FRIDRIX Posted October 2, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted October 2, 2011 ახალი ერთობა ძველი სახეებით, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე გამოჩნდება. საუბარია ლევან გაჩეჩილაძესა და მის ტრადიციულ მოკავშირეებზე. „პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, ფარული მოლაპარაკებები უკვე აქტიურად მიმდინარეობს. როგორც ჩვენი წყარო ყვება, რამდენიმე დღის წინ გაჩეჩილაძეების საგურამოს აგარაკზე დახურული შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ლევან გაჩეჩილაძე, მისი ძმა „უცნობი“, გოგა ხაინდრავა, კოკა გუნცაძე, კახა კუკავა და ეკა ბესელია ესწრებოდნენ. შეხვედრაზე გაერთიანებისა და ერთ პარტიად ჩამოყალიბების სურვილი გამოითქვა, თუმცა ამ იდეას ყველა სუბიექტის მხარდაჭერა არ მოჰყოლია. კერძოდ, ახალ პარტიაში გაწევრიანებაზე უარი განაცხადა ეკა ბესელიამ, რომლის დაყოლიებასაც გოგა ხაინდრავა ცდილობს. ჩვენი ინფორმაციით, შეხვედრაზე კახა კუკავამ უპარტიოდ დარჩენილ ლიდერებს საკუთარი პარტიაც კი შესთავაზა, თუმცა იმის გამო, რომ ლევან გაჩეჩილაძეს ახალი გაერთიანების ლიდერად სურს დაფიქსირება, კუკავას გაწვდილი ხელი ჰაერში დარჩა. მოკლედ, საბოლოო შეთანხმება ჯერჯერობით მიღწეული არ არის. თუ უპარტიო ლიდერები პარტიის შექმნაზე ვერ შეთანხმდნენ, არაა გამორიცხული, მათ ე.წ. საკოორდინაციო საბჭო ჩამოაყალიბონ, რომელიც უკვე შემდგარი პარტიებით გამსხვილდება. ამ შემთხვევაში კი „გრეჩიხას“ გვერდით შესაძლოა, „ეროვნული ფორუმიც“ აღმოჩნდეს, რომელიც ბოლო პერიოდში „ექვსიანთან“ შეუთანხმებლად მოქმედებს. „პრაიმტაიმმა“ ისიც გაარკვია, რომ ზემოხსენებულ უპარტიო „ვარსკვლავებთან“ ჩუმ-ჩუმად დაიარება „ფორუმის“ თანავარსკვლავად წოდებული გუბაზ სანიკიძე. ოპოზიციის მორიგ გაერთიანებასთან და გასაიდუმლოებულ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით „პრაიმტაიმმა“ ინფორმაცია ეკა ბესელიასთან გადაამოწმა: – ქალბატონო ეკა, ჩვენი ინფორმაციით, თქვენ დახურული კონსულტაციები გქონდათ გაჩეჩილაძეებთან, გოგა ხაინდრავასთან, კოკა გუნცაძესთან და კახა კუკავასთან. ადასტურებთ თუ არა ამ ინფორმაციას? – მე არ მიყვარს კუკუდამალობანას თამაში. ზოგადად, მომხრე ვარ გულღია კომუნიკაციის, მით უმეტეს, როდესაც საკითხი ეხება ისეთ თემებს, რომელიც საჯარო ინტერესის სფეროშია მოქცეული. არაფერი დასამალი არაა, რომ ამ ადამიანებს პერიოდულად ვხვდები. დიახ, ასეთი შეხვედრები ნამდვილად იყო, როგორც ინდივიდუალურ ფორმატში, ასევე საერთო ფორმატში. ალბათ, მსგავსი შეხვედრები გაგრძელდება. ასე რომ, შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ასეთი შეხვედრა ნამდვილად იყო. – შეგიძლიათ დაგვიკონკრეტოთ, რაზე ისაუბრეთ? – რომ გითხრათ, მხოლოდ მუსიკაზე, კინოსა და ბალეტზე ვისაუბრეთ-მეთქი, ალბათ, არ დამიჯერებთ. ვისაუბრეთ იმაზე, ვინ როგორ ხედავს პოლიტიკის სამომავლო განვითარებას. აქ არ არის საუბარი მაინცდამაინც ერთ პარტიაზე. იყო მოსაზრებების გაცვლა. ყოველ შემთხვევაში ჩემთვის ეს შეხვერები ამ დატვირთვას ატარებს. – მიიღეთ თუ არა შემოთავაზება ახალი პოლიტიკური გაერთიანების შექმნაზე? – მოდით, დეტალებზე ამჯერად არ ვისაუბრებ. გოგა ხაინდრავა ჩემი მეგობარია და მასთან არ მჭირდება ბლოკებისა და ალიანსების შეკვრა. მე ერთხელ ვთქვი და კვლავ იგივე პოზიციაზე ვრჩები, რომ ამ ეტაპზე არც ერთ პარტიაში არ ვაპირებ შესვლას. – გასაგებია, რომ თქვენ არ აპირებთ, მაგრამ იყო თუ არა მათი მხრიდან შემოთავაზება? – სხვადასხვა საკითხებზე იყო საუბარი. მათ პარტია ჯერ არა აქვთ შექმნილი და შესაბამისად... – პარტია არა აქვთ შექმნილი, მაგრამ, თუ იყო შემოთავაზება, მათთან ერთად გამხდარიყავით ახალი პარტიის დამფუძნებელი? – მოდით, ამ დეტალებზე არ დავკონკრეტდები. ჩვენ ვისაუბრეთ ბევრ საკითხზე, რომელიც ეხება პოლიტიკას და ჩვენს ყოველდღიურობას... მირიან ბოქოლიშვილი, "პრაიმტაიმი" 26 სექტემბერი, 2011. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted October 2, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted October 2, 2011 ირაკლი ალასანია ვეტერანის სიკვდილზე პასუხისმგებლობას თავდაცვის სამინისტროს აკისრებს15:18 28.09.2011 "თავისუფალი დემოკრატები" თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს ყოფილი თანამშრომლის, ომის ვეტერანის, 57 წლის სერგო თეთრაძის დაკავებასა და მკვლელობაში ადანაშაულებენ. ამასთან დაკავშირებით, პარტიის ლიდერმა ირაკლი ალასანიამ, თავდაცვის სამინისტროს შენობასთან დღეს განცხადება გააკეთა და მინისტრ ბაჩო ახალიასა და დაზვერვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მეგის ქარდავას პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება მოითხოვა. ალასანიას ინფორმაციით, სერგო თეთრაძე 17 სექტემბერს, საკუთარ სახლში თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებმა დააკავეს; მის ბინაში ჩხრეკა დამსწრეების გარეშე ჩატარდა. დაკავებულის ადგილსამყოფელი ოჯახის წევრებმა 24 საათის განმავლობაში არ იცოდნენ, უცნობი იყო დაკავების მოტივიც. 24 სექტემბერს კი, ოჯახს გლდანის ციხიდან დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ თეთრაძე გულის შეტევით გარდაიცვალა და შეეძლოთ ცხედარი სახლში წაესვენებინათ. "მიუხედავად იმისა, რომ სერგო თეთრაძის გვამს აშკარად ეტყობოდა დაზიანებების შენიღბვის მცდელობა, ჩვენ საქმე გვაქვს პატიმრის მკვლელობასთან", - თქვა ალასანიამ. როგორც "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა აღნიშნა, რამდენადაც მისთვის არის ცნობილი, თეთრაძე ჯაშუშობის ბრალდებით იყო დაკავებული. ალასანიამ თავდაცვის სამინისტროს თეთრაძის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირების გამოვლენისკენ, ხოლო სასჯელაღსრულების დეპარტამენტს საქმეზე გამოძიების ჩატარებისკენ მოუწოდა. მან ასევე მიმართა მედიის წარმომადგენლებს, რომ ობიექტურად გააშუქონ ინფორმაცია ძალადობისა და შპიონომანიის მსხვერპლთა შესახებ, რადგან, მისივე თქმით, გამორიცხული არ არის, ხვალ იგივე ბრალდებით ნებისმიერ ადამიანს სასტიკად გაუსწორდნენ. "მიუხედავად იმისა, რომ თავდაცვის სამინისტროში ბევრი ღირსეული ადამიანი მუშაობს, ამ უწყებას ჯალათების ჯგუფი ხელმძღვანელობს. "თავისუფალი დემოკრატები" არასდროს შეეგუებიან ამ ძალადობას და კანონით მინიჭებულ უფლებებს გამოიყენებენ მოძალადეთა პასუხისგებაში მისაცემად", - განაცხადა ალასანიამ."თავისუფალი დემოკრატების" ინფორმაციით, სერგო თეთრაძე თავდაცვის სამინისტროში 2007 წლამდე მუშაობდა, 2007 წლიდან კი უმუშევარი იყო. http://www.presage.tv/?m=news&NID=17106 FRIDRIXაი, აი აი!ცუდი ოპოზიციონერები, ეს რას ბედავენ! :viking: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
FRIDRIX Posted October 2, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted October 2, 2011 (edited) და მინისტრ ბაჩო ახალიასა და დაზვერვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მეგის ქარდავას პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება მოითხოვა.ალასანიას იმორის გრძნობა არ დაუკარგია პასუხისმგებლობაში რა იგულისხმა განთავისუფლება თუ დაკავება 57 წლის სერგო თეთრაძის დაკავებასა და მკვლელობაში ადანაშაულებენ.ეს ორმაგი იუმორის გრძნობა აი, აი აი! ცუდი ოპოზიციონერები, ეს რას ბედავენ! ნამდვილად მენანება ალასანია პოლიტიკური გვამი ასე სწრაფად რომ გახდა "მიუხედავად იმისა, რომ თავდაცვის სამინისტროში ბევრი ღირსეული ადამიანი მუშაობს, ამ უწყებას ჯალათების ჯგუფი ხელმძღვანელობს.კაი კაცო "თავისუფალი დემოკრატები" არასდროს შეეგუებიან ამ ძალადობას და კანონით მინიჭებულ უფლებებს გამოიყენებენ მოძალადეთა პასუხისგებაში მისაცემად", - განაცხადა ალასანიამ. როგორც "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა აღნიშნა, რამდენადაც მისთვის არის ცნობილი, თეთრაძე ჯაშუშობის ბრალდებით იყო დაკავებული.ყველას იგივე მოელის ვინც ქვეყანას უღალატებს და ღორებთან ითანამშრომლებს დღეს ჩვენს დაწესებულებებში ბრძანებიდან ერთი საათის განმავლობაში შესაძლებელია მსრჯავდებულის მოკვლა და თვითმკვლელობის ინსცენირება ისე რომ არავინ დაისჯება ამიტომ ყველა ფრთხილად იყოს Edited October 2, 2011 by FRIDRIX Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted October 2, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted October 2, 2011 FRIDRIXნეტა რა გაცინებს? დღეს ჩვენს დაწესებულებებში ბრძანებიდან ერთი საათის განმავლობაში შესაძლებელია მსრჯავდებულის მოკვლა და თვითმკვლელობის ინსცენირება ისე რომ არავინ დაისჯება ამიტომ ყველა ფრთხილად იყოს მაშინებ? ყველას იგივე მოელის ვინც ქვეყანას უღალატებს და ღოებთან ითანამშრომლებს ესეც წაგეკითხა "თავისუფალი დემოკრატების" ინფორმაციით, სერგო თეთრაძე თავდაცვის სამინისტროში 2007 წლამდე მუშაობდა, 2007 წლიდან კი უმუშევარი იყო.გარდა ამისა, ყველა ბრალდებას დამტკიცება უნდა - ეს ერთიდა სასამართლოც!მეგისი და მაგისი არ მაინტერესებენამ ადამიანის - სერგო თეთრაძე განადგურების ფაქტი მაღელვებს, არა იმიტომ რომ ვიცნობ ან ახლობელიაარამედ იმიტომ რომ ეს უკვე მეტისმეტია !ადამიანის განადგურება "ბეზ სუდა ი სლედსტვია" არის ჩვენი სახელმწიფოს სრული კრახი!თუმცა ეს არ არის პირველი შემთხვევა FRIDRIXგაიხარე ფრიდრიხ, შენ საწადელს მიაღწიემე მივდივარ ამ ფორუმიდანმეზიზღება ყველაფერი და ყველა ვინც ადამიანებს ცხოველებათ აქცევს და ტან ეს უხარია Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
FRIDRIX Posted October 2, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted October 2, 2011 (edited) გარდა ამისა, ყველა ბრალდებას დამტკიცება უნდა - ეს ერთი და სასამართლოც!ჩვენთან ესე არ ხდება ადამიანის განადგურება "ბეზ სუდა ი სლედსტვია" არის ჩვენი სახელმწიფოს სრული კრახი!და რა თუმცა ეს არ არის პირველი შემთხვევახო არც უკანასკნელი გაიხარე ფრიდრიხ, შენ საწადელს მიაღწიე მე მივდივარ ამ ფორუმიდან კარგი დამშვიდდი მე ხო არ მომიკლავს ეგ კაცი ჯაშუშობა საკამოდ სარფიანი საქმიანობაა მაგრამ საკმადო სარისკო და თუ გაებმევა ჯაშუში მისი განადგურება გარდაუვალია და ამას ჩემზე გაბრაზება ან ფორუმიდან წასვლა ვერ უშველის ნეტა რა გაცინებს?ალასანიაზე მეცინება Edited October 2, 2011 by FRIDRIX Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
FRIDRIX Posted October 2, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted October 2, 2011 მაშინებ?შენ არა უბრლაოდ განვმარტე რა საფრთხე ემუქრებათ მოქალაქეებს რომლებიც ჯაშუშობენ სამხედრო გადატრიალების მცდელობაში მიიღებენ მონაწილეობას რუსეთის სპეცსამსახურების მიერ დაფინანსებულ დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის ჩასაშლელად მოწყობილ აქციებში მიიღებენ მონაწილეობას და ბევრი სხვა სახელმწიფოსთვის ზიანის მომტანი ქმედება არსებობს რომლებისთვისაც მოქალაქეებს უბრალოდ კლავენ მარტივია Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted October 2, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted October 2, 2011 FRIDRIX მოქალაქეებს უბრალოდ კლავენ მარტივიამოიცა იქნებ შედომით დებენ ბრალს? სასამართლო რისთვისაა იცი (არა ჩვენნაირი, ნორმალური) იმენა ფაშისტი ხარ რა.! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
FRIDRIX Posted October 2, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted October 2, 2011 kisa ჩვენ ვცხოვრობთ სახელმწიფოში სადაც ნებისმიერ მოქალაქეს ემუქრება საფრთხე ხელისუფლების და ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან არსბეობენ მოქალაქეები რომლებიც არიან ამ სისტემის მსხვერპლნი მე შენ და ბევრ სხვას ეს არ მოგვწონს მაგრამ ეს ესეა ამიტომ ეს ჩვეულებრივი მოვლენაა შეგვიძლია ვისაუბროთ რომ უნდ აშეიცვალოს ეს ხელისუფლება რომ არ განმეორდეს იგივე მაგრამ ახალი ხელისუფლება გაიმეორებს იგივე ქმედებას იმ მარტივი მიზეზის გამო რომ ის თავს იცავს ასეთი მოქალაქეების გნადგურებისგან ამ შემთხვევასი თეთრაძეზე არ ვსაუბრობ არამედ ზოგადად იმ პირებზე ვინც ხელისუფლებისთვის საფრთხეს წარმოადგენს ხოლო ყველაზე სწრაფი ეფექტური და მარტივი ქმედება მათი განადგურებაა ძალოვანი სტრუქტურების მიერ თვითმკვლელობის ინსცენირებით და ეს ხდება მთელს მსოფლიოშუი ყველა ხელისუფლების მიერდა მე არაფერ შუაში არ ვარ და ტყუილად მებუტები გამსახურდიამ გაანადგურა ბევრი მოქალაქე ბევრი იმსახურებდა ამას და ბევრიც არ იმსახურებდა ფაქტია შევარდნაძის შ.ს.ს. შენობის ფანჯრებიდან მოქალქეებს აგდებდნენ და კლავდნენ ფაქტია სააკაშვილის ძალოვანი სტრუქტურები არის ყველაზე აგრესიული და თან აქვთ დაუსჯელობის გარანტია ფაქტია და მომავალი ხელიუსფლებაც იგივეს ჩაიდენს ფაქტია Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
FRIDRIX Posted October 2, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted October 2, 2011 სასამართლო რისთვისაა იცი ჩვენთან სასამართლო არ არსებობს როცა იარსებებს მაშინ იფუნქციონერებს და მოქალაქე ისარგებლებს ყველა იმ ნორმებით რომ არსებობს უდანაშაულობის პრეზუმცია და დამტკიცდეს დანაშაული და ბლა ბლა სანამ სასამართლო არ არსებობს იქნება ის სტუაცია რაც არის იმენა ფაშისტი ხარ რა.!ამოთხარეთ კალაშნიკოვები და დაამხეთ მიშკა მე რას მერჩი მე კი არ მიხარია მაგ კაცის სიკვდილი განვმარტე რომ ჩვენთან და ბევრ ჩვენნაირ ქვეყანაში ესე ხდება ხოლო ვისაც ეს არ მოსწონს უნდა შეცვალოს ხელისუფლება ხოლო თუ ვერ ცვლის ტყუილად აქვს რეაქცია ანუ იმას კი არ ვამბობ რომ პროტესტი არ გამოთქვან არამედ ეს პროტესტი შედეგს არ გამოიღებს ხოლო ალასანიას მოწოდებაზე კიდე ახალაია დ აქარდავა გადადგება? არა! სად არის შედეგი პროტესტზე? არსად! სად არის ხსნა? არსად! სად არის გამოსავალი, არსად! ფაშისტობა არ მწყინს დედის მხრიდან გერმანული წარმომავლობა მაქვს მაგრამ მაინც წესებს ნუ დაარღვევ ადმინისტრატორი ხარ მაინც და მერე სხვებსაც ვერ მოთხოვ წესრიგის დაცვას ჩემზე ჯავრის ყრას ბრაზი და აგრესია ხელისუფლებისკენ მიმართეთ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted October 2, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted October 2, 2011 FRIDRIXამოთხარეთ კალაშნიკოვები და დაამხეთ მიშკა მე რას მერჩი მე კი არ მიხარია მაგ კაცის სიკვდილი განვმარტე რომ ჩვენთან და ბევრ ჩვენნაირ ქვეყანაში ესე ხდებახოდა სადაც ეგ ხდება ტრაკში არიან ეგ ქვეყნები! ჩემზე ჯავრის ყრას ბრაზი და აგრესია ხელისუფლებისკენ მიმართეთ მართალი ხარ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
FRIDRIX Posted October 2, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted October 2, 2011 (edited) ხოდა სადაც ეგ ხდება ტრაკში არიან ეგ ქვეყნები!და მე როდოს ვთქვი რომ საქართველო მიწიერი სამოთხე ოაზრისია და ცისარტყელა არ ქრება ცაზე მეც მაგას ვამბობ რომ ტრაკში არის საქართველო და არ არსბეობს ოპოზიცია რომელიც ხელისუფლებას შევცლიდა და ტრაკიდან გამოიყვანდა ქვეყანას ამიტომ მეზიზღება დღევანდელი ოპოზიცია და არა იმიტომ რომ ხელისუფლება მომწონს შესაბამისი სასამართლოა შესაბამისი ძალოვანი და სასჯელაღსრულების სისტემაა შესაბამისად კლავენ მოქალაქეებს შესაბამისად არსებობს უსამართლობა სისასტიკე და ძალადობა და მე რატომ უნდა გამებუტოს კისა ფორუმიდან მივივარო ან შენ რატო უნდა მეძახო ფაშისტი როცა მე უბრალოდ ვაფიქსირებ იმ რეალობას სადაც დღეს იმყოფება საქართველო ეს რეალობა მწარეა აუტანელი ბევრს არ მოწონს მაგრამ ეს თქვენ უდნა შეცვალოთ ჩემთან ჩხუბით კი არა აქციებით და ოროგრც ხდება ხელისუფლების შეცვლა ხალხნო რა სასამართლოს ადამùიანის უფლებების დაცვას სტაბილურ ეკონიმიკას უდანაშაულობის პრეზუმციას დასაქმებას უსაფრთხოებას იტხოვთ როცა კოლონიალურ ავტორიტარულ დიქტატურაში ცხვორობთ არსებობს გამოტქმა-იცი რატო არ ახდა შენი ოცნებები იმიტომ რომ ოცნებები სწორად ვერ შეარჩიე ამიტომ მოითხოვეთ ის რისი მიღების საშუალება და თავი გაქვთ ხოლო სანამ გყავთ ხელისუფლება რომელიც "თავში გირტყავთ" და ვერ ამხობთ ფაქტს ვაფიქსირებ ნიშნის მოგებით არ ვამბობ შესაბამისად ვერც მოთხოვთ ვერაფერს ყველა მისთვის უსიამოვნო მოთხოვნაზე ხელისუფლება "თავში ჩაგარტყავთ" აკეთებს კიდეც ეს მარტივია და ჩვეულებრივი და მე არაფერ შუაში არ ვარ მე ვერ და არ ავყვები "უშედეგო აღშფოთებას" რატომ მოკლეს მოქალაქე უბრალოდ მაგის მაგივრად კისას მივწერე როგორც მოკლეს და რატომაც ბანალური ოპზიციონერი ვერ ვიქნები Edited October 2, 2011 by FRIDRIX Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted October 2, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted October 2, 2011 FRIDRIXFRIDRIXჩვენთან სასამართლო არ არსებობს როცა იარსებებს მაშინ იფუნქციონერებს და მოქალაქე ისარგებლებს ყველა იმ ნორმებით რომ არსებობს უდანაშაულობის პრეზუმცია და დამტკიცდეს დანაშაული და ბლა ბლა სანამ სასამართლო არ არსებობს იქნება ის სტუაცია რაც არის ესე თუ გავაგრძელეთ სასამართლო არც არასროს არ გვექნება ერთხელაც ამოუვა ამ დაჩმორებულებს ყელში და ისევ დაიწყება ბეზპრედელი - სწორედაც მაგიტომ ვსაუბრობთ ამაზე, რომ ეს არ გვინდა!არ მესმის რატომ მიყავთ საქმე არეულობებისკენაი არ მესმის და მომკალით!ეს ხომ ძალიან მარტივი გასაგებია, რა მოთხოვნები აქვთ ადამიანებს სულ რაღაც ხუთი ძირითადი მოთხოვნაა გვაქ ფიზიოლოგიური - საარსებოუსაფრთხოების - შიშისგან ტავისუფლებამიკუთვნილობის ( საჭიროების, სიყვარულის)აღიარების - გარშემომყოფებისგან პატივისცემის და თვითშეფასებათვითაქტუალიზაციის - ეს ბოლო ყველა წინამდებარედან გამომდინარეობს ძირითადი 3 პირველი არის შელახული და უგულველყოფილი ამ საზოგადოებაში ეს რარაც საშინელებას გამოიწვევსნუთუ ესე ძნელია ამის გაგება? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
FRIDRIX Posted October 2, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted October 2, 2011 (edited) ერთხელაც ამოუვა ამ დაჩმორებულებს ყელში და ისევ დაიწყება ბეზპრედელი - სწორედაც მაგიტომ ვსაუბრობთ ამაზე, რომ ეს არ გვინდა!გემახსოვრება რომ ყოველთვის ვგმობდი და ვგმობ ოთხომცდაათიანი წლების რუსეთის სპეცსამსახურების მიერ ორგანიზებულ ქართველების მიერ ერთმანეთის ხოცვა-ჟლეტვას არ მესმის რატომ მიყავთ საქმე არეულობებისკენხელისუფლებას აწყობს არეულობა მას შეუძლია არეულობის "მართვა" ანუ კონტოლი და მიზნის მიღწევის შემდეგ დაშლა და მთავარი ამერიკის და ევროპის თვალში მსხვერპლად წარმოჩენის საშუალება ეძლევა რასაც იყენებს ამავე დროს ანადგურებს ოპოზიციას და ამაზეც დასავლეთი თვალს ხუჭავს იმიტომ რომ ოპოზიციის განადგურება კი არ ხდება როგორც პოლიტიკური მოწინააღმდეგეების რასაც დაგმობდა დასავლეთი არმედ ოპზიციის განადგურება ხდება არეულობის აღკვეთის ფარგლებში და სტაბილურობის შესანარჩუნებლად რომელი სტაბილურობაც უნდა დასავლეთს რომ გვქონდეს ჩვენი რეგიონალური მდებარეობის გამო ფიზიოლოგიური - საარსებო უსაფრთხოების - შიშისგან ტავისუფლება მიკუთვნილობის ( საჭიროების, სიყვარულის) აღიარების - გარშემომყოფებისგან პატივისცემის და თვითშეფასება თვითაქტუალიზაციის - ეს ბოლო ყველა წინამდებარედან გამომდინარეობსამ ეტაპზე არ დაკამყოფილდება არც ერთი მოთხოვნა ნუთუ ესე ძნელია ამის გაგება?ხელისუფლებას ეს ყველაზე კარგად აქვს გაგებული და შესაბამისი ძალოვანი სტუქტურები სრულ მზადყოფნაში არიან წინააღმდეგობისთვის და ხელისუფლების დაცვისთვის და დღეს უკვე თავდაცვის სამინისტრო და არმია სრულიად ექვემდებარება სასჯელაღსრულების ჯგუფს (ესე ვეძახით ჩვენ)რომელიც ასევე საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს საჯარისო ანუ უფრო გაზრდილი ძალებით ხელისუფლების დაცვას რა რჩება და რა იარაღი გააჩნია დამშეულ ნაცემ ოპოზიცია გაყიდულ მოსახლეობას არაფერი გარდა იმისა რომ ჩუმად იჯდეს ესაა რეალობა და ის მაღლი მატერიული მოთხოვნები სასამართლო დემოკრატია უდანაშაულობის პრეზუმცია და ეს ყველაფერი უკანა პლანზეა და არც წამოწევს წინ არავინ Edited October 2, 2011 by FRIDRIX Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted October 2, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted October 2, 2011 FRIDRIXამ ეტაპზე არ დაკამყოფილდება არც ერთი მოთხოვნა წამოწევ გამოწევაზე არაა საუბარიეს არის ადამიანის ( ყველა დამიანის!) ბუნებრივი მოთხოვნილებები ყველა პიროვნებას გააჩნია ისევე როგოც ორი ხელი, ფეხი და ერთი ტავი!ვერ გაგიგია რა ვთქვიყველას აქ - ყველას! არავინ არ ითხოვს ხელისუფლებისგან რამის დაკმაყოფილებას, ადამიანი თვითონ ცდილობს დაიკმაყოფილოს ესენი, მაგრამ როდესაც ამის საშუალებს არ აძლევენ მაშინ სწორედაც ჩნდება წინააღმდეგობა! ხელისუფლებას ეს ყველაზე კარგად აქვს გაგებული და შესაბამისი ძალოვანი სტუქტურები სრულ მზადყოფნაში არიან წინააღმდეგობისთვის არ შველის ამ საკითხში "ზალოვანები" - არა!ყველა ძალოვანი ქმედება იწვევს უკუქმედებასთან ძალიან ცუდი თვისება აქ - გროვდება და ერთიანად იფეთქებს სი ისე როგორც იფეთქა სსრკ-ში, რუმინეთში, მაღრიბის ქვეყნებში სულ ეხლახანს კი ძალიან დიდი წინააღმდეგობა გაუწია მუბარაქმა - შერჩა რამე?იმ ჯალათსაც ამოუვა ყელშიადამიანი არაა შექმნილი იმისთვის რომ ტავისნაირი გაანადგუროსდარწმუნებული ვარ იმ დამრბევებს არ სიამოვნებთ იმის გაკეტება რასაც აკეთებინებენ ( პათოლოგიებს არ ეხება ეს) ესე თუ გავაგრძელებთ ბოლოსა და ბოლოს იმ ყბადარებულ 'დასავლეთსაც' ამოუვა ყელში ამის ატანა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
FRIDRIX Posted October 2, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted October 2, 2011 ვერ გაგიგია რა ვთქვი ყველას აქ - ყველას! არავინ არ ითხოვს ხელისუფლებისგან რამის დაკმაყოფილებას, ადამიანი თვითონ ცდილობს დაიკმაყოფილოს ესენი, მაგრამ როდესაც ამის საშუალებს არ აძლევენ მაშინ სწორედაც ჩნდება წინააღმდეგობა!გავიგე მაგრამ სად არის ესე ნანატრი წინააღმდეგობა? არსად! არ შველის ამ საკითხში "ზალოვანები" - არა! ყველა ძალოვანი ქმედება იწვევს უკუქმედებასჩვენთან ჯერ შველის მერე სანამ პეტრე მოვიდა პავლეს ტყავი გააძრესო მერე კიდევაც წავა მიშკა დარწმუნებული ვარ იმ დამრბევებს არ სიამოვნებთ იმის გაკეტება რასაც აკეთებინებენგეთანხმები ესე თუ გავაგრძელებთ ბოლოსა და ბოლოს იმ ყბადარებულ 'დასავლეთსაც' ამოუვა ყელში ამის ატანამერე კიდევაც წავა მიშკა და დატოვებს გატყავებულ პავლეს ხალხს რა ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.