Jump to content
Planeta.Ge

მოძღვართა „ფეისბუქ-შეჩვენება“ და „დოკუმენტური წყევლა“


Recommended Posts

http://b.pix.ge/f/tctri.jpg

http://b.pix.ge/n/8434l.jpg

 

 

 

 

 

 

 

სათაურის ნაცვლად, ლამისაა, ენის გასატეხი გამოვიდა, მაგრამ რამდენიმე დღეა, საქართველოს მოსახლეობა მხოლოდ სამ კატეგორიადაა დაყოფილი: შემჩვენებლებად, შეჩვენებულებად და შესაჩვენებლად შერჩეულებად. ჭიქაში ქრისტეს სახელით ატეხილი ქარიშხალი თანდათან მძვინვარდება: გუშინ ამ ქარიშხალში „მარშრუტკებისა“ და ტაქსების მძღოლები მოჰყვნენ, რომლებმაც გადაკეტილ ქუჩაზე გავლა სცადეს: „ძმაო, შენ ქრისტიანი არ ხარ? დავაი, უკან დაწიე, დროზე!“ - ამ ფრაზის შემდეგ მძღოლმა ერთი-ორი ალიყურიც მიიღო, იქ მყოფთაგან კი არავის გასჩენია პროტესტი ასეთი, ძველბიჭური (აბა, ჩასვით „ქრისტიანის“ ნაცვლად „კაი ბიჭი“: საუბრის მანერა - იგივე, ტონი - იგივე, სიტყვები - თითქმის იგივე...) ფრაზეოლოგიისა და ქმედების გამო.

 

სამაგიეროდ, როცა გალახული მძღოლი უკან გააბრუნეს, იქვე, ხიდზევე დაიჩოქეს და ილოცეს ავი ძალებისგან საქართველოს დასაცავად - ის ჯანმრთელი ჯეელიც ლოცულობდა, ვინც მძღოლს რამდენჯერმე დაარტყა და ისეთი სათნო სახე ჰქონდა, იფიქრებდი, ახლა წამოდგება და ასფალტს დახედავს, ჭიანჭველას ხომ არ დავაბჯინე მუხლიო...

 

საქართველოს მოსახლეობის დაყოფისას, ჩამონათვალში, მრევლი შეგნებულად არ ვახსენე - ჩვენი სამშობლო, ალბათ, ერთადერთია, სადაც მრევლი და შემჩვენებლები ერთმანეთშია აღრეული. მრევლი მლოცველი, მაზიარებელი ადამიანების ერთობას ნიშნავს და ბევრად უფრო ლოიალური უნდა იყოს, ვიდრე ის, ვინც დღეს უწოდებს მრევლს თავის თავს.

 

რასაკვირველია, როგორც ყველგან, გამონაკლისი აქაც არსებობს, მაგრამ ეს გამონაკლისი პასიურია და ამინდს ვერ ქმნის. ვერცერთი ვერ ვიტყვით, რომ იმ მარაზმს, რაც დღეს საქართველოს დედაქალაქში ხდება, მრევლის ყველა წევრი ან ყველა სასულიერო პირი უჭერს მხარს. მაგრამ საქმეც ის გახლავთ, რომ ვინც მხარს არ უჭერს, ძირითადად, სახლებში ზის და ეს კი დიდი ვერაფერი შეღავათია ვერც იმ მძღოლისთვის, რომელსაც მეტეხის ხიდზე ურტყეს და ვერც იმ სამი სომეხი ეროვნების ახალგაზრდისთვის, რომლებიც წუხელ ქეთევან წამებულის გამზირზე გალახეს.

 

როცა საპროტესტო გამოსვლების ერთიანი „მმართველობა“ არ არსებობს, მაშინ დემონსტრანტები საკუთარ თავს ინტერპრეტაციის საშუალებას აძლევენ და ეს ნათლად დადასტურდა დღეს: წირვის შემდეგ თბილისის ეკლესიებიდან მრევლი სამებისკენ დაიძრა და გზადაგზა იყო მოქმედებები მოძღვართა კურთხევით: მოძღვართა კურთხევით ლოცვა შუა გზაზე, დაჩოქილ მდგომარეობაში, შენობებთან შეჩერება და ლოცვები იქედან ავი სულების განდევნისთვის, ჩიტაძის ქუჩაზე - მოძღვართა კურთხევით ჩატარებული მთელი რიტუალი შსს-ს გენინსპექციასთან და ბოლოს შენობისთვის პირჯვარის გარდასახვა, მოძღვართა მიერ კურთხეული სიმბოლური რკალი პარლამენტათან და ლოცვა „პარლამენტის წევრთა გონების განსანათლებლად და მოსაქცევად...“ მოკლედ, უამრავი კურთხევა და ამ კურთხევის შედეგად ქრისტეს სახელით შესრულებული მოქმედება...

 

ხვალ კი წმინდა სინოდი შეიკრიბება. ჯერ არ ვიცით, ეს სინოდის გეგმიური შეკრებაა თუ საგანგებო და რიგგარეშე. მაგრამ სრულიად საქართველოს მრევლს უხარია, რადგან ჰგონია, რომ ხვალ წმინდა სინოდი საქართველოს პარლამენტსი იმ 70 წევრს შეაჩვენებს, რომლებმაც რელიგიური გაერთიანებების შესახებ კანონს ხმა მისცეს. პარლამენტარებს კი ვერ გაუგიათ, რომელ კატეგორიაში დაიგულონ თავები: შეჩვენებულებში თუ შესაჩვენებლად შერჩეულებში. ვინ იცის, იქნებ მრევლის წევრთაგან ზოგს ისიც ჰგონია, რომ იმ დეპუტატებს, ვინც კანონს ხმა არ მისცა, წმინდანებად შერაცხავენ...

 

ზოგიერთმა სასულიერო პირმა სინოდის გადაწყვეტილებამდე ვერ მოითმინა და „ურჩ“ დეპუტატებს, რომლებმაც პატრიარქის თხოვნა არ გაითვალისწინეს, განაჩენი უკვე გამოუტანა. ეს განაჩენი ერთ შემთხვევაში, არც მეტი, არც ნაკლები, „ფეისბუქით“ გამოცხადდა. ესეც ცივილიზაციის შედეგია: მას შემდეგ, რაც ბევრმა ეპისკოპოსმა და სასულიერო პირმა ხელისუფლებისგან „ჯიპები“ ზედმეტი შეკითხვების გარეშე მიითვალა, ინტერნეტის სიკეთეებიც თავიანთი მოძღვრების კურთხევით აითვისა და ახლა „ფეისბუქიდან“ უგზავნის შეჩვენებას მათ, ვინც კანონის მიღებას მხარი დაუჭირა.

 

სტატიას დართული სკრინიც სწორედ ამაზე მეტყველებს და არც ფოტოშოპითაა დამუშავებული, არც ტექნიკის სხვა მიღწევებით: პირდაპირი, ნატურალური და, მინიმუმ, დამაფიქრებელი რეალობაა, რომელიც ერთ-ერთი სასულიერო პირის, ბართლომე ფირცხალაშვილის პროფილიდან გვიმზერს.

 

„ფეისბუქური“ შეჩვენება თუ არასერიოზულად მოგეჩვენებათ, შეგიძლიათ, „ნეტგაზეთის“ მიერ გავრცელებულ ამ ინფორმაციას გადაავლოთ თვალი:

 

„რელიგიურ გაერთიანებებთან დაკავშირებით სამოქალაქო კოდექსში შეტანილი ცვლილებების არ გაუქმების შემთხვევაში ქართული სამღვდელოება ამბიონიდან იმ 70 დეპუტატს დაწყევლის, რომლებმაც ხმა მისცეს აღნიშნული კანონის მიღებას. ეს განცხადება დღეს სამების ლავრის მღვდელმსახურმა, მღვდელმონაზონმა მამა კონსტანტინემ გააკეთა.

 

მისი თქმით, პარლამენტის დეპუტატების დაწყევლა იქნება პასუხი იმ ქმედებისა, რასაც ხელისუფლება ახორციელებს მართლმადიდებლური სარწმუნოების წინააღმდეგ.

 

„მიღებული კანონი არის ღალატი. ისინი ამას ეძახიან დემოკრატიას, თუმცა მას ჰქვია დემონკრატია. თუ ისინი არ გააუქმებენ მიღებულ კანონს, ქართული სამღვდელოება დასწყევლის მათ და ამ 70 დეპუტატის შთამომავლები წაიკითხავენ მათი წინაპრების წყევლის ტექსტს და ეს იქნება სამღვდელოების პასუხი ხელისუფლების არაქრისტიანული ქმედების მიმართ“, - განაცხადა მამა კონსტანტინემ და დასძინა, რომ საქართველოში ჯერ არ გაუხარია ისეთ ადამიანს, რომელმაც ზურგი შეაქცია ქართულ ეკლესიას. მან ამის მაგალითად ნოე ჟორდანია მოიყვანა, რომელიც, მისი აზრით, სწორედ ქართული ეკლესიის უარყოფის გამო არ არის დაკრძალული საქართველოში.“

 

როგორც ამ მაგალითზე ვხედავთ, შემჩვენებლები არამარტო შეჩვენებით ემუქრებიან მათ, ვინც სახელმწიფოსთვის ესოდენ მნიშვნელოვან, საკანონმდებლო პროცესში მონაწილეობს, არამედ საქართველოს ისტორიის ხელახლა დაწერასაც აპირებენ - ალბათ, მალე გაჩნდება ნოე ჟორდანიას ახალი ბიოგრაფია, სადაც აღწერილი იქნება, როგორ ებრძოდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელი ეკლესიას...

 

სულ მალე, ალბათ, დღის წესრიგში, საპატრიარქოს ტელევიზიის გარდა ყველა სხვა ტელევიზიის გათიშვის საკითხიც დადგება - ხომ ისედაც არსებობს „დასახური“ გადაცემების ვრცელი სია. საპატრიარქოს ტელევიზიით კი ქართული ფილმები გავა, რომელთა უმრავლესობა მაინც გაივლის ცენზურას.

 

ასე მაგალითად, ცნობილი ჟურნალისტი, თენგიზ გოგოტიშვილი იხსენებდა, რომ საპატრიარქოს ტელევიზიით, ერთ დღეს, ქართული მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი „ქვევრი“ გადიოდა და ფილმმა ჩაითრია.

 

თუმცა, მოგვიანებით, აღმოაჩინა, რომ ერთ-ერთი ეპიზოდი, რომელიც ფილმში, შესაძლოა, ყველაზე სახალისოც კი არის, ცენზურას ვერ გადაურჩა. ასე მაგალითად, ფილმიდან ამოჭრილი იყო ცნობილი ფრაზა: „ქვევრის გატეხვა თქვენ არ გინდათ, მე კიდე, ქრისტე არა ვარ, სასწაული მოვახდინო, სამჭკუაშვილი ვარ!...“

 

ჰოდა, როგორც ჩანს, სამჭკუაშვილებმა საქართველოდან უნდა გაასწრონ, სანამ შეაჩვენებენ...

 

როგორ დაწყევლა მამა ბართლომე ფირცხალაშვილმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე საქართველოს პარლამენტის ის დეპუტატები, რომლებმაც მხარი დაუჭირეს კანონს „რელიგიური ორგანიზაციების შესახებ“:

 

„ქართული სამართლის ძეგლებს დავესესხები და შევაჩვენებ მათ. ყველა დეპუტატს ვწყევლი, რომელმაც ხმა მისცა ამ კანონს:

 

თავი მათ მხრებზე წყეულ იყოს, მხრები მკერდზე, მკერდი წელზე, წელი ბარძაყთა ზედა წყეულ იყოს, ბარძაყი მუხლზე, მუხლი წვივზე, წვივი კოჭთა ზედა, კოჭი ტერფთა ზედა იყოს წყეული, მის ტერფქვეშ მიწა იყოს წყეული, მიწამ პირი უყოს და ჯოჯოხეთმა შთანთქას სული და ხორცი მათი, სახლეულითურთ მათით. ამინ.“

 

უფრო ვრცლად

 

იგივე თემაზე

 

როგორ დაწყევლა მათთვის გაგზავნილ წერილში საჯარო რეესტრის თანამშრომლები, მიწის გადაფორმებასთან დაკავშირებული უკმაყოფილების გამო თბილისის მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ეკლესიის წინამძღვარმა, მამა მიქაელ ასათიანმა:

 

„...ბატონო ელდერ თუ ვერ გაიგებთ და ისევ დაიწყებთ იგივეს განმეორებას, წყეული საჯარო რეესტრის თანამშრომლების გამართლებას, შენც ისე გაგაშავოს ღმერთმა, როგორც ეს ასოებია შავი. ამინ!

 

ბატონო ელდერ, კარგად გამიგე. მე სხვა არაფერი შემიძლია, გარდა წყევლისა და დალოცვისა. დასაწყევლი წყევლას ექვემდებარება, ხოლო, დასალოცი დაილოცება. ამიტომ თქვენც წყეულიმც იყავთ დედაბუდიანად იმ ოთხეულთან ერთად. ის ფული, რომელიც თქვენ დამინაგარიშეთ თქვენს ახსნა-განმარტებით ბარათში, თქვენი კუბოს საფასურად მომეტანოს თქვენს სახლში. ამინ!!!“ („ტრიბუნა.ჯი“)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ცნობილი ჟურნალისტი, თენგიზ გოგოტიშვილი

ეგ რომელია, ნატოზე რომ ათავებს? :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეგ რომელია, ნატოზე რომ ათავებს?

 

რატო დაგაინტერესა მაინცდამაინც ამ დეტალმა ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თეიმურაზ 2011-10-01 17:10:41

თანამედროვე ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის არცერთ მოძღვარს არასდროს მოსვლია აზრად, დაეწყევლა საქართველოს გარეშე მტრები და, პირველ რიგში, რუსეთი, რომელიც ბოლო 20 წელია აშკარა აგრესიულ პოლიტიკას ატარებს საქართველოს მიმართ და ქართველების სისხლს ღვრის. სამაგიეროდ, ერთი მიწის ნაკვეთის გულისთვის წყევლის ქართველებს, მეორე კი - კანონისთვის, რომელიც ალბათ არც კი წაუკითხავს.

 

პატრონებს არ წყევლიან

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თეიმურაზ 2011-10-01 17:10:41

თანამედროვე ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის არცერთ მოძღვარს არასდროს მოსვლია აზრად, დაეწყევლა საქართველოს გარეშე მტრები და, პირველ რიგში, რუსეთი, რომელიც ბოლო 20 წელია აშკარა აგრესიულ პოლიტიკას ატარებს საქართველოს მიმართ და ქართველების სისხლს ღვრის. სამაგიეროდ, ერთი მიწის ნაკვეთის გულისთვის წყევლის ქართველებს, მეორე კი - კანონისთვის, რომელიც ალბათ არც კი წაუკითხავს.

 

პატრონებს არ წყევლიან

არ არსებობს მართლმადიდებლური წყევლა, ეს აკრძალული კი არა, უბრალოდ წარმოუდგენელია :user:

ერთადრეთი როდესაც წმინდა მამები თავის თავს უფლებას აძლევდნენ რომ რაღაც მაგდგავარი ეთქვათ ეს იყო ეკლესიაში მწავლებლურ სწავლებასთან დაკავშირებით, ანუ ეს ხდებოდა ეკლესიის წიაღში მყოფი ადამიანების მიმართ ვინც უარყოფდა რწმენის სიმბოლოს,

და სიტყვები შემოიფარგლებოდა წყულმც იყავ-ესეც რისხვის დროს, მაგრამ დაკონკრეტება ეს მოგივიდეს ის მოგივიდეს არა, ეს გამონათქვამიც იშვიათად გამოიყენებოდა, თითზე ჩამოსათვლელი შემთხვებია ისიც აუცილებლობიდან გამომდინარე,

ანუ, უფრო დავაკონკრეტებ სასულიერო პირი კი არ წყევლიდა, არამედ უებნებოდა რომ მისი ასეთი პოზიცია მას ღვთის წყალობის გარეშე დატოვებდა,

ღმერთისგან დაშორებული ადამიანი კი წყეულია-ანუ უბედური, საცოდავი :user:

შეიძლება ადამიანი ოყოს ათეისტი და ღვთის წყალობას არ იყოს მოკლებული,

ადამიანი საკუთარ თავს იწყევლის მაშინ როდესაც შეგენებულად მიდის ღვთის ნების წინააღმდეგ

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რატო დაგაინტერესა მაინცდამაინც ამ დეტალმა ?

რავი დანარჩენი არ მაინტერესებს, არც შემჩვენებლები, არც შეჩვენებულები :) თუ ვინმეს უნდა, შემაჩვენოს რამდენიც გაეხარდება, მკიდია :) ხოდა, რაც დამაინტერესა, ის ვიკითხე რა :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რაც დამაინტერესა, ის ვიკითხე რა

ხო ეგ არის ნატოზე რო ათავებს:D

 

არ არსებობს მართლმადიდებლური წყევლა, ეს აკრძალული კი არა, უბრალოდ წარმოუდგენელია

ხოდა ეს მამაოები თავს ჭრიან ჩვენს ეკლესიას და დასაცინები ვხდებით რატომ არ სჯის ამ ქმედებების გამო პატრიარქი ამ მამაოებს

 

შეიძლება ადამიანი ოყოს ათეისტი და ღვთის წყალობას არ იყოს მოკლებული,

როგორც მე :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არქიმანდრიდ რაფაელ კარელინი წყევლაზე

 

Проклятие, произнесенное даже на своего кровного врага и обидчика, остается несправедливостью и жестокостью, так как его пагубное и разрушительное действие превосходит то зло, которое один человек может нанести другому. Поэтому святой апостол Павел не только заповедует христианам, но и умоляет их: благословляйте, а не проклинайте (Рим. 12, 14). Самое страшное из проклятий – это проклятие духовного отца, а затем – родителей. Священник, который проклинает своих обидчиков и врагов, превращается в убийцу, который держит в одной руке крест, а в другой топор. Родители, проклинающие своих детей часто по пустякам, а иногда по привычке – это змеи, кусающие ребенка ядовитыми зубами. Проклятие – это молитва диаволу о том, чтобы он отомстил за нас человеку, был преткновением на путях его, стал болезнью в теле его, взял как добычу сердце его, чтобы Ангел-хранитель отошел от человека и Бог отвернулся от него.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბერი იოვ გუმეროვი

 

Господь наш Иисус Христос принес в этот мир благословение. Своей крестной смертью Он победил проклятие. «Итак нет ныне никакого осуждения тем, которые во Христе Иисусе живут не по плоти, но по духу» (Рим. 8: 1). Поэтому новозаветное Священное Писание запрещает проклинать: «Благословляйте гонителей ваших; благословляйте, а не проклинайте» (Рим. 12: 14). Проклинающий совершает тяжелый грех. «Кто благословляет своего врага, благословляет себя самого, и кто проклинает его, проклинает себя, и кто молится за врага, молится за себя, а не за него» (святитель Иоанн Златоуст).

 

Проклятие есть осознанное словесное действие. Оно опасно не для того, кого проклинают, а для самого проклинающего, ибо, согласно Священному Писанию, является тяжелым грехом. Озлобивший человека и доведший его до произнесения проклятия разделяет с ним вину: «Не злословь раба пред господином его, чтобы он не проклял тебя, и ты не остался виноватым» (Притч. 30: 10).

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბერი პაისი

 

 

Геронда, а правильно ли, когда обижают, говорить про обидчика: "Бог ему воздаст за его зло"?

 

— Тот, кто так говорит, делает себя посмешищем лукавого. Такой человек не понимает, что, говоря так, он "благородно" проклинает других. Некоторые говорят о себе, что они люди чуткие, имеют любовь и душевную тонкость и терпят несправедливости, которые делают им другие. Но вместе с тем они говорят о тех, кто их обижает: "Да воздаст им Бог за их зло". В этой жизни все люди сдают экзамены, чтобы перейти в иную, вечную жизнь — в рай. Помысл говорит мне, что такое "благородное проклятие" находится ниже духовного проходного балла и христианину оно непозволительно. Ведь Христос не учил нас любви такого рода. "Отче, отпусти́ им, не ве́дят бо что́ творя́т" [1] — вот какой любви учит Он. А кроме того, лучшее благословение из всех, это когда нас незаслуженно проклинают, и мы молча, с добротой это принимаем.

 

Если люди поверхностные или лукавые — те, кто имеют злобу и извращают истину, — оклевещут нас или поступят с нами несправедливо, постараемся, если можем, не искать себе оправдания в том случае, когда несправедливость касается лично нас. И слов: "Да воздаст им Бог" — говорить не будем, потому что это тоже проклятие. Хорошо, если мы от всего сердца простим наших обидчиков, попросим Бога укрепить нас понести тяжесть клеветы и будем, насколько возможно незаметно, продолжать духовную жизнь. И пусть те, чьим типиконом является суждение и осуждение других, поступают с нами несправедливо — ведь таким образом они без устали готовят нам золотые венцы для истинной жизни. Конечно, люди, живущие с Богом, никогда не проклинают других, потому что в них нет злобы, но лишь доброта. Зло, которым бросают в этих освященных людей другие, освящается — каким бы оно ни было. А сами живущие с Богом при этом переживают великую, невидимую другим радость

 

ანუ, ართაუ წყევლა არ შეიძლება მართლმადიდებლისთვის არამედ ის რომ თქვა რომ "ღმერთი მოგიზღვავს სამაგიეროს" ესეც წყევლის ერთ-ერთი ნაირსახეობაა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...