Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

Sofia Khorguani

სავსე მთვარე იყო, განათებული ღამე, გამთენიისას ვიღაცამ დარეკა კარზე. დილით დედამ მითხრა, ლეშკაშელი იყოო, ჩვენი მეზობელი და ეკიპაჟის კაპიტანი, ცოტა ხანში გავფრინდებით, შევარდნაძის მფრინავი დაიჭრა და მე მთხოვეს, ბავშვები გამატანე, თბილისში მივფინავთო. თვითმფრინავი ჩვენს გარეშე გაფრინდა, დედას მთვარით განათებული ცის შეეშინდა. ჩვენ ნაშუადღევს გამოვფრინდით, ბოლო თვითმფრინავით, საწვავი ქუთაისამდე გვეყო..

 

Sofia Khorguani

თვითმფრინავი სახელდახელოდ შეაკეთეს, საწვავი მთელს აეროპორტში მოაგროვეს, მთელი დღე წვალობდნენ კაცები, ქალები მხოლოდ შფოთავდნენ და ბარგს ალაგებდნენ, ჩვენ არაფერი გვესმოდა, ეზოში მზესუმზირას ვაკნატუნებდით და ეს ფაციფუცი გვართობდა, ყველა რაღაცას ელოდა, იქნებ სხვა ემოციაც იყო, მაგრამ არ მახსოვს, მხოლოდ ფრაგმენტულად მახსოვს სურათები...

 

Sofia Khorguani

თვითმფრინავში სკამები არ იყო, საკუთარ ჩემოდნებზე დავსხედით, ჩვენი ეზო, მეზობლები, რამდენიმე უცხო, ეკიპაჟიც მეზობლებისგან შედგებოდა, რობიზონ უდესიანი და ვაჟა ფალიანი, ვაჟა ბიძია ერთ დროს ყველაზე ცნობილი მფრინავი იყო, მაგრამ ბოლო წლები არ დაფრინავდა. მამამ დაგვტოვა და ჩავიდა თვითმფრინავიდან, ირაკლი გაედევნა, უშენოდ არ გავფრინდებიო, ორჯერ მოაბრუნა მამამ, ირაკლი ტიროდა. მამამ ვიღაცას გასძახა, ლიანას უთხარით, მოვბრუნდები, ამათ სამშვიდობოს გავიყვან და მოვბრუნდები. ავფრინდით....

 

Sofia Khorguani

ძალიან დაბლა მივფრინავდით, აი, ხელს გაიწვდენდი და ზღვაში ჩაყოფდი თითქოს, მერე უცებ ავიღეთ სიმაღლე, ეს არიან გამოცდილი მფრინავები? ბავშვები ატირდნენ, უფროსები ოფლად დაიღვარენ... მამაო ჩვენო, მხოლოდ ეს ლოცვა ვიცოდი და ეხლაც მხოლოდ ეს ვიცი, 10ჯერ, არა 20ჯერ ან უფრო მეტჯერ... და დავინახე, როგორ ჩავარდა ზღვაში, თხელი, მბზინავი... მერე მითხრეს, ორი იყოო, ერთი გადაგვაფრინდა, მეორე ვერ მოგვწვდაო... აი, თურმე რატომ მივფრინავდით ჯერ ასე დაბლა და მერე ასე მაღლა...

 

Sofia Khorguani

კოპიტნარი მოღუშული ამინდით დაგვხდა, ყველანი დაბნეულები იყვნენ და ასე დაბნეულები დავშორდით ერთმანეთს, ჩვენ თბილისში გამოვფირინდით, ეხლა მამა ძალით ჩასვეს თვითმფირნავში, ვერ დაბრუნდებიო, პირველად მაშინ ვნახე, როგორ ტირიან კაცები ცრემლების გარეშე, სვანური ზარით, სადღაც შიგნით..

 

Sofia Khorguani

წლების მერეც, მიუხედავად იმისა, რომ ბერჯერ ამიხსენს, რომ იქ ბავშვები იყვნენ, რომ გამოცდილი მფრინავები გვყავდნენ და კიდევ ბევრი რომ... მჯეროდა, რომ მამაო ჩვენომ გადამარჩინა და რაღაცისთვის დამტოვა... და დიდხანს, როცა ვიღაცა რაღაცას მთხოვდა, პირველი გაფიქრება, იქნებ ამისთვის, იქნებ იმისთვის, რომ ვიღაცას კარგი სიტყვა უთხრა, ან უბრალოდ გაუღიმო, ან მოუსმინო... ჯვართამაღლება ყოფილა ამ დღეს, ეს წლების მერე გავიგე...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ყოველი წლის შემოდგომაზე მამაჩემის სახე მიდგას თვალწინ

შეურაწყოფილი, ბოღმისგან შეშუპებული, კრიჭეშეკრული, დატანჯული მამაკაცის სახე

იქ რომ "დამთავრდა ყველაფერი" ორ კვიარაში დაბრუნდა სახლში, სამი თვე ხმას არ იღებდა იჯდა ესე თავზე ხელებდადებული

ძალიან მძიმე ემოციები მეუფლება, ყველაფერი რაც ვნახე, გადავიტანე და ვიცი რომ მოვყვე ერთი დიდი წიგნი გამომივა.

:(

ძალაუფლებისთვის ძიძგილავს გადააყოლეს ეს ქვეყანა და ადამიანების სიცოცხლე

როდემდე?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ისე ერთმა მუჭა აფხაზებმა როგორ მოგვიგეს 4 მილიონიან საქართველოს როცა რუსეთი ღიად არ ჩარეულა და შეტევების უმრავლესობას ძალიან ელვისებური სიჩქარით ვიგებდით? ედიკას ბრალია ყველაფერი ელცინმა გააბრიყვა..
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ედიკას ბრალია ყველაფერი ელცინმა გააბრიყვა..

 

თეთრი მელას გაბრიყვება, ყეყეჩ ელცინს არ შეეძლო. ედიკამ თავი მოისულელა, ვითომ სულ ატყუებდნენ. რამდენჯერ გამოიყვანა ჯარი დაკავებული სიმაღლეებიდან და აღებული სოფლებიდან.

ჩააბარა, ალბათ სკამის სანაცვლოდ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბერია-გიორგი თავდგირიძე აქუსთან, სოხუმის დაცემაზე საუბრობს, საინტერესოა, ზუსტად ეხლა დაიწყო
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...