Jump to content
Planeta.Ge

„ნინა ანზოროვნა ჩაოს“ აგარაკ-სახლ-მარგალიტები


Recommended Posts

„პრესა ჯი“ აგრძელებს ოპოზიციის ლიდერების ქონების მიმოხილვას და ამჯერად 26 მაისის ბანკროტად ქცეული „ვარსკვლავის“ „ჩაო ნინას“ ქონებრივ მონაცემებს წარმოგიდგენთ.

 

ნინო ბურჯანაძე როგორც ამბობენ, დიდი ხანია შეეჩვია იმ აზრს, რომ მის უკან მუდმივად ვიღაც დგას: ბავშვობაში რაიკომის მდივანი ანზორ ბურჯანაძე, ოპოზიციაში გზის გაკვალვისას - ზურაბ ჟვანია რევოლუციამდე და რევოლუციის შემდგომ კი, როგორც უკრაინული პრესა აცხადებს, კანონიერი ავტორიტეტები და ბადრი ბიწაძის ძმაკაცები კალაშოვ-მამთაჯის გავლით.

 

თუმცა ქონება ნინოს მამიკოსგან მოსდევს, მაგრამ „ტკბილი ქვეყანა“ და ქვეყნის ტკბილად მართვაც ნინოს ხელისუფლებაში ყოფნისას კიდევ უფრო შაქრდებაო. მართალია, ქალბატონი ნინოს წყნეთის რამდენიმე თვით გაჩუქებულ-უკანახეული აგარაკი მის ქონებრივ დეკლარაციაში ვერ დარჩა, თუმცა ნინო არც ისე დევნილივით ცხოვრობს, როგორც დევნილებთან შეხვედრისას „წუწუნებს“.

 

მართალია, ნინოს „პიარშიკებმა“ ურჩიეს ძვირადღირებული მარგალიტები მოეხსნა, მაგრამ ნინო თავისაზეა. უყვარს „ნინა ჩაოს“ 2000 დოლარიანი „დელიკატესების“ შეკვეთა საზღვარგარეთ მივლინებების დროს და ბრილიანტები და რა ქნას?!

 

2008 წლის დეკლარაციის მიხედვით, ქალბატონი ნინო ფლობს 350 000 იან სახლს თბილისში, ზ. ბოლქვაძის 3-ში, ასევე სახლებს ორბელში, სოფელ ცხრუკვეთში და მიწის ნაკვეთს საგურამოში, რომელიც ბადრი ბიწაძის სახელზეა დარეგისტრირებული და რომელსაც, როგორც ირკვევა, ბადრი, გენპროკურორის მოადგილეობისას ქონებრივ მონაცემთა ბიუროს და ზოგადად სახელმწიფოს უმალავდა.

 

ეს კი არც-მეტი, არც-ნაკლები სისხლის სამართლის დანაშაულია და როგორ მინიმუმ სამწლიან თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. თუმცა მოგვიანებით 2003 წლის თარიღით მაშინდელ თანამდებობის ქონებრივ მონაცემთა ბიუროს ხელმძღვანელს ნუნუ ოვსიანიკოვას ბიწაძემ ახსნა-განმატებითი წერილი მისწერა, საგურამოს მიწის ნაკვეთს, იმიტომ არ ვწერდი, რომ გადაფორმებული არ მქონდა 2000 წლამდეო, მაგრამ საკვირველია, ის თუ 2000-ში გადაიფორმა, შემდგომი ორი წელი რატომ არ აჩვენებდა?

 

საგურამოში საუბრობენ, რომ ამ ნაკვეთზე ბიწაძე აგარაკის მშენებლობას აპირებდა და „მოლოტოვების კოქტეილების“ არშემდგარმა რევოლუციამ ჩაუშალა. ასევე ნინო ანზოროვნას ბოლო ქონებრივ დეკლარაციაში, რომელიც მან სახელმწიფო რანგში ყოფნისას შეავსო, უფროსი შვილი, ანზორი მითითებული არ ჰყავს. ეს კიდევ უფრო ამძაფრებს იმ ინფორმაციას, რომ ანზორიკო ბიწაძე ცალკე ცხოვრობს, ფლობს ძვირადრირებულ მანქანებს, ბიზნეს-კლასით დაფრინავს შვეიცარიაში და „ქორთიარდ მერიოტში“ ბევრ ხარჯავს ბართანო.

 

ასევე ბურჯანაძეები, კერძოდ კი ბადრი ბიწაძე ფლობს აგარაკს ბაკურიანში. 2000 წლიდან ბურჯანაძე- ბიწაზე ფლობენ დეპოზიტს ამერიკულ-ქართულ სააქციო- კომერციულ ბანკ „აბსოლუტბანკში“, ასევე ნინოს აქვს სადეპოზიტო ანგარიშები „დოიჩე ბანკში“ და უკვე 2005 წლის ქონებრივ გრაფაში აღარსად ჩანს ანზორიკოს ძვირადღირებული ავტომანქანა, რომლის მარკასაც ბურჯანაძეები არ უთითებენ.

 

რა თქმა უნდა, ზოგადად, ბურჯანაძე-ბიწაძეებს ქონებრივი მდგომარეობის ამსახველი დეკლარაციების მიხედვით ბიზნესი არა აქვთ. არადა ბიწაძეების „დელ მარი“, საცხობები, ბურჯანაძეების პურ-ფუნთუშეული და ა.შ. რა თქმა უნდა „საშუამავლო ახლობლების“ საშუალებით იმართება. როგორც მაგალითად, ბადრი ბიწაძის ძმაა და ნინოს საახლობლოა. ბადრი ბიწაძის ქონებრივი დეკლარაცია ზუსტად ნინოს ქსეროასლია, თუმცა ნინოს უყვარს გუდაურში, „ლიჟებზე“ დგომა და ბადრის „პულიმიოტებით“ ჯიხვებზე ნადირობა, თუმცა სამონადირეო მეურნეობები კახეთში ჩემი არააო, აცხადებენ ბიწაძეებში.

 

„მიცუბიში პაჯერო“ ბადრი ბიწაძეს ბოლო დროის ქონებრივი მონაცემების მიხედვით გაუყიდია, როგორც ჩანს, ბეისბოლის ბიტები რომ ეყიდა „დინამოს“ სტადიონთან მდებარე სპორტულ მაღაზიებში, თორე აბა მის გარემოცვიდან დაკავებულთა მიერ იარაღის შესყიდვას არა მგონია, ბადრის მანქანის ფული ჰყოფნოდაო - აცხადებენ ოპოზიციაში.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რას არ გაიგებ ფორუმებზე..მე კი მეგონა ბინას ქირაობდნენ,მაგათ კიდე ჯიპიც ჰყოლიათ.. Edited by გიორგი68
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

„პრესა ჯი“ აგრძელებს ოპოზიციის ლიდერების ქონების მიმოხილვას და ამჯერად 26 მაისის ბანკროტად ქცეული „ვარსკვლავის“ „ჩაო ნინას“ ქონებრივ მონაცემებს წარმოგიდგენთ.

 

;პრესა ჯიმ; იქნებ იმ პოზიციონერების ქონებაც აღწეოს, ცალ-ცალი კალოშით რომ ჩამოვიდნენ თბილისში, ბულკის ფულს სესხულობდნენ და იმდენი ქონება იშოვეს, ბურჯანაძეს არც დაესიზმრება.

პ.ს. თორემ ბურჯიკას დედაც და მაგის მომხრისაც ჩემდათავად.,

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პ.ს. თორემ ბურჯიკას დედაც და მაგის მომხრისაც ჩემდათავად.,

ხოდა ამისთVის დებს პრესა.GE ინფოს

 

ცალ ცალ კალოშიანებზე ისედაც ვიცით და მაგ ინფოს ვერ დადებენ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კი მაგრამ ყველაფერი ეს როდის შეიძინა ქალბატონმა ნინომ

როცა სააკაშვილის სპიკერი იყო, თუ როცა "გაოპოზიციონერდა"

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

როცა შევარდნაძესთან მუშაობდა

სააკაშვილის ჟამს სუ ჯამაგირზე ისხდნენ ეგა და ბადრია :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სააკაშვილის ჟამს სუ ჯამაგირზე ისხდნენ ეგა და ბადრია

არა

სააკაშვილტან მუსაობის დროსაც უკანონოდ აქვვთ მითვისებული მილიონობით ლარი ამიტომაც ორივე

აიძულეს წასულიყვნენ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ნინა ანზოროვნას ნაირები კიდევ ბევრი გყავთ.

სანამ მიშკას ემორჩილებიაჯნ "გვყავს" ხოლო როცა ლუციFერობენ წიხლი უკანალში როგორც ანზოროვნას ოქრუაშვილს და სხვა ბევრს დაემართა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სანამ მიშკას ემორჩილებიაჯნ

 

მიშკას ქობალია ;ემორჩილება; ძალიან მაგრად და პრემიერად ნიშნავსო, ძალიან მალეო.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მიშკას ქობალია ;ემორჩილება; ძალიან მაგრად და პრემიერად ნიშნავსო, ძალიან მალეო.

ჩემთვის საქართველო დამრთავდება როგორც სახელმწიფო

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჩემთვის საქართველო დამრთავდება როგორც სახელმწიფო

 

საქართველო დიდი ხანია საფაშოა უკვე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...