Jump to content
Planeta.Ge

მოშიმშილე მეტალურგების აქციას პოლიცია არბევს

Recommended Posts

http://www.interpressnews.ge/ge/politika/179022-moshimshile-metalurgebis-aqcias-policia-arbevs.html

21:53 15-09-2011

მოშიმშილე მეტალურგების აქციას პოლიცია არბევს ქუთაისში მდებარე ქართულ-ინდურ მეტალურგიულ საწარმო "ჰერკულესთან" საპროტესტო აქციის 150 მონაწილეს პოლიცია არბევს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირებიდან აცნობეს, ამ წუთებში საწარმოს შესასვლელთან სამართალდამცავები 20-მდე მანქანით არიან მისულები.

ერთ-ერთი მოშიმშილე, გოჩა დარჯანია აქციის დარბევის დროს პოლიციამ დააკავა და ის მანქანაში ჰყავთ იზოლირებული. რაც შეეხება იმ ავტომობილს, რომელშიც მოშიმშილეები ღამეს ათევდნენ, სამართალდამცავები საჯარიმო ავტოსადგომზე უპირებენ გადაყვანას.

საწარმოსთან საქართველოს პროფკავშირების წარმომადგენლებიც იმყოფებიან, რომლებიც ოფიციალურ განცხადებას უახლოეს პერიოდში გააკეთებენ.

როგორც ცნობილია, შრომითი პირობების გაუმჯობესებისა და საწარმოდან დათხოვნილი 17 თანამშრომლის სამუშაოზე აღდგენის მოითხოვნით 4 მეტალურგი მესამე დღეა

სად არის ჩვენი პაწმოდერი ქუთეისიდან?

......................................................

საკო და ვანცეტია ამის დედა ვატირე?!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რატომ დახურე,იქნებ გახსნა? :|

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha_alo

რატომ დახურე,იქნებ გახსნა? :|

დადასტურდა ეს ინფო?

გადავირიე, რა ხელი აქ პოლიციას კერძო საწარმოს მუშებთან? :user:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

17 დაითხოვეს და 4 შიმშილობს, დანარჩენებს პალაჟენიის გაფუჭების ეშინიათ სიმონ :givi:
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

17 დაითხოვეს და 4 შიმშილობს, დანარჩენებს პალაჟენიის გაფუჭების ეშინიათ სიმონ

არ არის ეს სასაცილო

ეს არის ცვენი უბადრუკი სოციუმის უბედურება

:user:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ნეტა ვინ მოიგონა ეს შიმშილობები. ეგ ხომ უკვე ნიშნავს, რომ აღიარებ შენ უსუსურობას, და ფაქტიურად მათხოვრობ რა, რომ აი, თუ არ დამაბრუნებ სამსახურში, მოვკვდები და არ გეცოდები? აი, დავუშვათ და იშიმშილა, ნუ, რამდენ ხანს გაძლებს? ან შეწყვეტს შიმშილობას, ან მოკვდება. ხოდა მერე რა? სულ ვასწავლი ჩემი უბნის ბიჭებს, რომ არასოდეს არ იმუშავონ ვიღაცის ხელფასზე. ან თავიანთი საქმე ქონდეთ, ან იყაჩაღონ და თუ შერჩათ ხო კაი, თუ არა და ჩაჯდებიან, ან, ბოლობოლო, იყვნენ ისე, როგორც რემბო იტყოდა, "დენ ზა დნიომ" იცხოვრონ, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ იმუშავონ "ხელფასზე". რამოდენიმეს შევაგნებინე, დანარჩენები ეტყობა "კანონმორჩილი", "სამოქალაქო შეგნების მქონე" "პატიოსანი" ოჯახებიდან არიან :) ხოდა მოუწევთ მერე შიმშილობა და მათხოვრობა მათაც
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ასე ჩანს

რავი ზოგი ამბობს არაფერი მომხდარა, პატარა შელაპარაკებები იყო და ვსიოო

ვახ, დზმაკაცებმა რომ შაქმნათ ფირმა და იმუშავოთ რა არ გამოვა? ყველას არ ეკეკება უფროსობა, ზოგს ხელი აქვს მარვე :givi: , ზოგი ბუღანტერიაში ერკვევა და ზოგიც მენეჯმენტში და ას. შ.

შეიძლება იმუშAვო არა საკუთარ ფირმაში, რა მოხდა, ისე რომ სულაც არ იყო ვიღაცის ჩმორიკი და მონა, თუკი კარგად ასრულებ შენს საქმეს,

ვისთვის როგორ და უსაქმურად ყოფნაზე მურდალი შეიძლება იყოს ინვალიდობა, დილით რომ გაიღვიძებ კაცი და არ იცი რა აკეთო

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha_alo

ასე ჩანს

სადაა ის ჩვენი პაწმოდერი?

დღეს მაინც გამოჩნდეს და რამე გაიგოს

უF, რა! :user:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

როგორც "ინტერპრესნიუსს" გაერთიანებული პროფკავშირებიდან აცნობეს, ქუთაისის მეტალურგიულ საწარმო "ჰერკულესთან" პოლიციელები 20-მდე მანქანით მივიდნენ და საწარმოში მომუშავე მუშა-მოსამსახურეების საპროტესტო აქცია დაშალეს.

დაკავებულია აქციის 12 მონაწილე, მათ შორის 4 მოშიმშილე. თუმცა, პროფკავშირებში არ გამორიცხავენ, რომ დაკავებულთა რაოდენობა მეტიც იყოს, ვინაიდან, აქციის დარბევის დროს მონაწილეები სხვადასხვა მიმართულებით გაიქცნენ და მათ პოლიციელები ავტომობილებით დაედევნენ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პოლიციამ 12 ქუთაისელი მეტალურგი დააკავა

15/09/2011 23:29

dakavebaa.jpgპოლიციამ ქუთაისის მეტალურგიული ქარხანა „ჰერკულესის“ 12 გაფიცული თანამშრომელი დააკავა. ტრიბუნა.ge-ს ამის შესახებ ინფორმაცია გაერთიანებული პროფკავშირებიდან აცნობეს.

პოლიციელებმა დააკავეს ოთხი მოშიმშილე – გოჩა დარჯანია, მალხაზ გოგიავა, იუზა კახიძე, კახა ცერცვაძე და რვა აქტივისტი.

შეგახსენებთ, რომ დღეს 22.00 საათისთვის პოლიციამ ქუთაისის მეტალურგიული ქარხანა „ჰერკულესის“ გაფიცული თანამშრომლების აქცია დაშალა. გაფიცვის ადგილზე, სადაც მოშიმშილეები და პროფკავშირელი აქტივისტები იმყოფებოდნენ, პოლიციის 20–მდე მანქანა მივიდა.

მანქანა, რომელშიც გაფიცულები შიმშილობდნენ, პოლიციამ საჯარიმო სადგომზე გადაიყვანა.

ქუთაისელი მეტალურგები სამუშაო პირობების გაუმჯობესებისა და საწარმოდან გათავისუფლებული ადამიანების სამუშაოზე აღდგენის მოთხოვნით უკანასკნელი რამდენიმე დღის განმავლობაში შიმშილობენ.

აი, რა არის ეხლა ეს? :vischemivis:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ხოდა კიდევ ერთხელ ვკითხულობ: აი, დაიწყეს შიმშილი. მივიდნენ და აყარეს. ეხლა რა? რამოდენიმე დღე აქ და კიდე სადმე ვინმე ივიშვიშებს და ვსიო. სამაგიეროდ სხვა ნახავს, რომ არანაირი აზრი არ ქონია პროტესტს. ვინ მოიგო? ვიკითხე აქ მე :)

პ.ს. აი, ვთქვათ და ამ შიმშილობის ნაცვლად, დაიჭირეს სადმე იმ ქარხნის (თუ რაცაა არ ვიცი) მთავარი ვინცაა და დაბრიდეს, ან დაუბრიდეს ცოლი,შვილი რავი ვინმე რა. როდის უფრო უკეთესი შედეგი იქნებოდა? აი ადრე რუსტავის მეტალურგიულშიც რომ ექნათ იგივე, აქ ეს შიმშილობა არ დაჭირდებოდათ. მაგრამ ციხეში წასვლა არავის უნდა, ისე კიდე რომ არავინ არაფერს მიცემს, ეს ვერ გაუგიათ

Edited by DonCaredo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://liberali.ge/politsiam-kutaisshi-gapitsuli-mu

ალი ამბები 16 სექტემბერი, 2011 - 00:15

პოლიციამ ქუთაისში გაფიცული მუშები დაშალა

ჰერკულესი

პოლიციამ ქუთაისში მეტალურგიული ქარხნის მუშების აქცია დაშალა. დაკავებულია გაფიცვაში მონაწილე ქარხანა „ჰერკულესის" 40 მუშა.

„მოვიდა 200-მდე პოლიციელი და ყველანაირი ახსნა-განმარტებების გარეშე დააკავეს ეს ადამიანები," - ამბობს გაერთიანებული პროფკავსირების თავმჯდომარე, ირაკლი პეტრიაშვილი.

დაკავებულებულია ოთხივე მოშიმშილე - გოჩა დარჯანია, რამაზ გოგიავა, კახა ცერცვაძე და იუზა კახიძე. საჯარიმო სადგომზეა გადაყვანილი ის ავტომობილი, სადაც მოშიმშილეები ღამეს ათევდნენ.

დაკავებულებს ოჯახის წევრები და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ოფისის იურისტები ეძებენ, როგორც "ლიბერალთან" საუბარში იურისტი თამარ ფაჩულია ამბობს დაკავებულები ქუთაისის არც ერთ სამმართველოში არ ფიქსირდებიან:

"ჩვენი ადვოკატები ყველგან ეძებენ 40-მდე დაკავებულს, მაგრამ მათ ამ დრომდე ვერ მივაკვლიეთ, არც ერთ სამმართველოში და დროებითი დაკავების იზოლატორებში დაკავებულთა სახელები არ ფიქსირდება. გვეუბნებიან, რომ დაკავებული არავინაა, არადა არსებობენ თვითმხილველები. საქალაქო სამმართველოში ბოლო დაკავებული 3 საათზეა დარეგისტრირებული, მოშიმშილეები კი საღამოს 9 სააათისთვის დააპატიმრეს", ამბობს ფაჩულია.

ქუთაისში პოლიცია მუშების გაფიცვის სოლიდარობის აქციაზე მისულ მოქალაქეებს სახლებში აკითხავს. ამის შესახებ ინფორმაცია „ლიბერალს" პარტია „თავისუფალი საქართველოს" წევრმა გოგი წულაიამ მიაწოდა. მისი თქმით, პოლიციელებს აქვთ სოლიდარობის აქციაში მონაწილეთა სახელობითი სია და ამ დრომდე მათ სახლებში აკითხავს.

„მათ შორის ერთ-ერთი ჩემი მეზობელია, მოაკითხეს, მაგრამ ეს სახლში არ დახვდა: იცოდა წინა გამოცდილებიდან, რომ მოაკითხავდნენ და შინ არ მისულა", - ამბობს წულაია და იხსენებს, რომ 6 თვის წინ მსგავსი გაფიცვის დროს სამართალდამცველებმა საპროტესტო აქციის ყველა მონაწილის ოჯახში მივიდნენ.

მისივე თქმით, აქციის დაშლის დროს რამდენიმე ადამიანი გაიქცა.

„რა წინააღმდეგობა უნდა გაეწიათ ისედაც მოშიმშილე ადამიანებს - აქციაზე ალბათ 50-მდე კაცი იქნებოდა, პოლიციელი კი სულ მცირე 120".

მეტალურგიული ქარხანა "ჰერკულესის" სამსახურიდან გათავისუფლებულმა და და ამჟამინდელმა თანამშრომლებმა ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე გაფიცვა 13 სექტემბერს დაიწყეს. ისინი ქარხნის ადმინისტრაციისგან ჩაფხუტებით და დამცავი ტანსაცმლით უზრუნველყოფას, დაგვიანებული ხელფასების გაცემას, პროფკავშირებში გაწევრიანების გამო თანამშრომელთა სამსახურიდან გათავისუფლების შეწყვეტას და ამ მიზეზით უკვე გათავისუფლებული 17 მუშის სამსახურში აღდგენას ითხოვდნენ. ქარხნის ადმინისტრაცია გაფიცულთა მოთხოვნებს უსაფუძვლოს უწოდებდა.

DonCaredo

დაიჭირეს სადმე იმ ქარხნის (თუ რაცაა არ ვიცი) მთავარი ვინცაა და დაბრიდეს, ან დაუბრიდეს ცოლი,შვილი რავი ვინმე რა. როდის უფრო უკეთესი შედეგი იქნებოდა?

ეს მეთოდი რითაა უკეთესი?

ამიხსენი ერთი :user:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეს მეთოდი რითაა უკეთესი?

ამიხსენი ერთი

რა არის აქ ასახსნელი? წაგართვა ვინმემ რამე. რომელი მეთოდი ჯობია, იტირო, იშიმშილო, იკნავლო, ის კი მოვიდეს და გცემოს, რას წკმუტუნებო, თუ დაიჭირო და მოუხნა დედა? ტაკიე ვაპროსი ზადაიოტე, ნეუდობნო ატვეჩატ :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...