Jump to content
Planeta.Ge

რუსეთის მიერ ერაგულად მოკლული ჩეჩნეთის პრეზიდენტის, მასხადოვის დაბადების 60 წლისთავი


Recommended Posts

 

 

ჩეჩნეთის გმირი გენერალი

 

ღმერტო გააძლიერე და დაეხმარე ყველა ჩვენ ჩეჩენ ძმას რომელიც რუსს ებრძვის და სძულს იგი

 

 

1951 წლის 21 სექტემბერს გადასახლებაში, ყაზახეთში, ყარაგანდის მხარეში,ოსაკაროვის რაიონის დაბა შაკაიში დაიბადა ასლან ალის ძე მასხადოვი (Масхадан Іаьлин кІант Аслан (Халид), ჩეჩნეთის მეორე პრეზიდენტი, რუსეთის იმპერიის მიერ ვერაგულად, ღალატით, არაადამიანურად მოკლული ჩეჩნეთის მეორე პრეზიდენტი.

 

მისი ოჯახი 1944 წლის რეპრესიის მსხვერპლი იყო. ისინი გადაასახლეს მშობლიური მიწიდან ყაზახეთში.

 

1959 (ან 1959) წელს ჩეჩენი და ინგუში ხალხის „რეაბილიტაციის“ შემდეგ, მასხადოვების ოჯახი დაბრუნდა ჩეჩნეთში. 1968 წელს დაამთავრა სკოლა.

 

1972 წელს დაამთავრა თბილისის უმაღლესი საარტილერიო სასწავლებელი. მსახურობდა საბჭოთა არმიის შორეული აღმოსავლეთის სამხედრო ოლქში.

 

1981 წელს დაამთავრა ლენინგრადის საარტილერიო აკადემია. სამსახური განაგრძო უნგრეთში, ეკავა დივიზიონის მეთაურის, პოლკის შტაბის უფროსის, საარტილერიო პოლკის მეთაურის პოსტი.

 

ასლან მასხადოვის ნაწილში მოისპო „დედოვშინა“, ეს ყველაზე სამარცხვინო მოვლენა მსოფლიო სამხედრო ისტორიაში. მოგეხსენებათ, „დედოვშინის“ დროს დიდი ხნის ნამსახური ჯარისკაცები -“ძედები“ („პაპები“) ჩაგრავდნენ, თანაც სასტიკი მეთოდებით, ახალბედა ჯარისკაცებს - „სალაბონებს“, „მოლოდოებს“ („ახალგაზრდებს“).

 

1990 წელს დანიშნეს დივიიზიის არტილერიის უფროსად. 1991 წლიდან მეთაურობდა სარაკეტო ჯარებისა და არტილერიის გარნიზონის შტაბს. იყო დივიზიის მეთაურის მოადგილე. ჰქონდა პოლკოვნიკის წოდება.

 

ვილნიუსის ამბებში, როდესაც იმპერიას სურდა ჩაეხშო ლიტველი ხალხის დამოუკიდებლობის წყურვილი უხეში ძალით, მონაწილეობა არ მიუღია.

 

1992 წელს, მას შემდეგ რაც გართულდა ვიტარება ჩეჩნეთსა და რუსეთის იმპერიას შორის, მასხადოვი გადადგა პოსტიდან, მიატოვა სამსახური და დაბრუნდა სამშობლოში - ჩეჩნეთში და დაინიშნა ჯერ სამოქალაქო თავდაცვის უფროსად, მერე ჩეჩნეთის რესპუბლიკა-იჩქერიის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსის პირველ მოადგილედ, პრეზიდენტ ჯოხარ დუდაევის ბრძანებით.

 

1993-1994 წლებში, იბრძოდა ე. წ. ოპოზიციის, სინამდვილეში პრომოსკოვური შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ ბრძოლებში. 1994 წლის მარტში დაინიშნა გენშტაბის უფროსად.

 

1994-1996 წლებში, რუსეთ-ჩეჩნეთის ომში იბრძოდა სამშობლოს თავისუფლებისათვის. ხელმძღვანელობდა ბევრ მსხვილ სამხედრო ოპერაციას თუ დივერსიას მტრის წინაარმდეგ. მეთაურობდა ჩეჩნეთის საპრეზიდენტო სასახლის თავდაცვას. მისი გეგმით, რუსული ტანკები ჯერ მიუშვეს ქალაქ გროზნოს ცენტრამდე, მერე ისეთი დარტყმა მიაყენეს, რომ განადგურებული ტანკები ხელს უშლიდა სხვა ტანკებს უკან დახევში. მერე კი მანევრირების ვერშემძლე რუსული ტანკები მაღალსართულიანი სახლებიდან სროლებით გაანადგურეს.

 

1995 წელს, პრეზიდენტმა ჯოხარ დუდაევმა მიანიჭა ბრიგადის გენერლის წოდება.

 

რუსი იმპერიალისტების მიერ მოლაპარაკების დროს პრეზიდენტ დუდაევის ვერაგულად მკვლელობის მერე, 1997 წლის 27 იანვარს, ჩეჩენმა ხალხმა დემოკრატიულ არჩევნებში იჩქერიის პრეზიდენტად აირჩია ასლან მასხადოვი. კრემლში ეგონათ, რომ ის წავიდოდა დათმობებზე რუსეთის იმპერიასთან, მაგრამ ასლან მასხადოვმა ბოლომდე უერთგულა სამშობლოს და თავისუფლების იდეას.

 

მის წინააღმდეგ გააფთრებით იბრძოდნენ. განსაკუთრებით რუსეთ-ჩეჩნეთის „მეორე“ ომის დროს. მასხადოვი იძულებული გახდა იატაკქვეშეთში გადასულიყო. მიმდინარეობდა ჩეჩენი ხალხის გენოციდი, ასლან მასხადოვის მეთაურობით ჩეჩნები თავს იცავდნენ. რუსულმა პროპაგანდამ მას დააბრალა სხვადასხვა ტერორისტული აქტების დაგეგმვა, მათ შორის 2002 წლის ბესლანის მოვლენებისა. არადა მასხადოვი მზად იყო ჩასულიყო ბესლანში სიტუაციის განსამუხტად, მაგრამ რუსეთის სპეცსამსახურებმა სკოლის შტურმი დაიწყეს, რის შედეგადაც დაიღუპნენ ბავშვები.

 

ვლადიმერ პურინმა ასლან მასხადოვს უარი უთხრა სამშვიდობო მოლაპარაკებაზე. 10 000 000 დოლარი პრემია შეპირდნენ მას, ვინც გასცემდა ასლან მასხადოვის ადგილსამყოფელს. ამუშავდა მთელი იმპერიის სპეცსამსახურები...

 

2005 წლის 8 მარტს ასლან მახადოვი მოკლეს... როგორც ამბობენ, პრეზიდენტის ადგილსამყოფელი გაიგეს მობილური ტელეფონის მეშვეობით. ადგილი, სადაც იმალებოდა იჩქერიის პრეზიდენტი, ტოლსტოი-იურტში, ალყაშემორტყლული იყო. დამპყრობლებმა ააფეთქეს სახლი, რომლის სარდაფშიც შტაბი ჰქონდა პრეზიდენტს.

 

ის ბოლომდე იბრძოდა და ანდერძი ჰქონდა დატოვებული: „ნუ მისცემთ უფლებას დამატყვევონო!...“

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეს თემა ეხლა ვნახე

თავისი ქვეყნისა და ხალხისთვის თავდადებული ვაჟკაცი კაცი

და გუტალინის მლოკველები გვაშინებენ – დამოუკიდებლობა რომ მიეღოთ, გურჯებს რა გვეშველებოდაო

 

 

პ.ს ჩეჩნებს ბარჟომი არ ჰქონიათ თუ არა წარმომიდგენია როგორ იფორთხიალებდნენ ლუბიანკაზე

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დუდაევისგან განსხვავებით ეს კაცი ჩემში პატივისცემას იწვევს,

ნამდვილი კავკასიელი, ვაჟკაცი, თავისი ერის ერთგული, მებრძოლი

ვლადიმერ პურინმა ასლან მასხადოვს უარი უთხრა სამშვიდობო მოლაპარაკებაზე

თავისი ძალუფლების განმტკიცებისთვის დაღვარა პუტინმა ათიათასობით ადამიანის სისხლი, იმის გამო რომ ტკბილად იცხოვროს და იბლატავოს,თეთრ როილაზე დაუკრას და იყვინთავოს, ასეთ ცხოვრებას და ვითომ გულაობას ისეთი აღსასრული სჯობია რითაც მასხადოვმა დაასრულა თავისი მიწიერი ცხოვრება,

თუკი ის სამშვიდობო მოლაპარაკებას ცდილობდა ათჯერ და ასჯერ უფრო დასაფასებელია

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

 

არანაირი ისტერია, ბილწსიტყვაობა, დიშოვი ბაზარი,

მხოლოდ ფაქტების კონსტატირება

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...