FRIDRIX Posted September 16, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted September 16, 2011 http://a.pix.ge/l/z31al.jpg გაუმარჯოს თავისუფალ დმაოუკიდებელ ევროპულ საქართველოს რესპუბლიკას http://b.pix.ge/l/coxv5.jpg http://a.pix.ge/z/v7fgh.jpg გორში, იმ ადგილას, სადაც 2008 წელს რუსულმა არმიამ, საქართველოს თავდაცვის ახალაშენებული სამხედრო ნაწილის შენობები დაბომბა, დღეს, ,,დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია’’ გაიხსნა. აკადემიაში წელს, სწავლას, ეროვნული გამოცდების ჩაბარებისა და ფიზიკური და ფსიქოლოგიური ტესტირების გავლის შედეგად ჩარიცხული, 150 მსმენელი იწყებს. ლექციებს ქართველი პროფესორ–მასწავლებლების გარდა, უცხოეთიდან მოწვეული პედაგოგებიც ჩაატარებენ. ბაკალავრიატში სწავლა 4 წლიანი, მაგისტრატურა კი – 2 წლიანი იქნება. სწავლა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ სრულად ფინანსდება. აკადემიის საბაკალავრო პროგრამები, ორი სკოლის მეშვეობით ხორციელდება. ტექნიკურ მეცნიერებათა სკოლა: აეროდრომებისა და საავტომობილი გზების მშენებლობა, საინფორმაციო ტექნოლოგიები. ბიზნესისა და მართვის სკოლა: ზოგადი მენეჯმენტი, ლოჯისტიკა და ექსპედირება. აკადემიას ექნება სამაგისტრო სასწავლო განყოფილებაც. დაგეგმილია მსმენელებისთვის გაცვლითი პროგრამები პარტნიორი ქვეყნების საერთაშორისო დონეზე აღიარებულ უმაღლეს სასწავლებლებთან. განახლებული ეროვნული თავდაცვის აკადემიის კომპლექსში შედის საცხოვრებელი კორპუსები, სასადილო, საკონფერენციო, გასართობი ცენტრი, სპორტული დარბაზები, აუზი, ღია და დახურული ტიპის სპორტული მოედნები, სასწავლო კორპუსები, ბიბლიოთეკა, ლაზარეთი და ადმინისტრაციის შენობა. მსმენელები უზრუნველყოფილნი არიან თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მატერიალურ–ტექნიკური ბაზით, საცხოვრებელი ადგილით, კვებით, უნიფორმით, სამედიცინო მომსახურებით. აკადემიის კურსდამთავრებული იღებს ბაკალავრის ხარისხს და ლეიტენანტის სამხედრო წოდებას. აკადემია ოფიცრებს მოამზადებს ქვეითი, საინჟინრო, ლოჯისტიკის, სატანკო, მექანიზებული, არტილერიის, ავიაცის, საჰაერო თვდაცვისა და კავშირგაბმულობის სპეციალიზაციით. http://b.pix.ge/e/jw0c6.jpg http://a.pix.ge/g/xb6ty.jpg http://b.pix.ge/l/y3ydz.jpg http://b.pix.ge/o/2sxdc.png http://b.pix.ge/z/vjkwn.png http://b.pix.ge/u/sredx.png http://a.pix.ge/h/cefns.png http://a.pix.ge/f/2froi.png http://b.pix.ge/x/2q1a2.png http://a.pix.ge/i/rvum6.png http://b.pix.ge/q/sojhq.png http://a.pix.ge/k/t3gsb.png Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
FRIDRIX Posted September 16, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted September 16, 2011 პრეზიდენტი: "ბაბაია რომ დაუძახო, მაინც შეგჭამს და ჯობია ჯოხით ან თოფით მოიგერიო..." კი არ მოიგერიო ტვინი გაასხმევინო საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გორში თავდაცვის ეროვნული აკადემიის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას მიმდინარე წლის 26 მაისის მოვლენებს შეეხო და განაცხადა, რომ "არც ჯარი და არც პოლიცია პოლიტიზებული არ არის". "როცა ქვეყნის მტერს ეხუტები და ფეხებს უკოცნი, შენ უპირისპირდები საქართველოს და არა პრეზიდენტს. როდესაც შენ გამოდიხარ და იძახი, რომ 20 წლისთავს საქართველოს დამოუკიდებლობისა არ ჩავატარებინებ ჯარს იმიტომ, რომ ჩემმა დამფინანსებელმა, რომელიც ბოღმით სკდება, რომ თბილისის ვერ აიღო 2008-ში, ფული გამოყო იმისათვის, რომ აღლუმი არ ჩაატარებინო ჯარს, შენ არ უპირისპირდები პრეზიდენტს - პრეზიდენტები ტრიბუნაზე გამოიცვლებიან, შენ უპირისპირდები შენს ქვეყანას და შენს სახელმწიფოებრიობას", – აცხადებს სააკაშვილი და აღნიშნავს, რომ ნურავის ეწყინება, თუ ჯარი და პოლიცია და საერთოდ ყველა, ვინც არის სახელმწიფო სამსახურში, ყოველთვის საქართველოს ხელმწიფოებრიობას უნდა იცავდეს და არა რომელიმე მთავრობას. "არაფერი პოლიტიკური ამაში არ არის, იმიტომ, რომ ეს არის ის, რისი მოშლაც უნდა დღეს ჩვენს მტერს - ჩვენი დემოკრატიული სისტემა არის სწორედ ის სისტემა, რომელშიც მთავარი მოთამაშეები იღებენ მთავარ პრინციპებს, რომ მტერს არ შეიძლება გაუწვე და ფეხები აულოკო, რომ დათვს რაც არ უნდა ბაბაია უძახო - შეგჭამს და ჯობია ჯოხით ან უმჯობესია თოფით მოიგერიო. ჯობია აერიდო, რა თქმა უნდა, მაგრამ თუ გადაგეყარა, დათვის ერთი ადგილის ლოკვა ამ საქმეს არ შველის", – აცხადებს სააკაშვილი და შენიშნავს: " ამ შემთხვევაში დათვს ვგულისხმობ და არა რომელიმე სახელმწიფოს". Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
FRIDRIX Posted September 16, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted September 16, 2011 http://b.pix.ge/s/yff7i.jpg ჩვენი არმია უნდ ადაემსგავსოს ამერიკულ არმიას არა მარტო ფორმით http://b.pix.ge/h/mjfa2.jpg Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
pluto Posted September 17, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted September 17, 2011 ეს ყველაფერი გორშია? აი გზიდან რო ბაზა ჩანს ეგაა? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
FRIDRIX Posted September 17, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted September 17, 2011 ეს ყველაფერი გორშია? აი გზიდან რო ბაზა ჩანს ეგაა?კი ეგ არის Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
sheshlili Posted October 26, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted October 26, 2011 ხალხო, მაქვს საშუალება რამდენიმე თვიანი ინტერნშიპი გავიარო გერმანიაში, საჯარო მმართველობის ფაკულტეტიდან, შესაძლებელია ამის გაკეთება ბუნდესვერშიც, გაეროში ან ნატოში (შესაბამისად ავსტრიაში გაეროს შტაბბინა და ბრიუსელშიც ნატოს შტაბ ბინა), მინდა რომ ჩემი ინტერნშიპი რამენაირად უკავშირდებოდეს ძალოვან სტრუქტურებს. რას მირჩევთ? სასურველია უფრო გაერო, ნატო ან ინტერპოლი (კაი მადა მაქვს არა?) იმიტომ რომ ესენი საერთაშორისო ინსტიტუტებია და შესაძლებლობა მექნება ინგლისურად გავიარო ეს ინტერნშიპი, გერმანული ცუდად ვიცი ძალიან. მაგრად მინდა რომ უბრალოდ გაცნობითი ხასიათის კი არ იყოს, არამედ რამე პრაქტიკულსაც ვაკეთებდე, ამიტომ ამ ორგანიზაციებში დაბალ დონეზე მუშაობა ძალიან მისაღებია. (უფრო კარგი განმარტებისათვის, მაქვს საშუალება მივწერო და გერმანიის შსს-შიც გავიარო ინტერნშიპი, მაგრამ ენის ბარიერის გამო და კიდევ იმიტომ,რომ იქ საქმის საკეთებლად შესაბამისი განათლება, გამოცდილება და უნარ ჩვევები არ მაქვს, არ ვაგზავნი წერილს) იქნებ მირჩიოთ კონკრეტული პოზიცია Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.