Jump to content
Planeta.Ge

ვინ წამოხვალთ მუშების დასაცავად?!


Recommended Posts

ხვალ დილის 9:45 ზე სასტუმრო ამბასადორში დიპლომატიური კორპუსი ხვდება პროფკავშირებს.

 

გამოვხატოთ ჩვენი სოლიდარობა ქუთაისელი და ზუგდიდელი მუშების მიმართ.

 

დილით ჩვენ 20 მდე ახალგაზრდა ვაპირებთ გავმართოთ აქცია

იმისათვის რათა აღნიშნულ საკითხს ჰქონდეს მაქსიმალური გამოძახილი.

 

მოკლედ ვისაც სურს თავისი სამოქალაქო პოზიციის დაფიქსირება მუშების თემასთან დაკავშირებით და არის მათდამი სოლიდარული, გთხოვთ მობრძანდეთ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გამოვხატოთ ჩვენი სოლიდარობა ქუთაისელი და ზუგდიდელი მუშების მიმართ.

ეგ ის "მუშები" არიან, რომლებიც პარტიას თავის დროზე მადლობებს უხდიდნენ, მიშას ადიდებდნენ. შემოხაზულიც უეჭველი 5 ექნებათ, ისევე როგორც მასწავლებლებს, ეხლა რომ წუწუნებენ. მათ თუ გამოხატეს სოლიდარობა 26 მაისის მიტინგის დარბევაზე? არ ადარდებდათ ხო? ხოდა დაახტნენ ეხლა ნაციონალებს კუტუზე

Edited by DonCaredo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვინ წამოხვალთ მუშების დასაცავად?!

 

ჩამწერეთ წინა რიგებში

 

ლაფატკები ჩვენ წამოვიღოთ თუ იქ დაგვირიგებენ. :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

DonCaredo

ის "მუშები" არიან, რომლებიც პარტიას თავის დროზე მადლობებს უხდიდნენ, მიშას ადიდებდნენ. შემოხაზულიც უეჭველი 5 ექნებათ, ისევე როგორც მასწავლებლებს, ეხლა რომ წუწუნებენ. მათ თუ გამოხატეს სოლიდარობა 26 მაისის მიტინგის დარბევაზე? არ ადარდებდათ ხო? ხოდა დაახტნენ ეხლა ნაციონალებს კუტუზე

შენზე უფრო ნაციონალი თუ ვინმე იყოს რა :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ლაფატკები ჩვენ წამოვიღოთ თუ იქ დაგვირიგებენ

იქ არ ვიცი რას დაგვირიგებენ, ამიტომ მე ჩემი წერაქვით მოვდივარ :mad:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ლაფატკები ჩვენ წამოვიღოთ თუ იქ დაგვირიგებენ.

 

იქ ფოჩიანი კამფეტები იქნება.. :givi:

 

ხოდა დაახტნენ ეხლა ნაციონალებს კუტუზე

 

რო მობეზრდათ ასე მუქთად ხტუნაობა ,იმიტომაც ამოიღეს ხმა... :givi:

 

ეგ 5-იანი მგონი მთელმა საქართველომ შემოხაზა ერთ დროს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

იქ ფოჩიანი კამფეტები იქნება..

 

ღმერთმა ყველას ხელი მოუმართოს კარგ საქმეში, მაგრამ აღარ მწამს, რომ მანიფესტაცია-წრეზე მოძრაობებით რამეს მივაღწევთ.

მსოფლიოს დასანახად თუ კეთდება-მსოფლიოში ჩვენზე კარგად ხედავენ რაც გვჭირს.

სულ რომ ბღავილით გავსკდეთ, მაინც არავინ მოგვხედავს.

პ.ს. ხანდახან დონ კარედოს დავუჯეროთ. :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არ მიდიხარ ნუ მიდიხარ, რაღას დასცინი, სამოქალაქო სოლიდარობა გვაქვს უმაღლეს დონეზე,

მე ვერ ვახერხებ წასვლას მაგრამ საღოლ იმათ ვინც მიდის

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სულ რომ ბღავილით გავსკდეთ, მაინც არავინ მოგვხედავს.

პ.ს. ხანდახან დონ კარედოს დავუჯეროთ.

 

კი მართალი ხარ, ეგრეა , მაგრამ ცდას კაცი არ მოუკლავს,

სოლიდარობა აუცილებელია.

 

დონკარდეოს როგორ არ ვუჯერებ, ჩემს აზრებს ახმოვანებს, :givi: :givi:

 

არ მიდიხარ ნუ მიდიხარ, რაღას დასცინი

 

არ დავცინით, დასაცინი კი არა მისასალმებელია

არ ვარ თბილისში თორემ პირველი მე მივიდოდი...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კი მართალი ხარ, ეგრეა , მაგრამ ცდას კაცი არ მოუკლავს,

სოლიდარობა აუცილებელია.

 

ლტოლვილებს რომ ქუჩაში ჰყრიდნენ და სადღაც მიერეკებოდნენ-თვითონ ლტლვილები არ დაუდგნენ გვერდში. გაყუჩებული იყვნენ-იქნებ მე ვერ დამინახონო, მაგრამ ყველა დაინახეს.

სოლიდარობა მართლაც აუცილებელია.

პ.ს. 90-იან წლებში მიჭერდნენ(პოლიტიკური), მაგრამ იმდენი ხალხი მოვიდა, მოსამართლემ სულ ბოდიშები იხადა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეგ საცოდავი ხალხი, მეტალურგები ითხოვდნენ შხაპს და ტუალეტში შუქს, ეხლა ვიღაცას შEიძლება გაეცინოს, მაგრამ ეს არის ელემანეტარული მოთხოვნა რა,

 

 

რატომ დაიკავა ხელისუფლებამ კაპიტალის მხარე და არა მუშების,

აგერ გურჯაანში საავადმყოფო შენდება, თურქებს უხდიან ხელფასს, ქართველებს კი, 14-15 წლის ბიჭEბი მუშაობენ ხელფასს არ უხდიან,

სვანეთში რომ ვითომ ააშენეს ისუტიის და პოლიციის შენობა :givi: (ფართხა ფუთხით, ბეტონი გამშრალი არ იყო რომ ლამინატს დებდნენ ზედ და ცემენტს არ აცალეს შეშრობა დეიწყეს შებათქაშება და მოკლდ..)

 

3 დღე დღე და ღამე ამუშAვეს მუშები დედის გინების თანხლებით, უნდა მოასწროთ აქედან ვერსად წახვალთ (ან სა ტრ.. წავიდოდნენ ხელფასები არ მიუციათ)

ეგრეა დღეს საქართველოში-აბსოლუტური დაუცველობა, თითქოს მუშა და ხელოსანი ადამიანი არ იყოს

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

ხო, სადაა ეს პრაშმანდოვკა ნათელაშვილი ჰააა

 

ხელისუფლება მოსახლეობის გაყვლეფას წყლის მრიცხველების დადგმით გეგმავს

Share 20.09.2011 10:39

ლეიბორსიტული პარტიის აღმასრულებელი მდივანი, პაატა ჯიბლაძე ხელისუფლებას ხალხის მორიგ გაყვლეფაში ადანაშაულებს. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სააკაშვილ-უგულავას კონტროლქვეშ მყოფმა რუსულმა კომპანია ,,ჯორიან უოთერ ენდ ფაუერ“-მა წყლის გაძვირების შემდეგ თბილისელების მორიგი გაყვლეფის სქემა აამუშავა და მასობრივად დაიწყო კერძო სახლებში წყლის მრიცხველების დამონტაჟება, რომლის ღირებულების დაფარვას მინიმუმ 100 ლარის ოდენობით აბონენტებს აიძულებენ. აქვე აღსანიშნავია, რომ უამრავ გარდაცვლილ თბილისელზე ამ ყაჩაღი კომპანიის მიერ გამოწერილია არარსებული დავალიანებები, რომლის დაფარვასაც მათი ოჯახის წევრებს აიძულებენ.

“ლეიბორისტული პარტია კატეგორიულად მოითხოვს და მოუწოდებს სააკაშვილ-უგულავას შეწყვიტონ თბილისელების მორიგი დაყაჩაღება. ასევე, გვაინტერესებს თუ რა ოდენობის დავალიანება მიუვიდა ბ-ნ სააკაშვილს გარდაცვლილი პაპა-ბებიის სახელზე გახარჯული წყლის სანაცვლოდ”. განაცხადა პაატა ჯიბლძემ.

http://labour.ge/geo/news/455-2011-09-20-10-40-45.html

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...