winstonsmith Posted September 14, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted September 14, 2011 http://a2.sphotos.ak.fbcdn.net/hphotos-ak-snc7/303181_250301408342682_146948652011292_692000_1933321144_n.jpg Genre:Acoustic / PopMembers: Merab "Mebo" Nutsubdze - Vocal, Guitar, SongwritterAlexandre "Babdusa" Abramishvili - Piano, Guitar and everything else ))Hometown: თბილისი / Tbilisi, GeorgiaRecord label: Home Studio მერაბ ნუცუბიძე ქართველი კომპოზიტორ-შემსრულებელია (singer-songwriter). გიტარაზე დაკვრა და სიმღერების წერა დაიწყო 16 წლიდან. სიმღერებს ქმნის ქართულ, ინგლისურ და ფრანგულ ენებზე. მეგობრებთან ერთად შექმნა ჯგუფი Minute Mind, რომელიც მალევე დაიშალა და მის მაგივრად, თითქმის იმავე შემადგენლობით ჩამოყალიბდა ჯგუფი Double Illusion. გარკვეული მიზეზების გამო ამ ჯგუფმაც მალევე შეწყვიტა არსებობა. ამის შემდეგ მერაბმა სოლო კარიერაში სცადა ბედი და მიიღო მონაწილეობა პროექტ ჯეოსტარში. ის გახდა ჯეოსტარი 2010-ის მონაწილე და დაიმსახურა ჟიურის და ხალხის დიდი მოწონება და დადებითი შეფასებები. ჯეოსტარის დასრულების შემდეგ მერაბმა აქტიურად დაიწყო მუშაობა სხვადასხვა პროექტებზე სანდრო აბრამიშვილთან (ბაბდუსა) ერთად. სანდრომ და მერაბმა ერთობლივად დაწერეს მუსიკა ალექსანდრე ლორთქიფანიძის სპექტაკლისთვის („თევზის იავნანა“). სანდროსთან ერთად კეთდება ახალი პროექტი, რომელიც მუსიკალურად და კონცეპტუალურად განსხვავებული იქნება სხვა დანარჩენისგან, რომელშიც მერაბს მიუღია მონაწილეობა. მერაბის პირველი სტუდიური ჩანაწერი „Pourquoi” გამოვიდა 2011 წელს (ხმის რეჟისორი Irakli Man, იგივე ბეთხო). სიმღერა გადის სხვადასხვა რადიოს ეთერში. მერაბი და სანდრო განაგრძობენ მუშაობას მათ მიერვე შექმნილ სახლის სტუდიაში (Home Studio) და სამომავლოდ გეგმავენ რამოდენიმე კონცერტის გამართვას, რათა წარსდგნენ მსმენელის წინაშე. სიმღერების მოსმენა შეგიძლიათ საოუნდკლაუდზე:SoundCloud დაალაიკეთ ოფიციალური ფეისბუკი და გაიგეთ დაგეგმილი კონცერტების და ახალი ჩანაწერების შესახებ: Official Facebook Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
FRIDRIX Posted September 14, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted September 14, 2011 კარგია მაგრამ ყოველთVის ქართველი შემსრულებლები რატომ ირჩევენ მგლოვიარე მელანქოლიურ სატირელ ჟანრს ფორტეპიანოზე არ აქვს შესრულებული კომპოზიციები თუ მხოლოდ გიტარა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
winstonsmith Posted September 14, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted September 14, 2011 (edited) FRIDRIXქართველი შემსრულებლები რატომ ირჩევენ მგლოვიარე მელანქოლიურ სატირელ ჟანრს მგლოვიარე და სატირელი ჟანრი ნამდვილად არ არის ეს. მელანქოლიური არის, ნამდვილად. + ამას ნამდვილი მუსიკოსი არასდროს "ირჩევს" ჟანრს. ის აკეთებს იმ მუსიკას, რაც მისგან მოდის. მერაბსაც და სანდროსაც კარგად ვიცნობ და ვიცი, რომ ის მუსიკა რასაც აკეთებენ, მათგან მოდის. მათი ემოციები და იდეებია და არა "არჩეული ჟანრი". ბუნებრივები ასეთები არიან. ფორტეპიანოზე არ აქვს შესრულებული კომპოზიციები თუ მხოლოდ გიტარა ის ლაივებია მხოლოდ გიტარა და ვოკალი რომაა. თორემ კომპოზიციები რომლებიც იწერება სტუდიაში, ყველა ინსტრუმენტს შეიცავს. გიტარაცაა, პიანინოც, ჩელოც, ბასიც და ა.შ.ნელ-ნელა უფრო მეტ ჩანაწერს გაგვიზიარებენ. Edited September 14, 2011 by winstonsmith Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
FRIDRIX Posted September 14, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted September 14, 2011 ნელ-ნელა უფრო მეტ ჩანაწერს გაგვიზიარებენ.კარგია თანამედროვე ქართული მუსიკა სტაბილურად ვითარდება ოღონდ მეტი პოზიტივია საჭირო კომპოზიციებში და არა ნეგატიური მელანქოლიური გავლენა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
FRIDRIX Posted September 14, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted September 14, 2011 http://www.youtube.com/watch?v=k9q8sQKsz10&feature=grec_index Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
winstonsmith Posted September 26, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted September 26, 2011 მერაბი ინტერნეტ პროექტ აივანზე:http://www.aivani.ge/?p=play&v=151 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.