Jump to content
Planeta.Ge

ბენდუქიძე – ადამიანები, რომლებსაც სცემეს, მსგავს


Recommended Posts

 

 

ადამიანები, რომლებსაც სცემეს, მსგავს ექსპერიმენტებში მონაწილეობას აღარ მიიღებენ , – ამის შესახებ “თავისუფალი უნივერსიტეტის~ დამფუძნებელმა და ეკონომიკური განვითარების ყოფილმა მინისტრმა კახა ბენდუქიძემ “კამსამოლსკაია პრავდასთვის” მიცემულ ინტერიუში განაცხადა.

“ხელისუფლებამ მიტინგი სასტიკად დაარბია და ბურჯანაძეს კოზირები ჩამოართვა. პირველ ყოვლისა, ის ადამიანები, რომლებსაც სცემეს, მსგავს ექსპერიმენტებში მონაწილეობას აღარ მიიღებენ. დემონსტრანტების დაყოფა ხომ 3 კატეგორიად შეიძლება. პირველი ნაწილი – ამბიციური ლიდერები; მეორე ნაწილი – ადამიანები, რომლებსაც გულწრფელად სჯერათ, რომ ბურჯანაძე კარგი ადამიანია და მესამე – ადამიანები, რომლებიც ქუჩაში დგომისთვის ფულს იღებდნენ. ახლა “გულწრფელები” და “უფასოები” მის აქციებში მონაწილეობის მიღებას დიდი სიფრთხილით მოეკიდებიან. “ფასიანები” კი – დიდი თანხის სანაცვლოდ. საერთოდ, ეს რევოლუცია მე მარკესის “გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკას” მახსენებს. ისინი ორი თვით ადრე აცხადებენ გამოსვლების თარიღს! მაგრამ ასე რევოლუციები არასდროს ხდება. აცხადებენ რა, შოუა?”, – აცხადებს ბენდუქიძე ინტერვიუში.

ჟურნალისტის შეკითხვაზე რატომ არ ცხრება ვნებათაღელვა საქართველოში, ბენდუქიძე პასუხობს “იმიტომ, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოს ვაშენებთ”.

“ოპოზიციასაც საკუთარი, თუნდაც არასრულყოფილი წარმოდგენა აქვს იმაზე, რომ მას ხელისუფლების შეცვლა შეუძლია. მაგალითად, პოსტსაბჭოთა ქვეყნები ავიღოთ. ვნებათაღელვა მხოლოდ საქართველოში არ არის, ასეა უკრაინაშიც, მოლდოვაშიც და ყირგიზეთშიც. . ვნებათაღელვა არ ცხრება იმ ქვეყნებში, სადაც ჩამოყალიბებების პროცესში მყოფი დემოკრატიული საზოგადოება საკუთარი აზრების გამოხატვის გზებს ეძებს, მათ შორის არასაპარლამენტო “ქუჩის” გზითაც. ვფიქრობ, ეს განასხვავებს იმ ქვეყნებს, რომლებიც დემოკრატიას აშენებენ, იმ ქვეყნებისგან, რომლებიც დემოკრატიას საერთოდ არ აშენებენ”, – აღნიშნავს კახა ბენდუქიძე.

მისივე თქმით, საქართველოში დემონსტრანტებს აღლუმის ჩაშლის უფლებას არ მისცემდნენ.

“ისინი ბათუმში ტელეცენტრთან იდგნენ, ვიტრინებსა და ავტომობილებს ამსხვრევდნენ. დემონსტრანტები დროშის ტარებით იყვნენ შეიარაღებულნი, ტრანსფარანტები კი მათთვის ფარის ფუნქციას ასრულებდა. როდესაც დარბევის ოპერაციას ხელმძღვანელობთ, ვფიქრობ, ძალიან რთულია, შენს თანამშრომლებს უთხრა, რომ ნაზად იმოქმედონ”, – აცახდებს ბენდუქიძე.

Edited by FRIDRIX
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...