FRIDRIX Posted October 4, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted October 4, 2011 (edited) გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისში საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის, ილია მეორის ძეგლის დადგმა იგეგმება. ძეგლი უკვე მზად არის და მისი ავტორი რუსეთში მოღვაწე ქართველი მოქანდაკე, ზურაბ წერეთელია. რელიგიათმცოდნე ბასილ კობახიძე ამ ფაქტს სასაცილოს და სამარცხვინოს უწოდებს. მისი თქმით, ეს იქნება ქართული საზოგადოების უდიდესი სირცხვილი. ამ და სხვა საკითხებზე „პრესა.ჯი“–ს რელიგიათმცოდნე ბასილ კობახიძე ესაუბრა. – გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისში შესაძლოა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ილია მეორის ძეგლი დაიდგას. როგორია თქვენი დამოკიდებულება ამ ფაქტის მიმართ? – თვითონ ის აზრი, რომ ასეთი ძეგლი შეიძლება დაიდგას, არის სასაცილო და სამარცხვინო. თუმცა საპატრიარქომ უკვე ოფიციალურად შეამზადა ნიადაგი პატრიარქის ძეგლის დადგმისათვის, რადგან საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების წარმომადგენელმა, მარიამ გაგუამ განაცხადა, რომ პატრიარქი თავისი თავმდაბლობის გამო, უარს ვერ იტყვის საკუთარი ძეგლის დადგმაზე. ანუ შეიძლება ითქვას, რომ პატრიარქის ძეგლის კვარცხლბეკი უკვე დადგმულია. არა მხოლოდ პატრიარქის ძეგლის დადგმაა სამარცხვინო, არამედ თავისუფლების მოედანზე არსებული წმინდა გიორგის ძეგლისა. საერთოდ, ჩემი აზრით, საქართველო არ უნდა იქცეს ზურაბ წერეთლის საშინელი ქანდაკებების პოლიგონად. აღარაფერს ვამბობ ჩვენი საზოგადოებისთვის უკვე საყოველთაოდ ცნობილ ფაქტზე, რომ მართლმადიდებელი იკონოგრაფიის კანონიკისათვის მრგვლოვანი ქანდაკებების დადგმა მიუღებელია. – საზოგადოების აზრი ორად იყოფა ამ საკითხზე. ერთი მიიჩნევს, რომ დაუშვებელია ამგვარი რამ მოხდეს, ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ეს კათოლიკოს პატრიარქისადმი პატივისცემის გამოხატულება იქნება... - ძეგლის დადგმა პატრიარქისადმი პატივისცემის გამოხატულება კი არ იქნება, არამედ კიდევ ერთი ნიშანი მისი პიროვნების კულტის, რომელიც არსებობს როგორც ეკლესიაში, ასევე მთლიანად საზოგადოებაში. მაგალითისათვის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურის ძეგლები დგას კვიპროსზე, მაგრამ კვიპროსის ეკლესიის მთავარეპისკოპოსი მაკარიოსი, ეკლესიის მეთაურობასთან ერთად, იყო კვიპროსის პრეზიდენტიც, ალბათ ამიტომაც დაუდგეს მას ძეგლები. ჩვენც შეგვიძლია, ილია მეორე შეთავსებით საქართველოს სახელმწიფოს მეთაურადაც ვაღიაროთ, მეფედ ან პრეზიდენტად, მითუმეტეს რომ ამას ზოგიერთი პოლიტიკოსი საჯაროდ მოითხოვს, ხოლო შემდეგ სუფთა სინდისით დავდგათ მისი ძეგლები. ბუნებრივია, ძეგლის ავტორი ისევ ზურაბ წერეთელი იქნება, რადგან მას უკვე აქვს ისეთი შედევრები, როგორებიცაა პუტინის, ლუჟკოვის და მოსკოვის წინა პატრიარქ ალექსი მეორის ძეგლები შექმნილი. ამგვარ სიაში ჩვენი პატრიარქის ძეგლის არსებობა მთელი საქართველოს „სიამაყე“ იქნება. – რატომ შექმნა საზოგადოებამ ილია მეორის კულტი და ეს არის თუ არა მინუსი ქართული საზოგადოების, როცა სიცოცხლეშივე ადამიანის გაფეტიშება ხდება? - ილია მეორის პიროვნების კულტის შექმნას რამდენიმე მიზეზი აქვს. ჩვენი საზოგადოების მენტალიტეტი შუასაუკუნეებშია ჩარჩენილი, ეს კი განსაკუთრებით ეკლესიაში იგრძნობა. მართლმადიდებელი ქრისტიანობა ჩვენთან არის არა რწმენა, არამედ იდეოლოგია, ძლიერია საბჭოთა კავშირის მემკვიდრეობა, პატერნალიზმი - ქართველ ერს უნდა მამა. შედეგიც შესაბამისია. ილია მეორის პიროვნების კულტი გამოიხატება ხელოვნების სხვადასხვა სფეროებში, უპირველეს ყოვლისა კი თანამედროვე საეკლესიო საგალობლებში. საზოგადოებისთვის უცნობია, რომ ყოველი საღმრთო წირვა იწყება რამდენიმე წლის წინ შექმნილი საგალობელით, რომელიც ღმერთს ან რომელიმე წმინდანს კი არა, არამედ პირადად ილია მეორეს ეძღვნება: „ჯვარისმტვირთველო ქართველი ერის“. ეს კი უბრალოდ მკრეხელობაა, მაგრამ მრევლს რეაქცია არა აქვს. პატრიარქი გამოისახება ხატებზე, მართალია ჯერ არა როგორც წმინდანი, არამედ როგორც წარსულში გამოისახებოდნენ ფრესკებზე მეფეები და მთავრები, რომლებიც მდიდარ ძღვენს სწირავდნენ ეკლესია–მონასტრებს. ერთ–ერთ თანამედროვე ხატზე პატრიარქი ისევეა გამოსახული, როგორც შოთა რუსთაველი იერუსალიმის ჯვრის მონასტრის ფრესკაზე. მაგრამ მისი ხატებზე გამოსახვა თუ მეფეების ფრესკებზე გამოსახვის ისტორიული ტრადიციის გაგრძელებაა, მაშინ გაუგებარია რატომ გამოისახება ილია მეორე, რადგან მეფეებს ეკლესიისთვის გაღებული შესაწირების გამო ხატავდნენ. ამ ლოგიკის მიხედვით თანამედროვე ხატებზე ილია მეორე კი არა, ბიძინა უნდა გამოსახონ. აგრეთვე აღსანიშნავია პატრიარქის პორტრეტები, რომელთაგან ერთ-ერთი ბოდბის მონასტერშია დაცული. მასზე, ცენტრში გამოსახულია ილია მეორის მონუმენტური ფიგურა, ხოლო მის უკან შეყუჟულები არიან წმ. გიორგი, წმ. ნინო, დავით აღმაშენებელი, ილია ჭავჭავაძე, ვაჟა-ფშაველა, ნიკო ფიროსმანი და ექვთიმე თაყაიშვილი. – რაც შეეხება ბაგრატიონების მემკვიდრის დაბადებას, რომელიც 27 სექტემბერს გაჩნდა. თქვენ ფიქრობთ, რომ შესაძლოა მოვიდეს დრო, როდესაც გიორგი ბაგრატიონ–მუხრანელი საქართველოს მეფე გახდება? – ვფიქრობ, რომ უპირველეს ყოვლისა, ბავშვთა უფლებების დამცველმა ორგანიზაციებმა უნდა იზრუნონ ამ პატარაზე, რადგან ამდენი გადარეულის ხელში მის ფსიქიკას მძიმე გამოცდა ელის. მონარქიის აღდგენას რაც შეეხება, როგორც გახსოვთ, ამ წინადადებით ერს პირადად პატრიარქმა ილია მეორემ მიმართა და ამ საქმეში დიდი რესურსებიც ჩართო. როგორც საქართველოს სამეფო კარის კანცელარიის განცხადებიდან ირკვევა, პატრიარქი პირადად მაჭანკლობდა სამეფო ოჯახის შესაქმნელად და საპატრიარქოში გამართულ წვეულებებზე პირადად ახვედრებდა ერთმანეთს მომავალ გვირგვინოსან მეუღლეებს, ცხადია, მათი მშობლების თანდასწრებით. საერთოდ მონარქიის აღდგენა, მართლმადიდებლური ეთნონაციონალიზმი, დასავლეთის დემონიზაცია მიმაჩნია კრემლის მიერ დაგეგმილ იდეოლოგიურ აგრესიად და საუბედუროდ, საქართველოს ეკლესია კრემლის ამ აგრესიის მთავარი განმახორციელებელია. – თქვენ აღნიშნეთ, რომ ამდენი გადარეულის ხელში გეცოდებათ ახლად დაბადებული ბაგრატიონი. მასზე ზრუნვის პასუხისმგებლობას, როგორც ცნობილია საპატრიარქო აიღებს... – გადარეულებში სწორედ საპატრიარქო ვიგულისხმე და იქ მყოფი ადამიანები. – რაც შეეხება საპატრიარქოს ფონდს. მუდმივად არის ეჭვი, რომ საპატრიარქოს ფონდიდან თანხები არამიზნობრივად იხარჯება. თქვენც ხშირად აპროტესტებთ ამ ფაქტს. გაქვთ ფაქტები, რომლითაც დასტურდება, რომ თანხები მართლაც არამიზნობრივად იხარჯება? - კონკრეტულად პატრიარქის ფონდის შესახებ ვერაფერს გეტყვით, მაგრამ ის ფაქტი, რომ საპატრიარქო ფლობს უზარმაზარ სიმდიდრეს, რომ სასულიერო პირობა სოციალურის გარდა, ფინანსური წარმატების გარანტიაა, უკვე საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია. საპატრიარქო არამარტო სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებს უზარმაზარ თანხებს, არამედ მას აფინანსებენ სამთავრობო ფონდები, მსხვილი თუ საშუალო ბიზნესმენები, რომელთა დიდი უმრავლესობაც რუსეთში საქმიანობს. დაფინანსების საფასურად კი ეკლესია ბიზნესმენებს საეკლესიო ორდენებით აჯილდოვებს, მაგალითად მთავარეპისკოპოსმა ზენონ იარაჯულმა „მართლმადიდებლობის განმტკიცებისათვის“ საეკლესიო ორდენით დააჯილდოვა ვანო ჩხარტიშვილი. საპატრიარქო გადაიქცა უმსხვილეს ბიზნეს–კორპორაციად, რომელიც ახორციელებს ფართომასშტაბიან ბიზნეს–საქმიანობას მრავალი მიმართულებით. მაშინ, როდესაც ქვეყანაში არის უამრავი მშიერი, გაჭირვებული და ავადმყოფი, არიან ადამიანები, რომლებიც საკვებს ნაგავში ეძებენ, საპატრიარქო ხარჯავს უზარმაზარ თანხებს ეკლესიების მშენებლობასა და მათ ოქროს ზიზილ–პიპილებით მორთვაში, ხოლო ძვირფას ჯიპებზე ამხედრებული გაზულუქებული მღვდლები მრევლს ერთმორწმუნე რუსეთის სიდიადეზე უქადაგებენ. Edited October 4, 2011 by FRIDRIX Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DonCaredo Posted October 4, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted October 4, 2011 ეგ ბასილა ეტყობა მაგრად იხმარა ვინმე მღვდელმა, მაგრაა დაბოღმილი და განაციონალებული რეებს ბოდავს თითონაც არ იცის. ეგ ძელგი წერეთელმა ჯერ კიდე 2003-ში გააკეთა და დადგმა რომ სდომებოდა საპატრიარქოს, აქამდეც დადგამდა. ეხლა გაახსენდა ნაც-ბასილას მაგ ძეგლის არსებობა? შიგა აქვს რა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted October 4, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted October 4, 2011 FRIDRIXშემდეგი თემა რა იქნება?განხეთქილება საპატრიარქოში, და პატრიარქის ლანძღვა? არაა ეს ჩვენი საქმე Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted October 5, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted October 5, 2011 (edited) აგრეთვე აღსანიშნავია პატრიარქის პორტრეტები, რომელთაგან ერთ-ერთი ბოდბის მონასტერშია დაცული. მასზე, ცენტრში გამოსახულია ილია მეორის მონუმენტური ფიგურა, ხოლო მის უკან შეყუჟულები არიან წმ. გიორგი, წმ. ნინო, დავით აღმაშენებელი, ილია ჭავჭავაძე, ვაჟა-ფშაველა, ნიკო ფიროსმანი და ექვთიმე თაყაიშვილი. თუკი ასეთი სახის გამოსახულებაა ტაძარში ეს დაუშვებელია და საეკლესიო წესების დარღვევა,ხოლო თუკი მონასტრის ერთ-ერთ შენობაშია სადაც სტუმრებს ღებულობენ, ერთი კაი პანჩური ამოარტყით ამ კობახიძეს Edited October 5, 2011 by Siknadmo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mtidan Posted October 5, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted October 5, 2011 რელიგიათმცოდნე ბასილ კობახიძე მე როგორც მახსოვს, კათოლიკობას იბრალებს, სინამდვილეში იეღოველია და მოიხსენიებოდა: მამა ბუასილი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted October 5, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted October 5, 2011 საპატრიარქო არამარტო სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებს უზარმაზარ თანხებს, არამედ მას აფინანსებენ სამთავრობო ფონდები, მსხვილი თუ საშუალო ბიზნესმენები, რომელთა დიდი უმრავლესობაც რუსეთში საქმიანობს. დაფინანსების საფასურად კი ეკლესია ბიზნესმენებს საეკლესიო ორდენებით აჯილდოვებს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ra qveyana daangries Posted October 5, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted October 5, 2011 მოკლედ ამ პრესა.ჯი-ს რესპოდენტები ყავს ინატრებს ყველა საინფორმაციო გაომცემა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Ostap Posted October 5, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted October 5, 2011 პატრიარქი თავისი თავმდაბლობის გამო, უარს ვერ იტყვის საკუთარი ძეგლის დადგმაზე. კი მაგრამ ვინც მართლმადიდებელია და კატეგორიულად წინააღმდეგია იმათმა რა ქნანრეფერენდუმისსმაილი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
alex Posted October 5, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted October 5, 2011 ეგ ბასილა ეტყობა მაგრად იხმარა ვინმე მღვდელმა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted October 5, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted October 5, 2011 (edited) ეს ლიბერასტები რასაც ატ.. ზოგჯერ კარგიც კია ეკლესიისთვის, ბოლო ბოლო დათმონ ეს ძვირადღიებული მანქანები და იცხოვრონ სადად,მერე კაცო ეს რეკლამები ფული გადმოგვირიცხეთ, ოკ, ზოგჯერ შეიძლება, მაგალითად გრანდიოზული სამების ტაძარი რომ შენდებოდა ყველა მორწმუნეს ჰქონდა სურვილი რომ თავისი წვლილი შეეტანა მის მშენებლობაში,ანუ, ხალხის ფულით აშენდა და რამე, გასაგებია (ნაწილობრივ)მაგრამ მონასტერზე ფულს რომ ითხოვ, წყალი არა მაქვსო, ეს უკვე მაგრად ტეხამს,ბერი იმისია რომ იწვალოს და გასაჭირში იცხოვროს,გრიგოლ ხანძთელმა თავისი ძალებით ააგო ტაძრები, მერე მეფის ხელისუფლებაც ეხმარებოდა, ღამეები არ ეძინათ ბერებს და თავისი ხელით მუშაობდნენ,ისედაც გაჭირვებულ ხალხს კიდევ ფულს მოწყალებას რომ სთხოვ საკუთარი სულის გადარჩენისთვის ტეხამს,იცხოვრონ ძმაო 5-6 წელი უწყლოდ და დისკომფორტში და მერე გამოჩნდება, თუკი ნება იქნება რა და როგორ,გაიკეთე ქოხი, ააგე ხის ტაძარი თუ მაგარი ბერი ხარ და იყავი ეგრე,მამინდომეს აქ დამეხმარე, დამეხმარე, არ დაგეხმარები Edited October 5, 2011 by Siknadmo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Ostap Posted October 5, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted October 5, 2011 ღმერთმა მოახმაროს მამაო ბასილას თავისი ბუასილი,მაგრამ ბევრ რამეს სიმართლეს უბნობს..........სამწუხაროდ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
giauridia Posted October 5, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted October 5, 2011 ეს ტიპი (ბასილს რომ უწოდებს თავის თავს) თავისუფლების ინსტიტუტის ან სორო სელების შტატნი პროვოკატორია. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
FRIDRIX Posted October 5, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted October 5, 2011 შემდეგი თემა რა იქნება? განხეთქილება საპატრიარქოში, და პატრიარქის ლანძღვა? არაა ეს ჩვენი საქმერავი რა იქნება რაც იქნება დავდებ რატომ არაა? მე მაგალითად არ მინდა რომ ილიას ძეგლი დადგან რუსი მასონ აგენტის წერეთელის დამზადებული და გამოგზავნილი მითუმეტეს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted October 5, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted October 5, 2011 FRIDRIXმე მაგალითად არ მინდა რომ ილიას ძეგლი დადგან ეხლა ილიას კითხე - უნდა მისი ძეგლი რომ დადგან?და საერთოდ რა პონტია ცოცხალი ადამიანის ძეგლის დადგმა? რუსი მასონ აგენტის წერეთელის დამზადებული და გამოგზავნილი მითუმეტეს თავისუფლების მოედანზე რომ დაადგმევინა მიხაკმა , მაშინ კაი იყო?თუ მერე გააგენტდა? ხო, ის დამავიწყდა - ნახალოვკის ტავზე რომ " სთოუნჰეჯი" დააკოსა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
FRIDRIX Posted October 5, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted October 5, 2011 და საერთოდ რა პონტია ცოცხალი ადამიანის ძეგლის დადგმა?ცუდი პონტია თავისუფლების მოედანზე რომ დაადგმევინა მიხაკმა , მაშინ კაი იყო?ეგეც დაგმო ეკლესიამ არ შეიძლებაო თუ ეკელსიის ტერიტორიაზე არ არისო მე მოწმონს ეგ ძეგლი ოქროთი როა მოვარაყებული მაგიტომ მზის სიხივბი როცა ურტყავს ულმაზესია Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.