FRIDRIX Posted September 15, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted September 15, 2011 http://b.pix.ge/l/01lhn.jpg საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავს სტუმრობდა, სადაც ჯავახიშვილების ოჯახის უხუცესებს გაზრდილი პენსია თავად მიუტანა. მოხუცი ცოლ-ქმრის მხრიდან, პრეზიდენტმა ბევრი კომპლიმენტი მიიღო, თუმცა მიხეილ სააკაშვილის მთავარ დამსახურებად მოქალაქეებს, მაინც ქვეყანაში დაწყებული მშენებლობები მიაჩნიათ. როგორც ჩანს, საქართველოში მიმდინარე მშენებლობები მხოლოდ ქართველების მოწონებას არ იმსახურებს. ამაზე ამახვილებს ყურადღებას მსოფლიო მედიაც. დღეს „ამერიკის ხმის“ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა სტატია, რომლის ავტორიც ჯეიმს ბრუკი გახლავთ. სტატიაში აღნიშნულია, რომ ქართველებს მიხეილ სააკაშვილი შესაძლოა, როგორც ერის „მთავარი არქიტექტორი“, ისე დაამახსოვრდეთ. სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ საქართველოს პრეზიდენტმა სხვა რეფორმებთან ერთად, არქიტექტურასთან მიმართებაშიც დიდ წარმატებას მიაღწია. გთავაზობთ სტატიიდან ამონარიდს, რომელიც, როგორც აღვნიშნეთ „ამერიკის ხმის“ ვებ-გვერდზე დევს. ჯეიმს ბრუკი სტატიაში წერს: „მე-11 საუკუნეში დავით მეოთხემ საქართველო გააერთიანა. ქართველები მას დავით აღმაშენებელს უწოდებენ. თითქმის 1000 წლის შემდეგ, საქართველოს ახლადარჩეულმა ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა ინაუგურაცია დავით აღმაშენებლის საფლავთან მოაწყო. მას შემდეგ, სააკაშვილმა რეგიონების თბილისის კონტროლის ქვეშ დაბრუნების საკითხთან მიმართებაში მნიშვნელოვან წარმატებას ვერ მიაღწია, მაგრამ მეტად წარმატებით დაასვა საკუთარი არქიტექტურული ნიშა სამხრეთ კავკასიურ ერს“ - ვკითხულობთ სტატიაში. ჟურნალისტს, მხედველობის არედან არც დედაქალაქში მოწყობილი სხვადასხვა არქიტექტურული ნიმუში გამოპარვია. ბრუკი წერს, რომ დედაქალაქის უძველეს ნაწილში ნეონის ნათურებით განათებული უცნაური შუშის ხიდია, ხოლო მის სიახლოვეს ბერძნულ-რომაულ სტილში გადაწყვეტილი პრეზიდენტის სასახლე მდებარეობს. აეროპორტისკენ მიმავალ გზაზე ასევე შუშის შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობა მდებარეობს. სტატიის ავტორი ყურადღებას, მმართველი პარტიის ოპონენტების კრიტიკულ შეფასებაზეც ამახვილებს. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლების მშენებლობებს ზოგიერთი კრიტიკოსი კიჩს უწოდებს, თუმცა, სააკაშვილს შუშის შენობების აშენებით სურს, რომ მოსახლეობამ ხელისუფლების მმართველობის გამჭვირვალობა ირწმუნოს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
FRIDRIX Posted September 15, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted September 15, 2011 (edited) http://www.youtube.com/watch?v=eADfev7PL40&feature=player_embedded#! Edited September 15, 2011 by FRIDRIX Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
FRIDRIX Posted September 15, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted September 15, 2011 http://www.youtube.com/watch?feature=player_embedded&v=OTptyv0QB2M Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
FRIDRIX Posted September 15, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted September 15, 2011 http://www.youtube.com/watch?v=iSB_4BfrS0s&feature=player_embedded http://www.youtube.com/watch?v=iSB_4BfrS0s&feature=player_embedded Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
FRIDRIX Posted September 15, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted September 15, 2011 http://www.youtube.com/watch?v=bpu0nl9ZBms&feature=share Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted September 15, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted September 15, 2011 http://www.youtube.com/watch?v=eADfev7PL40&feature=player_embedded#!მე ვიყო ნაცმოძრაობის აქტივისტი თუ დაუმთავრებელი არ იყოს, დეტალებისგან თავს შEვიკავებ ამჯერად მართლა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.