Jump to content
Planeta.Ge

"მოსკოვსკიე ნოვოსტი": რუსეთი საქართველოში ეკონომიკურ პოზიციებს იმყარებს


Recommended Posts

ქართულ ეკონომიკურ სივრცეში რუსეთის პოზიციების გამყარების შესახებ რუსული გამოცემა "მოსკოვსკიე ნოვოსტი" სტატიას აქვეყნებს. გამოცემა საქართველოს სტრატეგიული ობიექტების უცხოელებზე გასხვისების აკრძალვის შესახებ კანონპროექტში შესატან ცვლილებებს ეხება, რომელიც საქართველოს პარლამენტმა საშემოდგომო სესიაზე უნდა განიხილოს.

 

სტატიაში საუბარია 3 ობიექტზე - რუსეთ-სომხეთის დამაკავშირებელ გაზსადენზე, რკინიგზასა და სახელმწიფო ენერგოსისტემაზე.

 

"დღევანდელი კანონმდებლობით, ამ კომპანიების 100%-იანი წილი სახელმწიფოს ეკუთვნის. მმართველი პარტიის დეპუტატები კი ამ 3 კომპანიაზე გამონაკლისის დაშვებას ითხოვენ. იმის გათვალისწინებით, რომ მმართველი პარტია უმრავლესობაშია, დიდი შანსია, რომ ცვლილებები განხორციელდება და ამ ობიექტების აქციები უცხოელებზეც გაიყიდება. ყველა ამ ობიექტის მიმართ ინტერესს მოსკოვი ჯერ კიდევ 2008 წლის აგვისტოს ომამდე იჩენდა", - ნათქვამია სტატიაში, რომელიც აქციების შეძენის პირველი პრეტენდენტად რუსეთს განიხილავს.

 

სტატიის ავტორები გაესაუბრნენ ყველა იმ რუსული კომპანიის წარმომადგენლებს, რომლებიც საქართველოს სტრატეგიული ობიექტების პოტენციურ მყიდველებად განიხილებიან.

 

რუსული კომპანია "გაზპრომის" წარმომადგენელი სერგეი კუპრიანოვი გამოცემასთან საუბარში ადასტურებს, რომ რუსულ კომპანიას საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი რუსეთ-სომხეთის დამაკავშირებელი გაზსადენი ძალიან სჭირდება და მისი შეძენა კომპანიისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება.

 

"გაზპრომი" ქართული გაზსადენის შეძენისთვის ადრეც მზად იყო, როცა მისი გასხვისება მაშინდელმა სახელმწიფო მინისტრმა, კახა ბენდუქიძემ გადაწყვიტა. რუსული გიგანტი ქართულ მხარეს ობიექტში 150 მლნ დოლარს სთავაზობდა. მაშინ ეს გარიგება აშშ-მა ჩაშალა. ვაშინგტონს არ სურდა ქართულ ენერგომატარებლებზე რუსეთის მონოპოლია”, - წერს ”მოსკოვსკიე ნოვოსტი”.

 

რაც შეეხება საქართველოს რკინიგზას, რუსეთის რკინიგზის ახლანდელი ხელმძღვანელი ვლადიმერ იაკუნინი ჯერ კიდევ 2004 წელს აცხდებდა, რომ მზად იყო საქართველო სარკინიგზო ხაზის პრივატიზაციაში მონაწილეობა მიეღო. რამდენად არის დაინტერესებული დღეს ამ ობიექტის შეძენით, უწყებაში ეს კითხვა უკომენტაროდ დატოვეს.

 

ქართული ენერგოსისტემის ობიექტების შეძენასთან დაკავშირებით, რუსულ "იტერ რაოში" გაზეთს განუცხადეს, რომ კომპანიამ საქართველოში ყველაფერი შეიძინა, რისი ყიდვაც უნდოდა, თუმცა ახალი ობიექტების შესყიდვაზე უარს არ იტყვის.

 

რუსული კომპანია "ინტერ რაო" სრულად ფლობს ხრამ-ჰეს1 და ხრამ-ჰეს2. ასევე ენრგოგამანაწილებელ კომანია თელასის 75%-ს", - ნათქვამია სტატიაში.

 

ქართული სტრატეგიული ობიექტების მოსალოდნელ ტენდერებში რუსეთის მონაწილეობას ეჭვგარეშე მიიჩნევს, ერთერთი რუსი დიპლომატი, რომელსაც ვინაობის გამჟღავნება არ სურს. როგორც მან გამოცემესთან საუბრისას აღნიშნა, რუსეთს "ერთიანი საკომუნიკაციო სივრცის ისტორიული გამოცდილება აქვს. ასეთ ტენდერებში მონაწილეობა კი ქართულ-რუსულ პოლიტიკურ ურთიერთობებსაც სასიკეთოდ წაადგება - დრო ყველაფრის მკურნალია", - განუცხადა დიპლომატმა ”მოსკოვსკიე ნოვოსტის”.

 

წყარო/Source: http://www.ambebi.ge/ekonomika/41248-qmoskovskie-novostiq-rusethi-saqarthveloshi-ekonomikur-poziciebs-imyarebs.html#ixzz1XpqiAr5O

ესეც დედანი

 

http://www.mn.ru/world/20110913/304811171.html

Вражеское партнерство

Покупателем грузинских стратегических предприятий может стать Россия

 

Российской компании принадлежат полностью две электростанции — Храми ГЭС-1 и Храми ГЭС-2. «Интер РАО» также владеет 75% акций АО «Теласи» — одной из крупнейших сетевых компаний Грузии, занимающейся распределением и сбытом электроэнергии. Остальные 25%акций АО «Теласи» почти полностью контролирует государство.

 

Информированный российский дипломат, попросивший не называть своего имени, заявил «МН», что интерес к участию в возможных тендерах в Грузии со стороны российских кампаний более чем вероятен, учитывая исторический опыт создания единых коммуникаций. «Такое участие может стать прологом возобновления и политических отношений — время лечит», — заметил наш собеседник.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

"მოსკოვსკიე ნოვოსტი": რუსეთი საქართველოში ეკონომიკურ პოზიციებს იმყარებს

 

მიყიდეს ყველაფერი ამ ნაბიჭ...ბმა და აბა რა იქნება

 

მტერ სახელმწიფოსტან ეკონომიკური ტანამსრომლობა გამორიცხულია

 

ყველა ობიექტი რომელსაც რუსები ფლობდნენ შეიძლებოდა გადაგვეცა იყიდიდენ თურქეთისთვის ან ისრაელისთვის

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

kisa

 

საქმე იმაშია, რომ რუსებთან უფრო იოლია კორუფციულ გარიგებებში შესვლა. ასე რომ, ნუ გიკვირს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მიყიდეს ყველაფერი ამ ნაბიჭ...ბმა და აბა რა იქნება

იმიტომ, რომ

რუსებთან უფრო იოლია კორუფციულ გარიგებებში შესვლა. ასე რომ, ნუ გიკვირს.

 

რუსული კომპანიების საშუალებით ხდება საქართველოს მოსახლეობის ძარცვა.

თუნდაც დენის ტარიფი, არის უზომოდ გაბერილი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Grig

საქმე იმაშია, რომ რუსებთან უფრო იოლია კორუფციულ გარიგებებში შესვლა. ასე რომ, ნუ გიკვირს.

მე არც მიკვირს

ფიცი მწამს ბოლო მაკვირებს პონტია :givi:

თან ამ შტერ ხალხს რომ ატყუებენ და ესენიც იჯერებენ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...