FRIDRIX Posted October 1, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted October 1, 2011 უამრავმა ადამიანმა არც კი იცოდა, რა საფრთხე ელოდა ჩვენს სამშობლოს 2009 წლის გაზაფხულ-ზაფხულში თუკი მოვლენები ისე განვითარდებოდა, რორორც ერთ-ერთ პოლიტიკურ-მერკანტეკურ ჯგუფს ჰქონდა ჩაფიქრებული. უბრალო ადამიანები დადიოდნენ მიტინგზე, მზად იყვნენ სამშობლოსა და შვილების ბედნიერებისათვის დაეთმინათ სიცივე, შიმშილი, დაღლა, შერყეოდათ ჯანმრთელობა, სიცოცხლეზე უარსაც კი იტყოდნენ, ოღონდ ხელისუფლება შეეცვალათ უფრო უკეთესით, თუმცა წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ როგორი ავანტურა მზადდებოდა ერთ-ერთი ჯგუფის მიერ. რეკლამირებულმა ოპოზიციამ თვითონ დაიჯერა და მერე სხვებიც, მომხრეები თუ ნეიტრალურები, დააჯერა, რომ "სააკაშვილის დღეები დათვლილი" იყო, რომ "ობამა სააკაშვილს გადააყენებდა". რა თქმა უნდა, ჩვენ და სხვა რეალისტებს არავინ გვისმენდა, არავინ გვიჯერებდა. მთელ საქართველოს მოედო ეს "უტყუარი ამბავი". ერთ-ერთი ჯგუფი, ნაწილობრივ მონარქისტები და ნაწილობრივ არცთუ დიდად მონარქისტები, კარგი ცხოვრების, ფუფუნების, პომპეზურობისა და ხელისუფლების მოყვარულები დააფიქრა ამ ამბავმა და გადაწყვიტეს ესარგებლად მომავალი პოლიტიკური არეულობით თუ სააკაშვილის გადადგომით. გადაწყდა: როდესაც სააკაშვილი გადადგებოდა მაშინვე ქართველი ხალხისთვის შეეთავაზებინათ კონსტიტუციური მონარქია. ამისთვის მზად უნდა ჰყოლოდათ მეფის კანდიდატურა. ვინაიდან ერთიანი დინასტია არა გვყავს, ამისთვის საუკეთესო იქნებოდა დინასტიური ქორწინება. დინასტიური ქორწინება, ჩვენსა და ჩვენი მეგობრების მიერ დამუშავდა და ისახავდა მიზნად მხოლოდ და მხოლოდ პერსპექტივაზე გათვლილ ნაბიჯებს. კერძოდ, უნდა გაერთიანებულიყო ორი დინასტია, მესამეს უნდა ეცნო მათი ლეგიტიმურობა, შემდეგ მემკვიდრე უნდა გაზრდილიყო შესაბამისად სამეფოდ, და მისი სრულწლოვანობის (წამოზრდის მაინც) მერე უნდა ჩატარებულიყო ქართველი ხალხის გამოკითხვა. პარალელურად უნდა დამუშავებულიყო შესაბამისი კანონმდებლობა და ა. შ. ეს ყველაფერი უნდა გაკეთებულიყო არა ვინმეს საწინააღმდეგოდ, არა ვინმეს დასამხობად, არამედ საქართველოს სასარგებლოდ და თანაც თანდათანობით, წლების მანძილზე. აღნიშნულმა ჯგუფმა გადაწყვიტა ჩვენთვის წაერთმია ინიციატივა და ხელისუფლების არარსებობის თუ ქაოსის შემთხვევაში საქართველოსთვის წარედგინათ ახალშექმნილი "სამეფო ოჯახი". მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ოჯახის წევრები, სამეფოდ არ იყვნენ მზად. მოკლედ, ჩვენი იდეა, პატარა უფლისწულის ბავშვობიდან სამეფოდ გაზრდისა და ქვეყნისთვის ზრუნვა უკანა პლანზე გადავიდა, წინ წამოიწია სამეფო კარზე და ხელისუფლებაში მოხვედრის სურვილმა, ასევე ტიტულებზე ოცნებამ. პირველ ეტაპზე დაჩქარდა ქორწინება. ქორწინება ჩატარდა მაქსიმალურად პომპეზურად, მდიდრულად, ბომონდურად, მთელი მსოფლიოს დასანახად (არადა ქართველი მეფეები გაჭირვების ჟამს პომპეზურ, მდიდრულ ქორწილებს არ იხდიდნენ). ოჯახი შეიქმნა. აღნიშნული ჯგუფი მზად იყო, როგორც კი ხელისუფლება "წავიდოდა", ხელში აეღოთ ინიციატივა და დავით ბაგრატიონი გამოეცხადებინათ მეფედ. ვინაიდან ქართული ეკლესია ისტორიულად მონარქიის მომხრეა, მხარდაჭერას ელოდნენ. მათ ეიმედებოდათ, რომ ეკლესიის დასტურით ხალხი სიხარულით დაამყარებდა კონსტიტუციურ მონარქიას. ფაქტის წინაშე დაყენებული მთავარი ოპოზიციური ძალები მონარქიაზე უარს ვეღარ იტყოდნენ. ლევან გაჩეჩილაძე ისედაც აცხადებდა, რომ პრეზიდენტობა არ სურს. დავით გამყრელიძე, ზვიად ძიძიგური, კობა დავითაშვილი, კონსტანტინე გამსახურდია, გუბაზ სანიკიძე და სხვები კონსტიტუციური მონარქიის მომხრეები არიან. ირაკლი ალასანია იმდენად ეშმაკია, რომ წინ არ აღუდგებოდა ხალხისა და ეკლესიის ნებას. ნინო ბურჯანაძეს არავინ შეეკითხებოდა. რესპუბლიკელები და სხვა საპარლამენტო რესპუბლიკის მომხრეები მდუმარე თანხმობას განაცხადებდნენ. ყველაფერი ეკლესიაზე იქნებოდა დამოკიდებული, ეკლესია კი როგორც ვთქვით, ისტორიულად მონარქიის მომხრეა. მზადდებოდა ოქროს გვირგვინი მეფისათვის. მზადება მიმდინარეობდა დიდი ინტენსივობით. ზოგს ტიტულები მისცეს, ზოგი ორდენებით დაჯილდოვეს. დავით ბაგრატიონი ძალიან მოსურნეა მეფობის (კარგი ცხოვრებისა). ანა ბაგრატიონ-გრუზინსკიც რატომ იტყოდა უარს, ის ქართლ-კახეთის ტახტის მემკვიდრის ასულია. ლეგიტიმიზმის კანონების დარღვევასთანაც გვქონდა საქმე (ამაზე სხვა დროს). ცდილობდნენ იმერეთის ბაგრატოვანთა სამეფოს მემკვიდრეების, რომელთაც სიტვის თქმის უფლება აქვთ, უგულებელყოფას. აღნიშნული ჯგუფის წარმომადგენლებისათვის ეს იყო დიდი შანსი ხელისუფლება ჩავარდნოდათ ხელში, სრულიად უიარაღოდ და სრულიად შემთხვევით. თუმცა გვაქვს ეჭვი, რომ ამავე ჯგუფის წევრებმა პარალელურად იმუშავეს ხელისუფლებასთან და მასაც ერთგულება დაუმტკიცეს. ბოლო ხანს უცნაურად მოხდა ერთი პარტიის რეანიმაცია, გაეხსნათ ელექტრონული მედია და პარლამენტის კარიც სულ ადვილად. ზოგიერთი ფიქრობს, რომ დავით და ანა ბაგრატიონების ოჯახის დანგრევას, ერთ-ერთი პარტიის ზოგიერთმა წევრმა შეუწყო ხელი და ამით ხელისუფლების კეთილგანწყობა დაიმსახურაო. გარდა ამისა, იქნებ ამავე ჯგუფში მზადდებოდა დავით ბაგრატიონის დისკრედიტაცია სხვაგვარადაც, რაც "იმედი ტვ"-ის ეთერში იხილა საზოგადოებამ ეს ერთია, გარდა ამისა, მის ვებ-გვერდზე დავითის პაპის პაპის, ალექსანდრე მუხრანბატონის სურათის მაგივრად აკაკი წერეთლის ფოტო გამოაქვეყნა ვიღაცამ. დავითმა აკაკის სურათები შეიძლება არც იცოდეს, ვინც გამოაქვეყნა იმან ხომ იცის? შეიძლება ვინმემ იფიქროს, რითი იქნებოდა ცუდი მონარქიის აღდგენაო? აი რა: პირველი, მონარქისტებს მონარქია (რესპუბლიკელებს რესპუბლიკა) ქვეყნის კეთილდღეობისათვის უნდათ და არა კერპის თაყვანისცემისთვის, არა რიტუალებისა და პომპეზურობის საცქრელად. ყოველი წყობილება, რაც დამყარდება საქართველოში უნდა ემსახურებოდეს მხოლოდდამხოლოდ ქართველ ხალხს და არა რომელიმე ოჯახის, ჯგუფის თუ ფენის კეთილდღეობას. განა მზად იყვნენ დავით და ანა ბაგრატიონები (განსაკუთრებით დავითი) მეფობისათვის? განა მზად იყო აღნიშნული ჯგუფის (პარტიის) სამეფო კანდიდატი ემართა ქვეყანა (თუნდაც სიმბოლურად), მზად იყო მორალური სახე გამხდარიყო უძველესი ერისა? კარგად იცის ჩვენი დედა ენა? შეუძლია ის ჭაპანი გასწიოს, რასაც დავით აღმაშენებელი ან ლუარსაბ II ეწეოდნენ? იქნებოდა კი ის ჩვენთვის მისაბაძი მაგალითი უბრალოებით, ეკლესიურობით? დაელაპარაკებოდა ის აფხაზებს აფხაზურად (აფსნიურად)? იცის მან თუნდაც საფუძველების დონეზე მეგრული და სვანური დიალექტი? რას ეტყოდა საქართველოში მცხოვრებ არაქართველ მოქალაქეებს, უფიქრია ამაზე საერთოდ? იქნებოდა დავით ბაგრატიონის ოჯახი საჩვენებელი და საფიცარი ჩვენთვის? მოვლენების განვითარებამ პასუხი გასცა ჩვენს კითხვებს. ჩვენ დიდი ხნის მანძილზე ვაკვირდებოდით მას და სხვა ბაგრატიონებს. მიუხედავად ბაგრატიონებისადმი პატივისცემისა, არც ერთი მათგანი სამეფოდ გაზრდილი არ არის. წავიკითხოთ "დავით აღმაშენებლის ცხოვრების" ავტორი რა პირობებს უყენებს მეფეს, სულხან-საბა იგავები დაგვავიწყდა? გარდა ამისა, არც ეკლესიის და არც იურისტების მიერ არ არის დამუშავებული, როგორი შეიძლება იყოს კონსტიტუციური მონარქია იმ შემთხვევაში თუ ქართველი ხალხი ინებებს. არისტოკრატიის საკითხი. თუ ასე ნაჩქარევად დაგვიდგენდნენ მეფეს, ასევე ნაჩქარევად არისტოკრატიის უფლებებიც აღდგებოდა. ჯერ ტიტულები, მერე ქონება... თავად-აზნაურების ბევრი შთამომავალი შეგნებული ადამიანია და წინაპრების ქონებაზე პრეტენზიას არ აცხადებს, მაგრამ ზოგი ავანტუირისტია და ცდილობს (ერთი უცხოელის დახმარებით) ქონება დაიბრუნოს (ჩაიგდოს) ხელში. ეს ახლა და მერე რა იქნებოდა? ასეთი პროცესი რას გამოიწვევდა? ვისი გახდებოდა "კაზარიანცის სახლი" და სხვა? ქართველები შეიძლება დაყოფილიყვნენ ფენებად. ევროპაში ეს ყველაფერი ცივილიზებულად დამთავრდა. მართლაც დამთავრდა. იქ ყველა ადამიანი თანასწორია, მიუხედავად მისი წინაპრების სოციალური სტატუსისა. მთავარი. მაგარი იქნებოდა, მეფეს თუ გვიკურთხებდნენ ასე ნაჩქარევად, დაუფიქრებლად და მერე აღმოჩნდებოდა, რომ სამეფო ოჯახი თურმე დაშლილია... თურმე... მრავალი თურმე. ქართველი ხალხს კიდევ ერთხელ გაუტყდებოდა გული. სამუდამოდ მოკვდებოდა კონსტიტუციური მონარქიის იდეა, შეილახებოდა ეკლესიის ავტორიტეტი... კიდევ კარგი, რომ ქვეყანა ქაოსში არ ჩავარდა და არ გვიკურთხეს ნაძალადევად სრულიად მიუღებელი ზრდასრული, მოუმზადებელი ადამიანი მეფედ. დღეს დავით ბაგრატიონის შესახებ გავრცელებული სიმართლე (რომელსაც ჭორებიც ახლავს) არის "ელიტარული", სკანდალური ქრონიკა, თუ ის მეფედ იქნებოდა ნაკურთხი, ეს იქნებოდა ქართული სახელმწიფოებრიობის კრახი. ქართული ისტორიის უდიდესი სირცხვილი. ბაგრატიონთა სამეფო დინასტიის პრესტიჟის დაცემა მთელს მსოფლიოში (ისე, ევროპაში უკვე ბევრს ლაპარაკობენ). არც ერთ სამეფო ოჯახს ასეთი თავგადასავალი არ ჰქონია ევროპაში. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted October 1, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted October 1, 2011 ვისი მარგალიტებია? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
FRIDRIX Posted October 1, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted October 1, 2011 lasha_aloარაფერი მარგალიტები ეს რეალობაა სამეფო ქორწილი და სხვა მარგალიტები მასხარაობა არის საფრთხის შემცველი ჩვენი სახელმწიფოებრიოობისთვის მოვლენების განვითარებამ პასუხი გასცა ჩვენს კითხვებს. ჩვენ დიდი ხნის მანძილზე ვაკვირდებოდით მას და სხვა ბაგრატიონებს. მიუხედავად ბაგრატიონებისადმი პატივისცემისა, არც ერთი მათგანი სამეფოდ გაზრდილი არ არისსამეფოდ გაზრდილი კი არა ორი "ამპარტავანი" არსება რომელიც შეთქმულებისთვის გამოიყენეს და ისინიც დათანხმდნე ამ როლებს პირადი მატერიალური კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად მაგრამ როგორც ყოველთვის გეგმები ჩაიშალა და ჩაიშლება ეკლესია ხო გვყავს "მუქთა" მჭამელი ეხლა კიდე მათ დავიმატებდით "მუქთა" მჭამელებს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
FRIDRIX Posted October 1, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted October 1, 2011 დ. ბერია 2011-09-29 14:10:58სასაცილო და სატირალი იცით რა არის? თუნდაც კონსტიტუციურ მონარქიას ასე თუ ისე რესპუბლიკელები, კობა დავითაშვილის პარტია და კიდევ სხვებიც უჭერდნენ მხარს. ეს კი არის მათი მხრიდან სრული უვიცობის გამოვლინება და პოლიტიკური პროცესებისგან შორს დგომა. რესპუბლიკელმა მონარქიას მხარი რომ არ უნდა დაუჭიროს, ეს დამწყებმა პოლიტიკოსმაც კი უნდა იცოდეს, რადგან რესპუბლიკური მმართველობა თუ წყობა მონარქიული მმართველობისგან ( თუნდაც კონსტიტუციურისგან) ისე განსხვავდება, როგორც ლენინისა და ნებისმიერი მეფის პოლიტიკური ხედვა ... რესპუბლიკა და მონარქია აბსოლუტურად განსხვავებული რამ გახლავთ, რაც სამწუხაროდ ჩვენმა რესპუბლიკელმა ძალად პოლიტიკოსებმა არ იციან. ამიტომაც არის, რომ ჩვენს ქვეყანაში მომრავლდნენ პოლიტიკურად უვიცები და ელემენტარული უწიგნურები. აღარაფერს ვამბობ კობა დავითაშვილზე, რომლის პარტიაც მემარცხენე , ასე ვთქვათ სოციალისტური იდეოლოგიის პარტიაა და ამ დროს თურმე მონარქიას უჭერს მხარს. ხალხოოოოოოოოოოოოოოოოოო, ეს იცით როგორი უვიცობის ნიშანია? ამიტომაც ვამბობ, ჩვენ არ გვყავს პოლიტიკური ელიტა, ჩვენ გვყავს პოლიტიკოსობას მიტმასნილი უვიცების ბრბო. მონარქია თუ მართლა გაზრდიან პრინცს სამეფოდ კარგია მაგრამ ვინც იქაჩება ეხლა ტახტზე ის ნამდვილად უარესს გვიზამს. არ გვყავს კარგი მეფობის კანდიდატი და არ გვინდა შორენას ბოიფრენდები ნაგდად რა მეფე გინდათ, გვყავს კიდევაც, მიშა პრეზიდენტია, თუ მეფე გინდათ, დედის შტო ბაგრატიონია, ასე, რომ ძალინ ნუ წვალობთ, პრეზიდენტიც გვყავს და თუ მოგვინდება მეფედაც ვაკურთხებთ,მეფეები კი განუსაზღვრელი ვადით არიან. ამიტომ ყურით მოყვანილი დავით ბაგრატიონი, სულაც არ მეხატება გულზე, ეს ისე ყველაფერი ხუმრობით (ყველა ხუმრობში სიმართლი მარცვლიაო), არ გამოვა მაგ საქმე და ტყუილად დროს ნუ კარგავს მავანი სამეფო კარის ინტრიგებიღა აკლია საქართველოს. პირველყოფილი თემური წყობილების მომხრე არავინაა? ეს მომეწონა ალბათ გამოჩნდებიან მაგის მომხრებიც ჯერ სხვა სამეფო საკითხბეი განიხილება საქართველოს "ხსნის" მიმართულებით მერე ალბათ თემური მმართველობაც დამყარდება დავით ბაგრატიონი? ეგ ისეთივე ბაგრატიონი და ქართველია როგორიც მე მონაკოს პრინცესა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
GeoStream Posted October 1, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted October 1, 2011 რუსი ხელისუფლების, პოლიტიკების არასდროს მეჯერა! ქართველი ხელისუფლების კი 2007 წლის მერე არა მჯერა!!! ყველა მეცოდება, ვისაც ამათი სჯერა და ამათ გარდა არაფერზე ლაპარაკი არ შეუძლიათ მოდით ამ ხელისუფლებზე ტვინს ნუ შევირყევთ! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
FRIDRIX Posted October 1, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted October 1, 2011 მამუკა 2011-09-29 20:00:02სამწუხაროა,ავტორი არ აღნიშნავს ერთ საგულისხმო ფაქტს - ეს ქორწინება მხარდაჭერილი იყო რომანოვების კარის მიერ, უფრო მეტიც,მოსკოვიდან და ევროპიდან 2 თვითმფრინავი რომანოვები ჩAმოფრინდნენ ქორწილში და სამებაში რუსეთთან დააახლოების კომენტარებს სიხარულით აკეთებდნენ. რუსულ პრესაშიც დიდი სიხარული იყო ამის გამო . მონარქიის იდეა რუსული იმპერიული ოცნების გაგრძელება იქნებოდა საქართველოში. კიდევ კაი, ეს ბულьკივით ბიჭი ხიფათში არ გაება)) პეტროს 2011-09-29 23:04:39რა მეფე რი მეფე, მუქთახორების მეტი რა ხართ კიდევ არ დავამატოთ პეტროს 2011-09-29 23:06:46ჰო კიდევ სისხლის ანალიზი არ დაგავიწყდეთ, ე მანდ სომხური წვეთი არ ერიოს ესეც კაია ჯუმბერი 2011-09-30 08:04:32ლენინ-სტალინი რა გაგიკვირდა, განა ეკლესიამ არ განაქორწინა სასწრაფოდ ანა? განა ეკლესიამ სასწრაფოდ არ დასწერა ჯვარი დავითსა და ანნას, რომელთა ქორწინება ერთ თვეში დაიშალა, განა დავით ბაგრატიონი გულით ქართველია? განა მას ომის დროს არ შეეძლო პროტესტი გამოეთქვა? დავითის შემდგომ მემკვიდრეს, მის ბიძაშვილს რომ კითხეს რა გიყვარსო, ცხენები, ღვინო და ქეიფიო, ისიც ესპანურად, რომელ თქვენგანს არ გიყვართ? არიან კი მართლმადიდებლები? იციან საქართველოს ისტორია? აქვთ ქართული ჩვევები? არა, არა და არა. რომელ ქვეყანაში მართავს მეფე სახელმწიფოს? არა მონარქი მხოლოდ სახელადაა, სახელმწიფოს კი პარლამენტი მართავს, სამეფო ოჯახი მხოლოდ დროს ატარებს. გეოა 2011-09-30 17:53:10ვიღაცას ელიზაბეტის იმედიც კი ჰქონია?! ინგლისი იმიტომ ყოფილა ძლიერი, რომ დედოფალი ჰყავსო... )))))) ელიზაბეტი ჯერ კიდევ პროფორმალურად ქაჩავს დიდი წვალებით და... როდემდე???;)) რის მონარქია??? რა ატამი, რის ქლიავი? თავისი სამყოფი მწვანილი არ მოჰყავს საკუთარ ბოსტანში ქართველს და ბაგრატოვანთა ხარკზე იჩალიჩებს სწორედ 21-ე საუკუნეში, აბა?! "ეგრე არ არი თაყაო, შენ რომ მამული გაჰყაო!" )))))) ყველაფერი რასაც საქართველოს მტერი ქართველები მოინდომებენ ,რაფერ ჰარი,ჰარალეთი და უცებ უნდათ.ამ უვიცმა ყაჩაღებმა ,რაფერ ჩაიგდონ საქართველო ხელში და მართონ ხალხი.თვითონ ტახტზე წამოწოლილებმა იცხოვრონ. კარგი მეფეცააა ჩვენი პრეზიდენტი და ვერც ფეხებს დასჭამთ. კარგადაც მართავს სახელმწიფოს. დააყენეთ უტვინო თავები.არაფერი გამოგივათ გველებო!!! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.