Jump to content
Planeta.Ge

რუსეთის კარზე ქართველი მოღალატეების მორიგი კასტინგი გამოცხადდა


Recommended Posts

http://b.pix.ge/d/uefzx.jpg

 

ორჯონიკიძე ღორმა ვინც არ იცის თავი მოიკლა უფრო სწორად თავი მოაკვლევინეს ესეთ დასასრულს ვუსურვებ ყველა მოღალატეს

 

ქართული ოპოზიცია ჯერ კიდევ ცხელი ზაფხულის დღეებში იმუქრებოდა, რომ ქვეყნის ხელისუფლებას პოლიტიკურად ცხელ შემოდგომას შესთავაზებდა. შემოდგომის დასაწყისშივე ირკვევა, რომ ცხელ შემოდგომას საქართველოში რუსული ძალები დაგეგმავენ, ქართველი ოპოზიციონერები კი მხოლოდ შემსრულებლის როლში წარმოგვიდგებიან.

 

საქართველოში, უახლოეს მომავალში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. პოლიტოლოგები აცხადებენ, რომ საპარლამენტო არჩევნებს, ქვეყნის უახლოესი მომავალი პოლიტიკური ცხოვრებისთვის გაცილებით დიდი მნიშვნელობა ექნება, ვიდრე 2013 წელს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებს.

 

სწორედ მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების გამო, აფორიაქებულია რუსეთის ხელისუფლება და მათთან ერთად ის ქართველები, რომლებიც უკვე მერამდენე წელია საქართველოში „რევოლუციაზე“ ოცნებობენ.

 

სწორედ ამის გამო, რუსეთის კარზე ქართველ მოღალატეთა კასტინგი უკვე გამოცხადდა. მას შემდეგ, რაც რუსეთმა ბურჯანაძე–ნოღაიდელის დუეტზე დადო ფსონი და წააგო, ახლა ჩრდილოელი მეზობელი ახალ პერსონებს ეძებს. ისეთებს, ვისაც საქართველოში მხარდამჭერთა მცირე ელექტორატი მაინც ეყოლება.

 

ქართველი მოსკოველი ბიზნესმენები და სხვა მრავალი ცნობილი პირი სრულ მზადყოფნაშია ახლაც, რომ თბილისის შემოსასვლელთან, აღმაშენებლის ძეგლის მიდამოებში, ოვაციებით დახვედეს რუსეთის ჯარს. თუ არ დახვდება, შემოჰყვეს მაინც მტერს ქვეყნის დედაქალაქში.

 

ახლახან, ამბიციებგაჩენილმა მინდია გულუამ, რომელიც გეგმავდა, რომ სექტემბრის ბოლოს პარტია დაეფუძნებინა, ეს პროცესი ოქტომბრისთვის გადადო. გულუას სურდა, „ეროვნული ფორუმის“ მარშისთვის შეეხედა, დაენახა ძალები და მიეღო გადაწყვეტილება ღირდა თუ არა ფულის ტომარისთვის თავის მოხსნა.

 

ჩაშლილი მარშის შემდეგ, უცნობია რა გადაწყვეტილებას მიიღებს გულუა, თუმცა პარტიას რომ დააფუძნებს და მისი მთავარი დამფინანსებელიც იქნება, ეს ჟურნალისტებთან საუბრისას არ დაუმალავს.

 

მინდია გულუას გეგმების პარალელურად, არეულობის სცენარს წერს საქართველოს მოქალაქეობის მიღებაზე ოცნებაში ჩარჩენილი ალექსანდრე ებრალიძე.

 

თუ მინდია გულუა ნინო ბურჯანაძესთან და „ეროვნულ ფორუმთან“ გეგმავს თანამშრომლობას, ებრალიძეს ფალავნებად სოზარ სუბარი და ეროსი კიწმარიშვილი გამოჰყავს. ერასტი კიწმარიშვილს, ებრალიძის პოლიტიკურ ზრახვებში ჩართვის შემთხვევაში, „ქართული პარტიის“ დატოვება მოუწევს.

 

რუსული ძალების გააქტიურება იმაშიც გამოიხატება, რომ ერთი შეხედვით არჩევნების მომხრე პარტიები, ახლა რევოლუციაზე ოცნებობენ. „ეროვნულმა ფორუმმა“ ქართველთა მარში შემდეგნაირად დააანონსა.

 

ეს იქნებოდა ძალების მოსინჯვა და ერთდღიანი აქცია. მოგვიანებით, ფორუმელებმა ჩვენება შეცვალეს და განაცხადეს, რომ ისინი აქციებს კიდევ გამართავენ, ოქტომბერში. ოქტობერშივე გეგმავს აქციებს „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძეც. ამ თვეში ფუძნდება მინდია გულუას პოლიტიკური პარტიაც, რაც ობიექტურ ეჭვს იწვევს, რომ ეს ძალები ცალ–ცალკე , მაგრამ ერთ დროსა და ერთი მიზნისთვის მოქმედებენ. ამასთან, თუ მინდია გულუას მიერ ნინო ბურჯანაძის აქციების დაფინანსებას გავიხსენებთ, რთული გამოსაცნობი არ არის, ვის ხარჯზე შეჭამენ მომიტინგეები ჰამბურგერებს.

 

ყველასთვის მოულოდნელად კი, სამომავლოდ, საქართველოს პრეზიდენტობაზე მოსკოველმა ბიზნესმენმა ლევან ვასაძემაც განაცხადა პრეტენზია. ვასაძე შეწუხებულია იმით, რომ საქართველოში გაჭირვებული ადამიანები დღემდე არსებობენ და მიაჩნია, რომ „ქვეყანა იღუპება“. ამის გამო, მოსკოველმა ბიზნესმენმა გადაწყვიტა ერისკაცობა ითავოს, თუმცა ჯერ გაურკვეველია ვასაძემ ეს თავისით მოიფიქრა, თუ ვინმე დაეხმარა.

 

კრემლში, 2006 წელს RosBusinessConsulting–ის მიერ რუსეთის აღმასრულებელ დირექტორთა ტოპ–ასეულში აღიარებულ წლის პიროვნებას, ჯერ არ გადაუწყვეტია, როდიდან ჩაერთვება აქტიურად ქართულ პოლიტიკაში, თუმცა პრეზიდენტობა რომ სურს, ამას უკვე მიხვდა. როგორც ჩანს, ლევან ვასაძემ ლექსების წერას თავი დაანება და ახლა რუსულ ზღაპრებს მოგვიყვება იმის შესახებ, თუ როგორ "ააყვავებს" საქართველოს...

 

ცნობილია ისიც, რომ ლევან ვასაძეს ჰყავს მეგობრები, რომლებიც ქართულ პოლიტიკაში აქტიურად არიან ჩართულები. რაც შეეხება ვასაძის „ზურგს“ მოსკოვში. მის გვერდით დგას რუსეთში მოღვაწე კიდევ ერთი ქართველი, მოქანდაკე ზურაბ წერეთელი.

 

ამასთან, ლევან ვასაძე, თავის დროზე, მისაღები კანდიდატურა იყო იური ლუჟკოვისთვისაც, რომელიც პერმანენტულად სთავაზობდა ვასაძეს ქართულ პოლიტიკაში ჩართვას.

 

ფაქტია, რომ ნებისმიერი კანდიდატი, რომელიც ქართველებისთვის მოღალატე იქნება, რუსებისთვის კი პოლიტიკური ფალავანი, თავისი შესაძლებლობებით ვერ მოვა ხელისუფლებაში. მათ ხელისუფლების შეცვლა რუსეთის უშუალო ჩარევით და რუსული იარაღით უნდა სცადონ.

 

ქართველ პოლიტიკოსთა მსგავს რამდენიმე მცდელობას, მათი პოლიტიკური გარდაცვალება მოჰყვა. როგორც ჩანს, ჯერ კიდევ არიან მოსკოვში ქართველები, ვინც თანახმაა, საკუთარი სურვილით დათანხმდნენ „პოლიტიკურ თვითმკვლელობას“.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 34
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

სამართლიანი არჩევნების შემთხვევაში პრორუსული ძალის გამარჯვების შანსი მინიმალურია:yes: Edited by Ostap
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ირკვევა, რომ ცხელ შემოდგომას საქართველოში რუსული ძალები დაგეგმავენ

დაგეგმონ მერე დროზე და განახორციელონ, 7 წელია უკვე მაგათ ვუცდი, რა გაახურეს საქმე. მიდი ვოვა მიაწექი ამ ნაცებს ბოლომდე

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რუსეთის კარზე ქართველ მოღალატეთა კასტინგი უკვე გამოცხადდა.

 

ამერიკის კარზე წაკუზული და რუსეთის კარზე წაკუზული, ყველა ერთი სირია.

არცერთს საქართველოსთვის სიკეთე არ მოაქვს. ამერიკა რომ ჩვენზე იხსნიდეს ვენებს, დღეს საქართველო აყვავებული იქნებოდა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რუსეთში გამდიდრებული მილიონერია

 

ჰმ....

პატიოსანი კაციაო და მიკვირს პატიოსანი შრომით როგორ იშოვა ნეტავ მილიონები...

 

მეც პატიოსანი ვარ, დამაკვალიანოს იქნებ ჰა? :D

Edited by laci
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

FRIDRIX

 

არა რას გეკაიფები,,,

იქით ფორუმზე დაწერეს პატიოსანიაო და გამიკვირდა..

პატიოსანი შრომით მაგდენს რომ ვერ იშოვი ეგ ხომ ფაქტია..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

იქით ფორუმზე დაწერეს პატიოსანიაო

რა პატიოსანი ათას ყ..ეა გადამხტარი რუსეთში ვინ გინახია "პატიოსანი შრომით" გამდიდრებული იქით ბევრ სისულელეს წერენ და თავს ნუ დაიღლი

 

http://b.pix.ge/o/181y6.jpg

Edited by FRIDRIX
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რუსეთში ვინ გინახია "პატიოსანი შრომით" გამდიდრებული

 

არც რუსეთში და არც არსად...

არც გამიგია დაჟე ..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ამერიკის კარზე წაკუზული და რუსეთის კარზე წაკუზული, ყველა ერთი სირია.

დასტურ

 

არც რუსეთში და არც არსად...

არც გამიგია დაჟე ..

დასტურ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

FRIDRIX

პატიოსანს რას ეXახი ცზმა ან არაპატიოსანს :)

შეიძლება არსებული რეალობიდან გამომდინარე კანონის მოთხოვნები დაარღვიო მაგრამ მორალური ფასეულობები

დაიცვა,

აგერ ივანიშვილმა ფული იშოვა ღრუსეთში, მე პირადად არ მსმენია რომ ვინმე მოკლეა ან გადაეგდო, ბადრიზე მსმენია, მაგაზე არა,

 

როდესაც პოსტსაბჭოურ სივრცეში დაიწყო ქონების გადანაწილება ვისაც შნო ქონდა უპატრონოდ დარჩენილ ქონებას ეპატრონებოდა,

მანდ უკვე კანონი არ მუშაობდა, ან არსებული კანონი იძლეოდა მანიპულაციების დიდ შესაძლებლობებს,

თუკი ადამიანმა ყისმათი გამოიჩინა და ჟილკა ქონდა ფულის დაგროვების და პირი არ ქონდა დაბჩენილი ამის გამო რატომ უნდა ჩათვალო არამზადად

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვიჭორაოთ ცოტა..:D

 

ერთი ტიპია აქ ინგლისში, ქართველი ..

ახალგაზრდა მასტია, სადღაც 5-6 წელია რაც აქეთ ჩამოსულა და სულ მუშად მუშაობდა

ძალიან უჭირდა თურმე, ერთ დღესაც პაბში გაუცვნია ვიღაც რუსები და მას შემდეგ მაგათთან ერთად

მოძრაობა დაუწყია, ერთ წელიწადში გახდა მილიონერი....:)

 

დამაინტერესა ვინ იყო, რითი იშოვა რას აკეთებს, მაგრამ ვერაფერი ვერ გავიგე..რაღაც ბიზნესი აქვსო და

რა ბიზნესი აქვს არავინ არ ამბობს, ეგ რომ სუფთა შრომით არ ექნება ნაშოვნი ხო ფაქტია...

 

ერთია რომ ლონდონში ეკლესია საბოლოოდ მაგან იყიდა და ყურადღება რაც ჭირდება იქაურობას

ეგ აფინანსებს...

 

 

ხო და ესე..:D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თუკი ადამიანმა ყისმათი გამოიჩინა და ჟილკა ქონდა ფულის დაგროვების და პირი არ ქონდა დაბჩენილი ამის გამო რატომ უნდა ჩათვალო არამზადად

იგივე "ჟილკა" გამოიჩინა მიშკამ პრეზიდენტი რო გახდა რატო ითვლება არამზადად

 

ერთია რომ ლონდონში ეკლესია საბოლოოდ მაგან იყიდა და ყურადღება რაც ჭირდება იქაურობას

ეგ აფინანსებს...

და რა ფულით აფინანსებს მშენებლობაზე ხელფასს რო აძლევენ 1.000 გირვანქას მაგითი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...