Jump to content
Planeta.Ge

მშვიდობით სტურუა, გამარჯობა რურუა?!


Recommended Posts

შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრის 133-ე სეზონი რობერტ სტურუას სპექტაკლით "ნადირობის სეზონით" გაიხსნა.

 

დიდ სცენაზე წარმოდგენილი იქნა თამაზ ჭილაძის პიესაზე აწყობილი ერთმოქმედებიანი ტრაგიკომიკური ფანტასგამორია.

 

"ნადირობის სეზონზე" მონაწილეობდნენ რუსთაველის დასის მსახიობები ია სუხიტაშვილი, გოგა ბარბაქაძე, ლევან ბერიკაშვილი, ზუკა პაპუაშვილი, სანდრო მიკუჩაძე... როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" წარმოდგენის დასრულების შემდეგ მსახიობებმა განუცხადეს, ეს არის სპექტაკლი, რომელიც დროს დარჩება.

 

"ვერ წარმოგვიდგენია ბატონი რობიკოს გარეშე თეატრი. ყველანი ბედნიერები ვართ, რომ მასთან ვთანამშრომლობთ. მისგან ვსწავლობთ და მისივე სპექტაკლში ვთამაშობთ. რაც შეეხება, იმ საკითხს, რომ დასრულდა თუ არა სტურუას მუშაობა რუსთაველის თეატრში გეტყვით, რომ არა", - აღნიშნავს გოგა ბარბაქაძე.

 

"რობერტ სტურუას სპექტაკლებს პოლიტიკური სარჩული უდევსო, რომ ამბობენ აბა სად ნახეს აქ პოლიტიკა? ხალხი ფეხზე იდგა და ტიროდა. ცრემლები ვერც მე შევიკავე ეს არ იყო დამშვიდობება, მინდა ვიფიქრო, რომ ეს თეატრის სეზონის ლამაზად გახსნის ემოციაა", - ამბობს "ნადირობის სეზონის" ერთადერთი მსახიობი ქალი ია სუხიტაშვილი.

 

სცენაზე რამდენჯერმე გამოიყვანეს სტურუა. ცრემლი და ოვაციები არ წყდებოდა დარბაზში. მსახიობებმა ხელში აიყვანეს რეჟისორი და მაესტროს ბუტაფორიასთან ერთად სამახსოვრო კადრებიც გადაიღეს. ყველა ტიროდა... ტიროდა რეჟისორიც...

 

რუსთაველის თეატრში რობერტ სტურუას გამოსამშვიდობებელი საღამო მოეწყო? ამ კითვაზე თავად რეჟისორი თავს აქნევს და იღიმის.

 

"არ შემიძლია რამის თქმა. ემოციების ქვეშ ვარ", - აღნიშნავს "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში სტურუა და დასთან ერთად ფოტოს გადასაღებად სცენაზე კიდევ ერთხელ შედის.

 

"არც ერთი სიტყვა არ იკმარებს იმ ემოციების გადმოსაცემად რაც სპექტაკლის შემდეგ ხდებოდა. მე სპექტაკლის რაობაზე აღარ ვლაპარაკობ, ეს იყო ნამდვილი გამოთხოვება ჩვენი მაყურებლისა ასეთ დიდ ხელოვანთან. მე ვხედავდი პარტერში ცრემლებით სავსე თვალებს და აქვითინებულ ხალხს. იგივე ხდებოდა სცენაზე და იგივე ჭირდა ბატონ რობერტსაც. ჩვენთვის ძალიან დიდი დანაკარგია. ვინც ასე არ თვლის ეს მისი უბედურებაა", - ამბობს მარინა ჯანაშია.

 

მსახიობ ჯემალ ღაღანიძე კი ოპტიმისტურად არის განწყობილი და სხვებისგან განსხვავებით 23 სეტქმბერს რობერტ სტურუას რუსთაველის თეატრიდან გამოსამშვიდობებელ დღეს არ უწოდებს.

 

"არ მინდა ეგ რომ დავიჯერო. ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და ზოგიერთებივით ცრემლებს არ ვღვრი. მე ვიცი, რომ რობიკო ჩვენი თეატრის გარეშე ვერ გაძლებს, იმიტომ რომ 48 წელი ცოტა არ არის. ვფიქრობ ეს დროებითი ამბავია, ისევ დაბრუნდება რობიკო და არის ამის ნიშნები, რომ ისევ დადგას სპექტაკლები. ის დირექტორი იქნება, სამხატვრო ხელმძღვანელი თუ მეხანძრე ამას ჩვენ თეატრში მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია იყოს და სპეტაკლები დადგას", - ჯემალ ღაღანიძე.

 

"ნადირობის სეზონი" თამაზ ჭილაძის პიესაზე სტურუასეული ხერხებით გადმოცემულია. ამ ყველაფერს კი ჭილაძე ქართული თეატრალური ისტორიის შედევრს უწოდებს.

 

http://ghn.ge/news-51030.html

"ეს არის მომავლის სპეტაკლი. მე ვიტყოდი შედევრია ქართულ თეატრალურ ისტორიაში. ვერ ვხედავ რუსთაველის თეატრს რობერტ სტურუას გარეშე. ჩემი მეხუთე ნაწარმოები დადგა რობიკომ. ძალიან ძნელია ჩემთვის, არც ერთი რომ არ დაედგა იმხელა ხელოვანია, რომ როგორ უნდა გავუშვათ მე არ ვიცი. ძალიან მეტკინა გული ეს ამბავი რომ მოხდა. ეს ხომ ჩვენი, ჩემი და შენი თეატრია, მაგრამ არ ვიცი როგორი იქნება ხვალ", - აღნიშნავს თამაზ ჭილაძემ.

 

ემოციებს ვერ მალავდა ნიკუშა შენგელაიაც.

 

"ძალიან საინტერესო სპექტაკლი, ძალიან საინტერესო აქცენტები და ძალიან ემოციური იყო. ეს ყველაფერი ასახავს იმას, როგორც რობიკოს მოექცნენ. მან თავისი სიტყვა თქვა, რობიკო და ეს თეატრი დარჩება და მავნები წავლენ", - აღნიშნავს ნიკუშა შენგელაია.

 

თეატრში განვითარებულ მოვლენებზე კომპოზიტორი გია ყანჩელი არ საუბრობს, თუმცა, რეჟისორის გვერდით დგას და მეგობრულ რჩევებს უზიარებს. უთქმელად დატოვა დარბაზი რუსთაველის თეატრის დირექტორმაც ზაალ ჩიქობავამ და თავის კაბინეტში შეიკეტა.

 

შეგახსენებთ, რომ "ნადირობის სეზონის" საპრემიერო ჩვენებები 24, 25 და 29 სექტემბერს გაიმართება. "ნადირობის სეზონი" ასევე ნაჩვენები იქნება 29 სექტემბერტს, თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის პროგრამის ფარგლებში, ინგლისურ ენაზე სინქრონული თარგმანის თანხხლებით.

 

და მაინც მშვიდობით მაესტრო თუ შეხვედრამდე?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ზნაჩით არ ყოფილა კაი კაცი სტურუა. უპრინციპო. რაღა ესპექტაკლებოდა, დააფსეს თავზე. წასულიყო და ვსიო, რას ტინგიცობს
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მშვიდობით სტურუა, გამარჯობა რურუა?!

 

რა შეგვჭამეს ამ მეგრელებმა :D :D

Edited by akkai
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Ketevan Dumbadze სპექტაკლის ბოლოს, ყანჩელს განცხადება გაუკეთებია სცენიდან, რომ, თუ რობიკო წავა, მეც ხელს დაგიქნევთო. იგივე უთქვამს გოგი ალექსი-მეხსიშვილს. ბოლოს რობიკო გამოსულა სცენაზე და არსადაც არ მივდივარ.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Ketevan Dumbadze სპექტაკლის ბოლოს, ყანჩელს განცხადება გაუკეთებია სცენიდან, რომ, თუ რობიკო წავა, მეც ხელს დაგიქნევთო. იგივე უთქვამს გოგი ალექსი-მეხსიშვილს. ბოლოს რობიკო გამოსულა სცენაზე და არსადაც არ მივდივარ.

ძალიანაც კაი! :pupuza:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

გია ყანჩელის წერილი

ეხლა შემოვიდნენ "ისინი" და მონათლონ ყანჩელი "წითელ ინელიგენციათ"

 

ნუთუ ეს არაფერს არ ნიშნავს მათთვის?

 

ბრავო გია!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

 

 

ეხლა შემოვიდნენ "ისინი" და მონათლონ ყანჩელი "წითელ ინელიგენციათ"

 

ნუთუ ეს არაფერს არ ნიშნავს მათთვის?

 

ბრავო გია!

ჯერ ის უნდა ავუხსნათ, თუ ვინ არის გია ყანჩელი...

გგონია, რომ ეცოდინებათ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

georgekh13

ჯერ ის უნდა ავუხსნათ, თუ ვინ არის გია ყანჩელი...

ვის ავუხსნა - სოხანეზე გაზრდილებს და ნინა წკრიალაშვილის ფანებს? :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

kisa

ეხლა შემოვიდნენ "ისინი" და მონათლონ ყანჩელი "წითელ ინელიგენციათ"

მონათლავენ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...