FRIDRIX Posted September 21, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted September 21, 2011 ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა, სულ ცოტა ხნის წინ, რელიგიის თავისუფლების ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც, ერთი თავი საქართველოს დაეთმო. ბოლო დროს, საქართველოში რელიგიის კუთხით დატრიალებული ამბების შემდეგ, ეს ანგარიში, განსაკუთრებულად საინტერესოდ მივიჩნიეთ ჩვენი მკითხველისათვის. თუ რა საკითხებზე და პრობლემებზე იყო აქცენტები გაკეთებული და რამდენად სამართლიანად, ამის შესახებ რელიგიათმცოდნე, სახალხო დამცველის ოფისთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის მთავარი ექსპერტი ბექა მინდიაშვილი გვესაუბრა: – აშშ–ს სახელმწიფო დეპარტამენტის მორიგი ანგარიში, ძირითადად, ასახავს ყველა იმ პრობლემას, რომელიც რელიგიის თავისუფლების საკითხს უკავშირდება და უმცირესობების ჯგუფების წინაშე დგას, დაწყებული საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული ქონების დაბრუნების საკითხით, დამთავრებული სკოლებში არსებული დისკრიმინაციული პრაქტიკით და საზოგადოების შეუმწყნარებლობით. თუმცა, იმის გამო, რომ ანგარიში არ მოიცავს 2011 წლის მეორე ნახევარს, მასში შესული არ არის რელიგიური გაერთიანებების რეგისტრაციის შესახებ პარლამენტის მიერ, 5 ივლისს სამოქალაქო კოდექსში შეტანილი ცვლილებები. ამ ცვლილების შედეგად, კონფესიებს, რომლებიც უარს აცხადებდნენ რეგისტრაციაზე, რაკი მათთვის არაკომერციულ, იურიდიულ პირად სამართლებრივი არსებობა მიუღებელი იყო, შეუძლიათ გაიარონ რეგისტრაცია, როგორც რელიგიურმა გაერთიანებებმა საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსით. შესაბამისად, ამ ანგარიშში არ არის წამოდგენილი ის გამოვლინებები, რაც ამ ცვლილებას მოყვა. – რელიგიური უმცირესობების უფლებების დაცვის კუთხით, როგორც ტოლერანტობის ცენტრის მთავარი ექსპერტი, როგორ შეაფასებდით საქართველოში არსებულ მდგომარეობას? – 2004 წლის შემდეგ, ამ კუთხით ბევრი რამ შეიცვალა, გაუქმდა რამდენიმე დისკრიმინაციული კანონი, დააკავეს რელიგიური შეუმწყნარებლობის მოტივით კანონდამრღვევი პირები, რელიგიურ გაერთიანებებს თავისუფლად შეუძლიათ იყვნენ დაკავებულნი თავიანთი რელიგიური პრაქტიკით, აღასრულონ რიტუალები, გაავრცელონ სარწმუნოება, აწარმოონ იმპორტი და ექსპორტი, გაიარონ რეგისტრაცია მათთვის ხელსაყრელი პირობებით და სხვა. თუმცა, კვლავაც გადაუჭრელია უამრავი საკითხი, რომელიც ან დისკრიმინაციულ მდგომარეობაში აყენებს რელიგიურ გაერთიანებებს, ანდა ქმნის დაუსჯელ გარემოს რელიგიის თავისუფლების შელახვისთვის. ამ პრობლემის გადაჭრას, უპირველს ყოვლისა, ხელს უშლის საპატრიარქოს მესვეურების შეუმწყნარებელი დამოკიდებულება განსხვავებული რელიგიური ჯგუფებისადმი და მედია, რომლის ძირითადი ნაწილი ან საერთოდ არ ინტერესდება რელიგიური უმცირესობებით, ან თავად ხდება რელიგიური შეუმწყნარებლობის გამავრცელებელი. – საპატრიარქოს წარმომადგენლები ხშირად ხდებიან თქვენი კრიტიკის ობიექტები, კონკრეტულად რის საფუძველზე ამბობთ, რომ ისინი ხელს უშლიან პრობლემების გადაჭრას? – არგუმენტისთვის, რელიგიური უმცირესობების რეგისტრაციასთან დაკავშირებული ფაქტებიც კმარა, როდესაც სხვადასხვა სასულიერო პირები, სატელევიზიო გამოსვლებში, ინტერვიუებში. ერთი კონკრეტული რელიგიური ჯგუფისადმი, სომხებისადმი სრულიად შეუწყნარებელ დამოკიდებულებას გამოხატავდნენ. ერთი მოძღვარი ამბობდა, რომ სისხლი უნდა დავღვაროთ, მეორე – როგორ შეიძლება რომ დედაჩემი და სომხის დედა თანასწორი იყოსო. მთავარეპისკოპისი ზენონი იმასაც კი ამბობდა, რომ ამ კანონმდებლობით სომხეთის პატრიარქმა გარეგინ მეორემ გაიმარჯვა ქართველ ერზე და ა.შ. ასეთი განცხადებები არა მარტო სომხების, არამედ თითქმის ყველა რელიგიური ჯგუფების მისამართით გავრცელდა. დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც სასულიერო პირები, ფიზიკურ შეურაცხყოფასაც აყენებდნენ ამა თუ იმ რელიგიის წარმომადგენელბს. – რომელ სასულიერო პირებს გულისხმობთ? – ეს იყო კასპელი მღვდელი, სამწუხაროდ სახელი და გვარი არ მახსოვს. მასზე სახალხო დამცველი ანგარიშშიც არის საუბარი. ამ მღვდელმა, არაერთგზის მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა იეჰოვას მოწმეებს. ასევე ძალიან ცნობილი ფაქტია მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის მიერ კათოლიკურ სოფლებში ჩატარებული ანტიკათოლიკური რეიდები, მუსლიმთა სოფლებში განხორციელებული რეიდები და შეურაცხყოფის მიყენება სხვა სარწმუნოების მატარებელი ადამიანებისათვის. – რომელ ქვეყნებს აქვთ ამ მხრივ ჩვენზე უკეთესი და შედარებით ცუდი მაჩვენებელი? – ზოგადად შეიძლება იმის თქმა, რომ დასავლურ ქვეყნებში, იქ სადაც ლიბერალურ–დემოკრატიული პოლიტიკური რეჟიმებია დამკვიდრებული, სადაც, პლურალიზმისა და სეკულარიზმის ტრადიცია საუკუნეებს ითვლის რელიგიის თავისუფლების კუთხით, პრობლემები ნაკლებადაა. ასევე ნაკლებად ვხვდებით სისტემური დისკრიმინაციის გამოვლინებებს იმ ქვეყნებში, როლმებშიც ძირითადი რელიგიები შემწყნარებლობას ქადაგებენ. საპირისპიროდ ნაკლებად დემოკრატიულ ქვეყნებში, ავტორიტარულ რეჟიმების პირობებში, განსაკუთრებით თეოკრატიული მმართველობის მქონე სახელმწიფოებში რელიგიის თავისუფლება და შემწყნარებლობლობა სერიოზული „დეფიციტია“. საქართველოც იმდენადვე წარმატებულია სხვა ქვეყნებზე, რამდენაც უფრო დემოკრატიული და ლიბერალურია მისი მმართველობა და საპირისპიროდ იმდენად ჩამორჩება სხვა ქვეყნებს, რამდენადაც დაბალია მათთან მიმართებით ლიბერალური დემოკრატიის ხარისხი. ამ მხრივ, ასევე მნიშვნელოვანია, გაბატონებული რელიგიური ჯგუფის დამოკიდებულება რწმენის თავისუფლებისადმი და საზოგადოების სეკულარობის ხარისხიც. მაგრამ შეიძლება ერთი რამ ითქვას, მაგალითად, პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებების შედეგად, რელიგიური გაერთიანებების რეგისტრაციის მოდელი გაცილებით პროგრესული და ლიბერალურია ევროპული ქვეყნების უმრავლესობის მოდელებზე, სადაც ჩვეულებრივ, დამკვიდრებულ პრაქტიკას წარმოადგენს რელიგიური გაერთიანებების დახარისხება სხვადასხვა ნიშნის: ისტორიულობის, მიმდევართა რაოდენობის, რელიგიური პრაქტიკის თავისებურებების მიხედვით. – რა რჩება დღემდე გადაუჭრელ პრობლემად, რელიგიური უმცირესობებისათვის საქართველოში? – შეიძლება რამდენიმე ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემის ჩამოთვლა: პირველ ყოვლისა, ეს არის რესტიტუციის ანუ საბჭოთა პერიოდში ზოგიერთი რელიგიური გაერთიანებისთვის ჩამორთმეული ქონების საკითხი. მაგალითად სომეხთა სამოციქულო ეკლესია ვერ ახერხებს 6 ტაძრის დაბრუნებას, ამ ტაძრების მდგომარეობა კი სავალალოა და დღითიდღე ინგრევა. კათოლიკური ეკლესიის ხუთ ტაძარში, დღესდღეობით, მართლმადიდებლური ეკლესია ფუნქციონირებს. ქონების დაბრუნების საკითხს სვამენ მუსლიმთა და იუდეველთა თემები. მეორე და ალბათ არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხი, რელიგიური უმცირესობებისადმი შეუწყნარებელი განწყობებია, რასაც, როგორც გითხარით, საქართველოს საპატრიარქოს მესვეურები, სასულიერო პირები კვებავენ და ჩვენ ეს ნათლად დავინახეთ რეგისტრაციის საკითხთან დაკავშირებული მღელვარების დროს. საპატრიარქოს ავტორიტეტისა და გავლენის გამო, შეუმწყნარებელი განწყობებები თავს იჩენს ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრში, მედიაში, საზოგადოებაში, ამის გამო, რელიგიის თავისუფლების დაცვის ასპექტით, ფაქტობრივად პარალიზებულია სამოქალაქო სექტორი, ისინი ღიად ვეღარ ეწინააღმდეგებიან შეუმწყნარებლობის გამოვლინებებს. საპატრიარქოსადმი ფრთხილი დამოკიდებულების გამო ხელისუფლებაც პერიოდულად ინერტული ხდება ხოლმე და საპირისპიროდ ვიღებთ საპატრიარქოს 25 მილიონიანი საბიუჯეტო დაფინანსების პრაქტიკას, რაც ასევე ერთმნიშვნელოვნად შეიძლება შეფასდეს როგორც დისკრიმინაციის გამოვლინება. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
laci Posted September 21, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted September 21, 2011 აუფ... რამხელაა რა არის, მეზარება წაკითხვა..მოკლედ არ ითქმის?? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
FRIDRIX Posted September 21, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted September 21, 2011 საპატრიარქოს ავტორიტეტისა და გავლენის გამო, შეუმწყნარებელი განწყობებები თავს იჩენს ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრში, მედიაში, საზოგადოებაში, ამის გამო, რელიგიის თავისუფლების დაცვის ასპექტით, ფაქტობრივად პარალიზებულია სამოქალაქო სექტორი, ისინი ღიად ვეღარ ეწინააღმდეგებიან შეუმწყნარებლობის გამოვლინებებს. საპატრიარქოსადმი ფრთხილი დამოკიდებულების გამო ხელისუფლებაც პერიოდულად ინერტული ხდება ხოლმე და საპირისპიროდ ვიღებთ საპატრიარქოს 25 მილიონიანი საბიუჯეტო დაფინანსების პრაქტიკას, რაც ასევე ერთმნიშვნელოვნად შეიძლება შეფასდეს როგორც დისკრიმინაციის გამოვლინება. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted September 21, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted September 21, 2011 ერთი მოძღვარი ამბობდა, რომ სისხლი უნდა დავღვაროთ, მეორე – როგორ შეიძლება რომ დედაჩემი და სომხის დედა თანასწორი იყოსო. მთავარეპისკოპისი ზენონი იმასაც კი ამბობდა, რომ ამ კანონმდებლობით სომხეთის პატრიარქმა გარეგინ მეორემ გაიმარჯვა ქართველ ერზე და ა.შ. ეთნოფილია, აი, ამიტომაც ვამბობ დროებით გადავცეთ საქ. მართლმადიდებლური ეკლესია ბერძნებს ან რუსებს, ისინი ასწავლიან რას ნიშნავს მართლმადიდებლობა თავს გვჭრიან საერთაშორისო მასშტაბით (ბატონო ღინტუ) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
FRIDRIX Posted September 21, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted September 21, 2011 აი, ამიტომაც ვამბობ დროებით გადავცეთ საქ. მართლმადიდებლური ეკლესია ბერძნებს ამაზე თანახმა ვარ მაგრამ ღორები ჩვენ ეკლესიას ვერ ეღირსებიან Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
laci Posted September 21, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted September 21, 2011 რა ჭირს პლანეტას , ვერ ვპოსტავ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
FRIDRIX Posted September 21, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted September 21, 2011 laciაბა ეს როგორ დაპოსტე? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
laci Posted September 21, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted September 21, 2011 FRIDRIXვაა გამოვშტერდები, პოსტი დაკოპირებული მაქვს და არაფრით არ იდება..ისევ იმას მიწერს ადრე რო გითხარი, შეცდომა მოხდ აო ტოლერანტობის ცენტრის მთავარი ექსპერტი მაგარი თანამდებობაა... ეტყობა მოკლე კომენტები იდება ადვილად Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
laci Posted September 21, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted September 21, 2011 ასეთი განცხადებები არა მარტო სომხების, არამედ თითქმის ყველა რელიგიური ჯგუფების მისამართით გავრცელდა. დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც სასულიერო პირები, ფიზიკურ შეურაცხყოფასაც აყენებდნენ ამა თუ იმ რელიგიის წარმომადგენელბსეს ყოველთვის იქნება..და არაფერი საპანიკო არ არის ამაში.დიდი ამბავი თუ სომხებს აგინეს და იაღოველები ცემეს.. მეორე და ალბათ არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხი, რელიგიური უმცირესობებისადმი შეუწყნარებელი განწყობებია, რასაც, როგორც გითხარით, საქართველოს საპატრიარქოს მესვეურები, სასულიერო პირები კვებავენ და ჩვენ ეს ნათლად დავინახეთ რეგისტრაციის საკითხთან დაკავშირებული მღელვარების დროს. ნუ გაატრაკეს რა ბოლო ბოლო, დაჩქარებული წესით რო არ მიეღოთ ეგ კნონი არაფრც არ მოხდებოდა,ხელისუფლების ბრალია ეგ ყველაფერი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
FRIDRIX Posted September 21, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted September 21, 2011 (edited) დიდი ამბავი თუ სომხებს აგინეს და იაღოველები ცემესახალი ჯვაროსნული ლაშქრობა ხომ არ წამოგვეწყო ილიას კურთხევით და იერუსალიმი გამოგვეხსნა ღმერთი აუცილებლად დაგვეხმარებოდა ამ წმინდა ბრძოლაში როგორც დააკავეს მამა ბასილი ისე დააკავებენ ყველა აგრესიულ საეკლესიო პირს ასევე დააკავებენ მართმადიდებელ მშობელთა კავშირის ფანატიკოს წევრებს რომელთა ნახევარიც უკვე დაკავებულია კი წარმოჩნდნენ მართმადიდებლობისთვის წამებულ ღვთიურ რაინდებად მაგრამ ამაზე პროკურორს გული არ აჩუყებია შესაბამისად როცა ფანატიკოსები მიეცემიან სისხლისსამართლეზბრივ პასუხისგებაში ამას არ დაერქვას ხელისუფლების ეკლესიის იწნაარმდეგ ბრძშოლა სახელმწიფოს და ძალოვანი სტრუქტურების რეაქცია საეკლესიო და რელიგიური ფანატიზმის მიმართ ეს განხორციელდება ისევ თუ იგივე ქმედებებს განახორციელებს ეკლესია http://www.youtube.com/watch?v=W7Oq0980YR4&feature=player_embedded ნუ გაატრაკეს რა ბოლო ბოლო, დაჩქარებული წესით რო არ მიეღოთ ეგ კნონი არაფრც არ მოხდებოდა,ხელისუფლების ბრალია ეგ ყველაფერი.ხელისუფლება და პარლამენტი ეკლესიის წინაშე ანგარიშ ვალდებული არ არის შეუთანხმოს კანონების მიღების ვადები Edited September 21, 2011 by FRIDRIX Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted September 21, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted September 21, 2011 laciეს ყოველთვის იქნება..და არაფერი საპანიკო არ არის ამაში.დიდი ამბავი თუ სომხებს აგინეს და იაღოველები ცემეს..სერიოზულად ამბობ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
laci Posted September 21, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted September 21, 2011 ხელისუფლება და პარლამენტი ეკლესიის წინაშე ანგარიშ ვალდებული არ არის შეუთანხმოს კანონების მიღების ვადები მოქალაქეების წინაშეა ვალდებული, და განჩნია კიდევ რა კანონს იღებნ.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
laci Posted September 21, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted September 21, 2011 სერიოზულად ამბობ? პრობლემას ვერ ვხედავ,სასულიერო პირი ყველა ერთნაერი ხო არ არისზოგი ძალიან ბნელია და მრევლი აყოლილია ბრმად, მაგრამ ყველა ხო ეგრე არ ფიქრობსერთეულებია ეს და საპანიკოს მართლა ვერ ვხედავ.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
FRIDRIX Posted September 21, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted September 21, 2011 მოქალაქეების წინაშეა ვალდებული, და განჩნია კიდევ რა კანონს იღებნ..არც მოქალაქეების წინაშე არ არის ანგარიშ ვალდებული კანონის მიღების დაჩქარებაზე ან მიღების გადადებაზე როცა პარლამენტი ქვეკომიტეტებში აბრუნებს კანონს ახალი მოსმენებისთვის იურიდიულ კომიტეტში და შემდგომ გადააქვს სესიებზე როცა ხელისუფლებას ყავს პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა ეს ავტომატურად გულისხმობს ნებისმიერი კანონის ხელისუფლების მიერ დაუბრკოლებლად ვინმესთან ანგარიშ ვალდებულებების გარეშე მიღებას ხოლო საზოგადოების იმ ნაწილს რომელსაც ეს კანონი არ მოეწონა როცა მოვა ახალი ხელისუფლება და ეყოლებათ ახალი საპარლამენტო უმრავლესობა შეცვამლონ ეს კანონი თუ ამას ოდესმე ეღირსნენ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
laci Posted September 21, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted September 21, 2011 როცა ფანატიკოსები მიეცემიან სისხლისსამართლეზბრივ პასუხისგებაში ამას არ დაერქვას ხელისუფლების ეკლესიის იწნაარმდეგ ბრძშოლა სახელმწიფოს და ძალოვანი სტრუქტურების რეაქცია საეკლესიო და რელიგიური ფანატიზმის მიმართ ეს განხორციელდება ისევ თუ იგივე ქმედებებს განახორციელებს ეკლესია შენც კარგდ იცი რა დაერქმევა, და რასაც მოუტანს ხელისუფლებას.. თუ ამას ოდესმე ეღირსნენ მერე რა არის ამაში სასიხარულო ? ან ზომბი უმრავლესობა რო გვყავს კარგია? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.