Jump to content
Planeta.Ge

სათაური ვერ მოვუძებნე :D:D:D


Recommended Posts

[

ქნებ არც ღირდეს ყურადღების გამახვილება იმ ვიდეოზე, რომელიც „იუთუბზე“ patriarqisjariskacni-თ რეგისტრირებულმა პიროვნებამ სულ ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა, მაგრამ რადგან ამ ვიდეომ უკვე დაიპყრო სრულიად ფბ-სივრცე და, სავარაუდოდ, დილიდან უფრო ფართოდ განხილვადი გახდება, კიდევ იმიტომაც, რომ სავარაუდოდ, შესაძლოა, მას ხვალვე მოჰყვეს სასულიერო პირთა განმარტებები - „დრონი.ჯი“ ვიდეოს მაინც გთავაზობთ - არა ტირაჟირების, არამედ იმ მიზნით, რომ თავად გამოიტანოთ დასკვნა:

 

 

ეს არის მუქარა, გაუთვითცნობიერებელი და უვიცი ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფის მიერ პატრიარქისთვის გამოცხადებული „თანადგომა“ თუ უგემოვნო კლიპს უკან დამალული ასევე ადამიანთა ჯგუფის მიერ შეგნებულად შემოგდებული მუქარის შემცველი კლიპი, რომელიც მიზნად იმის ჩვენებას ისახავს, რამდენად აგრესიული და შეუწყნარებელია მრევლად წოდებული საზოგადოების ნაწილი ეკლესიის მიმართ გამოთქმული კრიტიკისადმი.

 

ვიდეოკლიპის დევიზი, რომელიც ავტორმა გამოაქვეყნა, ასე ჟღერს: „ვიბრძოლებთ ბოლომდე!“, ტექსტში კი ასეთ ფრაზებს შეხვდებით:

 

„ნადირობას ვიწყებთ, ღვთის არმია - ჯვრებით შუაზე გადაგჭრით, შე სატანა!“

 

„ნაკურთხ წყალში გაყვინთავებთ, სანამ არ დაიხრჩობი...“

 

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, პირველი ვიდეო, რომელიც ამ მასალას ერთვის, "იუთუბზე" გუშინ, გვიან ღამით გაჩნდა. როგორც ჩანს, კლიპების შექმნის იდეით აღფრთოვანებული იუზერი შესვენების გამოცხადებას არ აპირებს - დღეს უკვე იმავე იუზერის მიერ ახალი ვიდეო აიტვირთა, დაახლოებით იგივე, თუმცა, უფრო ამაზრზები ტექსტით, სადაც ავტორი ურწმუნოებს საკმევლის ბოლით გაგუდვას ჰპირდება და სახლებში რეიდების დაწყებისკენ მოუწოდებს: "ვისაც ხატი არ ექნება, ავახიოთ სიფათი...".

 

 

http://www.youtube.com/watch?feature=player_embedded&v=euu7CsOofE4

 

http://www.youtube.com/watch?feature=player_embedded&v=2qV3NjaHDJQ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვიღაც რეპერის ეს უნიჭო ვიდეო რატომ გახდა ასეთი განხილვის საგანი და რატომ აღიქმება ეს რაღაც სერიოზულ განცხადებად არ მესმის.

 

ვიღაცამ თავისი რეპის ტექსტად რელიგიური თემა აირჩია, სულ ესაა. სიტყვის თავისუფლება და მისთანები... რა საჭიროა ასეთი მძაფრი რეაგირება

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

nika3012

რა საჭიროა ასეთი მძაფრი რეაგირება

ეკლესიას ყველაფერზე მძაფრი რეაგირება აქვს როდესაც ეკლესიის სახელით ვიღაც სირი იმუქრება ეკლესიამ უნდა მოახდინოს რეაგირბა მაგალითად მოითხოვონ ამ პირის დასჯა და დაისჯება დაიჭერენ

 

 

მაგრამ როცა ეკლესია დუმს იმიტომ აქვს შემდეგ საზოგადოებას მისი ინდივიდუალური რეაქცია და პოზიცია

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...