Jump to content
Planeta.Ge

ინტერვიუ გიორგი დემეტრაძესთან


Recommended Posts

"მადლობა ყველას, ვისაც ჩემი უდანაშაულობისა სჯერა"

http://www.ambebi.ge/samartali/41443-qmadloba-yvelas-visac-chemi-udanashaulobisa-sjeraq.html

მას შემდეგ, რაც "ქურდული ტრადიციების მიმდევრობისთვის" გასამართლებული საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ყოფილი წევრი გიორგი დემეტრაძე გლდანის მე-8 დაწესებულებიდან რუსთავის მე-6 საპყრობილეში გადაიყვანეს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ დემეტრაძე საპყრობილეში გაუსაძლისი პირობების გამო თვითმკვლელობაზე ფიქრობდა.

 

გიორგის მისი ადვოკატის, მარიკა ფხალაძის მეშვეობით დავუკავშირდით და შევეცადეთ გაგვერკვია, ამჟამად როგორია მისი სულიერი და ფიზიკური მდგომარეობა.

 

- ასეთ მოპყრობას და ზეწოლას ვერაფრით ვხსნი. რუსთავის მე-6 დაწესებულებაში შესვლის მომენტიდან ჩემსა და ადმინისტრაციას შორის უკმაყოფილება არ ყოფილა, არავისთან მომსვლია კონფლიქტი. დაწესებულებაში შეყვანისთანავე აღმოვჩნდი სრულიად განსხვავებულ და უმძიმეს პირობებში. გაურკვეველია, რატომ მოხდა ეს ყველაფერი. ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ კი ჩემთან მოვიდნენ სახალხო დამცველის წარმომადგენელი და ქალბატონი ლალი აფციაური, რის შემდეგაც ციხის ადმინისტრაციამ ჩემდამი დამოკიდებულება შეცვალა.

 

სამკვირიანი კოშმარის შემდეგ თავს შედარებით კარგად ვგრძნობ. მომეცა ბარათის გამოყენების საშუალება და შევიძინე პირადი ჰიგიენის ნივთები, საკვები. მაქვს ვარჯიშის და გასეირნების საშუალებაც. 3 სექტემბრიდან არსებითად შეიცვალა მდგომარეობა.

 

- გავრცელდა ინფორმაცია, რომ საკანში სამართებელი დაგიდეს და თავის მოკვლასაც აპირებდით...

- საშინელი პირობების გამო დეპრესიაში ჩავვარდი და ვიფიქრე, ასე დიდხნას რომ გაგრძელდეს, ვერ გავუძლებ-მეთქი. მას შემდეგ, რაც ჩემმა მოძღვარმა, მამა იოანემ მომინახულა და პირობებიც შეიცვალა, ამაზე აღარ მიფიქრია. ვერ გეტყვით, როგორ მოხვდა ჩემს სასთუმალზე სამართებელი, ვის სურდა ჩემი სიკვდილი... გარდა იმისა, რომ არ მაძლევდნენ ბარათით სარგებლობის საშუალებას, ჩემზე სხვა ზემოქმედება არ ყოფილა. ამ დამოკიდებულებამ ჩემი მდგომარეობა რადიკალურად შეცვალა. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ საკვებს ვერ ვყიდულობდი. მთელი ამ ხნის განმავლობაში ველოდი ოთხშაბათს და პარასკევს, რადგან ამ დღეებში იყო ლობიო. სხვა დღეებში კი ვჭამდი მხოლოდ ხილს, რომელსაც ახლობლები მიგზავნიდნენ. საშინელ მდგომარეობაში ვიყავი. როდესაც ჩემი ადვოკატი მოდიოდა, მრცხვენოდა მასთან პირისპირ საუბარი, შორს ვჯდებოდი, რომ არ შემეწუხებინა - საპონი, კბილის პასტა და ჯაგრისი არ გვქონდა. ამ ყველაფერმა დამთრგუნა...

 

- ითქვა, თითქოს იმისთვის დაისაჯეთ, რომ მეგობარს, დავით გაგნიძეს გამოესარჩლეთ.

- გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს გაგნიძე ფიზიკურად შეურაცხყვეს და მე გამოვესარჩლე. მსგავსი არაფერი ყოფილა. გაგნიძეც ამავე დაწესებულებაშია და ჩემი ადვოკატისგან ვიცი, რომ იგი 4 დღეს იყო საკარანტინო რეჟიმში, ანუ ისიც არ სარგებლობდა ბარათით. მე იმ დღესვე ვთხოვე ადვოკატს, განცხადება დაეწერა დეპარტამენტის თავმჯდომარის სახელზე, რომ მოეცათ ბარათით სარგებლობის უფლება. გაგნიძეს არ დაუწერია, მაგრამ ფაქტია, რომ მას ოთხი დღის შემდეგ მოეხსნა საკარანტინო რეჟიმი, ჩემი კი სამ კვირას გაგრძელდა. საკარანტინო რეჟიმი, საერთოდ, 3-4 დღეს გრძელდება და შეზღუდვებს გულისხმობს. მაგრამ ეს უკვე აღარ იყო საკარანტინო რეჟიმი და თუ ის გაგნიძეს მოეხსნა, ლოგიკურად, მეც უნდა მომხსნოდა. რუსთავის მე-6 დაწესებულება გლდანისას რომ შევადარე, ისეთი განცდა, მქონდა, ხუთვარსკვლავიანი სასტუმროდან საერთო საცხოვრებელში რომ მოხვდები. დღეს შემიძლია ვთქვა, რომ პირობები უკვე გათანაბრებულია.

 

- გიორგი, გაქვთ იმედი, რომ უზენაესი სასამართლო თქვენს გამამართლებელ განაჩენს გამოიტანს?

- უზენაესი სასამართლოსგან ნამდვილად არაფერს ველი. იმედი მაქვს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო განიხილავს ჩემს საკითხს და ისინი მიიღებენ ამ საქმეზე კანონიერ გადაწყვეტილებას. ამ ქვეყანაში სიმართლის პოვნის იმედი არ მაქვს. იმედიანად ვიყავი პირველი ინსტანციის სასამართლოში, ვამბობდი, როგორ გამომიტანს მოსამართლე გამამტყუნებელ განაჩენს-მეთქი. არავინ ყოფილა, ვინც პროცესზე მოვიდოდა და ჩემზე იტყოდა, კრიმინალიაო, განაჩენის შემდეგ ჩემთვის ყველაფერი ნათელი გახდა და ამის შემდეგ სასიკეთოს აღარაფერს მოველი. უბრალოდ, ეტაპებია გასავლელი იმისთვის, რომ სტრასბურამდე მივიდე.

 

- კახი კალაძის გარდა, ამ დღეებში ლეიბორისტებმა გამოთქვეს სურვილი, თავდებში დაგიდგნენ..

- არ ვიცი, ეს რა შედეგს გამოიღებს. რა თქმა უნდა, მახარებს ადამიანების მხარდაჭერა, პატივისცემა და ჩემი უდანაშაულობის რომ სჯერათ. მადლობა ყველას, ვისაც ჩემი უდანაშაულობისა სჯერა. ეს დიდ ძალასა და სტიმულს მაძლევს იმისათვის, რომ ამ ყველაფერს გავუძლო. დიდი სურვილი მაქვს, ნებისმიერმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ჩემი ბრალდების საქმე შეისწავლოს, გამოიტანოს დასკვნა, რომელიც გავრცელდება მედიასაშუალებებით და ვისაც ჩემს საქმესთან დაკავშირებით კითხვის ნიშანი აქვს დარჩენილი, ამ საქმის ფართო ანალიზმა დაარწმუნოს, რომ მე ნამდვილად უდანაშაულო ვარ.

 

- პატიმრობამ თუ შეცვალა რამე თქვენს ცხოვრებაში?

- სანამ მძიმე პირობებში ვიყავი, რამეზე ფიქრი შეუძლებელი იყო. ახლა ჩემი დილა ლოცვით იწყება, შემდეგ ვვარჯიშობ. ერთადერთი, რაზეც ვოცნებობდი, იყო ის, რომ მოვხვედრილიყავი რუსთავის 1-ელ ან მე-2 დაწესებულებაში, სადაც ბურთით თამაშის საშუალება მექნებოდა. სამწუხაროდ, ჩაკეტილ და მკაცრი რეჟიმის დაწესებულებაში მოვხვდი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

"მადლობა ყველას, ვისაც ჩემი უდანაშაულობისა სჯერა"

და ვისაც არ ჯერა?

 

:D

 

ახლა ჩემი დილა ლოცვით იწყება

მხურვალედ ილოცე ყველაზე ეფექტური მანევრი ლოცვის დროს იატაკზე შუბლის დარტყმაა ორმაგი სისწრაფით მიდის ლოცვა მაღლა:D

 

ჩემს სასთუმალზე სამართებელი, ვის სურდა ჩემი სიკვდილი..

ამაზრზენი იაფფასიანი ტყუილი

 

მაქვს ვარჯიშის და გასეირნების საშუალებაც

აბა ღამის ცვლას არ გაყავს მსრჯავდბეულები სასერნოდო ბესელია ხო დაგიმტკიცდა ვინც და რაც ხარ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...