lasha_alo Posted September 18, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted September 18, 2011 სარკო თბილისში ჩამობრზანებას აპირებს და თან პარალელურად რუსეთთან სერიოზულ შეთანხმებას აფორმებს. რა ინტერესი შეიძლება ჰქონდეს საფრანგეთს და როგორ იმოქმედებს ეს შეტანხმება ჩვენზე იხილეთ ცისკარიშვილის მოსაზრება:სოსო ცისკარიშვილი: "რუსეთს რომ მართლაც უნდოდეს აქტიურობა ტურისტული მიმართულებით, დღეს მის ხელთ არის ბიჭვინთა და გაგრა!" რუსულ-ფრანგული სამხედრო-პოლიტიკური რომანი ტურისტულ-ეკონომიკურში გადაიზარდა. საქართველოს ტურისტულ პოტენციალს რეგიონში მნიშვნელოვანი კონკურენტი გამოუჩნდება, რომელიც თითქმის მთელ ჩრდილოეთ კავკასიას ტურისტული ინფრასტრუქტურის რკალში მოაქცევს. ორსაუკუნოვანი ტრადიციის მქონე საფრანგეთის სახელმწიფო განვითარების ბანკმა Caisse des Depots et Consignations რუსულ სააქციო საზოგადოებასთან "ჩრდილოეთ კავკასიის კურორტები" გარკვეული გარანტიებით გააფორმა ხელშეკრულება, რომელიც ჩრდილო კავკასიაში (უახლოესი ათი წლის განმავლობაში), ხუთი მაღალი დონის სამთო-სათხილამურო კურორტისა და ინფრასტრუქტურის მშენებლობაში 10 მილიარდი ევროს დაბანდებას გულისხმობს. ლაპარაკია 803 კმ სამთო-სათხილამურო ტრასის და 104,5-ათასადგილიანი სასტუმროების მშენებლობაზე: ადიღეში - "ლაგო-ნაკი", ყაბარდო ბალყარეთში - "ელბრუს-ბეზენგი", ყარაჩაეთ-ჩერქეზეთში - "არხიზე", ჩრდილოეთ ოსეთში - მამისონი და დაღესტანში - მალტასე. გამორიცხული არაა, ტრანში 18 მილიარდ ევრომდე გაიზარდოს. სპეციალურად შექმნილი შვილობილი კომპანია France Caucase მოგების 49%-ს მიიღებს. თუმცა, პროექტი ყველა ეტაპზე, მხოლოდ ფრანგმა სპეციალისტებმა უნდა განახორციელონ, ფორს-მაჟორულ სიტუაციაში კი რუსეთის ფინანსთა სამინისტრო დაბანდებული კაპიტალის 70%-ის ანაზღაურებას ჰპირდება. საფრანგეთის ელჩი საქართველოში ერიკ ფურნიე თავისი ქვეყნის რუსეთში განსახორციელებელი გრანდიოზული ინვესტიციის შესახებ არ საუბრობს. მიუხედავად იმისა, რომ ზემოხსენებულ ტურისტულ კლასტერზე ჩრდილოეთ კავკასიაში მემორანდუმი დიმიტრი მედვედევსა და ნიკოლა სარკოზის შორის დოვილში "დიდი რვიანის" სამიტის დროს გაფორმდა. ნიშანდობლივია, რომ საფრანგეთისა და რუსეთის ამ პროექტის ფინანსურ გარანტორებად არა კერძო სექტორი, არამედ სახელმწიფო უწყებები გვევლინებიან. ჩვენ ამ საკითხზე პოლიტოლოგ სოსო ცისკარიშვილის მოსაზრებით დავინტერესდით: - რას უნდა მოასწავებდეს საფრანგეთის ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონში გააქტიურება და უზარმაზარი ინვესტიციების ჩადება? - თავად პირობები ხელშეკრულებისა გვარწმუნებს, რომ ფრანგული მხარე ბევრს არაფერს რისკავს და არ გამოვრიცხავ, არცთუ საჯაროდ, დანართი ჰქონდეს ამ შეთანხმებას. რადგან იქ საუბარია: თუ რაიმე საფრთხე წარმოიშობა ამ ინვესტიციის განხორციელებისას, ან ტერაქტის, ან სხვა მიზეზთა გამო, რუსული მხარე ანაზღაურებს მთელ დანახარჯს. ეს გახლავთ ლიტონი სიტყვები. მექანიზმი ამ ანაზღაურებისა, შეთანხმებაში არ ჩანს. ამიტომ მოტივაცია ტერორისტებისა უფრო მაღალი იქნება, რამეთუ მათ ნამოქმედარს უფრო დიდი საერთაშორისო რეზონანსი შეიძლება მოჰყვეს. - სხვანაირად თუ ვიტყვით, დესტაბილიზაციის მხრივ მაინც მეტს რისკავს საფრანგეთი? - არ გამოვრიცხავ არსებობდეს კამიკაძე-ბანკირთა კლუბი, რომლებსაც ექსტრემალური ტურიზმი აინტერესებს და ექსტრემალური ინვესტიციაც კი საინტერესო იყოს მისთვის. ბიზნესის ზოგადი კანონია: რისკი რაც დიდია, მით მეტია მოგება. მით უმეტეს, რომ დასახელებული კურორტები ყოფილი საბჭოთა კავშირის მასშტაბითაც კი არაფრისმთქმელია. პოლიტიკური სურნელი უფრო ასდის ამ ხელშეკრულებას და როგორც ჩანს, სხვა ქვენა მიზნებიც აქვს. ასე რომ არ იყოს, რატომ ჰგონია საფრანგეთს ჩრდილოეთ კავკასიის კურორტებზე უფრო ნაკლებია რისკი, ვიდრე საქართველოს კურორტებზე? ან სად მოიძიებს ტურისტებს ჩრდილო კავკასიისთვის? - იმიტომ ხომ არაა გააქტიურებული რუსეთი ჩრდილო კავკასიის ტურისტული პოტენციალის ასამაღლებლად, რომ საქართველოს, როგორც რეგიონულ მოთამაშეს, გაუწიოს კონკურენცია და მიჩქმალოს მყიფე სტაბილურობა ამ რეგიონში? - რუსეთს რომ რეალურად სურდეს აქტიურობა ტურისტული მიმართულებით, დღეს მის ხელთ არის ბიჭვინთა და გაგრა! რა ჩრდილო კავკასიურ ტურიზმზეა ლაპარაკი, თუ ალპინიზმს ან ზამთრის სპეციფიკურ სხვა სახეობებს არ ვიგულისხმებთ? - ვარაუდობთ, რომ კორუფციულ, ე.წ. "ატკატის" მექანიზმთან გვაქვს საქმე? - ამას ვგულისხმობ, როცა ვამბობ: ჩვენ ბოლომდე არ ვიცნობთ ამ შეთანხმების მექანიზმს. ჩვენ ისიც ვიცოდით, რომ პუტინ-სააკაშვილს შორის არსებობდა ენგურჰესის საკითხზე მოლაპარაკება, მაგრამ ქართულმა უსამართლომაც (უკაცრავად, მაგრამ მე ამ სისტემას სასამართლოს აღარ ვუწოდებ) კი თქვა, რომ ეს დოკუმენტი საიდუმლოა. ამიტომ ის არ არის მთავარი, რა ჩანს ზემოდან რუსულ-ფრანგული შეთანხმებისა, არამედ ის, რაც რეალურად უძევს საფუძვლად. ჯერ დაიძრას ერთი მილიარდი, ვნახოთ, რას და როგორ იზამენ და მერე, შემიძლია გამოვთქვა გონივრული ეჭვი, რომ შემდეგი ტრანშები გაიყინება. - საფრანგეთის ელჩის ერიკ ფურნიეს თავშეკავებულ პოზიციაზე რას იტყვით? - სანამ ფურნიე დიპლომატი გახდებოდა, ჯერ ადამიანი იყო. მის უფლებამოსილებაში არ შედის ხელისუფლების კრიტიკა. თუმცა არც ნაციონალური მოძრაობის აქტივისტია ტეფტის მსგავსად. ასე რომ, მისი საქციელი კორექტულია. მამუკა დალაქიშვილი (სპეციალურად საიტისთვის)http://www.kvirispalitra.ge/politic/9424-safrangethi-kavkasias-moadga.html Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted September 18, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted September 18, 2011 რუსეთს რომ რეალურად სურდეს აქტიურობა ტურისტული მიმართულებით, დღეს მის ხელთ არის ბიჭვინთა და გაგრა! ბიჭვინთაში და გაგრაში ვინ ჩავა? ნაურუელი ტურისტები? საფრანგეთი და არცერთი ევროპული სახელმწიფო არ სცნობს აფხაზეთს ქვეყანად, აქედან გამომდინარე კანონის დაურღვევლად მათი მოქალაქე საქართველოში შეიძლება ჩამოვიდეს მხოლოდ ქართული სასაზღვრო პუნქტის გავლით. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted September 18, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted September 18, 2011 (edited) გეტყვით რა, რუსებ ფეხებზე კიდიათ გარე ტურიზმისგან შემოსული ფული,მათ ძალიან უყვართ დასვენება წყალი და მზე, მთებიც,ამ მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად დადიან ათას უბედურ ქვეყანაში თურქეთი, ტაილანდი, ინდოეთი, როდესაც ცხვირწინ აქვთ მშვენიერი საკურორტო ზონა ჩრდილო კავკასიის სახით, გადაწყდება ორი პრობლემა, რუსული ტურისტული ვალუტა აღარ გადინდება უცხოეთში იმ ოდენობით, დარჩება რუსეთში, პლიუს გადაწყდება ჩრდილო კავკასიის ეკონომიური პრობლემებიც, ნომერ პირველი პრობლემა დასაქმებაა და ამ მხრივ პოლიტიკური პრობლემებიც მოგვარდება, ტურიზმი არის მაგარი დარმავოი, პარაზიტული ბიზნესი ღიმილი და #######ის ქიცინი უნდა შეგეძლოს ეგაა და ეგ, რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, რა, მოიზიდავ ინვესტორებს და ვსიო, ნუ ხო, უნდა უზრუნველჰყო კრიმინალური უსაფრთხოება ბიჭვინთაში და გაგრაში ვინ ჩავა? ნაურუელი ტურისტები? საფრანგეთი და არცერთი ევროპული სახელმწიფო არ სცნობს აფხაზეთს ქვეყანად, აქედან გამომდინარე კანონის დაურღვევლად მათი მოქალაქე საქართველოში შეიძლება ჩამოვიდეს მხოლოდ ქართული სასაზღვრო პუნქტის გავლით.ღრუსები, ღღღღ-რუსები, რა ჩემს ფეხებად უნდათ იქ უცხოელი ტურისტი, შიდა ტურიზმიც მაგარი ხეირია რუსებისთვის, ზემოთ დავწერე, აფხაზეთი პრაქტიკულად რუსეთის ნაწილია ეკონომიური თვალსაზრისით,მოკლედ ეს ყველაზე ცუდად იმოქმედებს ანტალიაზე, რომელიც გაძეძგნილია ღრსუებით, ბათუმი ამით არ დაიჩღდილება, ნუ შესაძლოა სომეხი ტურისტები გარკვეული ნაწილი შემოგვაკლდეს, მაგრამ მგზავრობა დაუჯდებათ ძვირი, Edited September 18, 2011 by Siknadmo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted September 18, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted September 18, 2011 (edited) ორსაუკუნოვანი ტრადიციის მქონე საფრანგეთის სახელმწიფო განვითარების ბანკმა Caisse des Depots et Consignations რუსულ სააქციო საზოგადოებასთან "ჩრდილოეთ კავკასიის კურორტები" გარკვეული გარანტიებით გააფორმა ხელშეკრულება, რომელიც ჩრდილო კავკასიაში (უახლოესი ათი წლის განმავლობაში), ხუთი მაღალი დონის სამთო-სათხილამურო კურორტისა და ინფრასტრუქტურის მშენებლობაში 10 მილიარდი ევროს დაბანდებას გულისხმობს. ლაპარაკია 803 კმ სამთო-სათხილამურო ტრასის და 104,5-ათასადგილიანი სასტუმროების მშენებლობაზე: ადიღეში - "ლაგო-ნაკი", ყაბარდო ბალყარეთში - "ელბრუს-ბეზენგი", ყარაჩაეთ-ჩერქეზეთში - "არხიზე", ჩრდილოეთ ოსეთში - მამისონი და დაღესტანში - მალტასეხო, ცნობისთვის ეს სათხილამურო ტრასები ზამთარ ზაფხულ იმუშავებს, ჩვენ მოგვაკლდება რუსი ტურისტები, თუმცა არა მგონია ისინი რაღაც სასწოულ მოგებას ტოვებდნენ აქ,საბოლოო ჯამში მიმაჩნია რომ საქ. რაიმე დანაკარგი არ ექნებადაუკვირდით თანხა იდება იქ სადაც რუსებისადმი ლოიალურად განწყობილი რესპბულკიკებში , ანუ უსაფრთხოა, ჩეჩნეთისგან და დაღEსტანთან შედარებით Edited September 18, 2011 by Siknadmo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.