Jump to content
Planeta.Ge

პედაგოგებზე დარევას მალავენ!


Recommended Posts

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სკოლებიდან გათავისუფლებული პედაგოგების არც სტატისტიკა არ აქვს და არც მათი კომპენსაციების შესახებ საუბრობს.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა შესაბამისი სტატისტიკის არარსებობა იმით ახსნა, რომ პედაგოგების დამსაქმებელი სკოლაა და არა სამინისტროამასთან, უცნობია რა თანხა “დაიზოგა” და “გამოთავისუფლდა” გათავისუფლებული მასწავლებლების ხარჯზე, რომელთაც გათავისუფლების თვიდან ხელფასი აღარ ერიცხებათ.დიმიტრი შაშკინის თქმით, გათავისუფლებული მასწავლებლების ხელფასით დაზოგილი თანხის შესახებ, თავად კითხვა შეიცავს უზუსტობას, რადგან მასწავლებელს ხელფასს სამინისტრო არ ურიცხავს. კერძოდ, სამინისტრო აფინანასებს მოსწავლეს ვაუჩერით, პედაგოგს კი ხელფასს სკოლა უხდის.

რაც შეეხება კომპენსაციას, დიმიტრი შაშკინს არც გათავისუფლებული პედაგოგების კომპენსაციაზე სურს საუბარი და ამაზეც აცხადებს, რომ “მათი დამსაქმებელი სკოლაა და არა სამინისტრო”.აღსანიშნავია ის გარემოება, რომ “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის მიხედვით, მოხელეს ერთი თვით ადრე უნდა ეცნობოს დაწესებულების ლიკვიდაციის, თანამდებობის შემცირების, ატესტაციის არადამაკმაყოფილებელი შედეგების ან ასაკის გამო სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ. ხანგრძლივი შრომისუუნარობის გამო განთავისუფლების შესახებ მოხელეს წერილობით უნდა ეცნობოს განთავისუფლებამდე 2 კვირით ადრე მაინც. თუ ეს ვადები დაირღვა, მოხელეს კომპენსაციის გარდა, ყოველი გადაცილებული დღისათვის ხელფასიც უნდა მიეცეს.

დაწესებულების ლიკვიდაციის ან შტატების შემცირების გამო სამსახურიდან განთავისუფლებისას მოხელეს კომპენსაციის სახით ეძლევა 2 თვის თანამდებობრივი სარგო. ჯანმრთელობის მდგომარეობის, ხანგრძლივი შრომისუუნარობის, სამხედრო ან ალტერნატიულ სამსახურში გაწვევის გამო სამსახურიდან განთავისუფლების შემთხვევაში მოხელეს ეძლევა კომპენსაცია 1 თვის თანამდებობრივი სარგოს

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სულ დაავიწყდათ ამ ჟურნალისტებს ქართული :givi:

 

:P :P

 

ქვემოთ რაც წერია, იმაზე თქვი ნორმალურია თუ არა...ეგ რომ არანორმალურია, კი ვიცი :P :yes:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Ostap

დელეხტორებს რომ "ირჩევდნენ" და ხუთიანს ხაზავდნენ აბა რა ეგონათ

სწორი შენიშვნაა.. მასწავლებლები იყვნენ ერთერთი აქტიური აქტივისტები სამწუხაროდ(ყველაზე არ ვამბობ ცხადია)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...