Nukriko Posted September 20, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted September 20, 2011 Siknadmo ის მავნებელია იმ ერებისთვის ვინც თავს ორთოდოქსად მიიჩნევსდიადი დასკვნა გაგიკეთებია ქართველები, რუსები და ბერძნები გინდ პროტესტანტები ვყოფილიყავით გინდ მუსლიმები ეს ჩვენს სოც. მდგომარეობას უკეთესს არ გახდიდა,1) ბერძნების შედარება შეგვიძლია, რა იყვნენ ისინი ქრისტიანობამდე და ქრისტიანობის შემდეგ.. რეგრესი სახეზეა. 2) ის მართლმადიდებლობა რაც დღეს გვაქვს ეს არის ბოლო 200-წლის შედეგი. აქამდე რომის პაპების უზენაესობას ჩვენი მეფეები აღიარებდნენ და ერთგვარი უნიაც გვქონდა, ამას არა ერთი წყარო ადასტურებს (ჩვენი მეფეების რომის პაპთან მიმოწერები და სხვა დოკუმენტები)3) წარმართული რელიგიის (იმპერატორის-კულტის) გახრწნილ სხეულზე აღმოცენდა ქრისტიანობამ, კათოლიციზმის გახრწნილ სხეულზე აღმოცდენდა პროტესტანტიზმი და სამივე ქრისტიანულ მიმდინარეობის გახრწნილ სხეულზე აღმოცენდა სეკულარიზმი. "ასეთი განსაზღვრულობა, რომელიც იმთავითვე დაჰყვება ეკლესიას, აუცილებლობით იშლება, პირველყოვლისა, ჯერ როგორც ხრწნილება მის შიგნით, როცა ეკლესია სავსებით მომაგრებულია და წინააღმდეგობა აღარ ჰხვდება. მაშინ მისი ელემენტები თავისუფლდებიან და თავიანთ დანიშნულებას (განსაზღვრულობას) ახორციელებენ. ამრიგად, თვით ეს გარეგნობა (გარეგანი ელემენტები), რომელიც ეკლესიის შიგნით იმყოფება, გახლავთ ის, რაც ბოროტებად იქცევა და თვით მის წიაღში ვითარდება, ვითარცა ნეგატიური საწყისი. ამ ხრწნის ფორმებს წარმოადგენენ ის მრავალმხრივი კავშირ-მიმართულებები, რომლებსშიც ჩართულია თვითონ ეკლესია და რომლებშიც მას, ამგვარად, ზემოხსენებული მომენტი შეაქვს" ჰეგელი ბიძია Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted September 20, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted September 20, 2011 (edited) Nukriko1) ბერძნების შედარება შეგვიძლია, რა იყვნენ ისინი ქრისტიანობამდე და ქრისტიანობის შემდეგ.. რეგრესი სახეზეა. რატომ ვიტომ, ბერძნები მნიშვნელოვან როლს თამაშობდნენ ბიზანტიის იმპერიაში, ხოლო მისი დაცემის შEმდეგ ურთულესი პერიოდი განვლეს, იმყოფებოდნენ თურქების მმართველობის ქვეშ 1453 - 1829 წლებში, რამაც ჯერესერთი ეთნიკურად შეცვალა ბბერძნები, ანუ თურქები შეერივნენ ბლომად, ამიტომაც ელინური სილამაზისგან არაფერი დარჩათ, ერთადერთი რის გამოც მათ შეინარჩუნეს თვითიდენტიფიკაცია ეს მართლმადიდებლობა იყო,ხო, ქრისტიანმა ბერძნებმა შექმნეს მართლმადიდებლური კულტურა, არქიტექტურა, ხატწერა, მწერლობა, ეხლა შენ თუ არ მოგწონს ეს შენი სუბიექტური აზრია Edited September 20, 2011 by Siknadmo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted September 20, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted September 20, 2011 (edited) Nukriko3) წარმართული რელიგიის (იმპერატორის-კულტის) გახრწნილ სხეულზე აღმოცენდა ქრისტიანობამ, კათოლიციზმის გახრწნილ სხეულზე აღმოცდენდა პროტესტანტიზმი და სამივე ქრისტიანულ მიმდინარეობის გახრწნილ სხეულზე აღმოცენდა სეკულარიზმი.ქრისტიანობის აღმოცენების მიზეზებზე ვერ ვიმსჯელებთ მე და შEნ, ათეისტი და თეისტი ვერ შევთანხმდებით, რაც შეეხება პროტესტანტიზმს, კი ბატონო ის კათოლიციზმის ფესვებიდან გამოვიდა, ხოლო რაც შეეხება სეკულარიზმს, არ ვიცი მასში რას გულისხმობ, თუკი სახელმწიფოსა და ეკლესიის დაშორიშორებას ეს საკმაოდ კარგი მოდელია, რომელიც ქართული, ბერძნული და რუსული მართლმადიდებლური ეკლესიებისთვის მისაღებია, ეკლესია დღეს საკმაოდ კარგი შესაძლებლობები აქვს განვითარების, კარგი გარემოა, უკეთესი ვიდრე მონარქიის დროს Edited September 20, 2011 by Siknadmo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.