FRIDRIX Posted September 14, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted September 14, 2011 (edited) სოფელ ვარიანში მოსახლეობა ადგილობრივ მღვდელს უპირისპირდება. მოსახლეობა გრიგოლ გოგიჩაძეს სოფლის კუთვნილი მიწების მითვისებაში ედავება და მოითხოვს, სასულიერო პირმა სასწრაფოდ დააბრუნოს მიტაცებული მიწები, შემდეგ კი საერთოდ დატოვოს სოფელი. ადგილობრივი ეკლესიის მოძღვარი ყველა ბრალდებას უარყოფს და ამბობს, რომ დაპირისპირების უკან კერძო ინტერესები დგას. მოსახლეობის მტკიცებით, ეკლესიის წინამძღვარმა ეკლესიისთვის შეწირული სამშენებლო მასალა საკუთარი სახლისა და ფერმის ასაშენებლად გამოიყენა. ვაჟა კოკაური, ვარიანის მკვიდრი: „ნახევარი სოფლის კუთვნილი მიწა თვითონ შეიძინა. კი ბატონო, ზოგი კანონიერადაა, მაგრამ ზოგი უკანონოდაა შეძენილი და ამას ჩვენ დავადასტურებთ. ამავე დროს, შეგიძლიათ ჩამობრძანდეთ და ნახოთ – უკანონოდ შეძენილ მიწაზე ახლაც მუშაობს ტრაქტორი და თვითონ ამბობს, ოფისს ვაშენებო, მაგრამ სინამდვილეში იქ ღორების ფერმა შენდება“. მამა გრიგოლს კიდევ რამდენიმე ვარიანელი უჩივის. ერთ–ერთი მათგანი ამბობს, რომ მამაოს 1 ჰა მიწა 9.000 აშშ დოლარად მიჰყიდა, მაგრამ სასულერო პირმა მხოლოდ 3.000 მისცა და დანარჩენ თანხაზე „გადააგდო“. ადგილობრივები ამბობენ, რომ დაახლოებით 3 ჰექტარის მისწის ფართობი ეკლესიას სოფელმა სულ ცოტა ხნის წინ გადასცა. მათივე თქმით, სანამ გრიგოლ გოგიჩაძე ეკლესიის წინამძღვარი იყო, მიწა ეკლესიის კუთვნილებად ითვლებოდა კიდეც, მაგრამ როგორც კი დეკანოზობა ჩამოართვეს, ნაკვეთები საკუთარ სახელზე გადაიფორმა. და ეს მაშინ, როცა საეკლესიო მიწა არ იყიდება და მამა გრიგოლის წასვლის შემდეგ ეს მიწა მის შემდეგ მოსულ მოძღვარს ეკლესიის კუთვნილებაში უნდა დახვედროდა. სულ ცოტა ხანია, მამა გრიგოლი ვარიანის ეკლესიის წინამძღვარი აღარ არის, თუმცა, ეკლესიაში სასულიერო პირად მაინც რჩება.მამა გრიგოლი ვარიანელთა ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს და მიწებთან დაკავშირებით ამბობს: „რადგან მე ჩასული ვიყავი ჩემთვის უცხო სოფელში და მიჭირდა საარსებო საზრდოს შოვნა, მოვითხოვე, რომ ჩემთვის დასამუშავებლად მოეცათ მიწა და მომცეს კიდეც – პირად სარგებლობაში, რათა იგი დამემუშავებინა და მომეყვანა მოსავალი, ისევე, როგორც ნებისმიერ ადგილობრივ გლეხს. მერე გამოცხადდა აუქციონი და მე კანონიერად შევისყიდე ეს მიწა, ასე რომ, პრობლემას ვერ ვხედავ. სავარაუდოდ, ამათ უკან ვიღაცა დგას, მაგრამ ჩემი მოვალეობაა, რომ მათთან საერთო ენის გამონახვა ვცადო და ვეცდები კიდეც...“ ვარიანის მოსახლეობას შორის ისეთებიც არიან, რომლებიც ამბობენ, რომ მამა გრიგოლს მიწები სრულიად კანონიერად აქვს შეძენილი და მისი პირადი საკუთრებაა. მრევლის ამ ნაწილს ვერ გუგია, რატომ ითხოვს სოფლის მცხოვრებთა ნაწილი მამაოსგან მიწის დაბრუნებას მაშინ, როცა არც თაღლითურად მიუთვისებია ისინი და არც ვინმე მოუტყუებია: „ჩვენ ნანახი გვაქვს დოკუმენტები, სადაც მიწის ნაკვეთები ოფიციალურადაა გაფორმებული მამა გრიგოლზე. მაშინ ყველა თავს ევლებოდა და ახლა გახდა გამომძალველი და თაღლითი?“, – კითხულობენ ისინი. ვარიანის მოსხლეობის უდიდესი ნაწილი კი მოძღვარს ისევ უპირისპირდება და მიწების დაბრუნებას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში დავის სასამართლოში გაგრძელებით იმუქრება. Edited September 14, 2011 by FRIDRIX Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mtidan Posted September 14, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted September 14, 2011 „რადგან მე ჩასული ვიყავი ჩემთვის უცხო სოფელში და მიჭირდა საარსებო საზრდოს შოვნა, მერე გამოცხადდა აუქციონი და მე კანონიერად შევისყიდე ეს მიწა, ასე რომ, პრობლემას ვერ ვხედავ. რა სახსრებით იყიდა აუქციონზე მიწა? ეკლესიაში როგორც ვიცი ხელფასს არ აძლევენ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
FRIDRIX Posted September 14, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted September 14, 2011 რა სახსრებით იყიდა აუქციონზე მიწა? ეკლესიაში როგორც ვიცი ხელფასს არ აძლევენ.მაგას არ ვამბობ და ეგ არის ჩვენი ეკლესია რო გაიყიდა მერაბიშვილზე და ისე ილოცეთ შუბლი ურტყით იატაკსო გვმოძღვრავენ http://a.pix.ge/g/cnxva.jpg Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted September 14, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted September 14, 2011 FRIDRIXერთი კონკრეტული მღვდელია, რა შუაშია მთელი ეკლესია Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
FRIDRIX Posted September 14, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted September 14, 2011 ერთი კონკრეტული მღვდელია, რა შუაშია მთელი ეკლესიაერთი არ არის ასეთი მღვდელი უამრავია ხოლო მათ ქმედებებზე პასუხისმგევბლობა ეკლესიას ეკისრება Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
alex Posted September 14, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted September 14, 2011 ერთი არ არის ასეთი მღვდელი უამრავია ხოლო მათ ქმედებებზე პასუხისმგევბლობა ეკლესიას ეკისრებათუნდაც უამრავი იყოს მერე რა, ქრისტეს მოციქული იყო იუდა მარა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
FRIDRIX Posted September 14, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted September 14, 2011 ქრისტეს მოციქული იყო იუდა მარააქ იუდაზე არ ვსაუბრობთ და იუდას თვითონ ქრისტემ სთხოვა გაცემა იუდა არანაირად არ არის ნეგატიური და მოღალატე პიროვნება დღეს ქართულ ეკლესიაში მჯდომ მღვდლებს უფრო მეტად უყვართ ვერცხლი ვიდრე იუდას თუნდაც უამრავი იყოს მერე რაარც არაფერი ფაქტს ვაფიქსირებთ ათეისტები კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით ჩვენი არჩევანის სისწორეში და სხვა მორტყუებულ მორწმუნეებს ვაფრთხილებთ რომ ეკლესიამ შეიძლება ისინი ანგარებიანად და ბოროტად გამოიყენოს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
alex Posted September 14, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted September 14, 2011 და სხვა მორტყუებულ მორწმუნეებს ვაფრთხილებთ რომ ეკლესიამ შეიძლება ისინი ანგარებიანად და ბოროტად გამოიყენოს ბოროტად გამოყენებაში რას გულისხმობ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
FRIDRIX Posted September 14, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted September 14, 2011 ბოროტად გამოყენებაში რას გულისხმობ?მოსახლეობის მტკიცებით, ეკლესიის წინამძღვარმა ეკლესიისთვის შეწირული სამშენებლო მასალა საკუთარი სახლისა და ფერმის ასაშენებლად გამოიყენა.მამა გრიგოლს კიდევ რამდენიმე ვარიანელი უჩივის. ერთ–ერთი მათგანი ამბობს, რომ მამაოს 1 ჰა მიწა 9.000 აშშ დოლარად მიჰყიდა, მაგრამ სასულერო პირმა მხოლოდ 3.000 მისცა და დანარჩენ თანხაზე „გადააგდო“. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
alex Posted September 14, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted September 14, 2011 [/b][/color]ყოველთვის ივნენ და იქნებიან ცხვრის ტყავში გადაცმული მგლები ,სამწუხაროდ . Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
FRIDRIX Posted September 14, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted September 14, 2011 ყოველთვის ივნენ და იქნებიან ცხვრის ტყავში გადაცმული მგლები ,სამწუხაროდ .სწორად მიხვდი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted September 14, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted September 14, 2011 (edited) FRIDRIXერთი არ არის ასეთი მღვდელი უამრავია ხოლო მათ ქმედებებზე პასუხისმგევბლობა ეკლესიას ეკისრება თუკი კონკრეტული სასულიერო პირის ქმედების შედეგად დაზარალდნენ ადამიანები არსებობს სასამართლო, მერწმუნე რომ ეკლესია არ "კრიშავს" სასამართლოს,რამდენიმე წლის წინ ჩემს ნაცნობს, უბრალო მოქალაქეს ჰქონდა სამოქალაქო დავა სასულიერო პირთან და ასე ვთქვათ სამართალმა პური სჭამა,ჯიპით მოარული მამაოები ერთია, ჩვენ არ ვიცით მათ საიდან აქვთ ეს ქონება, უბრალოდ ნამდვილად ულამაზოა ეს და ეწინააღმდეგება ქრისტიანობას ზოგადად ფუფუნებასა და განცხორამში ცხოვრება, ეს ერთი საკითხია, მაგრამ თუკი სასულიერო პირის ქმედებამ გამოიწვია ზიანი ეს საკითხი უკვე სახელმწიფო ორგანომ განიხილოს Edited September 14, 2011 by Siknadmo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
FRIDRIX Posted September 14, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted September 14, 2011 თუკი კონკრეტული სასულიერო პირის ქმედების შედეგად დაზარალდნენ ადამიანები არსებობს სასამართლოშემდეგ ფანატიკოსები აცხადებენ რომ ხელისუფლება დევნის მართლმადიდებლობას ებრძვის ეკლესიას და მის მსახურებს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted September 14, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted September 14, 2011 FRIDRIXათეისტები კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით ჩვენი არჩევანის სისწორეში უკაცრავად და იმდენი ზნეობრივი მაგალითი მისცეს ქრისტიანებმა კაცობრიობას საუკუნეების განმავლობაში რომ ეს 1000 ჯერ გადაწონის უგვანო სასულიერო პირების ქმედებას და რა, ამის გამო შენ მორწმუნე გახდები?რომ გაჩვენო ის ბერები რომლებიც წმინდად ცხოვრობენ შეიცვლება შენი დამოკიდებულება ქრისტიანობის მიმართ და იტყვი რომ ღმერთი არსებობს?ღმერთის არსებობა არ არსებობისადმი დამოკიდებულება ეს ადამიანის პირადი არჩევანია, ეს უნდა გადაწყვიტოს შენმა მემ ხოლო სხვა ადამიანების ქმედება არ უნდა იყოს გადამწყვეტი იმ მრწამსზე რომელიც გაგაჩნია Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
FRIDRIX Posted September 14, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted September 14, 2011 ხოლო სხვა ადამიანების ქმედება არ უნდა იყოს გადამწყვეტი იმ მრწამსზე რომელიც გაგაჩნიასხვა ადამიანები არა სხვა ბერები მღვდლები საეკლესიო პირბები რომლებსაც აქვთ პრეტენზია რომ ისინი არიან "შუამავლები" ჩვენსა და ღმერთს შორის ისინი უნდა იყვნენ მაგალითის მომცემნი და სწორად ცხოვრობდნე ირებდნენ იგივე მსხვერპლს რომლის გაღებასაც მრევლისგან ითხოვენ ამბობდნენ უარს იმ ფუფუნებაზე როლელ ფუფუნებაზეც უარის თქმას მრევლისგან ითხოვენ დიაცვან ის წესები რომლის დაცვასაც მრევლისგან ითხოვენ ხოლო ისინი რას აკეთებენ მარტო მდიდრდებიან და სუქდებიან Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.