Jump to content
Planeta.Ge

ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში ერთვება


Recommended Posts

_ დავიწყოთ რუსეთთან ურთიერთობის დალაგება.

 

_ გავაღრმაოთ აშშ-სა და ევროკავშირთან მეგობრობა და ინტეგრაცია...

 

საწყისი მუხტის შესაქმნელად, აუცილებელ პირობად მიმაჩნია რეალურად ჩამოყალიბდეს საზოგადოებრივი საინფორმაციო ცენტრი (ტელევიზია, რადიო, გაზეთები, ინტერნეტგამოცემები), რომლის შექმნასაც, პოლიტიკური მოღვაწეობის პარალელურად, მე ზემოთ ნახსენებ ორ-სამ წელიწადში მოვახერხებ. ინტელიგენციის იმ ნაწილთან ერთად, რომელიც საქართველოში საბედნიეროდ კიდევ გვყავს, ჩვენ მოვახერხებთ მართვის შესაბამისი წესების ჩამოყალიბებას, რომ საინფორმაციო ცენტრი იყოს მაქსიმალურად ობიექტური, გამოირიცხოს რაიმე სახის მიკერძოება..

დავიწყოთ დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის შექმნა და იგი შეუქცევად პროცესამდე მივიყვანოთ.

+

მთავარია გარემოცვა ვინ ეყოლება

ძალიან დიდი პრობლემაა დღევანდელი ქართული პოლიტიკიდან გამომდინარე

აქედან ამომრჩეველთა რაოდენობაც

სპეცსამსახურებიც შეუგზავნიან აქა იქ თავის შიკრიკებს თუ მართლა ოპოზიციური ძალაა და არა ედიკია-მიშას მაგვარი სცენარი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 483
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

babuagiorgi

არაბკაიდი თუ მომღერალია მე კოსმონავტი იური გაგარინი ვყოფილვარ.   ხო აგერ მოკლედ, ბატონებო და ქალბატონებო, დრო და დრო შევეცდები ღრუბლებიდან დაბლა ჩამოგიყვანოთ, თორემ ვხედავ მააგარი სტარტი გაქვთ აღებულ

Ostap

კაცს თუ დიდი ფული აქვს, არა მარტო აღარ ვკითხულობთ საიდან რა გზით ამოდენა ფული, არამედ ვის ან რას წარმოადგენს-წარმოადგენდა ცხოვრებაში და ეგრევე მესიად ვრაცხავთ იქნებ ფულის შოვნის მუღამი კი აქვს,მაგრა

nika3012

თავად ბიძინა თუ არა, მისი პრეს სამსახურიდან ვინმე მოგვეწვია პლანეტაზე კარგი იქნებოდა. ერთი კარგი კონფერენცია გამოაცოცხლებდა ფორუმს

Posted Images

ბატონო ბიძინა კიდევ ბევრ კარგ საქმეს გააკეთებს, მათგან განსხვავებით ვინც საქართველოს ბიუჯეტის ხარჯზე გახდა მილიონერი და დღეს უკრძალავს ყველას პოლიტიკაში მოსვლას. ცხადია, მას კონკურენციას ვერავინ გაუწევს :yes:

 

FRIDRIX

ერთი მითხარი, თუ გაიხსენებ, N1 საქართველოს რეფორმატორს, მულტიმილიონერს ბენდუქიძეს თუ აქვს 1 თეთრი მაინც ქველმოქმედებაში დახარჯული.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://www.interpressnews.ge/ge/politika/180977-bidzina-ivanishvilis-ganckhadeba.html

ბიძინა ივანიშვილის განცხადება

21:08 06-10-2011

ბიძინა ივანიშვილის განცხადება ქართველმა ბიზნესმენმა, ბიძინა ივანიშვილმა ახალი პარტიის შექმნის შესახებ ვრცელი განცხადება გაავრცელა, რომელსაც ”ინტერპრესნიუსი” უცვლელად გთავაზობთ: ”მიხეილ სააკაშვილის მიერ ხელისუფლების ტოტალურმა მონოპოლიზებამ და ჩატარებულმა კონსტიტუციურმა ცვლილებებმა, რომელთა მიხედვითაც ნათლად ვლინდება სააკაშვილის სურვილი , ყველანაირი კონსტიტუციური ვადის ამოწურვის მიუხედავად, შეინარჩუნოს ძალაუფლება და დარჩეს ხელისუფლების სათავეში, მიმაღებინა გადაწყვეტილება, შევქმნა პოლიტიკური პარტია და მონაწილეობა მივიღო 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში.

 

სააკაშვილის მმართველობის დროს დაშვებული იყო (და დღემდე გრძელდება) ისეთი უამრავი პატარა, დიდი და მიუტევებელი შეცდომები, რომ მის ადგილზე ნებისმიერი საღად მოაზროვნე და გონიერი პოლიტიკოსი ვადაზე ადრე წავიდოდა პოლიტიკიდან და პატიებას სთხოვდა თავის ხალხს.

 

პოლიტიკოსი, რომელიც პატივს სცემს საკუთარ ქვეყანას, თავის ხალხს ან ელემენტარული თავმოყვარეობა მაინც გააჩნია, გააცნობიერებდა, რომ ლეგიტიმური გზით პოლიტიკაში დარჩენა შეუძლებელია და არ შეეცდებოდა კანონიერების ჩანაცვლებას: პირველი _ ძალადობით და მეორე _ სიცრუით.

 

დიდი განცხადებაა შედით ლინკზე

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

kisa

დიდი განცხადებაა შედით ლინკზე

დევს წინა გვერდზე ქალბატონო ნანა.

ტექსტი კარგია,ვნახოთ რა გამოვა აქედან.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თავად ბიძინა თუ არა, მისი პრეს სამსახურიდან ვინმე მოგვეწვია პლანეტაზე კარგი იქნებოდა. ერთი კარგი კონფერენცია გამოაცოცხლებდა ფორუმს :D
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://www.interpressnews.ge/ge/politika/180977-bidzina-ivanishvilis-ganckhadeba.html

ბიძინა ივანიშვილის განცხადება

21:08 06-10-2011

ბიძინა ივანიშვილის განცხადება ქართველმა ბიზნესმენმა, ბიძინა ივანიშვილმა ახალი პარტიის შექმნის შესახებ ვრცელი განცხადება გაავრცელა, რომელსაც ”ინტერპრესნიუსი” უცვლელად გთავაზობთ: ”მიხეილ სააკაშვილის მიერ ხელისუფლების ტოტალურმა მონოპოლიზებამ და ჩატარებულმა კონსტიტუციურმა ცვლილებებმა, რომელთა მიხედვითაც ნათლად ვლინდება სააკაშვილის სურვილი , ყველანაირი კონსტიტუციური ვადის ამოწურვის მიუხედავად, შეინარჩუნოს ძალაუფლება და დარჩეს ხელისუფლების სათავეში, მიმაღებინა გადაწყვეტილება, შევქმნა პოლიტიკური პარტია და მონაწილეობა მივიღო 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში.

 

სააკაშვილის მმართველობის დროს დაშვებული იყო (და დღემდე გრძელდება) ისეთი უამრავი პატარა, დიდი და მიუტევებელი შეცდომები, რომ მის ადგილზე ნებისმიერი საღად მოაზროვნე და გონიერი პოლიტიკოსი ვადაზე ადრე წავიდოდა პოლიტიკიდან და პატიებას სთხოვდა თავის ხალხს.

 

პოლიტიკოსი, რომელიც პატივს სცემს საკუთარ ქვეყანას, თავის ხალხს ან ელემენტარული თავმოყვარეობა მაინც გააჩნია, გააცნობიერებდა, რომ ლეგიტიმური გზით პოლიტიკაში დარჩენა შეუძლებელია და არ შეეცდებოდა კანონიერების ჩანაცვლებას: პირველი _ ძალადობით და მეორე _ სიცრუით.

 

დიდი განცხადებაა შედით ლინკზე

კარგი განცხადებაა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Ostap

მთავარია გარემოცვა ვინ ეყოლება

ძალიან დიდი პრობლემაა დღევანდელი ქართული პოლიტიკიდან გამომდინარე

აქედან ამომრჩეველთა რაოდენობაც

სპეცსამსახურებიც შეუგზავნიან აქა იქ თავის შიკრიკებს თუ მართლა ოპოზიციური ძალაა და არა ედიკია-მიშას მაგვარი სცენარი

მთავარია ბადრისნაირი ნარცისიზმით არ იყოს შეპყრობილი და თავისი თავი ბრძენი ეგონოს

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ძუკუ

დევს წინა გვერდზე ქალბატონო ნანა.

ბოდიშს ვიხდი გამეორებისთვის - არ დამინახავს

:)

 

ტექსტი კარგია,ვნახოთ რა გამოვა აქედან.

აღდგომა და ხვალეო - ვნახოთ :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბიძინა ივანიშვილის განცხადება ტელევიზიის შეძენის შესახებ

21:10 06-10-2011

ბიძინა ივანიშვილის განცხადება ტელევიზიის შეძენის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა ტელევიზიის შეძენის შესახებაც გაავრცელა განცხადება, რომელსაც ”ინტერპრესნიუსი” უცვლელად გთავაზობთ: ”შევიძენ ნებისმიერ ქართულ ტელევიზიას, რომელსაც საინფორმაციო გადაცემების ლიცენზია გააჩნია. იმისათვის, რომ მეპატრონეს (თუკი ასეთი არსებობს სააკაშვილის გარდა) გაყიდვის რეალური ინტერესი გაუჩნდეს, ვთავაზობ შემდეგს:

 

1. გადავიხდი საბაზრო ღირებულებაზე სამჯერ მეტ თანხას. ღირებულება უნდა შეაფასოს მსოფლიო ბანკის მიერ რეკომენდებული ხუთი აუდიტორული კომპანიიდან ერთ-ერთმა.

2. შეძენიდან მაქსიმუმ ორი წლის შემდეგ, მის დღევანდელ მფლობელს ტელევიზიას დავუბრუნებ სიმბოლურ ფასად _ 1 (ერთ) ლარად. იურიდიულად ეს ვალდებულებები გაფორმდება გაყიდვის კონტრაქტთან ერთად. იმავდროულად გაფორმდება ვალდებულება, რომ ტელევიზიის დღევანდელი ძირითადი საშუალებების ღირებულება, დაბრუნების მომენტში, მინიმუმ 15 პროცენტით იქნება გაზრდილი.

3. ტელევიზიის ახლანდელ მფლობელს უფლება ექნება (ეს გაყიდვის მომენტში გარანტიის სახით აისახება), შეინარჩუნოს საეთერო დროის 50 პროცენტი. ეს იმას ნიშნავს, რომ "მაესტროს" და "კავკასიის" დღევანდელ მფლობელებს შეეძლებათ, პრაქტიკულად მთლიანად შეინარჩუნონ დღევანდელი გადაცემები (ამ ტელეარხების საეთერო დრო ამჟამად 50 პროცენტითაც კი არ არის დატვირთული).

თუ ჩემს შეთავაზებას არ გამოეხმაურებიან, ამ ტელევიზიების დანიშნულება მართლდება”,-ნათქვამია განცხადებაში.

http://www.interpressnews.ge/ge/politika/180978-bidzina-ivanishvilis-ganckhadeba-televiziis-shedzenis-shesakheb.html

 

:givi:

 

georgekh13

ახალი "იმედი" გამოჩნდა საქართველოს ცაზე, სახელად ბიძინა?

არა ესე უნდა ამოგვხდეს სული - უ-"იმედობაში" :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

 

არა ესე უნდა ამოგვხდეს სული - უ-"იმედობაში" :givi:

:)

 

ივანიშვილს გული შეტკივა საქართველოზე და იმიტომ მოქმედებს?

თუ თავისი ფულის შენარჩუნებას ცდილობს?

 

აღდგომა და ხვალეო...

 

ღმერთმა ქნას მართლა საქართველოზე ფიქრობდეს, მაგრამ ის მილიარდერი იმიტომაა რომ რაციონალურად აზროვნებს...

ხოლო ქართულ პოლიტიკაში მოსვლა არარაციონალურია...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

georgekh13

ქართულ პოლიტიკაში მოსვლა არარაციონალურია...

მაშინ ძალიან რაციონალური ყოფილა მიშა და მისი გუნდი - პოლიტიკით ბიზნესს რომ აკეტებენ

ისე მე მირჩევნია პირიქით იყოს

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

 

მაშინ ძალიან რაციონალური ყოფილა მიშა და მისი გუნდი - პოლიტიკით ბიზნესს რომ აკეტებენ

ისე მე მირჩევნია პირიქით იყოს

რა თქმა უნდა...

 

უბრალოდ საქართველოს ინტერესები არ ჯდება მათ ბიზნესში, რადგან ბიზნესი ნიშნავს ფულის კეთებას და პირად გამდიდრებას...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ერთი მითხარი, თუ გაიხსენებ, N1 საქართველოს რეფორმატორს, მულტიმილიონერს ბენდუქიძეს თუ აქვს 1 თეთრი მაინც ქველმოქმედებაში დახარჯული.

არა და რაც დახარჯავდა ან რატომ უნდა დაეხარჯა

 

ბიძინამ რაც დახარჯა აგერ დრღეს "აგვაკრა სახეზე" ხმა მომეცითო პრეზიდენტობა დამავალეს რუსებმაო

 

ხოლო კახას არ უნდოდა პოლიტიკური ქულები და არც ეწეოდა ქველმოქმედებას

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ხოლო კახას არ უნდოდა პოლიტიკური ქულები და არც ეწეოდა ქველმოქმედებას

ბნდუქიძე არის ჟმოტი...

არცერთი თეთრის დამხარჯველი არ იყო და იქნება ეგ...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...