგორ გაფრინდებაო :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...