Jump to content
Planeta.Ge

რა დროს სეპარატისტებია როცა უცხოპლანეტელები გვიტევენ :D


Recommended Posts

უცხოპლანეტელთა არსებობისა და მათი დედამიწაზე შემოჭრის თემას გაერო და ვატიკანი აგრძელებს. გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში, უცხოპლანეტელების საკითხთან დაკავშირებით, ოფიციალური წარმომადგენლობა შეიქმნა, რომელსაც მალაიზიელი ასტროფიზიკოსი მაზლან ოტმანი ჩაუდგა სათავეში. უცხოპლანეტელებთან დაკავშირებულ, კონკრეტულად რა საკითხებს იკვლევს ეს წარმომადგენლობა, ჯერჯერობით, დაუდგენელია.

 

„კოსმოსის სიღრმეში, თითქმის ყოველ წელს ხდება ახალი პლანეტების აღმოჩენა, თანაც სიცოცხლისათვის აუცილებელი პირობებით. ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ ამ პლანეტებიდან, ერთ დღესაც, კაცობრიობა სიგნალებს მიიღებს. როდესაც ეს მოხდება, ჩვენ საკითხის ყველა მხარის გათვალისწინებით, კოორდინირებულ პასუხს გავცემთ მათ“, განაცხადა მაზლან ოტმანმა.

 

ოფიციალურ პრესრელიზში განმარტებულია, რომ უცხოპლანეტელების საკითხზე მომუშავე ჯგუფი, პლანეტა გლიზე 581–ის აღმოჩენის შემდეგ შეიქმნა. ვარაუდობენ, რომ აღნიშნულ პლანეტაზე სიცოცხლეა. გლიზე 581–მდე, დედამიწას სინათლის ოცი წელიწადი აშორებს.

 

მისი მონაცემები ძალიან წააგავს დედამიწისას. გლიზე 581–ის დიამეტრი, დედამიწისაზე, მხოლოდ 1,2–ჯერ დიდია. ისიც თავისი ვარსკვლავისგან სწორედ იმ მანძილით არის დაშორებული, რა მანძილიც დედამიწას და მზეს აშორებთ. გლიზე 581–ზე არის სხვადასხვა პოლუსები, ერთ პოლუსზე თუ ძალიან დაბალი ტემპერატურაა, ეკვადორზე 20 გრადუსი სითბოა. პლანეტა პირველად კალიფორნიის უნივერსიტეტის ასტრონომიის პროფესორმა სტივებ ვოგტმა აღმოაჩინა, რომელიც ირწმუნება, რომ ამ პლანეტაზე სიცოცხლეა.

 

ამ ამბის გახმაურებიდან მეორე დღეს, ბრიტანულ პრესაში, გამოქვეყნდა ინტერვიუ დასავლეთ სიდნეის უნივერსიტეტის ასტრონომ რაგბირ ბატალთან. ეს პიროვნება საერთაშორისო ორგანიზაცია SETI–ში მუშაობს. ეს ის ორგანიზაციაა, რომელზეც უცხოპლანეტელებთან დაკავშირებულ წინა სტატიაში ვწერდით და რომელიც სხვა პლანეტებზე სიცოცხლისა და ცივილიზაციების არსებობას იკვლევს.

 

ბატალის განცხადებით,მან ჯერ კიდევ 2007 წელს დააფიქსირა უცნაური მანათობელი სიგნალი გლიზე–581–ის სისტემიდან. „სიგნალი ძალიან მკვეთრი იყო და ლაზერის შუქს წააგავდა. ჩვენ სწორედ ასეთ სიგნალებს ვეძებთ, რამდენადაც სრულიად შესაძლებელია, რომ კოსმოსური ცივილიზაციები ერთმანეთთან ამგვარად ახორციელებდნენ კავშირს“ – განაცხადა ბატალმა. მსგავსი ნათება, მას შემდეგ აღარ შეუნიშნავთ.

 

ასტრონომთა ერთი ჯგუფი მიიჩნევს, რომ გაეროს მიერ სპეციალური ჯგუფის შექმნა, მხოლოდ ამ ერთ პლანეტას არ უკავშირდება და მთავარი ფაქტორი, რამაც გაერთიანებული ერების საერთაშორისო ორგანიზაციას ამგვარი ნაბიჯი გადაადგმევინა, ზემოთ აღნიშნული ორგანიზაცია SETI–ის მიერ აღმოჩენილი სამი გიგანტური ხომალდია, რომლებიც დედამიწის მიმართულებით, ასტეროიდებისა და კომეტებისაგან განსხვავებით, ანომალიურად დიდი სიჩქარით მოფრინავენ.

 

როგორც SETI–ის მეცნიერები ირწმუნებიან, ეს ხომალდები ამჟამად პლუტონის ორბიტაზე არიან. „მათ შესახებ, NASA–სთვის უკვე ორ წელიწადზე მეტია ცნობილია და ისინი მართლა არსებობენ. თუმცა, NASA–ს არ უნდა ამ ინფორმაციის გასაჯაროება, მაგრამ გაეროსა და სხვადასხვა ხელისუფლებებისათვის ცნობილია, რომ ეს უცხოპლანეტელთა ვარსკვლავთმფრენებია და ისინი დედამიწისაკენ მოემართებიან“ – აცხადებენ SETI–ის მკვლევარები.

 

ამოუცნობ მფრინავ ობიექტებთან დაკავშირებული სკანდალი იმდენად ხმაურიანი აღმოჩნდა, რომ მას არა მხოლოდ გაერო, არამედ ვატიკანიც გამოეხმაურა. „თუ დედამიწის გარდა, მართლაც ცხოვრობენ არამიწიერი არსებები, მაშინ ჩვენ ისინი ისე უნდა მივიღოთ, როგორც ჩვენი ძმები და ღმერთის ქმნილებები. უცხოპლანეტელთა არსებობა, არ ეწინააღმდეგება წმინდა წერილს, იესო ქრისტე ხომ არა მხოლოდ დედამიწის, არამედ სრულიად სამყაროს მხსნელია“– განაცხადა ვატიკანის ასტრონომიული ობსერვატორიის დირექტორმა ხოსე გაბრიელ ფუნესმა. საფიქრებელია, რომ უცხოპლანატელთა არსებობის შესახებ, კათოლიკური ეკლესიის პოზიციის ცვლილება, ვატიკანის ობსერვატორიიდან დამადასტურებელი ცნობების მიღებამ გამოიწვია.

 

http://presa.ge/new/index.php?m=society&AID=9424

 

ეგენი თუ შემოგვესივნენ მართლა.. სოხუმიც უკან დაგვჩება ნატოც მიშაც და ნინოც თავისი თავგასა ბადრით :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ზღაპრების განზოფილება გვჭირდება ფორუმზე. იმჰო
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

უცხო_პლანეტელი

როგორ ხარ? :) რაღაც აღარ ჩანდი ამ ბოლო დროს.

 

 

რაც შეეხება უცხო პლანეტელებს, შემოჭრის რა მოგახსენოთ და გალაქტიკის ცენტრისაკენ, რომელიც უფრო ადრე ჩამოყალიბდა ვიდრე მისი განაპირა რაიონი (სადაც ჩვენ ვცხოვრობთ), ცივილიზაციის არსებობა საკმაოდ რეალურია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რაც შეეხება უცხო პლანეტელებს, შემოჭრის რა მოგახსენოთ და გალაქტიკის ცენტრისაკენ, რომელიც უფრო ადრე ჩამოყალიბდა ვიდრე მისი განაპირა რაიონი (სადაც ჩვენ ვცხოვრობთ), ცივილიზაციის არსებობა საკმაოდ რეალურია.

ყოველთვის მაინტერესებდა რა არის გალაქტიკის ცენტრში რო ანათებს?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რა არის გალაქტიკის ცენტრში რო ანათებს?

ლაქასავით რომ ჩანს ღამით მოწმენდილ ცაზე?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ლაქასავით რომ ჩანს ღამით მოწმენდილ ცაზე?

არა აი თვითონ გალაქტიკის შუაში როა ნათება ეგ რა არი?

http://www.galaxyphoto.com/high_res/hst_galaxy.JPG

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გალაქტიკის შუაში როა ნათება ეგ რა არი?

გალაქტიკის ცენტრში ვარსკვლავები ერთმანეთისაგან ახლოსაა განლაგებული და შორიდან თითოეული ვარსკვლავის გარჩევა შეუძლებელია. აღიქმება როგორც ერთიანი ნათება.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გალაქტიკის ცენტრში ვარსკვლავები ერთმანეთისაგან ახლოსაა განლაგებული და შორიდან თითოეული ვარსკვლავის გარჩევა შეუძლებელია. აღიქმება როგორც ერთიანი ნათება.

ეგ "იმის" საძინებელია. ღამით კითხვა უყვარს და გიგანტურ ტორშერს ანთებს ხოლმე.

 

ისე, სუფთა ცაზე, როდესაც ბევრი ვარსკვლავი ჩანს, ყოველგვარი "ბინოკლის" გარეშე შეუიარაღებელი თვალით შეგიძლიათ დაინახოთ ნისლეულები. აი ღრუბლები რომ გგონიათ მოწმენდილ ცაზე და Mტელ სიგრძეზე რომ კვეთს ქოსმოსს ეგაა :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სუფთა ცაზე, როდესაც ბევრი ვარსკვლავი ჩანს, ყოველგვარი "ბინოკლის" გარეშე შეუიარაღებელი თვალით შეგიძლიათ დაინახოთ ნისლეულები. აი ღრუბლები რომ გგონიათ მოწმენდილ ცაზე და Mტელ სიგრძეზე რომ კვეთს ქოსმოსს ეგაა

სოფელში სადაც ჰაერში მტვერი არაა, საკმაოდ გარკვევით ჩანს ხოლმე მოწმენდილ ცაზე :yes:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 3 weeks later...

როგორ ხარ? :) რაღაც აღარ ჩანდი ამ ბოლო დროს.

რავი არამიშავს, შენ?

ვშრომობ, ვსწავლობ და ცოტაც პირადი ცხოვრება, შესაბამისად არათ ფორმუსთვის არამედ საერთოდ ვირტაული სამყაროსთვის დრო(და ინტერესიც)არ მაქვს.

 

რაც შეეხება უცხო პლანეტელებს, შემოჭრის რა მოგახსენოთ და გალაქტიკის ცენტრისაკენ, რომელიც უფრო ადრე ჩამოყალიბდა ვიდრე მისი განაპირა რაიონი (სადაც ჩვენ ვცხოვრობთ), ცივილიზაციის არსებობა საკმაოდ რეალურია.

არსებობას ვერავინ გამორიცხავს, აი თუ შემოიჭრნენ, მაშინ მძიმედ იქნება ჩვენი საქმე. ზოგადად ძალიან საინტერესო თემაა, მაგრამ ასევე მალე აფუჭებენ თემას უაზრო სპეკულიაცებით

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...