lasha_alo Posted September 18, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted September 18, 2011 ხმეტაში ყოფილი ჟურნალისტი შორენა ხანგოშვილი შსს-ს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის თანამშრომლებმა დააკავეს. დაკავებულის ახლობლების განცხადებით, სამართალდამცავებმა დაკავებისას შორენა ხანგოშვილს ნარკოტიკი ჩაუდეს. სპეცოპერაცია ახმეტის ავტოსადგურის ტერიტორიაზე გუშინ ჩატარდა. პანკისის ხეობის მაცხოვრებლების თქმით, შორენა ხანგოშვილის დაკავება მის ძმას მუსლიმ ხანგოშვილს უკავშირდება, რომელსაც საქართველოს შს სამინისტრო რამდენიმე წელია ეძებს. „პოლიციას იმედი აქვს, რომ შორენა ხანგოშვილის დაკავების შემდეგ ძებნილი მუსლიმ ხანგოშვილი სამართალდამცავებს ჩაბარდება“, – ვარაუდობენ დაკავებულის ახლობლები. შორენა ხანგოშვილი ნასამართლევი არასდროს ყოფილა. ამჟამად ერთ-ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის პროექტში იყო დასაქმებული და პანკისის ხეობაში ბავშვებს ინგლისურს ასწავლიდა. მას მეთორმეტეკლასელი შვილი ჰყავს. შორენა ხანგოშვილს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA) აქვს დამთავრებული ჟურნალისტიკის სპეციალობით და სხვადასხვა დროს კახეთის რეგიონულ გამოცემებში მუშაობდა. ის აქტიურად აშუქებდა პანკისის ხეობაში მიმდინარე მოვლენებს. როდემდე შეიძლება ავიტანოთ ასეთი პირდაპირი უნამუსობა? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
FRIDRIX Posted September 18, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted September 18, 2011 მას მეთორმეტეკლასელი შვილი ჰყავს.ეს რა შუაშია აღნიშნული პირის დაკავებასთან რა არასრულწლოვანი შვილი დარჩა რომელიც მშიერი მოკვდება? დაკავებულის ახლობლების განცხადებით,"ახლობლებმა" ჯერ სასამართლოს დაუმტკიცონ რომ დამნაშავის დაკავების პროცეში იქ იმყოფებოდნენ და შესაძლებელი იყო რომ დაენახათ როგორ "ჩაუდეს" ნარკოტიკი ეჭვმიტანილს სამართალდამცავებმა დაკავებისას შორენა ხანგოშვილს ნარკოტიკი ჩაუდეს.დაამტკიცონ აღნიშნული „პოლიციას იმედი აქვს, რომ შორენა ხანგოშვილის დაკავების შემდეგ ძებნილი მუსლიმ ხანგოშვილი სამართალდამცავებს ჩაბარდება“პოლიცია ძებნილების ნათესაურ კავშირში მყოფ დამანაშავებს იმ მიზნით არ აკავებზ რომ შემდგემ ისინი ტყვეების გაცვლის პრონციპით ძებნილებში გადაცვალონ ძმასაც დიაჭერენ ადრე თუ გვიან შორენა ხანგოშვილი ნასამართლევი არასდროს ყოფილაამ გარემოებას მოსამართლე მხედველობაში ვერ მიიღერს იქიდან გამომდინარე რომ ნარკოტიკული საშუალებების შენახვა გასაღების მუხლი მძიმეა მაგრამ თუ დამნაშავე ითანამშროლებს გამოძიებასთან სასამართლო ბევრ სხვა გარემოებას მიიღებს მხედველობაში ყველამ კარგად ვიცით რომ მიუხედავად შ.ს.ს. სპეციალური სამსახურების უდიდესი ძალისხმევისა პანკისში სრულად აღმოიფხვრას ნარკოტიკული საშუალებების ბრუნვა ეს ბოლომდე ვერ მიიღწევა ჩეჩნეთიდან კიდევ შემოედინება ნარკოტიკული საშალებები რომლებსაც საკამოდ სარფიანი ფასი ადევს გამსაღებლისთვის ასე რომ პროკურორს უკვე აქვს საქმის მსვლელობის მთავარი მიმართულება Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
giauridia Posted September 18, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted September 18, 2011 FRIDRIXშსს ეს მეთოდი საზოგადოებისათვის ძალიან კარგადაა ცნობილი. როდესაც არ არის სხვა საფეძველი იყენებენ ზემოაღშნულ მეთიდს, შემდეგ კი უნდა უმტკიცო, რომ არ ხარ აქლემი, რასაც ვერ დაამტკიცებ. შენთვისაც ეს კარგადაა ცნობილი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted September 18, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted September 18, 2011 ყოფილი ჟურნალისტისა და ამჟამად ინგლისური ენის მასწავლებლის შორენა ხანგოშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, რომელიც ნარკოტიკების შენახვის ბრალდებით არის დაკავებული, პანკისის ხეობაში საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციაში 300-მდე ადამიანი მონაწილეობდა. პანკისის ხეობის მაცხოვრებლები გამოძიებას უნდობლობას უცხადებენ და საერთაშორისო ორგანიზაციებს დახმარებას სთხოვენ. აქციაში მონაწილეობდნენ მოსწავლეებიც, რომლებსაც შორენა ხანგოშვილი ინგლისურს ასწავლიდა. სოფელ დუისის მაცხოვრებლები კატეგორიულად გამორიცხავენ, რომ დაკავებულს დანაშაულთან რაიმე კავშირი აქვს. აქციის ზოგიერთი მონაწილე შორენა ხანგოშვილის დაკავებას მის ძებნილ ძმას მუსლიმ ხანგოშვილს უკავშირებს. „პოლიციას იმედი აქვს, რომ შორენას დაკავების შემდეგ მუსლიმ ხანგოშვილი მათ ჩაბარდება“, - ვარაუდობენ აქციის მონაწილეები. ხანგოშვილის ახლობლები დაკავების მიზეზად შურისძიებასაც განიხილავენ. მათი თქმით, რამდენიმე წლის წინ, პანკისში ერთი ქალი მოკლეს. მკვლელობას შორენას ძმას მუსლიმ ხანგოშვილს აბრალებდნენ, რომელიც მაშინ პანკისში მცხოვრებ კრიმინალურ ავტორიტეტთან შოთა ჭიჭიაშვილთან მეგობრობდა. ჭიჭიაშვილი და ხანგოშვილების ოჯახი ერთმანეთის ნათესავები არიან. მუსლიმ ხანგოშვილზე ძებნა სწორედ ჭიჭიაშვილის დაკავების შემდეგ გამოცხადდა. გარდაცვლილ ქალს ორი შვილი დარჩა. ერთ-ერთი მათგანი ამჟამად სოდ-ის თანამშრომლის მეუღლეა. დაკავებულის ახლობლები არ გამორიცხავენ, რომ შურისძიების მიზნით, შორენას დაკავება შესაძლოა, სწორედ ამ ფაქტს უკავშირდებოდეს. „ჩვენთან, შური შესაძლოა 20-30 წლის შემდეგაც იძიონ, არა აქვს მნიშვნელობა ქალია თუ კაცი“, - აღნიშნეს დუისის მაცხოვრებლებმა. შორენა ხანგოშვილი სოდ-ის თანამშრომლებმა, პარასკევს, ახმეტაში დააკავეს და იმავე დღეს თბილისში გადაიყვანეს. ადვოკატის მეშვეობით ხანგოშვილმა ახლობლებს შეატყობინა, რომ არც ის და არც რომელიმე მოწმე არ დაუკითხავთ და, მეტიც, თბილისში გადაყვანისას, ავტომანქანაში სამართალდამცავები მსჯელობდნენ, თუ რომელი სახის ნარკოტიკი „ჩაეწერათ“, აბების სახის თუ ფხვნილის. ხანგოშვილი ახმეტაში დუისიდან, საზღვარგარეთის პასპორტის ასაღებად იყო ჩასული. შორენა (ასმათ) ხანგოშვილის დაკავების ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში კომენტარს ამ დრომდე არ აკეთებენ. შორენა ხანგოშვილი „როდი სკოტის“ ფონდის თანამშრომელია, რომელიც ხეობაში საგანმანათლებლო საქმიანობას ახორციელებს. როდი სკოტი ინგლისელი ჟურნალისტი იყო. იგი ჩეჩნეთში მოკლეს. პანკისის ხეობაში კი ჟურნალისტის სახელობის ფონდი მისმა მშობლებმა დააარსეს. შორენა ხანგოშვილი ნასამართლევი არასდროს ყოფილა. მას მეთორმეტეკლასელი შვილი ჰყავს. შორენა ხანგოშვილს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA) აქვს დამთავრებული ჟურნალისტიკის სპეციალობით და სხვადასხვა დროს კახეთის რეგიონულ გამოცემებში მუშაობდა. ის აქტიურად აშუქებდა პანკისის ხეობაში მიმდინარე მოვლენებს. შორენა ხანგოშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, პანკისის ხეობაში საპროტესტო აქციები გაგრძელდება. ხვალ, 19 სექტემბერს, სოფელ დუისში საჯარო სკოლა და საბავშვო ბაღი არ იმუშავებს. პროტესტის ნიშნად, სკოლაში არც მოსწავლეები და არც მასწავლებლები არ მივლენ. 11:00 საათზე, დუისის ცენტრში საპროტესტო აქცია განახლდება. ხვალვე, შორენა ხანგოშვილის მხარდასაჭერად, დუისში, როდი სკოტის მშობლები ჩავლენ. გელა მთივლიშვილი | კახეთის საინფორმაციო ცენტრიhttp://ick.ge/ka/articles/7932-----photo.html Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted September 18, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted September 18, 2011 ჯერ სასამართლოს დაუმტკიცონ რომ დამნაშავის დაკავების პროცეში იქ იმყოფებოდნენ და შესაძლებელი იყო რომ დაენახათ როგორ "ჩაუდეს" ნარკოტიკი ეჭვმიტანილს დაამტკიცონ აღნიშნული ესაა უსამართლობა აბა სხვ არაფერი. მაგან კი არ უნდა დაამტკიცოს, არამედ სამართალდამცავებმა, რომ ნარკოტიკი ამას ეკუთვნოდა. დაკავებისას ჯიბეში ედო ეს ცოტას ნიშნავს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
bordzikashvili Posted September 18, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted September 18, 2011 (edited) ყველამ კარგად ვიცით რომ მიუხედავად შ.ს.ს. სპეციალური სამსახურების უდიდესი ძალისხმევისა პანკისში სრულად აღმოიფხვრას ნარკოტიკული საშუალებების ბრუნვა ეს ბოლომდე ვერ მიიღწევა შენივე სიტყვებით გიპასუხებ... დამიმტკიცე აბა!!!!მე პირადად ვარ ამ ხეობის მაცხოვრებელი და შენზე უკეთესად ვიცი აქ რა ხდება. ნუ აწვდი ხალხს ცრუ ინფორმაციას,მოდერატორი ხარ და არ გეკადრება.... რაც შეეხება შსს_შ,მისი ბინძური საქმეების შესახებ კარგადაა ცნობილი ხალხისთვის და მერწმუნე ვანო ვეგარასოდეს მოახერხებს ხალხის ნდობის დაბრუნებას,რაც არ უნდა იკლან თავი თავიანთი ვითომ სტატისტიკებით! დღეს ეს სხვას ემართება,ხვალ შეიძლება შენ დაგემართოს,ასე რო ჯობია დაუფიქრდე და გაერკვე რა ხდება რეალურად. Edited September 18, 2011 by bordzikashvili Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
laci Posted September 18, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted September 18, 2011 დაამტკიცონ აღნიშნული როგორ უნდა დაამტკიცონ ?? კაიფობ?თუ ვინმეს ვიდეომასალა არ ააქვს მაგას ვერ დაამტკიცებს.. ნარკოტიკების ჩადება მოდაშია ეხლა?????????????? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
FRIDRIX Posted September 18, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted September 18, 2011 არამედ სამართალდამცავებმა, რომ ნარკოტიკი ამას ეკუთვნოდა. დაამტკიცეს და შესაბამისად დაკავებული იქნა როგორ უნდა დაამტკიცონ ??თუ ვერ დაამტკიცებენ მაშინ არ უნდა განაცხადონ რომ დაინახეს როგორ "ჩაუდეს" ნარკოტიკული საშუალება როდესაც არ არის სხვა საფეძველი იყენებენ ზემოაღშნულ მეთიდსდამტკიცდეს რომ ეს მეთოდი იქნა გამოყენებული თუ ვერ მტკიცდება ეჭვმიტანილი დამნაშავეა და მას ელის სასჯელი აღნიშნული დანაშაულისთვის დამიმტკიცე აბახმეტაში ყოფილი ჟურნალისტი შორენა ხანგოშვილი შსს-ს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის თანამშრომლებმა დააკავესდა შენზე უკეთესად ვიცი აქ რა ხდება რაც შეეხება შსს_შ,მისი ბინძური საქმეების შესახებ კარგადაა ცნობილირომელი ბინძური საქმეები ხეობაში ხალხის გატაცებები რომ ვერარ ხდება ისევ იმ შ.ს.ს. შიშის გამო ძველბიჭობა რომ აღმოიფხვრა ნარკოტიკული ნივთიერებების ბრუნვა რომ შემცირდა და წესრიგი რომ დამყარდა მაგას გულისხმობ თუ სხვა კონკრეტული ფაქტები და პრეტენზიები გაქვს დაწერე Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
FRIDRIX Posted September 18, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted September 18, 2011 ხანგოშვილი ახმეტაში დუისიდან, საზღვარგარეთის პასპორტის ასაღებად იყო ჩასული.რუსეთში აპირებდა წასვლას ძმასთან მაგრამ არ გამოვიდა მას მეთორმეტეკლასელი შვილი ჰყავს.გარდაცვლილ ქალს ორი შვილი დარჩა. ერთ-ერთი მათგანი ამჟამად სოდ-ის თანამშრომლის მეუღლეარა არის ეს ცხოვრება ვინ რომელ "ვალს" დაგიბრუნებს მადლობა თქვას 1 კილო ჰეროინი რომ არ "ჩაუდეს" და სამუდამო თავისუფლების აღკვეთას რო არ გამოკრა ხელი ციხის კედლებს რო შეერწყმვოდა სოდის საწყობში დაწვიდან დაწვამდე იმდენი გროვდება ესკობარობას "შეტენიან" ნებისმიერს შურისძიება ამართლებს ყველა საშუალებას გინდაც ნარკოტიკული საშუალებები "ჩადებული" იყოს ამას ვერ დაამტკიებს ვერავინ და აღნიშნული პირი მიეცემა პასუხისგებაში დაისჯება ძმის დანაშაულისთვის სამართლიანობა იზეიმებს ან ეთანამშრომლა გამოძიებასთან და დახმარებოდა პოლიციას აღესრულებინა სასჯელი და სამართლიანობას ეზეიმა ხომ იცოდა და იცის ძმის ადგილ სამყოფელი ეხლაც ხო მანდ მიდიოდა იმ სამართლიანობას რომელსაც დღეს თვითონ ეძებს და ვერ იპოვის იმიტომ ვერ იპოვის რომ არც სხვას დაეხმარა მის პოვნაში და არც მას დაეხმარებიან Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mtidan Posted September 18, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted September 18, 2011 ან ეთანამშრომლა გამოძიებასთან და დახმარებოდა პოლიციას აღესრულებინა სასჯელი და სამართლიანობას ეზეიმა ხომ იცოდა და იცის ძმის ადგილ სამყოფელი ეხლაც ხო მანდ მიდიოდა ან თვითონ მოეკლა თავისი ძმა და მისი სისხლიანი ფაფანაკი პოლიციაში მიეტანა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
FRIDRIX Posted September 18, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted September 18, 2011 ან თვითონ მოეკლა თავისი ძმა და მისი სისხლიანი ფაფანაკი პოლიციაში მიეტანა.ხოდა თუ არ მოკლა ეხლა ბევრი დრო ექნება ფიქრისთVის ჯობდა მოეკლა თუ არა მაგრამ უკვე გვიანია ეხლა მშვიდი და მყუდრო ციხის ცხოვრება შეიძლება იქაც ასწავლოს ინგლისური და ადმინისტაციის კეთილგანწყობა მოიპოვოს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted September 18, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted September 18, 2011 FRIDRIXრეებს წერ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
FRIDRIX Posted September 18, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted September 18, 2011 lasha_aloასეა თუ ისე ჩვენთან დემოკრატია არ არსებობს და პოლიცია ყველაზე საჭირო იარაღია ხელისუფლებისთვის შესაბამისად პოლიციელს არ სჯიან უკვე თითქმის დარწმუნებული ვარ რომ შურისძიება განხორციელდა და ნარკოტიკული ნივთიერება "ჩაუდეს" მაგას ვწერ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
bordzikashvili Posted September 19, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted September 19, 2011 რუსეთში აპირებდა წასვლას ძმასთან მაგრამ არ გამოვიდაკიდევ ერთი ტყუილი,მე ყოველ მეორე სიტყვაზე გიჭერ რო ტყუი,ცოტა დასაბუთებული მაინც დაწერე. რა რუსეტი რის რუსეთი??? მე ზუსტად ვიცი სადაც აპირებდა და მერწმუნე ეს რუსეთი არ იკო,თუმცა გეტყობა კანჭებში რომ მიშისტი ხარ. შენთან ლაპარაკს არანაირი აზრი არ აქვს,მიდი და ვანოს ჩაეხუტე. ერთი რაღაცა უნდა იცოდე,ნარკოტიკები და გატაცებები მარტო პანკისში არ იყო,ეს მთლიანად საქართველოს პრობლემა იყო და კაია რო მოგვარდა ეს. ჩემი თხოვნა იქნება უსაფუძვლო ბრალდებებისგან თავი შეიკავე,უბრალოდ არაა ლამაზი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
bordzikashvili Posted September 19, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted September 19, 2011 ხოდა თუ არ მოკლა ეხლა ბევრი დრო ექნება ფიქრისთVის ჯობდა მოეკლა თუ არა მაგრამ უკვე გვიანია ეხლა მშვიდი და მყუდრო ციხის ცხოვრება შეიძლება იქაც ასწავლოს ინგლისური და ადმინისტაციის კეთილგანწყობა მოიპოვოს შენც თუ კაცი გქვია რა,რეებს ბოდიალობ??? ცოტა იმ ადამიანების მდგომარეობაშიც შედი,უდანაშაულო ადამიანის პატიმრობას როგორ იწონებ. ზმის მაგივრად რო ჰყავთ დაკავებული,ეს ფაქტია და ეს იმ ვითომ პოლიციის და სინამდვილეში დამნაშავეების დეპარტამენტის უსუსურობაა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.