Jump to content
Planeta.Ge

ვერ გაქაჩა გუგლ პლუსმა?


Recommended Posts

სოციალური ქსელი "google plus" პოზიციებს კარგავს. ყოველდღიურად გამოქვეყნებული საჯარო შეტყობინებების (პოსტების) რაოდენობა სამჯერ შემცირდა. ამ ინფორმაციას 15 სექტემბერს კომპანია "89n" აქვეყნებს.

 

კომპანიის მონაცემებით, მიმდინარე თვეში, ერთ მომხმარებელზე საშუალოდ 0,4 გამოქვეყნებული პოსტი მოდის, ერთი თვით ადრე ეს მაჩვენებელი 0,68 შეადგენდა, ხოლო საიტის გახსნის დროს 1,4.

 

„მომხმარებლებს არაფერი აქვთ სათქმელი google plus-ში"-ამბობენ ექსპერტები.

 

„google"-მ სოციალური ქსელი 2011 წლის ივნისში აამოქმედა. შემქმენელების აზრით, მას კონკურენცია „facebook"-ისთვის უნდა გაეწია.

 

„google+" პროექტის ფარგლებში, ჩვენ გვინდა გადმოვცეთ ქსელში ინფორმაციის გაცვლის ყველა ნიუანსი და სიმდიდრე", აცხადებდა "google"-ს ინჟინერული განყოფილების ვიცე- პრეზიდენტი ვიკ ჰანდოტრა.

 

„facebook"-ის მსგავსად „google plus"-იც იძლევა ფოტოების, შეტყობინებებისა და კომენტარების გაცვლის საშუალებას, გარდა ამისა, მომხმარებლებს შეუძლიათ მეგობრები გააერთიანონ ე.წ „წრეებში" და თითოეულ წრეს განუსაზღვრონ ინფორმაციაზე წვდომის უფლება.

http://www.media.ge/ka/node/42390

სულ რაღაც რამდენიმე თვეში „გუგლ პლუსის" აუდიტორია 25 მლნ -მდე გაიზარდა, თუმცა ინფორმაციის გაცვლის ფართო შესაძლებლობას ისინი, არ იყენებენ. დაეცა საჯარო შეტყობინებათა რაოდენობაც, მიუხედავად ფუნქცია „+1"- ისა, რომელზე დაჭერის დროსაც მომხმარებელს შეუძლია გაიზიაროს „google plus"-ში ის ინფორმაცია, რომელიც მას ინტერნეტში მოეწონა. სოციალურ ქსელს ვერ დაეხმარა "google"-ს ექაუნთის მიკრობლოგ twitter-ზე მიბმის შესაძლებლობაც.

 

კომპანია 89n მომხდარს იმით ხსნის, რომ „მომხმარებელს ახალი „სათამაშო" მაშინვე მოსწყინდათ, რაც მათ კაშკაში შეწყვიტეს". საჯარო პოსტების შემცირების ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება ისიც არის, რომ მომხმარებელი "google plus"-ს მხოლოდ პირადი შეტყობინებების გასაგზავნად იყენებს, რასაც კომპანია ნაკლებ დამაჯერებლად მიიჩნევს.

 

bizSmart.com-ის ინფორმაციით, "facebook" უშვებს ახალ ფუნქციას, რომელიც "google plus" მსგავსად შესაძლებლობას იძლევა, შეიქმნას „მეგობრების წრე". მომხარებლებს საშუალება ექნებათ გაცვალონ ინფორმაცია, არა ყველასთან, არამედ წინასწარ განსაზღვრულ მეგობრების ჯგუფთან. ფუნქცია ნაწილობრივ ავტომატიზირებული იქნება. პროფილში მითითებული ინფორმაციაზე დაყრდნობით, ფეისბუქი თავად შექმნის კოლეგების, ოჯახის წევრების სიას, , რომელსაც შემდგომ მომხარებელი დაარედაქტირებს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თავიანთი ბრალია :) რეგისტრაცია გააძნელეს რეკომენდაცია და სისულელებით როცა ფეისზე 1 წუთში შეგიზლია უცბად დარეგისტრირება თავიდანვე არ იყო მარტივი ეგ საიტი და ხალხს უჭირდა რეგისტრაცია..
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

1) ბეტა ვერსიაა

2) რაც არ უნდა თავი მოიკლან თავის მართლებით,მაინც ფეისბუქს ჰგავს

3) გუგლის სოც.ქსელები არ გამოსდის (მაგ: ორკრუტი)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მსგავსება მარტო გარეგნობასთან დაკავშირებით არაა,საერთოდ ნებისმიერი სერვისით,თუნდაც მედია მენიუს განლაგება და ნუ..ყველაფრით ფაქტიურად :user:
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...