Saturn Posted September 22, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted September 22, 2011 სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს იურიდიული დახმარების სამსახურის ძალისხმევით, ყოფილმა სამხედრო მოსამსახურემ - რამაზ ი.-მ, რომელსაც თავდაცვის სამინისტრო კონტრაქტის დარღვევას ედავებოდა, საქმე მოიგო. რამაზ ი.-ს დედამ ნინო ც.-მ, სასამართლოში შვილის უფლებების დაცვის მიზნით, იურიდიული დახმარების სამსახურის ოზურგეთის საკონსულტაციო ცენტრს მიმართა. როგორც აღმოჩნდა, რამაზ ი. თავდაცვის სამინისტროს სპეციალურ სამხედრო ნაწილში 2010 წლიდან მუშაობდა. მიმდინარე წლის ივნისში, დედის ავადმყოფობის გამო, მას სამხედრო ნაწილის დატოვება და მშობლისთვის სამკურნალო პრეპარატის მიტანა მოუხდა. რამაზ ი. ნაწილში უმნიშვნელო დაგვიანებით გამოცხადდა, რაც თავდაცვის სამინისტრომ კონტრაქტის დარღვევად მიიჩნია, რამაზ ი. დაითხოვა და 38 ათასი ლარის ოდენობით სანქცია დააკისრა. უმუშევრად დარჩენილ რამაზ ი.-ს კი საზღვარგარეთ წასვლა მოუხდა. თავდაცვის სამინისტროს სარჩელის პასუხად, იურიდიული დახმარების სამსახურის ოზურგეთის საკონსულტაციო ცენტრის იურისტმა იამზე მემარნიშვილმა შესაგებელი შეადგინა. შესაგებელში რამაზ ი.-ს უდანაშაულობის დამადასტურებელ მთავარ მტკიცებულებად მითითებული იყო შემდეგი ფაქტი: როგორც გაირკვა, რამაზ ი. არათუ არ იცნობდა კონტრაქტის პირობებს, არამედ ხელიც არ ჰქონდა მოწერილი მასზე, რაც, თავისთავად, რამაზ ი.-ს სამართლებრივ პასუხისმგებლობას გამორიცხავდა. საბოლოოდ, ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ ეს გარემოება გაითვალისწინა, უარი თქვა თავდაცვის სამინისტროს სარჩელის დაკმაყოფილებაზე და რამაზ ი. 38 ათასი ლარის გადახდისგან გაათავისუფლა. მიუხედავად იმისა, რომ იურიდიული დახმარების სამსახურის მანდატი სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე სასამართლო წარმომადგენლობის უზრუნველყოფას არ ითვალისწინებს, სამსახური მოქალაქეებს კვალიფიციური იურიდიული დახმარების გარეშე მაინც არ ტოვებს. სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს საშუალება აქვთ იურიდიული დახმარების სამსახურს სამართლებრივი დოკუმენტების შედგენისათვის მიმართონ. არაერთ შემთხვევაში მოქალაქეებს სასამართლოში წარმატებისათვის სწორედ ამ სამსახურის იურისტების მიერ მომზადებული დოკუმენტების წყალობით მიუღწევიათ. http://www.legalaid.ge/?action=news&lang=geo&npid=38 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted September 22, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted September 22, 2011 38 ათასი ლარის ოდენობით სანქცია დააკისრა. უმუშევრად დარჩენილ რამაზ ი.-ს კი საზღვარგარეთ წასვლა მოუხდა.რა სიგიჟეა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted September 22, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted September 22, 2011 (edited) Saturnეს გაზეთ კომუნისტიდან გადმოაკოპირე? მიუხედავად იმისა, რომ იურიდიული დახმარების სამსახურის მანდატი სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე სასამართლო წარმომადგენლობის უზრუნველყოფას არ ითვალისწინებს, სამსახური მოქალაქეებს კვალიფიციური იურიდიული დახმარების გარეშე მაინც არ ტოვებს. ეს მთლად FULL HD უდანაშაულობის დამადასტურებელ მთავარ მტკიცებულებად მითითებული იყო შემდეგი ფაქტი: როგორც გაირკვა, რამაზ ი. არათუ არ იცნობდა კონტრაქტის პირობებს, არამედ ხელიც არ ჰქონდა მოწერილი მასზე,წესით პროკურატურამ საქმე უნდა აღძრას ტრეფიკინგისა და გამოძალვის მუხლით Edited September 22, 2011 by Anima Libera Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.