Jump to content
Planeta.Ge

რუსეთში, გამოკითხულთა 73%, კავკასიის ჩამოშორების მომხრეა


Recommended Posts

რუსეთში, გამოკითხულთა 73%, კავკასიის ჩამოშორების მომხრეა

 

ინტერნეტგამოცემამ “ნოვი რეგიონ” გამოკითხვა ჩაატარა, - “სჭირდება თუ არა რუსეთს კავკასია?” და შედეგიც მიიღო. აღმოჩნდა, რომ გამოკითხვაში, მონაწილეთა 73%-სათვის, მისაღებია რუსეთის ფედერაციიდან ჩეჩნეთისა და დაღესტნის გასვლა.

 

ეს საუბრები მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც ვლადიმერ პუტინმა ჩეჩნეთისა და ზოგადად, სამხრეთ კავკასიის რუსეთისგან დამოუკიდებლობისა და ჩამოცილების იდეა გააკრიტიკა. თუმცა, ბოლო პერიოდში, დიპლომატიურად შენიღბული ანტიკავკასიური რიტორიკა და კავკასიელებისგან ჩაგრული რუსების თემა, სწორედ პირველი პირებისა და მათი სატელიტი პოლიტიკოსებისგან გაისმა.

 

რაც შეეხება “ნოვი რეგიონის” გამოკითხვის შედეგებს, არაერთი ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ კვლევა რეალურ სურათს ასახავს, რადგან უკანასკნელ ხანებში, უამრავი პრობლემისაგან ყურადღების გადატანის მიზნით, რუსეთის ხელისუფლებამ საშიში თემით სპეკულაცია დაიწყო, რასაც მოსახლეობაში შესაბამისი რეაქცია მოყვა. მოსკოვის ჰელსინკის ჯგუფის ხელმძღვანელი ლუდმილა ალექსეევა მიიჩნევს, რომ ლოზუნგი “რუსებისათვის” დაუშვებელია, მით უმეტეს არჩევნების წინ. ის საშიშია რუსეთის მონოსახელმწიფოსათვის და მისი რღვევისკენაა მიმართული.

 

ჟირინოვსკი (რომელსაც გიჟს კი უწოდებენ, მაგრამ რუსეთშიც არ უარყოფენ, რომ კარგი გამხმოვანებელია კრემლის იდეებისა), რუსებისა და სამხრეთ კავკასიელების თემის წამოწევას “ფილოსოფიურ” საკითხს უწოდებს, თუმცა რუსი ექსპერტები მიანიშნებენ, რომ ყველაფერი “ფილოსოფიით” იწყება და მერე ომით მთავრდება, რაც კრემლში კარგად უნდა გააცნობიერონ.

 

მოსკოვის “ნაციონალურ გადახრებს” დასავლეთის შეშინების მცდელობასაც მიაწერენ, თუმცა ასეთი გლობალური ეფექტის ნაცვლად, მოსკოვმა უკვე მიიღო ლოკალური ეფექტი: თავად რუსეთში ძალიან აქტუალური და პოპულარული გახდა ანტიკავკასიური რიტორიკა; რუსების უმრავლესობა, რომლებიც ჩივიან, რომ თავად შიმშილით კვდებიან, სამხრეთ კავკასიურ პროექტებზე რუსეთის ბიუჯეტის ხარჯვას დანაშაულადაც კი მიიჩნევენ.

 

ხელისუფლების მიერ აგორებული კამპანიის შედეგები კი, “ნოვი რეგიონის” გამოკითხვაზე ასე აისახა:

 

კავკასიის რუსეთისგან ჩამოშორებას გამოკითხულთა 73, 07% ემხრობა, უკიდურეს ზომად მიიჩნევს 2, 38%, 7, 34% თვლის, რომ დამოუკიდებელი კავკასია უფრო მეტ პრობლემას შექმნის, 14-11% ამის კატეგორიული წინააღმდეგია და მხოლოდ 3,1% თვლის, რომ კავკასიელები რუსების ძმები არიან და მათ ერთად უნდა იცხოვრონ. http://www.presa.ge/new/?m=politics&AID=8908

 

http://b.pix.ge/f/yq158.jpg

Edited by მაცი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 35
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

ეტყობა კითხვა არ იყო სწორად დასმული.

ესენი კავაკსიელების ჩამოშეორების მოხრენი არაიან და არა კავკასიის.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

 

Как вы относитесь к идее «отделить от России три кавказские республики – Ингушетию, Дагестан, Чечню»?

 

http://www.nr2.ru/voting/218.html

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

 

Как вы относитесь к идее «отделить от России три кавказские республики – Ингушетию, Дагестан, Чечню»?

 

http://www.nr2.ru/voting/218.html

რუსეთისთვის ეს ნამდვილად კარგი იქნება, მაგრამ მოისურვებენ კი ისინი გასვლას რუსეთის შEმადგენლობიდან, ან სად წავლენ, დაიხოცებიან შიმშილით ან ისევ ჩვენ დაგვერევიან :what: მე შენ გეტყვი და წინ აღუდგება მას ნძრევამოსილი ბაჩო ახალაიას არმია და ნაცმოძრაობის ფორუმ აქტივისტები,

 

იმედია იმპერიალიზმი და საღი გონება დაძლევს, ქსენოფობიას, ვიმედოვნებ რომ კავკასიის ამ სამ რესპუბლიკას რუსეთი არ მიატოვებს, თორემ ვაი ჩვენი ტყავის ბრალი

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

 

კაი რა, მაგათ პირველ ეტაპზე თავიანთი პრობლემები ეყოფათ და ჩვენ რატო უნა დაგვერიონ, მტები ვართ თუ :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

 

Как вы относитесь к идее «отделить от России три кавказские республики – Ингушетию, Дагестан, Чечню»?

 

http://www.nr2.ru/voting/218.html

მაგას ვიძახი ზუსტად, რომ რუსების აღქმით ამ შეკითხვი ინტერპრეტაცია ასე გამოიზურება:

Как вы относитесь к идее «выселить кавказцев из три кавказские республики – Ингушетию, Дагестан, Чечню»?

 

ფაქტობრივად ვინც მანდ პასუხი გასცა იგულისხმა ეს :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პირველ რიგში ისაა საინტერესო, ჩვენ აქედან რა ხეირს ვნახავთ :yes:

 

გისმენთ

 

Siknadmo

 

ინგუშები ჩვენი მტრები არასდროს არ ყოფილან, დაღესტანში 70 ზე მეტი ეთნოჯგუფი ცხოვრობს და სულ ერთმანეთში ქიშპობენ + აზერებთან ვერ არიან კარგად (საერთო საზღვარი აქვთ), ასე რომ საქართველოსთან ომი გამორიცხულია.

 

ეჰ, არა ხართ ეტყობა ჩრდილო კავკასიაში ნამყოფი :givi:

Edited by მაცი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

ისევ ჩვენ დაგვერევიან

ქართულ შეიარაღებულ ძალებს შეუძლია შესადარისი ძალის მქონე მოწინააღმდეგის დამარცხება. ეს აჩვენა 2008 წლის აგვისტომ. საქმეში რუსების ავიაციის და დიდი ძალებით ჯავშანტექნიკის ჩართვამდე ქართულმა არმიამ გაანადგურა ოსური ბანდფორმირებები და შეასრულა ყველა დასახული მიზანი (რამდენად სწორად იყო დასახული ეს ცალკე მსჯელობის თემაა).

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ლატვიაში არჩევნები პრორუსულმა ოპოზიციურმა პარტიამ მოიგო

 

http://www.georgian-style.net/?p=1402

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ლატვიაში არჩევნები პრორუსულმა ოპოზიციურმა პარტიამ მოიგო

 

http://www.georgian-style.net/?p=1402

ცოტა რუსები ამოისუნთქავენ მანდ მცხოვრებნი, თორემ ნატოდან და ევროკავშირიდან ხო არ გამოვლენ.

Edited by მაცი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

ლატვიაში არჩევნები პრორუსულმა ოპოზიციურმა პარტიამ მოიგო

ბულშით.

არჩევნები კი არ მოიგო, სხვა პარტიებზე მეტი ხმები დააგროვა, მაგრამ დიდი ალბათობით "რეფორმების პარტია" და "ერთობა" შექმნიან კოალიციას და "თანხმობის ცენტრი" თავისი 29 % -ით დარჩება ისევ ოპოზიციაში.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პირველ რიგში ისაა საინტერესო, ჩვენ აქედან რა ხეირს ვნახავთ :yes:

 

გისმენთ

 

Siknadmo

 

ინგუშები ჩვენი მტრები არასდროს არ ყოფილან, დაღესტანში 70 ზე მეტი ეთნოჯგუფი ცხოვრობს და სულ ერთმანეთში ქიშპობენ + აზერებთან ვერ არიან კარგად (საერთო საზღვარი აქვთ), ასე რომ საქართველოსთან ომი გამორიცხულია.

 

ეჰ, არა ხართ ეტყობა ჩრდილო კავკასიაში ნამყოფი :givi:

გასაგებია და რომ მოშივდებათ? რამე ხომ უნდა ჭამონ, ეკონომიკა მაგათ არა აქვთ, კაი ცხოვრებას კი დაჩვეულები არიან, მებრძოლი ხალხია

 

Siknadmo

 

ქართულ შეიარაღებულ ძალებს შეუძლია შესადარისი ძალის მქონე მოწინააღმდეგის დამარცხება. ეს აჩვენა 2008 წლის აგვისტომ. საქმეში რუსების ავიაციის და დიდი ძალებით ჯავშანტექნიკის ჩართვამდე ქართულმა არმიამ გაანადგურა ოსური ბანდფორმირებები და შეასრულა ყველა დასახული მიზანი (რამდენად სწორად იყო დასახული ეს ცალკე მსჯელობის თემაა).

მე ვიცი რომ სამ დღეში თუ უფრო ადრე ომი წააგეს, მიატოვეს საბრძოლო პოზიციები და ქართული მოსახლეობა საჯიჯგნად დაუტოვეს მარადიორებს,

ნაცმოს ფორმირებებს მხოლოდ საკუთარი მოსახელობის მიჩმორება შეუძლია

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ნაცმოს ფორმირებებს

ჯარის ასე მოხსენიება, რომელიც სანამ შენ სახლში თბილად იჯექი თავს სწირავდა, არის სირცხვილი. მაგრამ კაცისგან, რომელიც აღიარებს რომ მენტალურად რუსთან დგას ყველაზე ახლოს, ეს მოსალოდნელია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ყური მოვკარი რომ ლიტველები ბელორუსები ყოფილან, გადავამოწმე და გაოცებული დავრჩი :what:
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...