fashisti Posted September 30, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted September 30, 2011 მართვის მოწმობის ტარება საქართველოში სავალდებულო აღარ იქნება. შს სამინისტრომ ყველა ის საჯარიმო სანქცია გააუქმა, რომლის გადახდაც მძღოლს იმ შემთხვევაში ემუქრებოდა, თუკი მანქანის მართვის დროს მოწმობა თან არ ჰქონდა. 15-ლარიანი საჯარიმო სანქციის გარდა, გაუქმებულია ავტომობილის საჯარიმო სადგომზე გადაყვანის წესიც. ანუ დღემდე მოქმედი კანონით თუ მძღოლს თან არ ჰქონდა მართვის მოწმობა, ავტომობილი საჯარიმო სადგომზე გადაჰყავდათ. ცვლილებები კანონში მართვის მოწმობის ტარების შესახებ უკვე ძალაშია და საქართველო ამ ცვლილებებით ხდება მსოფლიოში პირველი ქვეყანა, სადაც მძღოლებს შეუძლიათ, თან არ იქონიონ მართვის მოწმობა. თუ მათ საპატრულო პოლიციის წარმომადგენელი გააჩერებს, ეკიპაჟის წევრები, თანამედროვე ტექნოლოგიოების საშუალებით, რომელიც საპატრულო პოლიციის ავტომობილში იქნება დამონტაჟებული, გადაამოწმებენ, შს სამინისტროს მონაცემთა ბაზაში არის თუ არა კონკრეტულ პირზე გაცემული მართვის მოწმობა. როგორც შს მინისტრმა განაცხადა, ეს არის იმ რეფორმების შემადგენელი ნაწილი, რომელიც სისტემაში ტარდება. "საქართველო იქნება პირველი ქვეყანა, სადაც არ იქნება სავალდებულო მართვის მოწმობის ან სხვა რაიმე პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ტარება. ეს არის ჩვენი სიახლე, რომელიც მიმართულია იქითკენ, რომ გამარტივდეს ჩვენს მოქალაქეთათვის ცხოვრება",_ განაცხადა საქართველოს შს მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა. http://s07.radikal.ru/i180/1109/4e/de1ad74697ed.jpg Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
FRIDRIX Posted September 30, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted September 30, 2011 ცვლილებები კანონში მართვის მოწმობის ტარების შესახებ უკვე ძალაშია და საქართველო ამ ცვლილებებით ხდება მსოფლიოში პირველი ქვეყანა, სადაც მძღოლებს შეუძლიათ, თან არ იქონიონ მართვის მოწმობაგანაცხადა საქართველოს შს მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა.კარგია Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted September 30, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted September 30, 2011 რეალურად თბილისში უკვე დიდი ხანია, მინიმუმ წელიწადნახევარი, შეიძლებოდა ამის გაკეთება. რეგიონებში იყო პრობლემა და ეტყობა მოხერხდა დაძლევა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mtidan Posted September 30, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted September 30, 2011 გადაამოწმებენ, შს სამინისტროს მონაცემთა ბაზაში არის თუ არა კონკრეტულ პირზე გაცემული მართვის მოწმობა. რომ გვითხრან: არ არის რეგისტრირებულიო, რას ვშვრებით მაშინ? სჯობია ვატაროთ. ყოველ შემთხვევაში ქამრის გაკეთებაზე უფრო იოლი საქმეა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Ostap Posted September 30, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted September 30, 2011 "საქართველო იქნება პირველი ქვეყანა, სადაც არ იქნება სავალდებულო მართვის მოწმობის ან სხვა რაიმე პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ტარება. ეს არის ჩვენი სიახლე, რომელიც მიმართულია იქითკენ, რომ გამარტივდეს ჩვენს მოქალაქეთათვის ცხოვრება",_ განაცხადა საქართველოს შს მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა.ღადაობს ვანიჩქა მვდ-ს გაუქმებით გაგვიმარტივე ცხოვრება და მართვის მოწმობას ვატარებთ როგორმე Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
giauridia Posted September 30, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted September 30, 2011 Ostapღადაობს ვანიჩქა მვდ-ს გაუქმებით გაგვიმარტივე ცხოვრება და მართვის მოწმობას ვატარებთ როგორმე კარგია :D Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Grig Posted September 30, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted September 30, 2011 რავი აბა, მე მეგონა რომ ისედაც შეიძლებოდა პრავას გარეშე სიარული Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DonCaredo Posted September 30, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted September 30, 2011 რომ გვითხრან: არ არის რეგისტრირებულიო, რას ვშვრებით მაშინ? სჯობია ვატაროთთუ თქმა უნდა, რა, ვერ წაგართმევს და მერე ვერ გეტყვის თუ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted October 1, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted October 1, 2011 წესით თან უნდა გქონდეს,უბრალოდ არქონაზე ჯარიმა არ უნდა იყოს,მითუმეტეს საჯარიმო სადგომზე გადაყვანა.ისე მე არც მანქანა მყავს და არც მოწობა არა მაქვს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Augustus Posted October 1, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted October 1, 2011 მაშინ როცა გამაჩერებენ ვინმეს სახელს და გვარს ვეტყვი ვინც ჩემხელაა და ვისაც მართვის მოწმობაა აქ გადაამოწმებენ და ვსიოო ) მონაცემთა ბაზაში სურათს არ ამოუგდებს? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted October 1, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted October 1, 2011 მაშინ როცა გამაჩერებენ ვინმეს სახელს და გვარს ვეტყვი ვინც ჩემხელაა და ვისაც მართვის მოწმობაა აქ გადაამოწმებენ და ვსიოო ) მონაცემთა ბაზაში სურათს არ ამოუგდებს? პირადობის მოწმობა უნდა გქონდეს. სურათსაც ამოაგდებს რა თქმა უნდა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mtidan Posted October 1, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted October 1, 2011 პირადობის მოწმობა უნდა გქონდეს. სურათსაც ამოაგდებს რა თქმა უნდა. ძალიან კარგი სერვისია, მაგრამ საჭიროებას ვერ ვხედავ. მართვის მოწმობის ტარება არც ისე ძნელია. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
FRIDRIX Posted October 1, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted October 1, 2011 მართვის მოწმობის ტარება არც ისე ძნელია.გეთანხმები საფულეში უნდა გედოს და მორჩა რა პრობლემაა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DonCaredo Posted October 1, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted October 1, 2011 პირადობის მოწმობა უნდა გქონდეს. სურათსაც ამოაგდებს რა თქმა უნდა.არა კაცო. ეტყვი გვარს, სახელს, დაბადების წელს. ნახავენ ბაზაში (პრავიანების ბაზაში), იქ ხო სურათიც იქნება, და თუ შენ ხარ, ვსიო. ალბათ ასე იქნება, თორე პირადობა თუ მექნება, ბარემ პრავაც მექნება, ვინ ატარებს ახლა მხოლოდ პირადობას. თუ ატარებს, ბარემ ერთად ატარებს. პროსტო, როცა დარჩება სადმე, პრობლემა არ შეექმნება. ძლივს ერთი ჭკვიანური რამე გააკეთეს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
fashisti Posted October 1, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted October 1, 2011 პირადობა არაა საჭირო... პ.ს. ვისაც პრავის ტარება უნდა იმან ატაროს არავინ გიკრძალავთ ტარებას ხოლო ვისაც არ უნდა ის არ ატარებს... მარტივია Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.