Jump to content
Planeta.Ge

მოღალატე ოქრუაშვილი, „ცალტვინა ბურჯანაძე”, „ქორვაჭარი „გრეჩიხა“ და „მწყემსი“ გუბაზი


Recommended Posts

ოპოზიციაში ახლა ისევ გადაჯგუფების პერიოდია. რადიკალები ერთ მწკრივში დგებიან, კონსტრუქციულები მეორეში, არაფრის გამკეთებლები მესამეში, ურეიტინგოები მეოთხეში და ა.შ. ყველასათვის მოულოდნელად კი „ეროვნული ფორუმი“ „დამამხობლების რიგებში“ აღმოჩნდა.

 

არავინ იცის, რცხვენიათ თუ არა ოპოზიციის წარმომადგენლებს რამის, მაგრამ რთულია არ შეგრცხვეს, როდესაც ოპონენტს პოლიტიკურად მსუბუქი ყოფაქცევის ქალს ადარებ, მოგვიანებით კი მის ბანკში „შეძრომაზე“ „ჩალიჩობ“.

 

ვითომ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მომუშავე–მეოცნებე „ეროვნული ფორუმი“, ძალების მოსინჯვას გეგმავს 27 სექტემბერს და ამ საქმეში სანიკიძეს „ნახირი“, ანუ ხალხი სჭირდება. ეს ისევ თავისი სიტყვებიდან გამომდინარე. სანიკიძეს მხარს უბამს ნინო ბურჯანაძეც, სავარაუდოდ, „ქართული პარტიაც“.

 

ოპოზიციონერებს ერთმანეთის კრიტიკა არასდროს ეზარებათ, მეტიც არც გინებას აკლებენ ერთმანეთს. ჩვენ, სწორედ იმ განცხადებებს გავიხსენებთ, რომელსაც ისინი ერთმანეთის მისამართით აკეთებდნენ, ახლა კი უერთმანეთოდ ერთ წუთსაც ვერ ძლებენ.

 

ლევან გაჩეჩილაძე ნინო ბურჯანაძის მისამართით: „ნინო ბურჯანაძის მხრიდან ჩემდამი ბრალდებები უნამუსო საქციელია. იმიტომ არის გამწარებული ბურჯანაძე, რომ მისი „სახალხო კრების“ შექმნას ნიჰილიზმი და დაცინვა მოჰყვა. ახლა ცდილობს ჯავრი სხვებზე იყაროს. შენ ტალახი შეასხი, შენი საკუთარი ხელებით ნეხვი წაუსვი, იქვე გადაიტანე იმიტომ, რომ შენ ყოველთვის მართალი ხარ ხელისუფლებაში და ოპოზიციაში. გამწარებული ქალის წიწინი არ მადარდებს“ – ამბობს გაჩეჩილაძე ბურჯანაძესთან ჩახუტება–ჩაკოცნამდე.

 

გაჩეჩილაძეს არც ბადრი ბიწაძის გალანძღვა დავიწყებია და მას შემდეგ, რაც აეროპორტში გამოიჭირა და წიხლებით შედგა, სატელევიზიო კომენტარებიც არ დაიშურა. „ბადრი ბიწაძისნაირ დაპატარავებულ ადამიანებზე“ საუბარი არ მსურს. მას ადრე ხელს არ ართმევდნენ ხოლმე. მიკვირს, თავი კაცი რატომ ჰქონია ყველა შარვლიანს“–აცხადებდა უფროსი „გრეჩიხა“.

 

თავის მხრივ, არც ნინო ბურჯანაძეს დაუკლია ლევან გაჩეჩილაძისთვის კრიტიკა და ცოლ–ქმარი ბურჯანაძე–ბიწაძე ამგვარ განცხადებებს აკეთებდნენ.

 

ნინო ბურჯანაძე: „არანაირი დიალოგი ხელისუფლებასთან, მხოლოდ რევოლუცია, მაგრამ მხოლოდ იმ ძალებთან ერთად, რომლებსაც ვენდობი და არა იმათთან ერთად, რომელთა ინტერესი ბოლის გამოშვებაა“.

 

ნინო „ფქვილოვნასათვის“ ლევან გაჩეჩილაძე „შარვლიანი ჯამბაზი და ტიპიური მექრთამე“ იყო.

 

„უზრდელობაში არავის გავეჯიბრები და ვინ არის სასოწარკვეთილი დიასახლისი და ვინ წიწინებს, ნახავს ყველა“– ამბობს ბურჯანაძე.

 

შეგახსენებთ, რომ 2010 წლის მიწურულს, როდესაც გაჩეჩილაძესა და ბურჯანაძეს შორის გაჩაღებული „ომი“ იყო, „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა განაცხადა, რომ ის გაჩეჩილაძესთან ერთად, არასდროს იქნებოდა პოლიტიკური ბრძოლის ერთ ფლანგზე.

 

გარდა ამისა, დაპირისპირება იყო „ეროვნულ ფორუმსა“ და ნინო ბურჯანაძეს შორისაც. თავის დროზე, შარტავა–სანიკიძის დუეტისთვის მიუღებელი იყო „სახალხო კრების“ მუშაობის ფორმატი, რადგან თვლიდნენ, რომ ქუჩის აქციებით მიზნის მიღწევა წარმოუდგენელი იყო და რომ კრება რევანშისტების ჯგუფს წარმოადგენდა. მოგვიანებით, ფორუმმა კრება დატოვა. რა თქმა უნდა, ნინო ბურჯანაძე ამაზე გაბრაზდა, თუმცა სანიკიძის ეს გადაწყვეტილება ღალატად არ ჩაუთვლია.

 

„ძალიან მეწყინა რომ ,,ეროვნულმა ფორუმმა“ ეს განცხადება გაახმოვანა, თუმცა ყველას თავის არჩევანი აქვს“– ამბობდა ნინო. ახლა ის დროა, როცა აღარავის ძველი ცოდვებისა თუ შეურაცხმყოფელი განცხადებების გახსენება აღარ უნდა.

 

ბურჯანაძისთვის მთავარია, ახლა „დიდი გუბაზიც“ რევოლუციაზე ფიქრობს. სანიკიძემ, რომ თავისი ინიციატივთ, მარშთან დაკავშირებით, რადიკალებს მიმართა ნათელია, თუმცა, თუ ირაკლი ოქრუაშვილი და ლევან გაჩეჩილაძე, ასევე ბურჯანაძე და ოქრუაშვილი ასე მალე აღმოჩნდებოდნენ ერთ ფლანგზე, რთულად წარმოსადგენი იყო.

 

„ონკანების რისხვა“, ოქრუაშვილს, „ცალტვინა და 0.01% ტვინის მქონე ნინო ბურჯანაძე“ ახლა პოლიტიკურ პარტნიორად ესახება. ამასთან, რევანშისტი ოქრუაშვილი აღარ არის მოღალატე ჭორიკანა და „ეროვნული ფორუმის“ პოლიტიკურ პარტნიორად გვევლინება.

 

მოკლედ, ოპოზიციაში დიდი გაუგებრობაა, ვინ ვისთან დადგება, ეს რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. ფაქტია, რომ ახლა პოლიტიკოსები ერთმანეთს ძველ ცოდვებს არ უხსენებენ, თუმცა ხალხის მორიგი გაბითურების შემდეგ, რომ თითის გაშვერას ერთმანეთისკენ დაიწყებენ, ამას ქვეყნის უკანასკნელი წლების გამოცდილებაც გვიჩვენებს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ოქრუაშვილი, ბურჯანაძე და ვინ დათვლის კიდევ რამდენია მშობლიური ხელისუფლებიდან ამოფურჩქნილი ვარდი და კიდევ რამდენი ამოიფურჩქნება.

ხელისუფლებიდან გადასული "ოპოზიციაში" ბევრი მინახია და ხელისუფლებაში გადასული "ოპოზიციაც" (ედპ, ვითომ ქრისტიან - ვითომ დემოკრატები, თორთლაძე, ბაღათურია მე თვითონ თუ ჩვენ თვითონ რომ არის ცხრა ნომერ კოლმეურნეს რომ გავს დამავიწყდა მისი გვარი და ა.შ.)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...