Jump to content
Planeta.Ge

ნოდარ ნათაძე: ნინო ბურჯანაძე პოლიტიკური გვამია


Recommended Posts

,,სახალხო ფრონტის“ ლიდერი ნოდარ ნათაძე ფიქრობს, რომ ,,ეროვნული ფორუმის“ მიერ დაანონსებული საპროტესტო მარში, საზოგადოებისთვის არანაირი შედეგის მომტანი არ იქნება, რადგან მოსახლეობა დაიღალა ,,ყალბი“ ოპოზიციის უაზრო აქციებითა და დაპირებებით. მისი თქმით, გუბაზ სანიკიძე არ არის იმ დონისა და წონის პოლიტიკოსი, რომ მის მოწოდებაზე, საზოგადოება ქუჩაში გამოვიდეს.

 

მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე და ,,ეროვნული ფორუმის“ მიერ დაანონსებულ მარშზე, ,,პრესა.ჯი“ ნოდარ ნათაძეს ესაუბრა.

 

- როგორ შეაფასებთ ,,ეროვნული ფორუმის“ მიერ დაგეგმილ საპროტესტო მარშს და რა შედეგის მომტანი იქნება ის საზოგადოებისთვის?

 

- არანაირი შედეგის მომტანი არ იქნება ეს აქცია. გუბაზ სანიკიძე ხალხს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებს. ვერ გამიგია, რას ნიშნავს, როდესაც ხალხს ეუბნები ქუჩაში გამოდი, ხელისუფლებას პროტესტი უნდა ვაჩვენოთო. შე დალოცვილო, მოსახლეობას ქუჩაში რომ ეძახი, რაღაც მიზანი ხომ უნდა გქონდეს, მარტო პროტესტის საჩვენებლად ხომ არ უნდა გაიყვანო ხალხი ქუჩაში.

 

- როგორ დაახასიათებდით გუბაზ სანიკიძეს, როგორი პოლიტიკოსია ის?

 

- გუბაზ სანიკიძე აბსოლუტურად არასანდო პიროვნებაა და ეს ბევრჯერ მითქვამს და დამიწერია კიდეც. ვაღიარებ იმას, რომ კარგად ლაპარაკობს, მაგრამ მას სერიოზულ პოლიტიკასთან კავშირი ვერ ექნება. რაღაც ინტუიცია მკარნახობს, თუმცა ამის დასაბუთება არ შემიძლია, რომ ეს მარში პიარისთვის ეწყობა, რათა წონა მოიმატოს ხალხში.

 

- ანუ თქვენ ფიქრობთ, რომ გუბაზ სანიკიძეს ხალხში წონა არა აქვს? რა თქმა უნდა, პოლიტიკურ წონას ვგულისხმობ.

 

- რატომღაც მგონია, რომ მას მოსახლეობაში პოლიტიკური წონა არ აქვს. სხვა თუ არაფერი, გუბაზ სანიკიძე უპროგრამო ავტორია, მას არანაირი პროგრამა არ გააჩნია.

 

- ამბობენ, რომ ,,ეროვნული ფორუმი“ რუსეთიდან ფინანსდებაო. გჯერათ ამ ინფორმაციის?

 

- რატომ არ უნდა დავიჯერო, რუსეთიდან არ ფინანსდებოდა 26 მაისის აქციაც. თუმცა, მაშინ რუსეთის გეგმები ჩაიშალა, რადგან მოსახლეობა არ მივიდა. ახლა ლოგიკურია, რომ ეს შემდგომი მცდელობა იყოს. რუსეთს ასეთი ოპერაციის ჩატარება ძალიან სჭირდება, რადგან მისი პრესტიჟი დღეს ჩიხშია. მან აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა აღიარა, მსოფლიო კი ამას არასოდეს აღიარებს.

 

- და როგორ ფიქრობთ, ამ ,, უპროგრამო“ პოლიტიკოსის მარშს მოსახლეობა მაინც შეუერთდება?

 

- არა მგონია ამ მარშზე თუ აქციაზე, ვინმე მივიდეს, რადგან ხალხი დაიღალა უაზრო აქციებითა და საპროტესტო გამოსვლებით. დღეს, ხალხი დაბეჩავებულია, რადგან მხსნელი არსად ჩანს, ხოლო ამ ფუჭმა და უშედეგო აქციებმა საზოგადოებას იმედი გაუცრუა. ჩვენ თავს ისევ ჩვენ უნდა ვუშველოთ და ეს იმედგაცრუების ჯაჭვი უნდა გავარღვიოთ.

 

- თუმცა ოპოზიცია ამბობს, რომ საქართველოს და ქართველ ერს ჩვენ ვიხსნით სააკაშვილის ,,კლანჭებიდანო.“

 

- სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ დღეს საქართველოში ოპოზიცია არ არსებობს, რაც არსებობს, ის ყალბი ოპოზიციაა. მათ არა აქვთ ხმა, სმენა, ტვინი, გული, კუნთიც კი, ერთი სიტყვით არაფერი არა აქვთ და აქედან გამომდინარე, არც არსებობენ.სინი მსოფლიოს წინაშე ქმნიან იმის ილუზიას, რომ საქართველოში ოპოზიცია არსებობს, თუმცა პირიქითაა, არც პარლამენტში და არც მის გარეთ, რეალური ოპოზიცია არ არის.

 

- ამას რომ წაიკითხავს, შესაძლოა, ნინო ბურჯანაძე გაგინაწყენდეთ, მას თავი ნომერ პირველ ოპოზიციონერად მიაჩნია.

 

- ერთს ვიტყვი, ის გინდა ოპოზიციის მხარეს იყოს და გინდა ხელისუფლების, დღეს ნინო ბურჯანაძე პოლიტიკური გვამია.

- ირაკლი ალასანიაზე რა შეგიძლიათ გვითხრათ? თავიდან, როდესაც ის ოპოზიციაში გამოჩნდა, ბევრი იარლიყი მიაკერეს, ,,ქართველების მხსნელი,“ ,,ოპოზიციის ლიდერი“ და ,,მომავალი პრეზიდენტიც“ კი, თუმცა ალასანიამ საზოგადოების იმედები ვერ გაამართლა.

 

- როდესაც მეუბნებიან, რომ ალასანიას რაღაც მაღალი როლებისთვის ასუქებენ, ეს არ მომწონს, რადგან ამ ადამიანში პერსპექტივას ვერ ვხედავ. მას არა აქვს ის მინიმუმი, რაც დღეს საქართველოში პოლიტიკოსს უნდა ჰქონდეს. ალასანიას არა აქვს გამოკვეთილი პოზიცია აფხაზეთთან და ცხინვალთან მიმართებაში. შე დალოცვილო, არც ერთს ამბობ და არც მეორეს, მაშინ რისთვის ხარ საერთოდ და რისი მაქნისი ხარ...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

როდესაც მეუბნებიან, რომ ალასანიას რაღაც მაღალი როლებისთვის ასუქებენ, ეს არ მომწონს, რადგან ამ ადამიანში პერსპექტივას ვერ ვხედავ. მას არა აქვს ის მინიმუმი, რაც დღეს საქართველოში პოლიტიკოსს უნდა ჰქონდეს. ალასანიას არა აქვს გამოკვეთილი პოზიცია აფხაზეთთან და ცხინვალთან მიმართებაში. შე დალოცვილო, არც ერთს ამბობ და არც მეორეს, მაშინ რისთვის ხარ საერთოდ და რისი მაქნისი ხარ

 

ჰეეე... ნათაძე არ იცვლება, ძველი შემართება იგრძნობა ისევ..

:)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საქართველოში პოლიტიკოსი არ არსებობს..არიან ჯგუფები რომლებიც ცდილობენ რაც შეიძლება კარგად დაანახონ გარეშე ძალებს(ირანი,თურქეთი,რუსეთი,ამერიკა და ა.შ) მათი მათდამი უპირობო,მონური მორჩილება..ვისაც ეს უკეთ გამოსდის,ამა თუ იმ გარკვეულ პერიოდში ის არის ქვეყნის ხელისუფლებაში..დანარჩენები ოპოზიციაში..ამასობაში ჩვენ ყოველ საუკუნეში ვკარგავთ მიწებს,სულ უფრო და უფრო ვპატარავდებით და როგორც ჩანს ესე გაგრძელდება..
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თვითონ ნათაძე 25 წლის წინაც პოლიტიკური გვამი იყო.

 

 

ნათაძე ახლა უკვე პოლიტიკური ჩონჩხია. :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გუბაზ სანიკიძე

ეს მარში პიარისთვის ეწყობა, რათა წონა მოიმატოს ხალხში

მაგას კიდე წონის მომატება უნდა? :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ნოდარ ნათაძე ძალიან კარგი, ჭკვიანი და პატიოსანი ადამიანია. ამიტომაცაა ალბათ მსუბუქი პოლიტიკოსი.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...