Jump to content
Planeta.Ge

შიდა ქართლს ახალი გუბერნატორი ჰყავს


Recommended Posts

FRIDRIX

ი. კანტმა ერთხელ ბრძანა, მე არ მაინტერესებსო, ადამიანი როგორ არის ჩაცმულიო, რა განათლება აქვსო ან რას ლაპარაკობსო, ჩემთვის მნიშვნელოივანი არისო რა გარემოცვაში არისო და რა ურთიერთობა აქვს მაგათთანო.

შესაბამისად ამ სუბიექტს ტატიშვილს კანტის ზნეობაც რომ ქონდეს, უკვე წინასწარ გასაგებია რას წარმოადგენს და რასაც მოიმოქმედებს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 60
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

შესაბამისად ამ სუბიექტს ტატიშვილს კანტის ზნეობაც რომ ქონდეს

 

გუბერნატორების პოსტებზე გერმანელ ფილოსოფოსებს ვერ დავნიშთნავთ იმ მარტივი მიზეზის გამო რომ ისინი ჩვენ არ გვყავს

 

შესაბამისად ტატიშვილი დაინიშნა გარკვეული მიზნების შესასრულებლად რომლებსაც შეასრულებს წარმატებით და კანტზე უკეთესად

 

კანტის ზნეობა ტატიშვილის კი არა ნახევარ მსოფლიოს არ აქვს

 

 

გუბერნატორებს კიდე რა პირობებს წაუყენებთ

 

მომავალში ალბათ მოითხოვთ

 

ზღვაზე ფეხით გაიარონ

 

ან ზღვა შუაში გახსნან

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

FRIDRIX

გუბერნატორებს კიდე რა პირობებს წაუყენებთ

პირობა არის ერთი - ნორმალურ ხალხს შრომაში ხელს ნუ უშლიან!!!

გეხსომება ალბათ, ვინც გუბერნატორი დანიშნეს ყველამ კარგად იხეირა ადგილობრივების ხარჯზე, ზოგი კი აშკარა პარაზიტი იყო.

არ არის გამორიცხული, რომ ეს სუბიექტიც დაიწყებს სხვისი ქონების მითვისებას და ბიუჯეტის ფლანგვას.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არ არის გამორიცხული, რომ ეს სუბიექტიც დაიწყებს სხვისი ქონების მითვისებას და ბიუჯეტის ფლანგვას.

ეს გუბერნატორი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამართველოში მუშაობდა შესაბამისად კარგად იცის რამ ოსდით ბიუჯეტის მფლანგველებს

 

ადგილობრივების ხარჯზე

ის მოქალაქეები ვინც რუსებთან თანამშრომლობის წყალობით გამდიდრდნენ (ესეთი ქვემო ქართლში უამრავია) უნდა გაკულაკდნენ და გაკულაკდებიან კიდეც ამისთვის დაინიშნა აღნიშნული პირი გუბერნატორად

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

FRIDRIX

http://www.youtube.com/watch?v=vDljWQivwY8

 

FRIDRIX

ეს გუბერნატორი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამართველოში მუშაობდა შესაბამისად კარგად იცის რამ ოსდით ბიუჯეტის მფლანგველებს

 

ასეთი პეტრუშკის არ მჯერა :P

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

 

შესაბამისად ტატიშვილი დაინიშნა გარკვეული მიზნების შესასრულებლად რომლებსაც შეასრულებს წარმატებით!

 

 

 

 

გუბერნატორებს კიდე რა პირობებს წაუყენებთ

 

მომავალში ალბათ მოითხოვთ

 

ზღვაზე ფეხით გაიარონ

 

ან ზღვა შუაში გახსნან

საზიზღარი ადამიანი ახალი გუბერნატორი!

„გიორგი ტატიშვილი ცნობილი არის ადამიანების ცემით. 2008 წლის არჩევნების დროს გორში, ნინოშვილის ქუჩაზე მდებარე სკოლაში გახსნილ საარჩევნო უბანში, პედაგოგები დაატერორა და ეს ფაქტი მაშინ სახალხო დამცველის ანგარიშშიც კი მოხვდა. არჩევნების დღეს პირადად მივიდა საარჩევნო უბანზე და კომისიის წევრებს ხელების დამტვრევით დაემუქრა“ აი წყარო

მერე აგვისტოში ეგ "გმირი" ჩუმად პირველი გაიპარა გორიდან თავის ძმაკაც ლადო ვარძელაშვილთან ერთად და ის პედაგოგები რუსებს მიუყარა.

 

FRIDRIX შენ შეგიძლია გიყვარდეს ადოლფ ჰიტლერი და ესეთი "გუბერნატორები".

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

FRIDRIX

giauridia

GeoStream

ეს წაიკითხეთ

 

http://kartliskhma.wordpress.com/2011/09/14/%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A-%E1%83%92%E1%83%A3%E1%83%91%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%A1-%E1%83%92%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%92/

 

ახალ გუბერნატორს გორის გამგებელმა 108 000 ლარიანი ჯიპი დაახვედრა

 

დღეს, 14 სექტემბერს, 14 საათზე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან გორის ადმინისტრაციულ შენობაში აცნობეს, რომ ახალ გუბერნატორის შესახვედრად მომზადებულიყვნენ. აწ უკვე ყოფილი გუბერნატორი ზურაბ არსოშვილი გორის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიგა (გიორგი) ტატიშვილმა შეცვალა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა დავით ტყეშელაშვილმა ახალი კადრი მხოლოდ სახელისუფლებლო არხების ჟურნალისტების თანდასწრებით წარადგინა. წარდგენიდან ნახევარი საათის შემდეგ ახალმა გუბერნატორმა ადგილობრივ პრესის ჟურნალისტებს შეხვედრაზე უარი უთხრა – ორი დღის შემდეგ დამირეკეთო.

 

დღის 12 საათზე კი გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სატენდერო კომისიის შემადგენლობა შეიკრიბა. კომისიის ხელმძღვანელი გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით ხმიადაშვილი იყო. ის გიგა ტატიშვილის მეგობარია. სატენდერო კომისიის სხდომის ოქმში, რომელიც შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა მოიპოვა, დაფიქსირებულია, რომ გამგეობამ ახალი 108 000 ლარიანი ჯიპი ,,ტოიოტა ცენტრში” შეიძინა. ჯიპი 2011 წლის გამოშვებაა. მანქანას 5 დღეში ჩამოიყვანენ გორში.(იხ. ხდომის ოქმი).

 

2011 წლის 14 თებერვალს გორის მაჟორიტარ დეპუტატს გიგა ტატიშვილს ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსება შეუმცირდა. ეს გადაწყვეტილება გორის საკრებულომ 14 თებერვალს მიიღო და შესაბამისი ცვლილებები ბიუჯეტში შევიდა. წარმოდგენილი პროექტის მიხედვით დეპუტატის ბიუროს მიმდინარე წელს ჩამოეჭრება 5 000 ლარი და დაფინანსდება მხოლოდ 15 000 ლარით.

 

გიგა ტატიშვილი 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს აირჩიეს გორის მაჟორიტარ დეპუტატად. იმ პერიოდში ბიუროს დაფინანსება (დეპუტატ ჯუმბერ პატიაშვილის დროს) შედგებოდა 9 000 ლარით. 2008 წლის არჩევნების შემდეგ, ბიუროს დაფინანსება 20 000 ლარამდე გაიზარდა. ტატიშვილი ლადო ვარძელაშვილის გუნდის წევრად ითვლება.

 

გიგა ტატიშვილის შრომითი ბიოგრაფია ასე გამოიყურება

 

დაიბადა 1976 წელს თბილისში, დაამთავრა საქართველოს უშიშროების სამინისტროს აკადემია. 1996-2007 წლებში მუშაობდა უშიშროების სამინისტროში. 2007-2008 წლებში გადავიდა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში, გამომძიებლად. ხოლო 2008 წლიდან საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის, კერძოდ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრია.

 

ახალი ჯიპის პარამეტრებია:

 

* გამოშვების წელი – 2011 წელი,

* ძრავის მოცულობა 4.0

* საწვავი – ბენზინი,

* ფერი – შავი,

* გარბენი – არაუმეტეს 100კმ,

* 7 ადგილიანი, 5 კარიანი,

* 5 სიჩქარიანი ავტომატური კოლოფი

* Multi Terrain ABS+BA

* Crawl kontrol

* 4 X 4 არანაკლებ 282 ც. ძ . ძრავა IGR-FE-Evro 3-1

* მუხრუჭის ელ დისტრიბუცია,

* საწვავის ავზი – არანაკლებ 87 ლიტრი,

* DVD რადიო, CD ჩეინჯერი! 6 CD,

* აუდიოს მართვა უკანა რიგიდან,

* ინტეგრირებული მონიტორი, ჭერში

* 14 ხმის გამაძლიერებელი,

* ანტენა,

* მძღოლის ორმაგი უსაფრთხოების ბალიში,

* მუხლის და გვერდითი ბალიშები,

* მგზავრის წინა და გვერდითი ბალიში,

* ფარდა ბალიშები სამივე რიგისათვის,

* მანქანის გარე განათების კონტროლი,

* გარე სარკეები გათბობით, კამერით

* KDSS სტაბილიზაციის სისტემა,

* ქსენონის ,,ჭკვიანი ფარები’’,

* მანქანის სიმაღლის რეგულირება,

* კრუიზ კონტროლი,

* ცივი ქვეყნის პაკეტი,

* წინა და უკანა პარკირების სენსორი,

* წინა, უკანა და გვერდითი კამერები,

* უკანა სვლის ოთხკამერიანი მონიტორი, * ორმაგი ავტ. კონდიციონერი,

* მძღოლისა და მგზავრის სავარძლის გათბობა,

*მესამე რიგის ელ ჩაკეცვა,

* წინა და უკანა სანისლე ფარები,

*ტყავის+ხის ინტეგრირებული საჭე,

*ტელეფონის ბლუთუს სისტემა,

*იმობილაიზერი,

* ელ ლუქი,

*ფარების გამრეცხი,

*ფარების ავტომატური რეგულირება,

*გვერდითი საფეხურები განათებით,

*უკანა შუშის გამათბობელი და გამწმენდი,

*ალუმინის დისკები 265/60/ R18 საბურავით,

*მანქანის სტაბილურობის კონტროლი+ TRC,

*სახურავის გამაძლიერებელი,

*ტყავის სავარძლები,

*ელ ფანჯრები,

*ცენტრალური საკეტი,

*მაცივარი,

*ხის დეკორაცია,

*ქრომირებული სახელურები.

 

საბა წიწიკაშვილი / შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

GeoStream

ეს წაიკითხეთ

 

ახალ გუბერნატორს გორის გამგებელმა 108 000 ლარიანი ჯიპი დაახვედრა

 

 

გუშინ წავიკითხე. აი პედაგოგებს რომ ხელების დამტვრევით ემუქრებოდა ეგ არის ყველაზე საზიზღარი!!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

kisa

ჯიგარი ხარ კისა, როგორ მიმეშველები ხოლმე. :pupuza:

ეხლა სად წავა ფრიდრიხი, ნეტავ რა პასუხს მოგვწერს. ერთი უნდა წავაკითხოთ ჯორჯ ორუელი. :P

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ახალ გუბერნატორს გორის გამგებელმა 108 000 ლარიანი ჯიპი დაახვედრა

ეს ჯიპი მემგონი არ არის პრობლემა სახელმწიფო მოხელეს ესაჭიროება გადადგილების საშუალება

 

მამაოები უფრო ძვირად ღირეული ავტომობილებით დადიან

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მივიდა საარჩევნო უბანზე და კომისიის წევრებს ხელების დამტვრევით დაემუქრა“ აი წყარო

ტრიბუნა.GE წყაროდ არ განიხილება იგი განძრახ ამახინჯებს ნამდვილ სწორ ინფორმაციას

 

დეკანოზმა დავით ისაკაძემ პედოფილიის სახედ გოგი გვახარია შერაცხა…

 

გვაპიდარასტებენ! – ტელევიზიასთან საპროტესტო აქციაზე ჰომოფობური განცხადებები კეთდება

 

ვახტანგ მაისაია: „დავისაჯე იმიტომ, რომ არ ვაღიარე ის, რაც არ ჩამიდენია“

Edited by FRIDRIX
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

FRIDRIX

 

ისე რას ვფიქრობ იცი, სამეგრელოს და შიდა ქართლის გუბერნატორები ცოტა მაგრები უნდა იყვნენ, მანდ საოკუპაციო ზონებთან ახლოს არის სიტუაციები, რომ არასტანდარტული გადაწყვეტილებები მიიღოს, ათას საფრთხესთან დაკავშირებული, ის სამეგრელოს გუბერნატორი სუფთა ლაგვა ტიპია, ცოტა მუჟიკური უნდა იყოს მანდ რა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მაცი

რაც ევალებათ იმას აკეთებენ და მუჟიკობას მაგათ ვერ მოთხოვ ეგრევე გამორბიან

 

მუჟიკობა ჯარს

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

FRIDRIX

ეს ჯიპი მემგონი არ არის პრობლემა სახელმწიფო მოხელეს ესაჭიროება გადადგილების საშუალება

ამ ფულით (108 ათასი) გავაკეთებდი 2000 კვ.მ. სათბურს თავისი გათბობითა და უახლესი სარწყავი სისტემით. აქვე დასაქმდებოდა 10-12 ადამიანი. 18 თთვის შემდეგ სათბური უკვე სუფთა მოგებაზე გადავიდოდა.

ხოლო იმ სუბიექტისათვის გადაადგილების საშუალებად საშუალო კლასის მანქანას შეურჩევდი, ან კალხოზნიკს (უაზიკი) კარგი გამავლობა აქვს. არა უშავს რადიკულიტს არ დამართავდა.

ხომ გეუბნებოდი ფრიდრიხ სხის ხარჯზე იქნება თქო, ხალხის კმაყოფაზე. ნუ აზიზღებთ თავს ადამიანებს, ნახევარი საქართველო სიღარიბის ზღვარის ქვემოთ არის. შენ კი რომელიც არაფერს აწარმოებ და არ ქმნი ჯამაგირი მინიმუმ 1200 ლარი გაქვს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...