Jump to content
Planeta.Ge

კახა კუკავას პოზიცია რუსეთთან დამოკიდებულებაში


Recommended Posts

კუკავა ებრალიძეს მადლობას უხდის.

ინტერნეტში მისი პარტია საკმაოდ აქტიურობს.

მისი ოპონენტები:

პანფილოვის ბლოგი:

http://olegpanfilov2.livejournal.com/2526125.html

დრონი ჯის ინფორმაცია:

http://droni.ge/?m=9&AID=4233

 

კახა კუკავას პოლიტიკური თვალსაზრისით სენსაციური განცხადებები რუსეთ–საქართველოს ურთიერთობის შესახებ რუსულმა პრესამ წამსვე აიტაცა და ამ წუთებშიც ისე წარმოაჩენს, როგორც ქართული ოპოზიოციისა და საზოგადოების ნაწილის დამოკიდებულებას ამ საკითხისადმი.

 

რუსეთ–საქართველოს ურთიერთობების დარეგულირების თაობაზე განცხადებები კახა კუკავამ დღეს გააკეთა. აი, როგორ გააშუქა მისი თვალსაზრისი რუსულმა საქმიანმა ინტერნეტგაზეთმა “ვზგლიადმა”:

 

„რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირება შესაძლებელია, თუ მათ არ დავუძახებთ მონღოლოიდებს და თათრებს, თუკი არ დავუმიზნებთ ნატოს რაკეტებს, თუკი არ მოვუწყობთ პროვოკაციებს, როგორც ამას 2006 წლიდან მიხეილ სააკაშვილი აკეთებს”, - თქვა მან.

 

კახა კუკავას თქმით, რეგულარულმა შეხვედრებმა რუს პოლიტიკოსებთან დაარწმუნა, რომ “რუსეთი მზადაა შემხვედრი პოზიტიური ნაბიჯების გადასადგმელად იმ შემთხვევაში, თუ საქართველო არ განათავსებს თავის ტერიტორიაზე უცხოურ სამხედრო ბაზებს ორმხრივი ხელშეკრულების საფუძველზე, რასაც ლობირებას უწევს მიხეილ სააკაშვილი.

 

“ჩვენ გვაქვს შემუშავებული კონცეფცია, რომელიც ბოლო დროს სულ უფრო პოპულარული ხდება რუსეთში”, - დაამატა კახა კუკავამ და იქვე რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირების “რეცეპტიც” გაამხილა:

 

“ჩვენი მთავარი პრინციპი იმაში მდებარეობს, რომ რუსეთს საქართველოში არა ჯაშუშები და მარიონეტები, არამედ მოკავშირეები სჭირდება და ჩვენ ამისთვის მზად ვართ, იმ შემთხვევაში, თუკი რუსეთი დაეხმარება საქართველოს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში იურისდიქციის აღდგენაში”, - თქვა კუკავამ.

 

“თუკი რუსეთი მხარს დაუჭერს საქართველოს სწრაფვას აფხაზებთან და ოსებთან ინტეგრაციისთვის, აშშ-ის პოლიტიკისადმი საზოგადოების მხრიდან მზარდი ინდიფერენტულობის გათვალისწინებით, მთელი ქართველი საზოგადოება მზად იქნება რუსეთთან სტრატეგიული სამოკავშირეო აქტის ხელმოსაწერად”, - დაასკვნა “თავისუფალი საქართველოს” ლიდერმა.

 

 

თქვენი აზრი.

კუკავას აქვს რაიმე შანსი და ეტანხმებით მის განცხადებებს.

http://erovnulisabcho.ge/wp-content/uploads/2009/06/kaxa.jpg

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...