Jump to content
Planeta.Ge

რეზო ჭეიშვილი: ოპოზიციამ ხალხი ბევრჯერ გამოიყენა და მოატყუა


Recommended Posts

ცნობილი ქართველი მწერალი, დრამატურგი და რუსთაველის პრემიის ლაურეატი რეზო ჭეიშვილი მიიჩნევს, რომ ,,ეროვნული ფორუმის“ მიერ დაგეგმილი საპროტესტო აქცია უშედეგო იქნება, რადგან დღეს საზოგადოება აქციების განწყობაზე არ არის. მისი თქმით, ხალხი დაიღალა ოპოზიციის ყველა დაძახებაზე ქუჩაში გამოსვლით და მათ გული აუცრუვდათ, რადგან ყველა აქცია, რომელიც ბოლო დროს ოპოზიციის მიერ იყო ორგანიზებული, უშედეგოდ დასრულდა. ,,ეროვნული ფორუმის“ მიერ დაგეგმილ აქციასა და გუბაზ სანიკიძის ,,ჩრდილოელ მეზობელთან“ დაახლოების შესახებ, ,,პრესა.ჯი-ს“ რეზო ჭეიშვილი ესაუბრა.

 

 

- როგორ შეაფასებთ ,,ეროვნული ფორუმის“ მიერ დაგეგმილ საპროტესტო აქციას?

 

- დარწმუნებული ვარ, რომ ეს აქციაც, ისევე როგორ მისი წინამორბედები, არანაირი შედეგის მომტანი არ იქნება საზოგადოებისთვის. ოპოზიციის მიერ ორგანიზებული ბევრი აქცია გვახსოვს, მაგრამ ყველა უშედეგოდ დამთავრდა, მოსახლეობამ მისგან ვერანაირი სარგებელი ვერ ნახა. დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ დღეს ხალხი სულაც არ არის მაგ აქციის განწყობაზე.

 

- ანუ მოსახლეობა აქციებზე აღარ გავა?

 

- რა თქმა უნდა, არ გავა აქციებზე. რაც იყო ის აღარ განმეორდება. დაიღალა ხალხი ოპოზიციის ყველა დაძახებაზე ქუჩაში გასვლისგან. არ შეიძლება ხალხის გამოყენება, ოპოზიციამ კი ის ბევრჯერ გამოიყენა და მოატყუა.

 

- გავრცელებული ინფორმაციით, გუბაზ სანიკიძეს რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენი მინდია გულუა აფინანსებს.

 

- გუბაზ სანიკიძეს რუსეთში მჭიდრო კავშირები აქვს? თუმცა არ გამიკვირდება ასე იყოს. რუსეთი ყველა ღონეს იხმარს, რათა საქართველოში დასაყრდენი პოლიტიკური ძალა გამონახოს და ქვეყანაში სიტუაცია არიოს. კრემლს ამ საქმისთვის საკუთარი განყოფილებები აქვს, რომელსაც ასეთ საქმეებს ავალებს. ბიუჯეტიც კი იმის მიხედვით აქვთ აწყობილი, ამა თუ იმ ქვეყნის ოპოზიციის წარმომადგენლებს ან კერძო პირებს, რამდენი ფული მისცენ, რათა ისინი მათ მხარეს გადმოვიდნენ და მათთან ითანამშრომლონ.

 

- თქვენ აღნიშნეთ, რომ გუბაზ სანიკიძეს რუსეთში მჭიდრო კავშირები არა აქვს, სამაგიეროდ, ნინო ბურჯანაძეა რუს პოლიტიკოსებთან დაახლოებული და მისი ხილვა კრემლში ყოველთვის უხარიათ.

 

- გეთანხმებით, ეს ამბავი ყველამ იცის და უკვე ღიად საუბრობენ იმაზე, რომ მას რუსეთი აფინანსებდა. ბურჯანაძეს მართლაც მჭიდრო კავშირები აქვს რუსეთში.

- ბურჯანაძე ახალი აქციებით ემუქრება ხელისუფლებას. თქვენი აზრით, რამდენად აქვს ბურჯანაძეს იმის მორალური უფლება, რომ მოსახლეობას ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდოს?

 

- არა მგონია ბურჯანაძის მოწოდებაზე ხალხი ქუჩაში გამოვიდეს, თუმცა მის მორალურ უფლებაზე ვერ ვილაპარაკებ. ამიტომ, შეფასებისგან თავს შევიკავებ. საბოლოოდ გეტყვით, რომ უახლოეს პერიოდში არაფერი საინტერესო არ მოხდება. ჩატარდება პატარა აქცია და მორჩა. მე პირადად, მისგან არაფერს ველი, რადგან ასეთი აქციები არაფრისმომტანი. დარწმუნებული ვარ, ხალხი ქუჩაში აღარ გავა.

Edited by FRIDRIX
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არასწორი მიდგომაა "მოატყა". კი არ მოატყუეს, არამედ ოპოზიციას დღემდე არ აქვს გეგმა (პროგრამა).

არ იცან თუ რა ალტერნატივა შესთავაზონ ხალხს. არ გამიკვირდება რომ მიშამ ესენი ყველა ერთდ დაიბაროს ხვალ და უთხრას "აგერ კრესლოთქო". პასუხი იქნება "ჩვენ ასე არ გვინდა მივდივართ მიტინგზე".

როგორც გინდათ ისე აღიქვით ეს ამბე, მაგრამ მე დღემდე ვერ ვნახე ოპოზიციის სპექტრში ძალა რომელიც ქვეყნის მმართვისთვის მზად იყოს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

როგორც გინდათ ისე აღიქვით ეს ამბე, მაგრამ მე დღემდე ვერ ვნახე ოპოზიციის სპექტრში ძალა რომელიც ქვეყნის მმართვისთვის მზად იყოს.

სწორი შენიშვნაა

 

ადრე ვწერდი მეც ხვალ მიშკამ სავარძელი რო დათმოს კაცი არ ყავთ ვინც ქვეყნის მართვას შეძლებს ავად თუ კარგად

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეს პრესა.გე. ხო საერთოდ იდიოტების ბუდეა.

 

ადრე ვწერდი მეც ხვალ მიშკამ სავარძელი რო დათმოს კაცი არ ყავთ ვინც ქვეყნის მართვას შეძლებს ავად თუ კარგად

ეგრე ამბობდნენ ედიკას დროსაც, მაგრამ გამოჩნდა.

ესე იქნება ეხლაც, შეუცვლელი არავინაა, მაგასაც გამოუჩნდება ვინმე, ჯერ ჩრდილშია და არჩანს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეს პრესა.გე. ხო საერთოდ იდიოტების ბუდეა.

ალია ასავალ დასავალი კავკასია მაესტრო და ბევრი რუსებისგან დაფინანსებული საინფორმაციო წყაროებიც იდიოტების ბუდეა გააჩნია ვის რომლის ჯერა

 

ჯერ ჩრდილშია და არჩანს.

არა უფლის ხელი აქვს გადაფარებული წმინდა გიორგი უცნობი გამოჩნდა მაგრამ ვერ გაიმარჯვა ვნახოთ შემდეგი ვინ იქნება

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

FRIDRIX

ქართული პრესა , გინდაც მედია, არის ძალიან დიდი უვიცების ბუდე.

 

 

წმინდა გიორგი უცნობი გამოჩნდა მაგრამ ვერ გაიმარჯვა ვნახოთ შემდეგი ვინ იქნება

მაგაზე იგივე აზრის ვარ.

გამოჩნდება ვიღაც, არ შეიძლება რო არ გამოჩნდეს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ქართული პრესა , გინდაც მედია, არის ძალიან დიდი უვიცების ბუდე.

მტავარია ის გააკეთონ რასაც ავალებენდ

 

მაგათი განვითარება სულ მკიდია პროფესიული ინტელექტუალური თუ გონებრივი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მტავარია ის გააკეთონ რასაც ავალებენდ

არ არის ეგ მთავარი, ჟურნალიტი უნდა იყოს დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, ობიექტური (და ჭკვიანიც:) )

 

რასაც ავალებენ იმას რო აკეთებს , მაგას ქვია მონა და არა ჟურნალისტი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რასაც ავალებენ იმას რო აკეთებს , მაგას ქვია მონა და არა ჟურნალისტი.

ხელისუფლებას ჭირდება მონა ჟურნალისტები და არა ესენი

 

ჟურნალიტი უნდა იყოს დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, ობიექტური (და ჭკვიანიც

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ხელისუფლებას ჭირდება მონა ჟურნალისტები და არა ესენი

 

ოხ ფრიდრიხ ერთი შენი თავი მომცა, დაგტუქსავდი სასტიკად..:)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ოხ ფრიდრიხ ერთი შენი თავი მომცა, დაგტუქსავდი სასტიკად..

:D

 

ეგრეა და მე რა ვქნა

 

დღეს ხელისუფლებას ჭირდება მონა ჟურნალისტები რომლებიც მის პიარ დაკვეთებს ასრლებს და სხვა დავალებებს ასრულებს ქვეყნის დასაცავად და მტერტან ინფორმაციულ პროპაგანდულ ბრძოლაში

 

ხელფასს ამისთვის იღებენ ვინც ბრძანებას ვერ ან არ შეასრულებს კარგ შემთხვევასი სახლში ცუდ შემთხვევაში "იქ სადაც ბევრი ფიქრის დრო აქვთ"

 

:D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ხელფასს ამისთვის იღებენ ვინც ბრძანებას ვერ ან არ შეასრულებს კარგ შემთხვევასი სახლში ცუდ შემთხვევაში "იქ სადაც ბევრი ფიქრის დრო აქვთ"

 

 

ტიპიური ფრიდრიხული პასუხი..

:yes:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...