Jump to content
Planeta.Ge

ცხინვალში თედეევის სახლს უტევენ


Recommended Posts

 

 

ოპოზიციის ლიდერი აცხადებს რომ თუ სისხლი დაიღვრება პასუხისმგებლობა დაეკისრება რუსეთის ხელისუფლებას იმიტომ რომ რუსეთის მოქალაქეები ვართო

 

ასევე ცეესკო იყენებს მკვდარ სულებს და ყალბ ჩაწერებს ერთ მისამართზე 4 პირი ყავთ ჩაწერილი

 

მოგსტყვნიათ დე...ი ეხლა უნდა დავიწყოტ ახალი საარტილერიო დაბომბვა ცხინვალის ან არჩევნების დრეს უF რას გაასწორებდა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 72
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

ცხინვალში ვითარება დაიძაბა

მოახლოებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების წინ ცხინვალში სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბა. კოკოითის მოწინააღმდეგე და რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ჯამბოლათ თედეევი საკუთარ სახლში იმყოფება და მას მომხრეები იცავენ. ამავე დროს მარიონტული რეჟიმის ლიდერი ედუარდ კოკოითი იმუქრება, რომ თედეევსა და მის მომხრეების ე.წ. ცეესკოში შევარდნას არ აპატიებს.

რუსული და ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ცხინვალის ქუჩებში შეიარაღებული დაჯგუფებები მოძრაობენ. ოფიციალურმა თბილისმა ოკუპირებულ რეგიონში სიტუაციის არევაზე პასუხისმგებლობა საოკუპაციო რეჟიმს დააკისრა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ოპოზიციის ლიდერი აცხადებს რომ თუ სისხლი დაიღვრება პასუხისმგებლობა დაეკისრება რუსეთის ხელისუფლებას იმიტომ რომ რუსეთის მოქალაქეები ვართო

აბა დამოუკიდებელი სახელმწიფო ვართო

ტყუილად გაირჯა ნაურუ ვანუატუ და მთელი ცივილიზებული სამყარო

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აბა დამოუკიდებელი სახელმწიფო ვართო

ჩვენზე უფრო მეტად დამოუკიდებელი თუ არ იყოს, მე ვიყო კარდუ :) ის მხოლოდ რუსეთზეა დამოკიდებული, ჩვენ კი - წამპალ ამერიკაზე, რუსეთზე, სომხეთზე, თურქეთზე, და რავი, ვისაც არ ეზარება, ყველაზე

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჩვენზე უფრო მეტად დამოუკიდებელი თუ არ იყოს,

ჩვენ ხვალესვე დავიქნევთ ყველას რო რაიმე

ხოდა იუჟნაიადან რუსების გასვლამდე არ გვეტკინა არაფერი :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

FRIDRIX

ეხლა ვნახე, წინა გვერდზე რეპუტაციაში +1 დაწერა შენი მხრიდან რას ნიშნავდა?

შენც თვლი რომ შეურაწყოფა მივაყენე ვინმეეს?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შენც თვლი რომ შეურაწყოფა მივაყენე ვინმეეს?

ეგ კომენტარი გიორგის 68 გასაგონათაც გაკეთდა მე ამის გამო დავუწერე სიკნადმოს პლიუსი შენს მიმართ არანაირი პრეტენზია არ მაქვს

 

ჯამბულატ თედეევს ცხინვალში დააპატიმრებენ?

 

პოლიტიკური ბრძოლა „სამხრეთ ოსეთში“, პარასკევს ნამდვილ ამბოხებად მას შემდეგ იქცა, რაც ჯამბულატ თედეევის მომხრეებმა, ძალის გამოყენებით ცესკოში შეჭრა მოინდომეს. ეს სწორედ მაშინ მოხდა, როცა ამ უკანასკნელის კანდიდატურის რეგისტრაციის საკითხი განიხილებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, როცა ცესკოს შენობასთან სპორტსმენის მომხრეებმა შეკრება დაიწყეს, ამას ხელისუფლების აფორიაქება არ გამოუწვევია: ასეთი აქციები ადრეც ტარდებოდა. თუმცა, ამჯერად ყველაფერი უფრო რთულად წარიმართა.

 

დღისით, როცა ბატონი თედეევი და მისი მომხრეები ცესკოს შენობასთან იდგნენ, მათთან ახლოს, დაცვის თანხლებით, გენერალურმა პროკურორმა, თეიმურაზ ჰუგაევმა ჩაიარა. შემდგომში, როგორც თავად ბატონი თედეევი ირწმუნებოდა, გენპროკურორმა ოპონენტს დემოსტრაციულად ჰკრა ხელი და ცესკოს შენობაში შევიდა. ოპოზიციონერებმა გადაწყვიტეს, რომ გენპროკურორი ცესკოზე ზემოქმედების მოსახდენად შევიდა შენობაში. ამ ფაქტის შემდეგ, თედეევმა და მისმა მომხრეებმა გადაწყვიტეს შენობაში შეჭრა. თუმცა, დაცვა მათ შესვლის უფლებას არ აძლევდა. მიუხედავად ამისა, თედეევის მომხრეები, რამდენიმე წუთის შემდეგ, შენობაში აღმოჩნდნენ, რადგან ვიღაცამ მინა ჩაამსხვრია.

 

შენობაში მყოფმა სახელმწიფო ჩინოვნიკმა აღნიშნა, რომ წინააღმდეგობის აქციის დაწყებისთანავე, შენობაში, შავ ფორმაში გამოწყობილი, ნიღბიანი ადამიანები გამოჩნდნენ, ისინი ომონელები იყვნენ და ჰაერში ცეცხლი გახსნეს. დაცვამ თედეევის მომხრეების ქუჩაში გაყვანა მოახერხა.

 

ხელისუფლებამ ამ ინციდენტს ცესკოზე ზეწოლის მცდელობის სტატუსი მიანიჭა. არეულობაში მონაწილეობისთვის ხუთი ადამიანი დააკავეს, თუმცა, თავად თედეევს არ შეხებიან – პარასკევს, საღამოს იგი ცესკოს სხდომაზე მიიწვიეს, სადაც ფარული კენჭისყრის მოწმე გახდა. „კანონის თანახმად, დაუშვებელია ცესკოს ფარულ კენჭისყრას კანდიდატობის მსურველი ესწრებოდეს, მაგრამ ჩვენ დავუშვით ბატონ თედეევთან მიმართებაში გამონაკლისი და უფლება მივეცით თავად დასწრებოდა სხდომას, რათა შემდგომში ადგილი არ ჰქონოდა რაიმე გაურკვევლობას“ – განუცხადეს ჟურნალისტებს ცესკოში.

 

თედეევისთვის რეგისტრაციაზე უარის თქმის მიზეზი კი შემდეგი აღმოჩნდა: არჩევნებამდე რამდენიმე ხნით ადრე, დეპუტატებმა კანონში ცვლილებები შეიტანეს. გასული კვირის ბოლოს, გავრცელდა ინფორმაცია ცვლილებების შესახებ: საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატურის წამოყენება, „სამხრეთ ოსეთის“ იმ მოქალაქეს შეუძლია, რომელიც 35 წელზე მცირე ასაკის არ არის. კანდიდატი უნდა ფლობდეს სახელმწიფო ენას და არ უნდა გადიოდეს ქვეყნის საზღვრებს გარეთ წელიწადში სამ თვეზე დიდხანს.

 

იმისათვის რომ შეემოწმებინათ ბატონი თედეევის ქვეყნიდან გასვლის რაოდენობა, ცესკომ დოკუმენტების წარდგენა მოითხოვა. თუმცა, თედეევმა ცესკოს სხდომაზე განაცხადა, რომ დოკუმენტაციის წარმოდგენის გარეშე შეეძლო „სამხრეთ ოსეთის“ ტერიტორიის დატოვება და ამიტომაც, ოფიციალური მონაცემები არ არსებობს. ამის შემდეგ, თედეევმა წარმოადგინა საშვი, რომელიც რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, ოვჩაროვის მიერ იყო ხელმოწერილი და რომელიც თედეევს „სამხრეთ ოსეთსა“ და რუსეთის ფედერაციას შორის თავისუფალი მიმოსვლის უფლებას რთავდა. ამ ფაქტის შემდეგ, ცესკო რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებას დაუკავშირდა და მოვიდა პასუხი: „ოვჩაროვს არავითარი საშვი არ დაუშვია“. თედეევმა სრულიად დაბნეულად წარმოთქვა: „ჩვენი მართვა გარე ძალებს სურთ“.

 

შაბათს კი ჯამბულატ თედეევმა ჟურნალისტებს განუცხადა: „კანონი სპეციალურად, ჩემს გამო შეცვალეს“ და აღნიშნა, რომ სამხრეთ ოსეთის უმაღლეს სასამართლოში შეიტანდა სარჩელს. შაბათს ცხინვალში დადიოდა ხმები, რომ თედეევის საცხოვრებელი სახლი, ომონის მიერ იყო ბლოკირებული და დაკავებული იყო 40 ადამიანი. გენპროკურატურამ აღნიშნა, რომ დაკავებულებიდან ორს, 15 დღით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. ამასთანავე, განაცხადეს, რომ თედეევის სახლთან არავითარი ომონი არ არის განლაგებული და რომ იქ სპორტსმენის მომხრეები იმყოფებოდნენ.

 

გუშინ ღამით ცნობილი გახდა, რომ თედეევის სახლში, ხელისუფლების წარმომადგენლები მივიდნენ და შეატყობინეს, რომ მის წინააღმდეგ აღიძრა სს საქმე, არეულობაში მონაწილეობის მიღების გამო.

 

გუშინვე, ერთ–ერთ ოსურ ინტერნეტ–გვერდზე, ჯამბულატ თედეევის მიმართვა გავრცელდა. განცხადება კოკოითისკენ იყო მიმართული. თედეევი კოკოითის შუამავლის საშუალებით მოლაპარაკებებს სთავაზობდა. შუამავალი რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დეპუტატი, არსენ ფაძაევი უნდა ყოფილიყო. როგორც ცნობილი გახდა, ბატონი ფაძაევი დღეს ცხინვალში ჩავა. „სამხრეთ ოსეთის“ „პარლამენტში“ კი აღნიშნავენ: „როგორც იქნა, მოსკოვი აქ მიმდინარე ამბებში ჩაერია“.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეგ კომენტარი გიორგის 68 გასაგონათაც გაკეთდა მე ამის გამო დავუწერე სიკნადმოს პლიუსი შენს მიმართ არანაირი პრეტენზია არ მაქვს

ვა ეს რა მაგარი გიჩალიჩია..საღოლ შენ..:givi: :givi:

ისე ჩემ გასაგონად ნუ გაირჯებით..მანამდე დავწერე რომ აღარ ვაპირებ აქ წერას..ასე რომ დაისვენე და ლაღად გაგრძელე მარიაჟობა,ხელს არავინ შეგიშლის..მე ნუღარ მახსენებ..

akkai

შენც ოსტაპთან ერთად კარგების სიაში მოხვდი,რასაც გულით გილოცავ.. :givi: :givi:

 

პ.ს. კიდე ერთხელ ვწერ ყველას გასაგონად,რომ მე აღარ ვაპირებ ამ განყოფილებაში პოსტვას..ასე რომ თუ რამის თქმა გინდათ ჩემთვის არის ამისთვის PM..რავი თუ კაცობა გეყოთ და აქ(ზურგს უკან) აღარ მახსენებთ კარგი იქნება..თუ არა და ესეც მკიდია..სულ კარგად იყავით ყველა.. :) :)

Edited by გიორგი68
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თუ კაცობა გეყოთ და აქ(ზურგს უკან) აღარ მახსენებთ კარგი იქნება.

მკითხა რატომ დაუწერე პლიუსიო და ვუპასუხე ამისთვის პირადი მოწერა შენთან არ მჭირდება

 

მ მე აღარ ვაპირებ ამ განყოფილებაში პოსტვას

ხო დიადი ქართული ფეხბურთი აღორძინდა ალბათ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შენც ოსტაპთან ერთად კარგების სიაში მოხვდი,რასაც გულით გილოცავ.

კედლის გაზეთში ვარ სადმე?

პ.ს. კიდე ერთხელ ვწერ ყველას გასაგონად,რომ მე აღარ ვაპირებ ამ განყოფილებაში პოსტვას..

მდუმარე აქციას უერთდები თუ ჯაჭვის შემორტყმას აპირებ პლანეტაზე :givi:

 

 

პ.ს. სადა ხარ :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Гражданам России временно закроют въезд на территорию Южной Осетии

 

В Южной Осетии вводятся ограничения въезда в страну, вызваны они приближающимися президентскими выборами и будут временными. Ужесточение визового режима коснется и российских граждан. В свою очередь, Грузия отказывается признавать эти выборы законными.

 

Сообщается, что все ограничения будут введены в целях обеспечения стабильности и общественной безопасности в республике. По словам министра иностранных дел республики Мурата Джиоева, данные запреты не коснутся «граждан России, проходящих службу на четвертой военной базе в Южной Осетии, сотрудников погрануправления ФСБ России, членов их семей, граждан, занятых на восстановительных работах, а также граждан, направляющихся в Южную Осетию по различным семейным делам».

 

Джиоев также уточнил, что ограничения вводятся в рамках действующего в республике законодательства, а также российско-югоосетинского соглашения о взаимных безвизовых поездках. Посольство России уже введено в курс относительно временных ограничений.

 

Напомним, что выборы в Южной Осетии пройдут 13 ноября. В настоящее время на пост президента претендуют 25 человек.

 

МИД Грузии заявил, что Тбилиси обеспокоено в связи с ситуацией в республике, которая «обострилась из-за противостояний, связанных с президентскими выборами». По мнению представителей ведомства, это угрожает безопасности и стабильности в регионе. Заместитель главы МИД Грузии Давид Джалагания считает президентские выборы в Южной Осетии нелегитимными.

 

გამოდის მარტო ტურისტებს შეეხებათ :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეგრაა რა|:

 

პროვოკაცია ვინც მოაწყო, გაიპარა და ამ თემაში აღარ იხედება:

 

არადა მარტივად, თავისივე ნაწერის ახსნა ვთხოვე. მეტი არაფერი:

 

 

პასუხი არ გაუცია;

 

ალბათ არც აქვს გასაცემი და იმიტო:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...